საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის უარყოფითი დასკვნა ს.ს. „ჯანმრთელობის“ (ემზარ გაგნიძე) მიერ წარმოდგენილ „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N1-20280/19; 31.10.2019) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
17.03.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
ნომერი
#2-4532/20/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-03-17
ბიუროს ნომერი 337

📜 ტექსტი

წერილი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 2-4532/20 17-03-2020 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, გიგზავნით კომიტეტის გადაწყვეტილებას სს „ჯანმრთელობის“ (ემზარ გაგნიძე) მიერ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-20280/19, 31.10.2019) და თანმხლებ მასალას. დანართი: 1. კომიტეტის დასკვნა 2 ფურცელზე; 2. საკანონმდებლო წინადადება; 3. სხვა დასკვნა. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 2-4530/20 17-03-2020 საქართველოს პარლამენტის ბიუროს დასკვნა საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2019 წლის 27 თებერვალს განიხილა სს „ჯანმრთელობის“ (ემზარ გაგნიძე) მიერ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-20280/19, 31.10.2019). წინადადების თანახმად, სს „ჯანმრთელობის“ საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები 1993 წლიდან დღემდე წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტს. მესაკუთრე ამ ქონებას ეკონომიკური საქმიანობისთვის ვერ იყენებდა თუმცა კანონით დადგენილ ვადაში ადგენდა ქონების გადასახადის დეკლარაციას და იხდიდა დარიცხულ გადასახადს. შესაბამისად, საკანონმდებლო წინადადების ავტორის მიერ შემოთავაზებულია, რომ დევნილთა გასახლების შემდგომ მის საკუთრებაში არსებული ქონება და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთები გათავისუფლდეს ქონების გადასახადისაგან შემდგომი 23 წლის მანძილზე. აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი შეღავათი თავისი შინაარსის ინდივიდუალური ხასიათისაა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 60-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად „აკრძალულია ინდივიდუალური ხასიათის საგადასახადო შეღავათის დაწესება და ცალკეული პირის გათავისუფლება გადასახადისაგან.“ თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge გარდა ამისა, კომიტეტი იზიარებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილ შენიშვნებს და უარყოფით პოზიციას წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით. ყოველივე მიზანშეწონილად შემოთავაზებული ზემოთაღნიშნულიდან არ მიაჩნია ინიციატივის გამომდინარე, საკანონმდებლო მსგავსი შინაარსით საკანონმდებლო პროცესის გაგრძელება. ამასთან სათანადო საფინანსო-ეკონომიკური კომიტეტს წინადადებით მიღება და კომიტეტს მიაჩნია, რომ გაანგარიშების გათვალისწინებით წარმოდგენილი საკითხის დარეგულირების მიზნით საქართველოს შესაბამისმა დარგობრივი მიმართულების სამინისტროებმა საკანონმდებლო წინადადების ავტორთან ერთად გააგრძელონ მუშაობა. კომიტეტი გამოთქვამს მზადყოფნას კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს საკითხის განხილვაში. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე
დანართი
https://edoc.mof.ge/public/#/ 133602-05-01-2-201912101857 N 05-01/133602 10/12/2019 საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ბატონ პაატა კვიჟინაძეს ბატონო პაატა, თქვენი 2019 წლის 11 ნოემბრის N 12764/3-43/19 წერილის პასუხად, სს „ჯანმრთელობის“ მიერ დასმული საკითხთან დაკავშირებით, გაცნობებთ, რომ წერილში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, სს ,,ჯანმრთელობას“ საკუთრებაში ერიცხება საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობები, რომლებსაც 1993 წლიდან დღემდე საცხოვრებლად იყენებენ იძულებით გადაადგილებული პირები (დევნილები). მიუხედავად იმისა, რომ მესაკუთრე ამ ქონებას ეკონომიკური საქმიანობისთვის ვერ იყენებდა და საამორტიზაციო ანარიცხებს ვერ არიცხავდა, კანონით დადგენილ ვადაში ადგენდა ქონების გადასახადის დეკლარაციას და იხდიდა დარიცხულ გადასახადს, რომელმაც საერთო ჯამში შეადგინა 651 419 ლარი. პირი ითხოვს დევნილთა გასახლების შემდგომ მის საკუთრებაში არსებული ქონება (შენობა-ნაგებობები) და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთები გათავისუფლდეს ქონების ინდივიდუალური ხასიათის გადასახადისაგან შემდგომი 23 წლის მანძილზე. განსახილველ შემთხვევაში, პირის მიერ მოთხოვნილია საგადასახადო შეღავათის დაწესება, რაც აკრძალულია სსკ-ის 60-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ 2014 წლიდან სსკ-ს 206-ე მუხლის პირველი ნაწილის ო2 ქვეპუნქტით დადგენილი საგადასახადო შეღავათის მიხედვით, ქონების გადასახადისგან გათავისუფლებულია პირის მფლობელობაში/საკუთრებაში არსებული ქონება და მასზე დამაგრებული მიწა, თუ იგი ამ ქონებით ვერ სარგებლობს იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა მიერ საცხოვრებლად გამოყენების გამო და ეს ქონება რეგისტრირებულია, როგორც დევნილთა კომპაქტურად (ორგანიზებულად) განსახლების ობიექტი, რაც დასტურდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ცნობით. ამავდროულად, სსკ-ს 309-ე მუხლის 50-ე ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 252-ე მუხლის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ჩამოწერას ექვემდებარება პირის მფლობელობაში/საკუთრებაში არსებული ქონების და მასზე დამაგრებული მიწის მიხედვით დარიცხული თუ გადაუხდელი ქონების გადასახადი, მასზე დარიცხული საურავი და ჯარიმა, თუ იგი ამ ქონებით ვერ სარგებლობს იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა მიერ საცხოვრებლად გამოყენების გამო და ეს ქონება რეგისტრირებულია, როგორც დევნილთა კომპაქტურად (ორგანიზებულად) განსახლების ობიექტი, რაც დასტურდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ცნობით. შესაბამისად, ჩამოწერას ექვემდებარება დარიცხული ქონების გადასახადი, მასზე დარიცხული ჯარიმა და საურავი, რომელიც არ არის გადახდილი. პატივისცემით, ლაშა ხუციშვილი მინისტრის მოადგილე