საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს მოქალაქეების საბა აკობიას და ხატია ქენქაძის მიერ წარმოდგენილი „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ (N1-2128/20; 07.02.2020) საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-03-20
ბიუროს ნომერი 340
📜 ტექსტი
წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-4605/20
20-03-2020
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
გაცნობებთ, რომ საქართველოს მოქალაქეების საბა აკობიას და ხატია ქენქაძის მიერ
წარმოდგენილია საკანონმდებლო წინადადება „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების
კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტთან დაკავშირებით (1-2128/209).
აღნიშნული საკანონმდებლო წინადადების განხილვა საქართველოს პარლამენტის ბიუროს
გადაწყვეტილებით დაევალა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს.
აღნიშნული საკანონმდებლო წინადადების კომიტეტის სხდომაზე განხილვის ვადად
განსაზღვრულია 23 მარტი.
ვინაიდან საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილ ვადაში, დამატებითი
კონსულტაციების გამართვის საჭიროებიდან გამომდინარე, ვერ ხერხდება საკანონმდებლო
წინადადების განხილვა, გთხოვთ, განხილვის ვადა გაგვიგრძელოთ 30 დღით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge