საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ ასარჩევად კანდიდატის წარდგენის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად საქართველოს პარლამენტისთვის 2020 წლის 11 მარტს წარდგენილი კანდიდატის შესახებ (07-2/458; 11.03.2020)
📦 საკანონმდებლო პაკეტი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ ასარჩევად კანდიდატის წარდგენის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად საქართველოს პარლამენტისთვის 2020 წლის 11 მარტს წარდგენილი კანდიდატის შესახებ (07-2/458; 11.03.2020)
- საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ ასარჩევად კანდიდატის წარდგენის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად საქართველოს პარლამენტისთვის 2020 წლის 11 მარტს წარდგენილი კანდიდატის შესახებ (07-2/458; 11.03.2020) (ეს პროექტი) დასკვნა
- გოჩა ლორთქიფანიძის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ ასარჩევად კანდიდატად წარდგენის შესახებ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-03-20
ბიუროს ნომერი 340
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-4614/20
20-03-2020
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
დასკვნა
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ ასარჩევად კანდიდატის
წარდგენის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად საქართველოს პარლამენტისთვის 2020
წლის 11 მარტს წარდგენილი კანდიდატის შესახებ
(N07-2/458; 11.03.2020)
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ ასარჩევად კანდიდატის
წარდგენის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საქართველოს მთავრობამ 2020
წლის 11 მარტს საქართველოს პარლამენტს წარუდგინა გოჩა ლორთქიფანიძის კანდიდატურა.
მთავრობის მიერ წარდგენილი აღნიშნული კანდიდატი შეირჩა „2020 წელს სისხლის
სამართლის
საერთაშორისო
სასამართლოში
ასარჩევად
საქართველოდან
წარსადგენი
მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს
მთავრობის 2020 წლის 30 იანვრის N59 დადგენილების შესაბამისად, კონკურსის საფუძველზე.
გოჩა ლორთქიფანიძის მიერ წარდგენილი საკონკურსო განაცხადი სრულად აკმაყოფილებდა
მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ხოლო ტესტირების ეტაპზე მან 6
ქულა მიიღო (კონკურსში მონაწილეობდა 10 პირი, რომელთაგან შვიდმა პირმა ვერ
დააკმაყოფილა მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნები, ხოლო ორმა პირმა
უარი თქვა კონკურსში მონაწილეობის გაგრძელებაზე). კანდიდატს ტესტირება ჩაუტარდა
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ერთ-ერთ სამუშაო ენაზე, ინგლისურ
ენაზე. გამოცდა გაგრძელდა 6 საათს. წერითი დავალება მოიცავდა სამ ღია კითხვას თეორიულ
საკითხებზე და სამ პრაქტიკულ კითხვას. კითხვები თეორიულ ნაწილზე მოამზადა სისხლის
სამართლის
საერთაშორისო
სასამართლოს
ყოფილმა
მოსამართლემ,
ეკატერინე
ტრენდაფილოვამ, ხოლო გამოცდის პრაქტიკული საკითხები მოამზადა სისხლის სამართლის
საერთაშორისო სასამართლოს ყოფილმა განმწესრიგებელმა, ჰერმან ვან ჰებელმა.
2020 წლის 11 მარტს საქართველოს პარლამენტის ბიუროს N334/3 გადაწყვეტილებით
მთავრობის მიერ წარდგენილი აღნიშნული კანდიდატის საკითხის განმხილველ კომიტეტად
განისაზღვრა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი.
I. მთავრობის მიერ წარდგენილი კანდიდატის მოსმენა
კომიტეტის საჯარო სხდომაზე
2020 წლის 20 მარტს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა
კანდიდატს კომიტეტის საჯარო სხდომაზე მოუსმინა, რომელიც ღიად, გამჭვირვალედ და
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
საჯაროობის
მაღალი
სტანდარტით
წარიმართა.
კომიტეტის
სხდომაზე
დასწრების
შესაძლებლობა ყველა დაინტერესებულ პირს მიეცა. გარდა ამისა, იურიდიულ საკითხთა
კომიტეტის მიერ წინასწარ გავრცელებული საჯარო განცხადების თანახმად, დაინტერესებულ
პირებს
ასევე
შესაძლებლობა
ჰქონდათ,
კანდიდატის
მიმართ
მათი
შეკითხვები
კომიტეტისთვის ელექტრონულადაც გაეგზავნათ. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის საჯარო
სხდომაზე
კანდიდატის
მოსმენის
პროცესი
პირდაპირ
ეთერში
გადაიცემოდა
საზოგადოებრივი მაუწყებლის „მეორე არხის“, საქართველოს პარლამენტის ვებგვერდისა და
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის facebook-გვერდის მეშვეობით.
კანდიდატმა კომიტეტის სხდომაზე წარადგინა თავისი ხედვა სისხლის სამართლის
საერთაშორისო სასამართლოსთან დაკავშირებით და მოსამართლედ არჩევის შემთხვევაში
მისი საქმიანობის თაობაზე. კანდიდატის მიმართ დაისვა აგრეთვე შეკითხვები მისი სისხლის
სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდების მოთხოვნებთან შესაბამისობის
დასადგენად.
II. კენჭისყრა
კომიტეტის სხდომაზე კანდიდატის მოსმენის დასრულებისთანავე გაიმართა ფარული
კენჭისყრა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ ასარჩევად
გოჩა ლორთქიფანიძის კანდიდატურის წარდგენის საკითხს კენჭისყრის შედეგად მხარი
დაუჭირა და მიიჩნია, რომ აღნიშნული კანდიდატი შეესაბამება სისხლის სამართლის
საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდების მოთხოვნებს იურიდიულ საკითხთა
კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობამ (კომიტეტის 11 წევრიდან: მომხრე − 9
წევრი, წინააღმდეგი − 0).
III. რეკომენდაცია
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გასცა რეკომენდაცია, რომ
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ ასარჩევად კანდიდატის
წარდგენის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით საქართველოს პარლამენტისთვის
წარდგენილი კანდიდატი გოჩა ლორთქიფანიძე წარდგენილ იქნეს კანდიდატად სისხლის
სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ ასარჩევად.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი