საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ციფრული მმართველობის სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტისა და მისი თანმდევი პროექტების (N07-2/445, 04.02.2020) განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-03-16
ბიუროს ნომერი 335
📜 ტექსტი
წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-4365/20
13-03-2020
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილია საქართველოს კანონის პროექტები: „საჯარო სამართლის იურიდიული
პირის - ციფრული მმართველობის სააგენტოს შესახებ“, „ელექტრონული დოკუმენტისა და
ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, „ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/445; 04.02.2020).
საკანონმდებლო ინიციატივაზე წამყვანი კომიტეტად განსაზღვრულია იურიდიულ საკითხთა
კომიტეტი (განხილვის ვადა - 16.03.2020), ხოლო სავალდებულო კომიტეტებად - საფინანსოსაბიუჯეტო კომიტეტი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი და
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი (განხილვის ვადა - 02.03.2020). ამასთანავე,
გაცნობებთ, რომ საკანონმდებლო ინიციატივა უკვე განხილულია ყველა სავალდებულო
კომიტეტის მიერ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით
გათვალისწინებული ვადების დაცვისა და განსახილველი საკითხის სრულყოფილად
მომზადების მიზნით, უზრუნველყოთ წამყვანი კომიტეტისათვის განსაზღვრული განხილვის
ვადის 30 დღით გაგრძელება.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge