საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის კახაბერ კუჭავას მიერ წარმოდგენილი დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეაში (GUAM PA) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2019 წლის საქმიანობის ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-03-16
ბიუროს ნომერი 335
📜 ტექსტი
წერილი
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე
2-4320/20
12-03-2020
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა
კომიტეტის თავმჯდომარეს
ბატონ ირაკლი ბერაიას
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 189-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად,
გიგზავნით დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამ-ის
საპარლამენტო ასამბლეაში (GUAM PA) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი
დელეგაციის 2019 წლის საქმიანობის ანგარიშს.
დანართი: 7 ფურცელი.
პატივისცემით,
საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი
კახაბერ კუჭავა
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის - სუამ-ის საპარლამენტო
ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის
წლიური ანგარიში
2019 იანვარი - 2020 იანვარი
ღონისძიება:
ბალტიის ასამბლეის ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ინოვაციებისა და
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების გაერთიანებული
სხდომა
თარიღი:
14 თებერვალი, 2019
ადგილმდებარეობა:
ქ. რიგა, ლატვია
მონაწილე:
გიორგი მოსიძე, სუამის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს
პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი;
ისკო დასენი, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას პარლამენტების
ასამბლეის წევრი.
აღწერილობა:
14 თებერვალს, სუამის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს
პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, გიორგი
მოსიძე და საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას პარლამენტების
ასამბლეის წევრი, ისკო დასენი ვიზიტით იმყოფებოდნენ ლატვიის
დედაქალაქ რიგაში, სადაც მონაწილეობა მიიღეს ბალტიის ასამბლეის
ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ინოვაციებისა და გარემოსა და
ბუნებრივი რესურსების კომიტეტების გაერთიანებული სხდომის
მუშაობაში. კომიტეტების სხდომაზე მონაწილეობა მიიღეს როგორც
დეპუტატებმა, ასევე სამივე ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების
შესაბამისი
სტრუქტურების
წარმომადგენლებმა
და
აღნიშნული
დარგების ექსპერტებმა.
სხდომაზე განხილული იქნა შემდეგი საკითხები: ბალტიის ქვეყნების
ბუნებრივი აირის ერთობლივი ბაზრის მომავალი პერსპექტივები;
ბალტიის ქვეყნების ერთობლივი ელექტრო ენერგიის ბაზარი და
ბალტიის
ასამბლეის
რეკომენდაციების
ბალტიის
მინისტრთა
კომიტეტის
განსახორციელებლად
ერთობლივი
ღონისძიებების
გატარება. კომიტეტების სხდომაზე აღინიშნა, რომ აუცილებელია
სკანდინავიური ქვეყნებთან
რუსეთის
პოლონეთის
თანამშრომლობის გაფართოვება და
ბუნებრივ
აირზე
დამოკიდებულების
სეიმის
ენერგიისა
და
ფინანსების
აღმოფხვრა.
კომიტეტის
თავმჯდომარემ, მაციეჟ მალეცკიმ აღნიშნა, რომ პოლონეთმა შეიძლება
შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი ბალტიის ქვეყნების ბაზრების
ევროკავშირთან დაკავშირებაში. სუამის საპარლამენტო ასამბლეაში
აზერბაიჯანის პარლამენტის წევრმა, ალი მასიმლიმ აღნიშნა, რომ
აზერბაიჯანი მნიშვნელოვან როლს თამაშობს მრავალი ქვეყნის
ენერგოუსაფრთხოების საქმეში. მან ხაზი გაუსვა ბალტიის რეგიონის
გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას აზერბაიჯანის ევროპასთან
თანამშრომლობის კუთხით.
კომენტარი:
ღონისძიება:
უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების სადამკვირვებლო მისია
თარიღი:
31 მარტი, 2019; 21 აპრილი, 2019
ადგილმდებარეობა:
უკრაინა
მონაწილე:
გიორგი მოსიძე, სუამის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს
პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი;
გია ბენაშვილი, სუამის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს
პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი.
აღწერილობა:
31 მარტს, უკრაინაში, სუამის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს
პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, გიორგი
მოსიძემ და დელეგაციის წევრმა, გია ბენაშვილმა მონაწილეობა მიიღეს
უკრაინის
საპრეზიდენტო
არჩევნების
სადამკვირვებლო
მისიის
მუშაობაში, ხოლო 21 აპრილს, - საპრეზიდენტო არჩევნების მეორე
ტურის სადამკვირვებლო მისიაში. სადამკვირვებლო მისიის
შემადგენლობაში ასევე შედიოდნენ სუამის საპარლამენტო ასამბლეის
წევრები აზერბაიჯანის, უკრაინისა და მოლდოვას რესპუბლიკის
პარლამენტებიდან.
კომენტარი:
ღონისძიება:
ბალტიის
ასამბლეის
ორგანიზებით
გამართული
აღმოსავლეთ
პარტნიორობის კონფერენცია
თარიღი:
31 მაისი, 2019
ადგილმდებარეობა:
ქ. ვილნიუსი, ლიეტუვა
მონაწილე:
გიორგი მოსიძე, სუამის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს
პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი.
აღწერილობა:
31 მაისს, ლიეტუვას დედაქალაქ ვილნიუსში ბალტიის ასამბლეის
ორგანიზებით გაიმართა აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენცია,
რომლის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო სუამის საპარლამენტო
ასამბლეაში
საქართველოს
პარლამენტის
მუდმივმოქმედი
დელეგაციის ხელმძღვანელმა გიორგი მოსიძემ. მაღალი თანამდებობის
პირებიდან კონფერენციაზე მონაწილეობა მიიღეს ლიეტუვას
რესპუბლიკის სეიმას სპიკერმა, ვიქტორას პრანკიეტისმა, ლატვიის
რესპუბლიკის სეიმის სპიკერმა, ინარა მურნიეცემ, საქართველოს
პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და ესტონეთის
რესპუბლიკის
რიიგიკოგუს
ვიცე-პრეზიდენტმა,
სიიმ
კალასმა.
ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა
და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ
ხულორდავა.
კონფერენციის თემები შეეხო პოლონეთის, ლიეტუვას რესპუბლიკისა
და ლატვიის თავმჯდომარეობის დროს ევროკავშირთან ასოცირებული
ქვეყნების სამომავლო პერსპექტივებს, ასევე, განვლილი 10 წელის
მიმოხილვას,
რომელიც
დაეთმო
საერთაშორისო
მხარდაჭერის
მობილიზებასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის
ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობებს.
ბალტიის ასამბლეის პრეზიდენტმა იანის ვუცანსმა მონაწილეებს
შეახსენა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა არა მხოლოდ პოლიტიკური
ინიციატივაა, არამედ ხალხის საკეთილდღეოდ ხალხთა შორის
პარტნიორობა. მან დადებითად შეაფასა უკვე მიღწეული შედეგები.
განსაკუთრებით კი, პარტნიორობის ჩარჩოში განხორციელებული
რეფორმები, სტუდენტების გაცვლითი პროგრამები, თავისუფალი
ვაჭრობის ხელშეკრულებები. თუმცა, ბალტიის პრეზიდენტის აზრით
კიდევ
დარჩა
ადგილი
მრავალი
სასარგებლო
პროექტის
განსახორციელებლად. პროფესორ ვუცანსის განცხადებით, ბალტიის
ასამბლეა ყოველთვის მზადაა დემოკრატიის, ადამიანის უფლებების
დაცვისა და სამართლის უზენაესობის მიმართულებით წამატებული
რეფორმების და თანამშრომლობის საუკეთესო პრაქტიკა გაუზიაროს
პარტნიორობის ქვეყნებს.
სუამის
საპარლამენტო
ასამბლეაში
საქათველოს
პარლამენტის
მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა გიორგი მოსიძემ
სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ თანამშრომლობამ
უკვე
გამოიღო
მნიშვნელოვანი
შედეგი.
კულტურული,
საგანმანათლებლო
გააქტიურდა
და
აღნიშნული
დასაქმების
სფეროები
საგრძნობლად
ფორმატის
ფარგლებში.
მიუხედავად
რუსეთის მხრიდან აგრესიისა და ოკუპაციისა, საქართველო აქტიურად
განაგრძობს
ევროპასთან
სამართლებრივი
და
ეკონომიკური
ინტეგრაციის პროცესს. დეპუტატის განცხადებით, აღმოსავლეთ
პარტნიორობა არის ამ პროცესების განხორციელების ერთ-ერთი
საუკეთესო მექანიზმი.
კომენტარი:
ღონისძიება:
უკრაინის საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო მისია
თარიღი:
21 ივლისი, 2019
ადგილმდებარეობა:
უკრაინა
მონაწილე:
გიორგი მოსიძე, სუამის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს
პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი;
გია ბენაშვილი, სუამის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს
პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი;
ელგუჯა გოცირიძე, სუამის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს
პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი.
აღწერილობა:
21
ივლისს
გაიმართა
უკრაინის
საპარლამენტო
არჩევნები.
მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა გიორგი
მოსიძემ და დელეგაციის წევრებმა გია ბენაშვილმა და ელგუჯა
გოცირიძემ მონაწილეობა მიიღეს სუამის საპარლამენტო ასამბლეის
სადამკვირვებლო
მისიის
მუშაობაში.
სადამკვირვებლო
მისიის
შემადგენლობაში ასევე შედიოდნენ სუამის საპარლამენტო ასამბლეის
წევრები აზერბაიჯანის, უკრაინისა და მოლდოვას რესპუბლიკის
პარლამენტებიდან.
კომენტარი:
ღონისძიება:
„ბალტიის გზის“ 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება
თარიღი:
23 აგვისტო, 2019
ადგილმდებარეობა:
ქ. რიგა, ლატვია
მონაწილე:
გიორგი მოსიძე, სუამის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს
მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი
გოდერძი ჩანქსელიანი, საქართველოს პარლამენტის წევრი
ირაკლი აბუსერიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი
აღწერილობა:
23 აგვისტოს, ლატვიის დედაქალაქ რიგაში გაიმართა „ბალტიის გზის“
30
წლისთავისადმი
მიძღვნილი
ღონისძიება.
ღონისძიებას
საქართველოს პარლამენტიდან ესწრებოდნენ სუამის საპარლამენტო
ასამბლეაში
საქართველოს
მუდმივმოქმედი
დელეგაციის
ხელმძღვანელი გიორგი მოსიძე და მიწვეული დეპუტატები - გოდერძი
ჩანქსელიანი და ირაკლი აბუსერიძე. ღონისძიებაზე მონაწილეობა
მიიღეს ლატვიის პარლამენტის თავმჯდომარემ, ბალტიის ასამბლეის
პრეზიდიუმის წევრებმა და ბალტიის ქვეყნების პრემიერ მინისტებმა.
თავისუფლების მონუმენტთან ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას,
სუამის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი
დელეგაციის ხელმძღვანელმა გიორგი მოსიძემ ბალტიელ ხალხს
მიულოცა „ბალტიის გზის“ 30 წლის იუბილე. მისი განცხადებით, 30
წლის წინ 2 მილიონამდე ადამიანის მიერ 600 კილომეტრიანი ცოცხალი
ჯაჭვის იდეის განხორციელება იყო სიმამაცისა და პატრიოტიზმის,
თავისუფლებისადმი დაუოკებელი წყურვილის მკაფიო გამოვლინება.
ეს იყო „ბოროტების იმპერიის“ წინააღმდეგ ბრძოლა, რომელმაც მთელ
მსოფლიოს აჩვენა, რომ თავისუფლების იდეის ჩახშობა არ არის
შესაძლებელი. გიორგი მოსიძემ მადლობა გადაუხადა ბალტიელ ხალხს
იმ მხარდაჭერისათვის, რასაც საქართველო ყოველთვის, მცირედი
დაყოვნების გარეშე იღებს მათგან.
კომენტარი:
ღონისძიება:
სუამის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 12-ე ყოველწლიური სესია
თარიღი:
26-27 ნოემბერი, 2019
ადგილმდებარეობა:
ქ. კიევი, უკრაინა
მონაწილე:
გიორგი მოსიძე, სუამის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს
პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი;
გიორგი კოპაძე, სუამის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს
პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი;
გია ბენაშვილი, სუამის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს
პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი.
აღწერილობა:
26-27 ნოემბერს, უკრაინის დედაქალაქ კიევში გაიმართა სუამის
საპარლამენტო ასამბლეის რიგით 12-ე ყოველწლიური სესია. სესიის
ფარგლებში გაიმართა საპარლამენტო ასამბლეის ოთხი კომიტეტისა და
ბიუროს სხდომა.
ასამბლეის
ბიუროს
დელეგაციების
სხდომაზე
წევრებმა
გამოთქვეს
წარმოდგენილი
ქვეყნების
სურვილი
მჭიდრო
უფრო
კონტაქტები დაამყარონ ბენელუქსის პარლამენტთან და დაამტკიცეს
ბალტიის ასამბლეასთან თანამშრომლობის 2020-2023 წლების
პრიორიტეტები. ბიურომ დადებითად შეაფასა სუამის საპარლამენტო
ასამბლეის წევრების მონაწილეობა არჩევნების სადამკვირვებლო
მისიებში.
ასამბლეის სამართლებრივი საკითხების კომიტეტზე აღინიშნა, რომ
საჭიროა გაიმართოს კონსულტაციები შესაბამის უწყებებთან იმის
შესახებ თუ როგორ შეიძლება სუამის ფორმატის საკანონმდებლო
დონეზე დამაგრება. აღნიშნული პოზიცია გამოიკვეთა პოლიტიკური
და
რეგიონული
უსაფრთხოების
კომიტეტის
სხდომაზეც.
აზერბაიჯანის დელეგაციამ აღნიშნა, რომ გაეროს უშიშროების
კომიტეტის 4 რეზოლუციის მიუხედავად მთიან ყარაბაღში ისევ
კონფლიქტია.
კონფლიქტების
გასააქტიურებლად
ქვეყნებმა
მოგვარების
გამოხატეს
შესაძლებლობების
ინფორმაციის
გაცვლის
გიორგი
მოსიძე
ცენტრის შექმნის სურვილი.
კულტურის
კომიტეტზე,
რომელსაც
ხელმძღვანელობდა, დელეგაციის წევრებმა ქართული მხარისგან
მოისმინეს ინფორმაცია განათლების სფეროში გატარებული და
დაგეგმილი რეფორმების შესახებ. აზერბაიჯანის მხარემ გამოთქვა
ინტერესი
სუამის
ფარგლებში
უმაღლესი
განათლების
დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების შესახებ.
ვაჭრობის საკითხების კომიტეტზე აზერბაიჯანელმა დეპუტატებმა
ისაუბრეს სუამის წევრ
ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური
განვითარების შესაძლებლობებზე - კერძოდ იმაზე, თუ რამდენად
მნიშვნელოვანია წევრ ქვეყნებში თავისუფალი ვაჭრობის ზონის
გააქტიურება და საბაჟო სფეროში თანამშრომლობა.
სესიის დღის წესრიგით გათვალისწინებული ძირითადი თემები
დაეთმო ეროვნულ პრიორიტეტებსა და უსაფრთხოებას რეგიონში,
ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას და საერთაშორისო
ორგანიზაციებთან თანამშრომლობას. სესიის მუშაობაში მონაწილეობა
მიიღო სუამის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის
მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა გიორგი მოსიძემ და
დელეგაციის წევრებმა - გიორგი კოპაძემ და გია ბენაშვილმა. სუამის
სესიის მუშაობაში მონაწილეობა ასევე მიიღო ბალტიის ასამბლეის
პრეზიდენტმა, იანის ვუცანსმა. 2020 წელს სუამის საპარლამენტო
ასამბლეის თავმჯდომარე ქვეყანა აზერბაიჯანი იქნება.
კომენტარი:
ღონისძიება:
ბალტიის ასამბლეის 38-ე სესია და ბალტიის საბჭოს 25-ე სესია
თარიღი:
28-29 ნოემბერი, 2019
ადგილმდებარეობა:
ქ. რიგა, ლატვია
მონაწილე:
გიორგი მოსიძე, სუამის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს
მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი
აღწერილობა:
28-29 ნოემბერს, სუამის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს
მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, გიორგი მოსიძემ
მონაწილეობა მიიღო ბალტიის ასამბლეის 38-ე და ბალტიის საბჭოს 25ე სესიის მუშაობაში, რომელიც ლატვიის დედაქალაქ რიგაში გაიმართა.
საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელს ბალტიის ასამბლეასთან
მჭიდრო თანამშრომლობის გაღრმავებისათვის გადაეცა ბალტიის
ასამბლეის მედალი.
ასამბლეის ფარგლებში განხილული საკითხებიდან აღსანიშნავია:
ბალტიის
ქვეყნების
თანამშრომლობის
მდგომარეობა,
საერთო
ენერგეტიკის ბაზარი, ბალტიის ელექტრო კავშირების სინქრონიზაცია
კონტინენტურ
განხორციელება,
ევროპასთან,
„ბალტიის
თანამშრომლობა
რკინიგზის“
განათლების
პროექტის
სფეროში
და
ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით, ასევე, ბალტიის წყალბადის
გამოყენების პერსპექტივები.
ასამბლეის
მუშაობაში
მონაწილეობა
მიიღეს
წევრი
ქვეყნების
პარლამენტების თავმჯდომარეებმა, ასამბლეის წევრმა დეპუტატებმა,
აღმასრულებელი
ხელისუფლების
წარმომადგენლებმა
ექსპერტებმა.
კომენტარი:
ანგარიში მოამზადა დელეგაციის მდივანმა, ალექსანდრე რამიშვილმა.
10 მარტი, 2020 წ.
და