„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
17.03.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ანრი ოხანაშვილი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ანრი ოხანაშვილი, რატი იონათამიშვილი, დავით მათიკაშვილი, დიმიტრი მხეიძე, გოგა გულორდავა, გურამ მაჭარაშვილი, გიორგი კახიანი, კახაბერ კუჭავა, ნინო წილოსანი, ვლადიმერ კახაძე, კობა ლურსმანაშვილი, შალვა კიკნაველიძე, მერაბ ქვარაია, ირაკლი მეზურნიშვილი, ლევან მგალობლიშვილი, გიორგი ხატიძე, ირაკლი სესიაშვილი, გელა სამხარაული, ალექსანდრე ქანთარია, ვიქტორ ჯაფარიძე, ისკო დასენი, ერეკლე ტრიპოლსკი, მუხრან ვახტანგაძე, ირაკლი (დაჩი) ბერაია, დიმიტრი ხუნდაძე, სულხან მახათაძე
ნომერი
#07-3/446/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-04-13
ბიუროს ნომერი 342

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) დაემატოს შემდეგი შინაარსის 1321 მუხლი: „მუხლი. 1321. კარანტინის ან/და იზოლაციის წესის დარღვევა კარანტინის ან/და იზოლაციის წესის დარღვევა, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17715 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული ან ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.”. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-3 დღეს. საქართველოს პრეზიდენტი ზურაბიშვილი სალომე 1
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: 2020 წლის 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი COVID 19 (შემდგომში - „კორონავირუსი“) პანდემიად გამოაცხადა. თანდათანობით მატულობს იმ ქვეყანათა რაოდენობა, რომლებმაც კორონავირუსისგან მომდინარე საფრთხის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. სხვადასხვა ქვეყნებში მუდმივად მატულობს აღნიშნული ვირუსით დაინფიცირებულ და დაღუპულ ადამიანთა რაოდენობა. ამასთანავე გასათვალისწინებელია, რომ საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ პირთა ნაწილი იმყოფება ე..წ. თვითიზოლაციაში ან საკარანტინო სივრცეში. თუმცა, არის ცალკეული შემთხვევები, რა დროსაც, ეს პირები არღვევენ თვითიზოლაციისა და კარანტინის რეჟიმს და მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნიან სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. მსოფლიო მასშტაბით შექმნილი უპრეცენდენტო მდგომარეობიდან გამომდინარე და საქართველოში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, ასევე სხვა, შესაძლო ეპიდემიური/პანდემიური შემთხვევებისას მოსალოდნელი საფრთხის მაქსიმალურად თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია, საკანონმდებლო დონეზე შეიქმნას ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც მოახდენს აღნიშნული ვირუსის გავრცელებისა და სხვა მსგავსი საფრთხეების პრევენციას და უზრუნველყოფს საქართველოში მცხოვრებ პირთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონის მიღების აუცილებლობა გამოწვეულია მსოფლიო მასშტაბით შექმნილი უპრეცენდენტო მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით და სხვა, შესაძლო ეპიდემიური/პანდემიური შემთხვევებისას საფრთხის მაქსიმალურად თავიდან ასაცილებლად. შესაბმისად, აუცილებელია საკანონმდებლო დონეზე შეიქმნას ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც მოახდენს აღნიშნული კორონავირუსის გავრცელებისა და სხვა მსგავსი საფრთხეების პრევენციას და, შესაბამისად, უზრუნველყოფს საქართველოში მცხოვრებ პირთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: 2 განსახილველად წარმოდგენილი კანონის პროექტის მიღების შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განხორციელდება ცვლილებები, რომელიც უზრუნველყოფს კორონავირუსის გავრცელებისა და სხვა მსგავსი საფრთხეების პრევენციას და შესაბამისად, საქართველოში მცხოვრებ პირთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონის პროექტის თანახმად, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა წესდება კარანტინის და თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17715 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის გამო ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული ან ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ეს ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებით. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: ვინაიდან აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება გამომდინარეობს როგორც მსოფლიოში ისე საქართველოში არსებული გადაუდებელი აუცილებლობიდან, აუცილებელია, საქართველოს მთავრობის მიმართ განსაზღვრული ვალდებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ხოლო ცვლილებით გათვალისწინებული სხვა დებულებები 2020 წლის 23 მარტიდან, ვინაიდან, დროულად მოხდეს შესაბამის საფრთხის პრევენცია. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას); ვინაიდან აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება გამომდინარეობს როგორც მსოფლიოში ისე საქართველოში არსებული გადაუდებელი აუცილებლობიდან, აუცილებელია, აღნიშნული კანონპროექტი განხილულ იქნეს დაჩქარებული წესით, ვინაიდან დროულად მოხდეს შესაბამის საფრთხის პრევენცია. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: 3 კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი უწყებებისთვის გამოყოფილი ასიგნებები. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა საშემოსავლო ნაწილზე: სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ზრდის მიმართულებით იმ შემთხვევაში, თუ 17715 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულ სახდელშეფარდებული ან ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი იურიული პირების მიერ მოხდება კარანტინის ან/და იზოლაციის წესის დარღვევა და სასჯელის სახედ დაეკისრება ჯარიმის გადახდა. გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება ჩადენილი სამართალდარღვევების რაოდენობასა და ჯარიმის ოდენობაზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე ზრდის მიმართულებით იმ შემთხვევაში, თუ მოხდება კარანტინის წესის დარღვევა 17715 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულ სახდელშეფარდებული ან ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ. კერძოდ კი, აღნიშნული ხარჯები მოიცავს შინაპატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის (პატიმრობის) ხარჯებს. აღნიშნული ცვლილებით გათვალისწინებული გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება გამოვლენილ სამართალდარღვევათა რაოდენობასა და სიმძიმეზე. კანონპროექტის მიხედვით, შესაძლოა წარმოიშვას სასამართლოს მიერ დამატებითი ახალი საქმეების განხილვის საჭიროება. აღნიშნულთან დაკავშირებული ხარჯები დაფინანსდება სასამართლოსთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს 17715 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულ 4 სახდელშეფარდებული ან ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი იმ იურიული პირების ფინანსურ მდგომარეობაზე, რომლებიც დაარღვევენ კარანტინის წესს და დაისჯებიან ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი ითვალისწინებს რიგ შემთხვევაში ჯარიმის დაკისრებას 17715 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულ სახდელშეფარდებული ან ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი იმ იურიული პირების ფინანსურ მდგომარეობაზე, რომლებიც დაარღვევენ კარანტინის წესს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: ორგანიზაციებში საქართველოს კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება საერთაშორისო ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: 5 საქართველოს მთავრობა. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ამგვარი ქვეყნების გამოცდილება გამოყენებული არ არის. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ანრი ოხანაშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ანრი ოხანაშვილი, რატი იონათამიშვილი, დავით მათიკაშვილი, დიმიტრი მხეიძე, გოგა გულორდავა, გურამ მაჭარაშვილი, გიორგი კახიანი, კახაბერ კუჭავა, ნინო წილოსანი, ვლადიმერ კახაძე, კობა ლურსმანაშვილი, შალვა კიკნაველიძე, მერაბ ქვარაია, ირაკლი მეზურნიშვილი, ლევან მგალობლიშვილი, გიორგი ხატიძე, ირაკლი სესიაშვილი, გელა სამხარაული, ალექსანდრე ქანთარია, ვიქტორ ჯაფარიძე, ისკო დასენი, ერეკლე ტრიპოლსკი, მუხრან ვახტანგაძე, ირაკლი (დაჩი) ბერაია, დიმიტრი ხუნდაძე, სულხან მახათაძე. 6