საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრის გია ჟორჟოლიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/434, 18.02.2020) საქართველოს კანონის პროექტის განხილვის ვადის სამი თვით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
13.03.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-4355/20/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-03-16
ბიუროს ნომერი 335

📜 ტექსტი

წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-4355/20 13-03-2020 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრის, გია ჟორჟოლიანის, მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილია საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№073/434/9; 18.02.2020). საკანონმდებლო ინიციატივაზე წამყვანი კომიტეტად განსაზღვრულია იურიდიულ საკითხთა კომიტეტი (განხილვის ვადა - 30.03.2020), ხოლო სავალდებულო კომიტეტებად - საფინანსოსაბიუჯეტო კომიტეტი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი (განხილვის ვადა - 16.03.2020). 2020 წლის 12 მარტს საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტმა №2-4321/20 წერილით მომართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს (როგორც წამყვან კომიტეტს) და მოითხოვა საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის ვადის 3 თვით გაგრძელება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ვადების დაცვისა და განსახილველი საკითხის სრულყოფილად მომზადების მიზნით, უზრუნველყოთ განხილვის ვადის, როგორც წამყვანი ისე სავალდებულო კომიტეტისთვის, 3 თვით გაგრძელება. დანართი 1 ფურცელი. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 2-4321/20 12-03-2020 საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ ანრი ოხანაშვილს ბატონო ანრი, გთხოვთ, უზრუნველყოთ საქართველოს განხილვის პარლამენტის ვადის რეგლამენტის გაგრძელება შემდეგ შესაბამისად საკანონმდებლო ინიციატივებზე: 1. საქართველოს საკანონმდებლო პარლამენტის წევრის ინიციატივის წესით გია ჟორჟოლიანის წარმოდგენილი მიერ საქართველოს კანონის პროექტის „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/434; 18.02.2020) განხილვის ვადის 3 თვით გაგრძელება; 2. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ორგანული ინიციატივის კანონის წესით პროექტის წარმოდგენილი „საქართველოს საქართველოს ორგანულ კანონში ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ“ და საქართველოს კანონის პროექტის „დაგროვებითი საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის პენსიის თაობაზე“ 27.11.2019) განხილვის ვადის 1 თვით გაგრძელება. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge შესახებ“ (№07-3/419;