საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა მოქალაქე მაკა მინდიაშვილის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს შრომის კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ“ (აზარტული და გასართობი სათამაშო ბიზნესი) (N1-1341/20; 28.01.2020) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
16.03.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-4466/20/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-03-17
ბიუროს ნომერი 336

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი 2-4466/20 16-03-2020 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა 2020 წლის 16 მარტის სხდომაზე განიხილა მაკა მინდიაშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (აზარტული და გასართობი სათამაშო ბიზნესი) (N11341/20; 28.01.2020). კომიტეტის გადაწყვეტილებით, აღნიშნული საკანონმდებლო წინადადება უარყოფილ იქნა შემდეგი მიზეზების გამო: 1. სათამაშო ბიზნესში დასაქმებულთათვის წინადადებით წარმოდგენილი განსაკუთრებული პირობების (მაგალითად, ზეგანაკვეთური სამუშაოს 1.5-მაგი ანაზღაურება, ხელფასის მინიმალური ზღვარი - 1000 ლარი, ღამის ცვლის ორმაგი ანაზღაურება, ჯანმრთელობის დაზღვევის 100%-იანი პაკეტი და სხვა) დაწესება ყველა სხვა დასაქმებულთან შედარებით არის დისკრიმინაცია, რაც აკრძალულია საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით, ხოლო კონკრეტულად შრომით ურთიერთობებში - საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით. დამსაქმებლისთვის მსგავსი ვალდებულებების დაწესება გამოიწვევს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების შეფერხებას და სამუშაო ადგილების შემცირებას. 2. წინადადებით წარმოდგენილია რამდენიმე საკითხი (ონლაინ კაზინოების და აზარტული ინტერნეტ საიტების გაუქმება, საქართველოს მოქალაქეებისთვის სამორინეში, სლოტ კლუბსა და ტოტალიზატორში თამაშის აკრძალვა, სათამაშო ბიზნესის დაუსახლებელ ტერიტორიაზე გადატანა), რომელიც არ განეკუთვნება შრომითი ურთიერთობის სფეროს და შესაბამისად, არ წარმოადგენს შრომის კოდექსის რეგულირების საგანს. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge