„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-03-16
ბიუროს ნომერი 335
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტს (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 14.12.2018, სარეგისტრაციო კოდი:
010190030.06.001.016054) დაემატოს შემდეგი შინაარსის 2081 მუხლი:
„მუხლი 2081. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში
მოსამართლეობის კანდიდატის ასარჩევად წარდგენის თაობაზე გადაწყვეტილების
მიღება
1. პარლამენტი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის
წესდების (შემდგომ − რომის წესდება) შესაბამისად, ამ მუხლით დადგენილი წესით
იღებს გადაწყვეტილებას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში
მოსამართლეობის ერთი კანდიდატის ასარჩევად წარდგენის თაობაზე.
2. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მოსამართლეობის
ერთი კანდიდატის ასარჩევად წარდგენის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად
საქართველოს მთავრობა პარლამენტს წარუდგენს საქართველოს მთავრობის მიერ
შერჩეულ ერთ ან ერთზე მეტ კანდიდატს (შემდგომ − მთავრობის მიერ შერჩეული
მოსამართლეობის კანდიდატი).
3. მთავრობის მიერ შერჩეული მოსამართლეობის კანდიდატის წარდგინება
თანდართულ მასალებთან ერთად გადაეცემა პარლამენტის ბიუროს უახლოეს
სხდომას.
4. პარლამენტის ბიურო განსაზღვრავს მთავრობის მიერ შერჩეული
მოსამართლეობის
კანდიდატის
სისხლის
სამართლის
საერთაშორისო
სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატად ასარჩევად წარდგენის საკითხის
განმხილველ კომიტეტს/კომიტეტებს.
5. მთავრობის მიერ შერჩეული მოსამართლეობის კანდიდატის სისხლის
სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატად
ასარჩევად წარდგენის საკითხის განმხილველი კომიტეტი კომიტეტის საჯარო
სხდომაზე უსმენს მთავრობის მიერ შერჩეულ მოსამართლეობის კანდიდატს და
ადგენს ამ კანდიდატის რომის წესდების მოთხოვნებთან შესაბამისობას. მთავრობის
მიერ შერჩეული მოსამართლეობის კანდიდატი ვალდებულია კომიტეტს
სრულყოფილად მიაწოდოს მისი რომის წესდების მოთხოვნებთან შესაბამისობის
დასადგენად საჭირო ინფორმაცია. კომიტეტი უფლებამოსილია გადაამოწმოს მის
ხელთ არსებული ინფორმაცია ან/და მოიძიოს სხვა საჭირო ინფორმაცია.
6. მთავრობის მიერ შერჩეული მოსამართლეობის კანდიდატის კომიტეტის
სხდომაზე მოსმენის შემდეგ კომიტეტი შეიმუშავებს დასკვნას. კომიტეტის დასკვნა
მიიღება
ფარული
კენჭისყრით,
კომიტეტის
სიითი
შემადგენლობის
უმრავლესობით. ეს დასკვნა უნდა შეიცავდეს კომიტეტის რეკომენდაციას
მთავრობის მიერ შერჩეული მოსამართლეობის კანდიდატის მიმართ. კომიტეტის
დასკვნა პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანის მიზნით
წარედგინება პარლამენტის ბიუროს და ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე.
7. მთავრობის მიერ შერჩეულ მოსამართლეობის კანდიდატს პარლამენტი
პლენარულ სხდომაზე განხილვის გარეშე უყრის კენჭს. კენჭისყრის წინ
პლენარული სხდომის თავმჯდომარე პარლამენტს აცნობს მთავრობის მიერ
შერჩეული მოსამართლეობის კანდიდატის ვინაობას და მის წერილობით
თანხმობას. მთავრობის მიერ შერჩეული მოსამართლეობის კანდიდატი სისხლის
სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატად
ასარჩევად წარდგენილი იქნება, თუ კენჭისყრისას მას მხარს დაუჭერს
პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. თუ პარლამენტისთვის
წარდგენილია მთავრობის მიერ შერჩეული მოსამართლეობის ერთზე მეტი
კანდიდატი, მათ ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი და სისხლის სამართლის
საერთაშორისო სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატად ასარჩევად
წარდგენილი იქნება მთავრობის მიერ შერჩეული მოსამართლეობის ის კანდიდატი,
რომელიც კენჭისყრისას მიიღებს პარლამენტის წევრთა მეტ ხმებს, მაგრამ
არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის ხმებისა. თუ
კენჭისყრისას ხმების საუკეთესო რაოდენობა მთავრობის მიერ შერჩეულმა
მოსამართლეობის ერთზე მეტმა კანდიდატმა თანაბრად მიიღო და, ამასთანავე, ეს
რაოდენობა პარლამენტის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტია, მათ
ხელმეორედ ეყრებათ კენჭი. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში
მოსამართლეობის კანდიდატად ასარჩევად წარდგენილი იქნება მთავრობის მიერ
შერჩეული მოსამართლეობის ის კანდიდატი, რომელიც კენჭისყრისას მიიღებს
პარლამენტის წევრთა მეტ ხმებს, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული
შემადგენლობის უმრავლესობის ხმებისა. ამ პუნქტით გათვალისწინებული
კენჭისყრა ფარულია.
8. თუ ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული კენჭისყრის შედეგად
მთავრობის მიერ შერჩეულმა მოსამართლეობის ვერცერთმა კანდიდატმა ვერ
მიიღო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მოსამართლეობის
კანდიდატად ასარჩევად წარდგენისთვის საჭირო რაოდენობის პარლამენტის
წევრთა ხმები, საქართველოს მთავრობის შესაბამისი წარდგინების საფუძველზე ამ
მუხლით განსაზღვრული პროცედურა ხელახლა იწყება.
9. მთავრობის მიერ შერჩეულ მოსამართლეობის კანდიდატს შეუძლია ამ
მუხლით გათვალისწინებული პროცედურის მიმდინარეობისას ნებისმიერ დროს
წერილობით თქვას უარი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში
მოსამართლეობის კანდიდატად ასარჩევად წარდგენაზე. ასეთ შემთხვევაში ამ
მუხლით განსაზღვრული პროცედურა აღნიშნული კანდიდატის მიმართ წყდება,
ხოლო თუ იგი ერთადერთი კანდიდატი იყო, საქართველოს მთავრობის შესაბამისი
წარდგინების საფუძველზე ეს პროცედურა ხელახლა იწყება.
10. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მოსამართლეობის
კანდიდატის ასარჩევად წარდგენის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად ერთი
და იმავე პირის ერთი და იმავე მოწვევის პარლამენტისთვის წარდგენა შეიძლება
მხოლოდ ორჯერ.“.
მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე
არჩილ თალაკვაძე
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტზე
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია რეგლამენტის პროექტის შესახებ:
ა.ა) რეგლამენტის პროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს რეგლამენტის პროექტი:
საქართველოს მოქმედი საკანონმდებლო აქტებით არ არის პირდაპირ მოწესრიგებული
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატის
ასარჩევად წარდგენის პროცედურა. მეტიც, ამ პროცესში მნიშვნელოვანია საქართველოს
პარლამენტის ჩართულობა, რადგან სისხლის სისხლის სამართლის საერთაშორისო
სასამართლოს რომის წესდების 36-ე მუხლის თანახმად, აღნიშნულ სასამართლოში
ასარჩევად წარსადგენი მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევა და წარდგენა
სახელმწიფომ უნდა განახორციელოს ამ სახელმწიფოში უმაღლეს სასამართლო
თანამდებობაზე პირის წარდგენისთვის დადგენილი პროცედურის შესაბამისად, ხოლო
საქართველოში უმაღლეს სასამართლო თანამდებობებზე მოსამართლეთა განწესებაში
პარლამენტის მონაწილეობა და როლი განსაკუთრებით საგულისხმო და მნიშვნელოვანია.
ამგვარად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში წარმოდგენლი ცვლილებით
დგინდება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მოსამართლეობის
კანდიდატის ასარჩევად წარდგენის შესახებ პარლამენტის მიერ გადაწყვეტილების
მიღების პროცედურა, რაც უზრუნველყოფს საქართველოს შიდა სამართლებრივი
სტანდარტის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდების
მოთხოვნებთან შესაბამისობას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად რეგლამენტის მიღების აუცილებლობა:
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანა აუცილებელია იმდენად,
რამდენადაც პარლამენტის მუშაობის წესი განისაზღვრება პარლამენტის რეგლამენტით
(იხ. საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტი) და, აქედან გამომდინარე,
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატის
ასარჩევად
წარდგენის
შესახებ
პარლამენტის
მიერ
გადაწყვეტილების
მიღების
პროცედურაც პარლამენტის რეგლამენტში უნდა იქნეს გაწერილი.
ა.ბ) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი შედეგები:
წარმოდგენილი
ცვლილების
რეგლამენტში
გაჩნდება
მიღების
სისხლის
შემთხვევაში
სამართლის
საქართველოს
საერთაშორისო
პარლამენტის
სასამართლოში
მოსამართლეობის კანდიდატის ასარჩევად წარდგენის შესახებ პარლამენტის მიერ
გადაწყვეტილების მიღების პროცედურა.
1
ა.გ) რეგლამენტის პროექტის ძირითადი არსი:
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტს ემატება 2081 მუხლი: „სისხლის სამართლის
საერთაშორისო სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატის ასარჩევად წარდგენის
თაობაზე გადაწყვეტილების მიღება.“ კანონპროექტის თანახმად:
−
პარლამენტი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდების
შესაბამისად,
−
იღებს
გადაწყვეტილებას
სისხლის
სამართლის
საერთაშორისო
სასამართლოში მოსამართლეობის ერთი კანდიდატის ასარჩევად წარდგენის თაობაზე.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მოსამართლეობის ერთი
კანდიდატის
ასარჩევად
წარდგენის
თაობაზე
გადაწყვეტილების
მისაღებად
საქართველოს მთავრობა პარლამენტს წარუდგენს საქართველოს მთავრობის მიერ
შერჩეულ ერთ ან ერთზე მეტ კანდიდატს.
−
მთავრობის მიერ შერჩეული მოსამართლეობის კანდიდატის წარდგინება თანდართულ
−
მასალებთან ერთად გადაეცემა პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომას.
პარლამენტის ბიურო განსაზღვრავს მთავრობის მიერ შერჩეული მოსამართლეობის
კანდიდატის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მოსამართლეობის
კანდიდატად ასარჩევად წარდგენის საკითხის განმხილველ კომიტეტს/კომიტეტებს.
−
მთავრობის მიერ შერჩეული მოსამართლეობის კანდიდატის სისხლის სამართლის
საერთაშორისო სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატად ასარჩევად წარდგენის
საკითხის განმხილველი კომიტეტი კომიტეტის საჯარო სხდომაზე უსმენს მთავრობის
მიერ შერჩეულ მოსამართლეობის კანდიდატს და ადგენს ამ კანდიდატის რომის
წესდების
მოთხოვნებთან
შესაბამისობას.
მთავრობის
მიერ
შერჩეული
მოსამართლეობის კანდიდატი ვალდებულია კომიტეტს სრულყოფილად მიაწოდოს
მისი
რომის
წესდების
მოთხოვნებთან
შესაბამისობის
დასადგენად
საჭირო
ინფორმაცია. კომიტეტი უფლებამოსილია გადაამოწმოს მის ხელთ არსებული
ინფორმაცია ან/და მოიძიოს სხვა საჭირო ინფორმაცია.
−
მთავრობის მიერ შერჩეული მოსამართლეობის კანდიდატის კომიტეტის სხდომაზე
მოსმენის შემდეგ კომიტეტი შეიმუშავებს დასკვნას. კომიტეტის დასკვნა მიიღება
ფარული კენჭისყრით, კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. ეს დასკვნა
უნდა
შეიცავდეს
კომიტეტის
რეკომენდაციას
მოსამართლეობის
კანდიდატის
მიმართ.
მთავრობის
კომიტეტის
მიერ
დასკვნა
შერჩეული
პარლამენტის
პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანის მიზნით წარედგინება პარლამენტის
ბიუროს და ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე.
−
მთავრობის მიერ შერჩეულ მოსამართლეობის კანდიდატს პარლამენტი პლენარულ
სხდომაზე განხილვის გარეშე უყრის კენჭს. კენჭისყრის წინ პლენარული სხდომის
თავმჯდომარე პარლამენტს აცნობს მთავრობის მიერ შერჩეული მოსამართლეობის
კანდიდატის ვინაობას და მის წერილობით თანხმობას. მთავრობის მიერ შერჩეული
მოსამართლეობის კანდიდატი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში
მოსამართლეობის კანდიდატად ასარჩევად წარდგენილი იქნება, თუ კენჭისყრისას მას
მხარს
დაუჭერს
პარლამენტის
სრული
შემადგენლობის
უმრავლესობა.
თუ
პარლამენტისთვის წარდგენილია მთავრობის მიერ შერჩეული მოსამართლეობის
2
ერთზე მეტი კანდიდატი, მათ ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი და სისხლის სამართლის
საერთაშორისო
სასამართლოში
მოსამართლეობის
კანდიდატად
ასარჩევად
წარდგენილი იქნება მთავრობის მიერ შერჩეული მოსამართლეობის ის კანდიდატი,
რომელიც კენჭისყრისას მიიღებს პარლამენტის წევრთა მეტ ხმებს, მაგრამ არანაკლებ
პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის ხმებისა. თუ კენჭისყრისას
ხმების საუკეთესო რაოდენობა მთავრობის მიერ შერჩეულმა მოსამართლეობის ერთზე
მეტმა კანდიდატმა თანაბრად მიიღო და, ამასთანავე, ეს რაოდენობა პარლამენტის
სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტია, მათ ხელმეორედ ეყრებათ კენჭი. სისხლის
სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატად ასარჩევად
წარდგენილი იქნება მთავრობის მიერ შერჩეული მოსამართლეობის ის კანდიდატი,
რომელიც კენჭისყრისას მიიღებს პარლამენტის წევრთა მეტ ხმებს, მაგრამ არანაკლებ
პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის ხმებისა. კენჭისყრა ფარულია.
−
თუ კენჭისყრის შედეგად მთავრობის მიერ შერჩეულმა მოსამართლეობის ვერცერთმა
კანდიდატმა ვერ მიიღო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში
მოსამართლეობის კანდიდატად ასარჩევად წარდგენისთვის საჭირო რაოდენობის
პარლამენტის წევრთა ხმები, საქართველოს მთავრობის შესაბამისი წარდგინების
საფუძველზე ზემოაღნიშნული პროცედურა ხელახლა იწყება.
−
მთავრობის მიერ შერჩეულ მოსამართლეობის კანდიდატს შეუძლია აღნიშნული
პროცედურის მიმდინარეობისას ნებისმიერ დროს წერილობით თქვას უარი სისხლის
სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატად ასარჩევად
წარდგენაზე. ასეთ შემთხვევაში პროცედურა აღნიშნული კანდიდატის მიმართ წყდება,
ხოლო თუ იგი ერთადერთი კანდიდატი იყო, საქართველოს მთავრობის შესაბამისი
წარდგინების საფუძველზე ეს პროცედურა ხელახლა იწყება.
−
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატის
ასარჩევად წარდგენის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად ერთი და იმავე პირის
ერთი და იმავე მოწვევის პარლამენტისთვის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ორჯერ.
ა.დ) რეგლამენტის პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ეს ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტის მიმართ.
ა.ე) რეგლამენტის პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
ვინაიდან რეგლამენტის პროექტით განსაზღვრული წესის ასამოქმედებლად დამატებითი
ღონისძიების განხორციელება ან/და გარკვეული დრო საჭირო არ არის, აგრეთვე ამ წესის
შინაარსის ხასიათის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, რეგლამენტის პროექტით
წარმოდგენილი ნორმები გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდეს.
3
რეგლამენტის პროექტი უკუძალის მინიჭების საკითხს არ ითვალისწინებს.
ა.ვ) რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას);
ამჟამად სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში არსებობს მოსამართლეთა
გარკვეული ვაკანტური თანამდებობები, რომელთა დასაკავებლადაც სახელმწიფოებმა
(მათ შორის, საქართველომ) კანდიდატები უნდა წარადგინონ არაუგვიანეს 2020 წლის 31
მარტისა. შესაბამისად, კანდიდატის წარდგენის შესახებ პარლამენტის მიერ
გადაწყვეტილების დროულად მისაღებად აუცილებელია, რომ ამ პროცესს წინ უსწრებდეს
წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტით გათვალისწინებული ცვლილების დროულად
მიღება და ამოქმედება.
ბ) რეგლამენტის პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
რეგლამენტის პროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს სახელმწიფო
ბიუჯეტში.
ბ.ბ) რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
რეგლამენტის პროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტების
ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე:
რეგლამენტის პროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტების
ბიუჯეტების ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, რეგლამენტის პროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
რეგლამენტის პროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს და მის სისტემაში არსებული
უწყებების მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
4
პირებზე
გავლენის
ბუნებისა
და
მიმართულების
მითითებით,
რომლებზედაც
მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
რეგლამენტის პროექტის მიღება არ გამოიწვევს ასეთ ფინანსურ შედეგებს.
ბ.ვ) რეგლამენტის პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
რეგლამენტის პროექტით არ დგინდება რაიმე გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის
გადასახდელი.
გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) რეგლამენტის პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
გ.გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს.
რეგლამენტის პროექტი დაკავშირებულია სისხლის სისხლის სამართლის საერთაშორისო
სასამართლოს რომის წესდების მოთხოვნების იმპლემენტაციასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) რეგლამენტის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
5
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
რეგლამენტის პროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) რეგლამენტის პროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი ანრი ოხანაშვილი.
ვ) რეგლამენტის პროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, გიორგი
კახიანი.
6