საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „ნინო ქადაგიძის საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ არჩევის შესახებ“.
📦 საკანონმდებლო პაკეტი
საქართველოს პარლამენტის იურიდილ საკითხთა კომიტეტის დასკვნა 2020 წლის 11 მარტს საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შესახებ (N1-4616/20; 11.03.2020) კანდიდატურასთან დაკავშირებით
- საქართველოს პარლამენტის იურიდილ საკითხთა კომიტეტის დასკვნა 2020 წლის 11 მარტს საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შესახებ (N1-4616/20; 11.03.2020) კანდიდატურასთან დაკავშირებით დასკვნა
- საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „ნინო ქადაგიძის საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ არჩევის შესახებ“. (ეს პროექტი) საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
სხდომაზე განსახილველი პროექტი
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
📅 დამატებითი ინფორმაცია
მიღების თარიღი 2020-03-17
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-4494/20
17-03-2020
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
დასკვნა
2020 წლის 11 მარტს საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შესახებ
(N1-4616/20; 11.03.2020)
2020 წლის 11 მარტს საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს
კონსტიტუციის 61-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და „საერთო სასამართლოების შესახებ“
საქართველოს
ორგანული
საქართველოს
პარლამენტს
კანონის
36-ე
საქართველოს
მუხლის
პირველი
უზენაესი
პუნქტის
სასამართლოს
შესაბამისად
თავმჯდომარის
თანამდებობაზე ასარჩევად წარუდგინა ნინო ქადაგიძის კანდიდატურა.
2020 წლის 11 მარტს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინება და
თანდართული მასალები საქართველოს პარლამენტის ბიუროს N334/5 გადაწყვეტილებით
გადაეცა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს.
I. კომიტეტის სამუშაო ჯგუფი
2020 წლის 16 მარტს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი
სასამართლოს
თავმჯდომარეობის
კანდიდატის
საქართველოს
კანონმდებლობის
მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის 205-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად შექმნა
კომიტეტის სამუშაო ჯგუფი.
კომიტეტის სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდნენ:
ა) გურამ მაჭარაშვილი (კომიტეტის სამუშაო ჯგუფის მდივანი) − საპარლამენტო ფრაქციის
„ქართული ოცნება − რეგიონების განვითარებისთვის“ წევრი, საპროცედურო საკითხთა და
წესების კომიტეტის თავმჯდომარე;
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ბ) ანრი ოხანაშვილი − იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო
ფრაქციის „ქართული ოცნება“ წევრი;
გ) რატი იონათამიშვილი − საპარლამენტო ფრაქციის „ქართული ოცნება“ თავმჯდომარე;
დ) ნინო წილოსანი − საპარლამენტო ფრაქციის „ქართული ოცნება“ წევრი, გარემოს დაცვისა
და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე;
ე) სიმონ ნოზაძე − საპარლამენტო ფრაქციის „ქართული ოცნება − მრეწველები“ თავმჯდომარე;
ვ) გიორგი გაჩეჩილაძე − საპარლამენტო ფრაქციის „ქართული ოცნება − მწვანეები“
თავმჯდომარე;
ზ) გოჩა ენუქიძე − საპარლამენტო ფრაქციის „ქართული ოცნება − ძლიერი ეკონომიკა“
თავმჯდომარე;
თ) ირაკლი აბუსერიძე − საპარლამენტო ფრაქციის „ქართული ოცნება − ძლიერი
საქართველოსთვის“ თავმჯდომარე;
ი) ირმა ინაშვილი − საპარლამენტო ფრაქციის „პატრიოტთა ალიანსი და სოციალდემოკრატები“ წევრი;
კ) გედევან ფოფხაძე − საპარლამენტო ფრაქციის „დამოუკიდებელი დეპუტატები“ მდივანი;
ლ) მამუკა ჩიქოვანი − საპარლამენტო ფრაქციის „ნაციონალური მოძრაობა“ წევრი;
მ) რაჟდენ კუპრაშვილი − საჯარო სამართლის იურიდიული პირის − იურიდიული
დახმარების სამსახურის დირექტორი;
ნ) ჯონი ხეცურიანი − საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრი, აკადემიკოსი;
ო)
თამარ
ზარანდია
−
ივანე
ჯავახიშვილის
სახელობის
თბილისის
სახელმწიფო
უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი.
კომიტეტის სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში წარმომადგენლის დასახელებისა და ამ
ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობაზე შეთავაზება განხორციელდა საპარლამენტო ფრაქციების
„ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო − მოძრაობა თავისუფლებისთვის“,
„ევროპული საქართველო − რეგიონები“ და პარლამენტის იმ წევრთა ჯგუფის მიმართაც,
რომლებიც არ არიან გაერთიანებული არცერთ ფრაქციაში. შეთავაზების თანახმად, მათ
შეეძლოთ სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში თითო-თითო წარმომადგენელი წარედგინათ.
თუმცა შეთავაზებაზე კომიტეტს ამ ფრაქციებიდან და პარლამენტის წევრებიდან თანხმობა არ
მიუღია.
2020 წლის 16 მარტს სამუშაო ჯგუფი შეიკრიბა და იმსჯელა უზენაესი სასამართლოს
თავმჯდომარეობის კანდიდატის შესახებ და მიიჩნია, რომ იგი შეესაბამება საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილ ფორმალურ მოთხოვნებს.
II. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის მოსმენა
კომიტეტის საჯარო სხდომაზე
2020 წლის 17 მარტს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა
კომიტეტის საჯარო სხდომაზე მოუსმინა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის
კანდიდატს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის
კომიტეტის სხდომაზე მოსმენა ღიად, გამჭვირვალედ და საჯაროობის მაღალი სტანდარტით
წარიმართა. კომიტეტის სხდომის მიმდინარეობისას უზრუნველყოფილ იქნა ყველა არსებითი,
პროცედურული და ტექნიკური საშუალება და ყველას, ვინც მოქმედი კანონმდებლობის
შესაბამისად ჩაერთო ან სურდა ჩართულიყო ამ პროცესში, კომიტეტის მხრიდან მიეცა
შესაძლებლობა, მასში, კანონის დაცვით, ჯეროვანი მონაწილეობა მიეღო და დაესვა
კანდიდატისთვის შეკითხვები. გარდა ამისა, კომიტეტის მიერ წინასწარ გავრცელებული
საჯარო განცხადების თანახმად, დაინტერესებულ პირებს ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ,
კანდიდატის
მიმართ
მათი
შეკითხვები
იურიდიულ
საკითხთა
კომიტეტისთვის
ელექტრონულადაც გაეგზავნათ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის საჯარო სხდომაზე კანდიდატის მოსმენის პროცესი
პირდაპირ
ეთერში
გადაიცემოდა
საზოგადოებრივი
მაუწყებლის
„მეორე
არხის“,
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის facebookგვერდის მეშვეობით.
III. კენჭისყრა
კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის მოსმენის
დასრულებისთანავე გაიმართა კენჭისყრა. კენჭისყრის შედეგად ნინო ქადაგიძის უზენაესი
სასამართლოს თავმჯდომარედ არჩევის საკითხს მხარი დაუჭირა და მიიჩნია, რომ
წარმოდგენილი კანდიდატი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ
მოთხოვნებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობამ
(კომიტეტის 11 წევრიდან: მომხრე − 8 წევრი, წინააღმდეგი − 0).
IV. რეკომენდაცია
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გასცა რეკომენდაცია, რომ
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ნინო ქადაგიძე
არჩეულ იქნეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი