საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოში საბჭოური პერიოდის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნისა და თანადგომის საზოგადოება „მემორიალის“ (გურამ სოსელია) მიერ წარმოდგენილ „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ და „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ (N1-1319/20; 28.01.2020) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
17.03.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-4517/20/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-03-18
ბიუროს ნომერი 337

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი 2-4517/20 17-03-2020 საქართველოს პარლამენტის ბიუროს დასკვნა საქართველოში საბჭოური პერიოდის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნისა და თანადგომის საზოგადოება „მემორიალის“ (გურამ სოსელია) მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ და „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-1319/20; 28.01.2020) საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა 2020 წლის 16 მარტის სხდომაზე განიხილა საქართველოში საბჭოური პერიოდის მსხვერპლთა ხსოვნისა და თანადგომის საზოგადოება „მემორიალის“ (გურამ სოსელია) მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ და „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-1319/28.01.2020). წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა აღარ ითვალისწინებს მეორე მსოფლიო ომის, სხვა სახელმწიფოებში საბრძოლო მოქმედების მონაწილეების და საბჭოთა კავშირის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების სოციალურ მხარდაჭერას და ორიენტირებულია მხოლოდ დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდის ვეტერანების დაცვაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა საკანონმდებლო წინადადებას. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge წარმოდგენილ