საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების სულხან მახათაძის და გოგა გულორდავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/436, 19.02.2020) საქართველოს კანონის პროექტის განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
16.03.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი
ნომერი
#2-4404/20/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-03-16
ბიუროს ნომერი 335

📜 ტექსტი

წერილი
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი 2-4404/20 16-03-2020 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 107-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, იურიდიულ საკითხთა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების მომართვის საფუძველზე გთხოვთ, კანონის პროექტის განხილვისათვის დადგენილი ვადის 30 დღით გაგრძელებას საქართველოს პარლამენტის წევრების: სულხან მახათაძისა და გოგა გულორდავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებულ საქართველოს კანონის პროექტი „ნარჩენების მართვის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/436/9; 19.02.2020). დანართი: 2 ფურცელი. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი 2-4386/20 13-03-2020 საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2020 წლის 24 თებერვლის №330/3 გადაწყვეტილებით, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს დაევალა განიხილოს საქართველოს პარლამენტის წევრების სულხან მახათაძისა და გოგა გულორდავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/436; 19.02.2020) და განხილვის ვადად განესაზღვრა 2020 წლის 16 მარტი. ვინაიდან ბიუროს მიერ განსაზღვრულ კანონპროექტის განხილვის ვადაში ვერ ხერხდება საკითხის სრულყოფილად დამუშავება, მოგმართავთ თხოვნით, რომ უზრუნველყოთ კანონპროექტის განხილვის ვადის 3 კვირით გაგრძელება. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-4359/20 13-03-2020 გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარეს ქალბატონ ნინო წილოსანს ქალბატონო ნინო, როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს პარლამენტის წევრების, სულხან მახათაძისა და გოგა გულორდავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილია საქართველოს კანონის პროექტი „ნარჩენების მართვის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/436/9; 19.02.2020). საკანონმდებლო ინიციატივაზე წამყვანი კომიტეტად განსაზღვრულია გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი (განხილვის ვადა - 30.03.2020), ხოლო სავალდებულო კომიტეტებად - იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი (განხილვის ვადა - 16.03.2020). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ვადების დაცვისა და განსახილველი საკითხის სრულყოფილად მომზადების მიზნით, უზრუნველყოთ სავალდებულო კომიტეტებისთვის განსაზღვრული განხილვის ვადის, 30 დღით გაგრძელება. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge