საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის დადებითი დასკვნა არასამეწარმეო იურიდიული პირის „ჯანსაღი და უსაფრთხო სკოლის“ (ლიანა სირაძე) მიერ წარმოდგენილ სკოლამდელ და სასკოლო პერიოდში ბავშვის ჯანსაღად და უსაფრთხოდ ზრდა-განვითარების შესახებ (N1-25969/19; 20.12.2019) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-03-11
ბიუროს ნომერი 334
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
განათლების, მეცნიერებისა და
კულტურის კომიტეტი
2-4214/20
11-03-2020
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის
დასკვნა
არასამეწარმეო იურიდიული პირის ,,ჯანსაღი და უსაფრთხო სკოლის“ მიერ
წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე სკოლამდელ და სასკოლო პერიოდში
ბავშვის ჯანსაღად და უსაფრთხოდ ზრდა-განვითარებასთან დაკავშირებით (N125969/19; 20.12.2019).
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა
2020 წლის 10 მარტს, კომიტეტის სხდომაზე განიხილა ზემოთაღნიშნული საკანონმდებლო
წინადადება, რომელიც კომიტეტს წარუდგინა ლიანა სირაძემ.
საკანონმდებლო წინადადება წარმოდგენილია ზოგადი პრინციპების სახით. მასში
აღნიშნულია, რომ ,,სკოლამდელი დაწესებულება და სკოლა თითოეულ ბავშვს უვითარებს
უნარს, რათა მან მთელი სიცოცხლის მანძილზე შეძლოს მოუაროს საკუთარ ჯანმრთელობას
და ამავე დროს იზრუნოს სხვათა ჯანმრთელობაზე. სკოლა არის ადგილი სადაც ყალიბდება
დაავადების და სიკვდილიანობის გამომწვევი მიზეზების თავიდან აცილების უნარი, მაგ:
ალკოჰოლიზმის, ნარკოტიკის, თამბაქოს და ა.შ. საკანონმდებლო წინადადების ავტორები
აღნიშნავენ, რომ მოქმედი კანონმდებლობით სკოლის დირექტორი არ არის ვალდებული
იზრუნოს და უზრუნველყოს სამედიცინო პერსონალის პროფესიული ცოდნის განახლება
და/ან განვითარება; საჯარო სკოლის სამედიცინო სამსახური მოწყვეტილია ჯანმრთელობის
დაცვის საერთო სისტემას; ბაღი და სკოლა არის ბავშვების თავშეყრის ადგილი ანუ
დაავადების გავრცელების ეპიდემიოლოგიური კერა. ამ გარემოში სამედიცინო
მეთვალყურეობის გარეშე დარჩენილი
ბავშვებისათვის კატასტროფულად იზრდება
ჯანმრთელობის საზიანო რისკ - ფაქტორები. რაც აისახება კიდეც საქართველოს ბავშვთა
მოსახლეობის ინფექციური და ვირუსული დაავადებების ავადობის მაჩვენებლის ზრდაზე
(NCDC); დამატებით აღნიშნულია, რომ მოზარდ საზოგადოებაში განსაკუთრებით
გამძაფრებულია მოძალადე გარემო (ჩაგვრა, ძალადობა, კიბერნბულინგი..) რომლის მიმართ
ბავშვი დარჩენილია მარტო და აქაც სწორედ სკოლის ექიმის მიერ პროფესიულ,
საზოგადოებრივი ჯანდაცვის დონეზე უნდა განხორციელდეს ბავშვის არაფორმალური, თუ
ფორმალური განათლება“.
საკანონმდებლო წინადადების ავტორები საქართველოს პარლამენტს სთავაზობენ შემდეგ
რეკომენდაციებს:
1.ყველა სკოლა ვალდებულია სკოლის შტატში ყავდეს სამედიცინო წარმომადგენელი/ექიმი;
2. ექიმი უნდა ფლობდეს სახელმწიფო სერტიფიკატს საექიმო სპეციალობაში;
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
3. სკოლა ვალდებულია ხელი შეუწყოს და/ან უზრუნველყოს სკოლის სამედიცინო
პერსონალის უწყვეტი პროფესიული განვითარება;
4. სკოლა ვალდებულია ხელი შეუწყოს მასწავლებლებლების ცნობიერების ამაღლებას
ჯანსაღი და უსაფრთხო სკოლის /ცხოვრების შესახებ;
5. სკოლის ექიმის ხელფასი უნდა განისაზღვროს მის მიერ შესრულებული პროფესიული
მომსახურებით, როგორც ექიმის და როგორც ჯანმრთელობის შესახებ განმანათლებელი
ექიმი-პედაგოგის;
6. საჯარო სკოლებში შეტანილ იქნეს საგანი ,,განათლება ჯანმრთელობის შესახებ“.
გარდა ზემოთაღნიშნულისა, საკანონმდებლო წინადადებას ახლავს დამატება, რომლითაც
დაზუსტებულია კანონმდებლობაში შესატანი ტერმინები და ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულების სამედიცინო სამსახურის ფუნქციები.
საკანონმდებლო წინადადებაში დასმული საკითხები დღეს არსებული რეალობის
გათვალისწინებით საჭიროებს სათანადო
რეაგირებას. რაც შეეხება შემოთავაზებულ
რეკომენდაციებს, კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს მათ შეთანხმებას საქართველოს
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან კანონმდებლობაში
სათანადო ფორმით ასახვის მიზნით.
ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე კომიტეტმა
საკანონმდებლო წინადადებას და მისაღებად ცნო იგი.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
გენადი მარგველაშვილი
მხარი
დაუჭირა
წარმოდგენილ