„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
11.03.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, რატი იონათამიშვილი, ანრი ოხანაშვილი, კახაბერ კუჭავა, გიორგი კახიანი, ნინო წილოსანი, გურამ მაჭარაშვილი
ნომერი
#07-3/445/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-03-16
ბიუროს ნომერი 335

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 14.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016054) 83-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 და მე-7 პუნქტები: „6. საქართველოს პრეზიდენტის მიერ საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადებისას, ობიექტური გარემოების არსებობისას, პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, პარლამენტის საქმიანობა შეიძლება წარიმართოს დისტანციურად, სათანადო ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით. 7. დისტანციურად, სათანადო ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით პარლამენტის საქმიანობა წარიმართება საქართველოს კონსტიტუციითა და რეგლამენტით გათვალისწინებული პრინციპების დაცვით, აგრეთვე შესაბამისი პროცედურების მიზნებისა და არსის შენარჩუნებით.“. მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტზე „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია რეგლამენტის პროექტის შესახებ: ა.ა) რეგლამენტის პროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს რეგლამენტის პროექტი: რეგლამენტის პროექტი მიზნად ისახავს იმ აუცილებელი ცვლილების მიღებას, რომელიც შესაძლებელს გახდის, პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით პარლამენტის მუშაობის დისტანციურად წარმართვას. მოქმედი რეგლამენტის მიხედვით, საკითხების განხილვისათვის პარლამენტი იკრიბება მის ადგილსამყოფელში, საქართველოს დედაქალაქ თბილისში. ობიექტური გარემოებების არსებობის შემთხვევაში კი პარლამენტს არ აქვს სრული შესაძლებლობა დისტანციურად, ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით იმოქმედოს. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად რეგლამენტის მიღების აუცილებლობა: რეგლამენტის პროექტით შემოთავაზებული ცვლილების განხორციელება აუცილებელია, რათა რეგლამენტში გაჩნდეს შესაბამისი ჩანაწერი, რომელიც უზრუნველყოფს საჭიროების შემთხვევაში პარლამენტის საქმიანობა წარიმართოს დისტანციურად, სათანადო ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით. ა.ბ) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი შედეგები: რეგლამენტის პროექტის მიღების შემთხვევაში, შეიქმნება სამართლებრივი საფუძველი შესაბამისი ობიექტური გარემოებების არსებობისას სათანადო ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით საქართველოს პარლამენტის დისტანციურად წარმართვისათვის. საქმიანობის ა.გ) რეგლამენტის პროექტის ძირითადი არსი: რეგლამენტის პროექტის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 83-ე მუხლს ემატება მე-6 და მე-7 პუნქტები, სადაც რეგულირებულია საომარი ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას, ობიექტური გარემოებების არსებობის შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით საქართველოს პარლამენტის საქმიანობის დისტანციურად წარმართვის შესაძლებლობა. ა.დ) რეგლამენტის პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტი არ ვრცელდება წარმოდგენილ პროექტთან მიმართებით, რადგან არ არის საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული. ა.ე) რეგლამენტის პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო რეგლამენტისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: რეგლამენტი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, რათა უმოკლეს უზრუნველყოფილი იქნეს პარლამენტის დისტანციურად საქმიანობის შესაძლებლობა. ა.ვ) რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ინიციატორები ითხოვენ რეგლამენტის პროექტის დაჩქარებულად განხილვას. გამომდინარე იქიდან, რომ პარლამენტის მოქმედი რეგლამენტის მიხედვით არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი, რათა პარლამენტმა სრულად დისტანციურად განახორციელოს საქმიანობა, მაშინ, როდესაც შესაძლებელია დადგეს ისეთი ობიექტური გარემოება, როდესაც აღნიშნული საქმიანობის განხორციელება შეუძლებელი იქნება საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელში. ამასთანავე, როგორც ცნობილია, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დაფიქსირებულია ე.წ. „კორონა ვირუსის“ – „COVID-19”ის ათასობით შემთხვევა. აღნიშნული გამოწვევის წინაშე დგას საქართველოც. სწორედ ამიტომ, აუცილებელია რეგლამენტში დროის უმოკლეს ვადაში განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებები და პარლამენტის საქმიანობის დისტანციურად განხორციელებისათვის შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი იქნეს უზრუნველყოფილი. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია არაერთი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივა, აუცილებელია, რომ ზემოთაღნიშნული გამოწვევის მიუხედავად, პარლამენტმა შეძლოს გამართული და შეუფერხებელი საქმიანობა. ბ) რეგლამენტის პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) რეგლამენტის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: რეგლამენტის პროექტის მიღებასთან დაკავშირებული დამატებითი ხარჯების დაფინანსების წყაროს წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტი. ბ.ბ) რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: რეგლამენტის პროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: რეგლამენტის პროექტის მიღება გამოიწვევს დამატებით ხარჯებს პარლამენტის საქმიანობის დისტანციურად, სათანადო ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით წარმართვის დაკავშირებული შემთხვევაში. დამატებითი ხარჯების რეგლამენტის პროექტის მიღებასთან დაფინანსების წყაროს წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტი, ხოლო ხარჯების ოდენობა განსაზღვრული იქნება ცვლილებით გათვალისწინებული მიზნით შექმნილი განსახორციელებელი აქტივობების შესაბამისად. სამუშაო ჯგუფის მიერ ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, რეგლამენტის პროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: რეგლამენტის პროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას. ბ.ე) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება რეგლამენტის პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია რეგლამენტის პროექტის განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: რეგლამენტის პროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს იმ პირების ფინანსურ მდგომარეობაზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) რეგლამენტის პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას. გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) რეგლამენტის პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება რეგლამენტის პროექტის მომზადება, მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) რეგლამენტის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღო რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება რეგლამენტის პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება რეგლამენტის პროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული რეგლამენტის პროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) რეგლამენტის პროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე - არჩილ თალაკვაძე ვ) რეგლამენტის პროექტის ინიციატორი საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, რატი იონათამიშვილი, ანრი ოხანაშვილი, კახაბერ კუჭავა, გიორგი კახიანი, ნინო წილოსანი, გურამ მაჭარაშვილი