„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
17.03.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ანრი ოხანაშვილი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ანრი ოხანაშვილი, რატი იონათამიშვილი, დავით მათიკაშვილი, დიმიტრი მხეიძე, გოგა გულორდავა, გურამ მაჭარაშვილი, გიორგი კახიანი, კახაბერ კუჭავა, ნინო წილოსანი, ვლადიმერ კახაძე, კობა ლურსმანაშვილი, შალვა კიკნაველიძე, მერაბ ქვარაია, ირაკლი მეზურნიშვილი, ლევან მგალობლიშვილი, გიორგი ხატიძე, ირაკლი სესიაშვილი, გელა სამხარაული, ალექსანდრე ქანთარია, ვიქტორ ჯაფარიძე, ისკო დასენი, ერეკლე ტრიპოლსკი, მუხრან ვახტანგაძე, ირაკლი (დაჩი) ბერაია, დიმიტრი ხუნდაძე, სულხან მახათაძე
ნომერი
#07-3/446/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-04-13
ბიუროს ნომერი 342

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მუხლი 1. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, (www.matsne.gov.ge), 09/12/2019, სარეგისტრაციო კოდი: 020000000.05.001.019697) პირველი მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. 209-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1. საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოები განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 583, 861, 107 1–1073, 1075, 108-ე, 1141, 1142, 116-ე–1163, 118-ე–119-ე, 120-ე–123-ე, 125-ე და 127-ე მუხლებით, 1271 მუხლის პირველი–მე-2, მე-6 და მე-7 ნაწილებით, 128-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1291 მუხლით, 131-ე მუხლით (საავტომობილო ტრანსპორტზე ჩადენილი დარღვევებისთვის), 134-ე, 1352−1354, 1395, 1527 და 1528 მუხლებით, 1536 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 155-ე და 170-ე მუხლებით, 171-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1711 მუხლით (ყველა დაწესებულების (გარდა საქართველოს თავდაცვის ძალებისა და პენიტენციური დაწესებულებისა), სატრანსპორტო საშუალების (გარდა რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტისა) მძღოლის, რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის მესაკუთრის/მფლობელის, აგრეთვე ფიზიკური პირის მიმართ (გარდა ფიზიკური პირის მიერ რკინიგზის ტრანსპორტში ჩადენილი დარღვევისა)), 174 მუხლით (გარდა 17415 მუხლის მე-4 ნაწილისა), 17416, 1761 და 1763 მუხლებით, 177-ე მუხლით (გარდა 177-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-8, მე-12 და მე-13 ნაწილებისა), 17715 მუხლით, 15 1811 მუხლის პირველი ნაწილითა და 1821, 1822, 190-ე და 1902−1911 მუხლებით. 3. 239-ე მუხლის მე-13 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 13. ამ კოდექსის 45-ე, 451, 583, 81-ე, 861, 1002, 107-ე, 1075, 1141, 1142, 116-ე–1163, 118-ე−123-ე, 125-ე და 127-ე მუხლებით, 1271 მუხლის პირველი–მე-2, მე-6 და მე-7 ნაწილებით, 134-ე, 135 2 −1354, 1395, 150-ე, 1527, 1528 და 1533 მუხლებით, 1536 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებითა და 166-ე, 173-ე, 1741, 17415, 17416, 1752, 1761, 1763, 177-ე, 1771, 17715, 180-ე–183-ე, 190-ე, 1902, 191-ე და 1991 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოები, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო მოსამსახურის მიერ ამ კოდექსის 45-ე, 451, 166-ე და 1972 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევებში შესაბამის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-3 დღეს. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე - „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: 2020 წლის 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი COVID 19 (შემდგომში - „კორონავირუსი“) პანდემიად გამოაცხადა. თანდათანობით მატულობს იმ ქვეყანათა რაოდენობა, რომლებმაც კორონავირუსისგან მომდინარე საფრთხის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. სხვადასხვა ქვეყნებში მუდმივად მატულობს აღნიშნული ვირუსით დაინფიცირებულ და დაღუპულ ადამიანთა რაოდენობა. ამასთანავე გასათვალისწინებელია, რომ საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ პირთა ნაწილი იმყოფება ე..წ. თვითიზოლაციაში ან საკარანტინო სივრცეში. თუმცა, არის ცალკეული შემთხვევები, რა დროსაც, ეს პირები არღვევენ თვითიზოლაციისა და კარანტინის რეჟიმს და მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნიან სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. მსოფლიო მასშტაბით შექმნილი უპრეცენდენტო მდგომარეობიდან გამომდინარე და საქართველოში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, ასევე სხვა, შესაძლო ეპიდემიური/პანდემიური შემთხვევებისას მოსალოდნელი საფრთხის მაქსიმალურად თავიდან აცილების მიზნით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის ცვლილება, რომლის ეფექტიანი აღსრულების მიზნისთვის, აუცილებელია შესაბამისი ცვლილებების განხორცილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სამომავლოდ ასამოქმედებელ იმ ნორმებში, რომელში ცვლილებასაც ზემოაღნიშნული კანონპროექტი ითვალისწინებს. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონის მიღების აუცილებლობა გამოწვეულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებით, რათა შესაბამისობაში მოვიდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის როგორც მოქმედი ისე სამომავლოდ ასამოქმედებელი ნორმები. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: განსახილველად წარმოდგენილი კანონის პროექტის მიღების შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განხორციელდება ცვლილებები, რომელიც უზრუნველყოფს კორონავირუსის გავრცელებისა და სხვა მსგავსი საფრთხეების პრევენციას და შესაბამისად, საქართველოში მცხოვრებ პირთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 209-ე მუხლის პირველი ნაწილსა და 239-ე მუხლის მე-13 ნაწილს ემატება 17715 მუხლზე მითითება, რათა თვითიზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევის დროს განისაზღვროს საჯარიმო ომების შემდგენი და აღმასრულებელი პირები. ცვლილების თანახმად, უფლებამოსილ ორგანოდ განისაზღვრება შინაგან საქმეთა სამინისტრო. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ეს ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებით. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: ვინაიდან იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განსახორციელებელი ცვლილების ამოქმედების ვადა, რომლის შესაბამისადაც მომზადდა აღნიშნული პროექტი, წარმოადგენს ამოქმედებიდან მე-3 დღეს, მნიშვნელოვანია, აღნიშნული ცვლილებაც ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-3 დღეს. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას); ვინაიდან აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება გამომდინარეობს როგორც მსოფლიოში ისე საქართველოში არსებული გადაუდებელი აუცილებლობიდან, აუცილებელია, აღნიშნული კანონპროექტი განხილულ იქნეს დაჩქარებული წესით, ვინაიდან დროულად მოხდეს შესაბამის საფრთხის პრევენცია. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროს საჭიროების შემთხვევაში წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი უწყებებისთვის გამოყოფილი ასიგნებები. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებით საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებს ემატება საქმეები, კერძოდ, ეს არის როგორ განსახილველ საქმეთა რაოდენობა, ასევე სამართალდარღვევებზე შესაბამისი ოქმების შედგენა, რაც შესაძლოა შინაგან საქმეთა ორგანოების მხრიდან საჭიროებდეს დამატებით ხარჯებს როგორც ადამიანური მიმართულებით. რესურსის, ასევე სხვა ადმინისტრაციული ხარჯების ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი არ ითვალისწინებს ფინანსურ შედეგებს იმ პირებისთვის, რომლებზედაც გავრცელდება ამ კანონის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ ხდება რაიმე გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დაწესება. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება საერთაშორისო ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: საქართველოს მთავრობა დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ამგვარი ქვეყნების გამოცდილება გამოყენებული არ არის. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ანრი ოხანაშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ანრი ოხანაშვილი, რატი იონათამიშვილი, დავით მათიკაშვილი, დიმიტრი მხეიძე, გოგა გულორდავა, გურამ მაჭარაშვილი, გიორგი კახიანი, კახაბერ კუჭავა, ნინო წილოსანი, ვლადიმერ კახაძე, კობა ლურსმანაშვილი, შალვა კიკნაველიძე, მერაბ ქვარაია, ირაკლი მეზურნიშვილი, ლევან მგალობლიშვილი, გიორგი ხატიძე, ირაკლი სესიაშვილი, გელა სამხარაული, ალექსანდრე ქანთარია, ვიქტორ ჯაფარიძე, ისკო დასენი, ერეკლე ტრიპოლსკი, მუხრან ვახტანგაძე, ირაკლი (დაჩი) ბერაია, დიმიტრი ხუნდაძე, სულხან მახათაძე.