ფრაქცია „ქართული ოცნების“ მომართვა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში ფრაქციის კუთვნილი კვოტით პარლამენტის წევრის ვალერი გელაშვილის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ მიერ დათმობილი კვოტით პარლამენტის წევრის ჯუმბერ იზორიას წარდგენის შესახებ.
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-03-11
ბიუროს ნომერი 334
📜 ტექსტი
წერილი
ფრაქცია „ქართული ოცნება“
2-4207/20
10-03-2020
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ასლი: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარეს
ბატონ გურამ მაჭარაშვილს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 28-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად,
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წევრად ფრაქცია „ქართული ოცნების“
კუთვნილი კვოტით წარმოგიდგენთ ფრაქციის წევრს ბატონ ვალერ გელაშვილს. აგრეთვე
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრად ფრაქცია „ქართული ოცნება- მრეწველების“ მიერ
დათმობილი კვოტით წარმოგიდგენთ ფრაქციის წევრს ბატონ ჯუმბერ იზორიას.
გთხოვთ, აღნიშნული მიიღოთ ცნობად.
პატივისცემით,
ფრაქციის თავმჯდომარე
რატი იონათამიშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge