საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოში საბჭოური პერიოდის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნისა და თანადგომის საზოგადოება „მემორიალის“ (გურამ სოსელია) მიერ წარმოდგენილ „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ და „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N1-1320/20; 28.01.2020) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
17.03.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-4516/20/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-03-18
ბიუროს ნომერი 337

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი 2-4516/20 17-03-2020 საქართველოს პარლამენტის ბიუროს დასკვნა საქართველოს საბჭოური პერიოდის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნისა და თანადგომის საზოგადოება „მემორიალის“ (გურამ სოსელია) მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ და „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-1320/20; 28.01.2020) საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა 2020 წლის 16 მარტის სხდომაზე განიხილა საქართველოში საბჭოური პერიოდის მსხვერპლთა ხსოვნისა და თანადგომის საზოგადოება „მემორიალის“ (გურამ სოსელია) მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ და „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-1320/20 28.01.2020). საკანონმდებლო წინადადება ეხება ყოფილი საბჭოთა კავშირის უშიშროების სამსახურთან პროფესიული თანამშრომლობით შემხებლობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებით სარგებლობის შეზღუდვას. საზოგადოება აღნიშნავს, რომ პირი, რომელიც მსახურობდა რეპრესიების გამტარებელ კომუნისტურ საბჭოთა რეჟიმთან არ უნდა სარგებლობდეს პრივილეგიებით, რადგან აღნიშნული წინააღმდეგობაშია საქართველოს კანონის „თავისუფალი ქარტიის“ პრინციპებთან. „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონს „თავისუფლების ქარტია“, რადგან აღნიშნული კანონი არეგულირებს სხვა სამართლებრივ ურთიერთობებს, კერძოდ კანონის მე-9 მუხლი ყოფილი სსრკის სახელმწიფო უშიშროების ორგანოს ზოგიერთი თანამშრომლისათვის აწესებს თანამდებობრივ შეზღუდვებს აღნიშნულიდან გამომდინარე კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებას. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge