„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-04-13
ბიუროს ნომერი 342
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 11.07.2007, მუხ. 244) მე-11 მუხლის პირველი
პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში ფიზიკური პირის იზოლაციის ან/და კარანტინში
მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებას უზრუნველყოფს საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო
საქვეუწყებო დაწესებულება − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური (შემდგომ −
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური) ან/და შესაბამისი დანაყოფი.“.
მუხლის 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-3 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
1
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
კანონის პროექტზე - „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
2020 წლის 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი COVID 19
(შემდგომში - „კორონავირუსი“) პანდემიად გამოაცხადა. თანდათანობით მატულობს იმ
ქვეყანათა რაოდენობა, რომლებმაც კორონავირუსისგან მომდინარე საფრთხის გამო
საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. სხვადასხვა ქვეყნებში მუდმივად მატულობს
აღნიშნული ვირუსით დაინფიცირებულ და დაღუპულ ადამიანთა რაოდენობა.
ამასთანავე გასათვალისწინებელია, რომ საქართველოში კორონავირუსის გავრცელების
პრევენციის მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ პირთა ნაწილი იმყოფება ე..წ.
თვითიზოლაციაში ან საკარანტინო სივრცეში. თუმცა, არის ცალკეული შემთხვევები, რა
დროსაც, ეს პირები არღვევენ თვითიზოლაციისა და კარანტინის რეჟიმს და მნიშვნელოვან
საფრთხეს უქმნიან სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
მსოფლიო მასშტაბით შექმნილი უპრეცენდენტო მდგომარეობიდან გამომდინარე და
საქართველოში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, ასევე სხვა, შესაძლო
ეპიდემიური/პანდემიური შემთხვევებისას მოსალოდნელი საფრთხის მაქსიმალურად
თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია, საკანონმდებლო დონეზე შეიქმნას ეფექტიანი
მექანიზმი, რომელიც მოახდენს აღნიშნული ვირუსის გავრცელებისა და სხვა მსგავსი
საფრთხეების პრევენციას და უზრუნველყოფს საქართველოში მცხოვრებ პირთა
ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის ამჟამად მოქმედი მე11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში, ფიზიკური
პირის იზოლაციის ან/და კარანტინში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებას
უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში
შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − საგანგებო სიტუაციების მართვის
სამსახური.
შესაბამისი პირის იზოლაციაში ან/და კარანტინში გადაყვანის ეფექტიანად აღსრულების
მიზნით, მიზანშეწონილია, დაზუსტდეს, რომ აღნიშნული უფლებამოსილება საგანგებო
სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად, აქვს ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს შესაბამის დანაყოფს.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
2
შესაბამისი პირის იზოლაციაში ან/და კარანტინში გადაყვანის უფლებამოსილების
დამატებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფისთვის
მინიჭებით გაიზრდება შესაბამისი პირის იზოლაციაში ან/და კარანტინში გადაყვანის
ეფექტიანობა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონის პროექტით განისაზღვრება, რომ საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში ფიზიკური
პირის იზოლაციის ან/და კარანტინში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებას
უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში
შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − საგანგებო სიტუაციების მართვის
სამსახური (შემდგომ − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური) და შესაბამისი
დანაყოფი.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ეს ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებით.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
ვინაიდან საკანონმდებლო პაკეტში შემავალი ძირითადი კანონის პროექტები უნდა
ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-3 დღეს. აუცილებელია, წარმოდგენილი კანონის
პროექტით გათვალისწინებული საკანონმდებოლო ცვლილებაც გამოქვეყნებიდან
ამოქმედდეს.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას);
ვინაიდან საკანონმდებლო პაკეტში შემავალი ძირითადი კანონის პროექტები
დაჩქარებული წესით უნდა იქნეს განხილული. აუცილებელია, წარმოდგენილი კანონის
პროექტიც დაჩქარებული წესით იქნეს განხილული.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
საშუალოვადიან
პერიოდში
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროს
წარმოადგენს
სახელმწიფო
ბიუჯეტიდან
საქართველოს
შინაგან
საქმეთა
სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებები.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა
საშემოსავლო ნაწილზე:
სახელმწიფო
ან/და
მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
3
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე, ვინაიდან კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებით საგანგებო
სიტუაციის შემთხვევაში, ფიზიკური პირის იზოლაციის ან/და კარანტინში მოთავსების
შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებას უზრუნველყოფს როგორც საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო
დაწესებულება − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ასევე შესაბამისი დანაყოფი,
რაც შესაძლოა შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან საჭიროებდეს დამატებით ხარჯებს
როგორც ადამიანური რესურსის, ასევე სხვა ადმინისტრაციული ხარჯების
მიმართულებით.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
ასეთი არ არსებობს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ ხდება რაიმე გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
დაწესება.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
4
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
საერთაშორისო ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
საქართველოს მთავრობა
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ამგვარი ქვეყნების გამოცდილება გამოყენებული არ არის.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ანრი
ოხანაშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ანრი
ოხანაშვილი, რატი იონათამიშვილი, დავით მათიკაშვილი, დიმიტრი მხეიძე, გოგა
გულორდავა, გურამ მაჭარაშვილი, გიორგი კახიანი, კახაბერ კუჭავა, ნინო წილოსანი,
ვლადიმერ კახაძე, კობა ლურსმანაშვილი, შალვა კიკნაველიძე, მერაბ ქვარაია, ირაკლი
მეზურნიშვილი, ლევან მგალობლიშვილი, გიორგი ხატიძე, ირაკლი სესიაშვილი, გელა
სამხარაული, ალექსანდრე ქანთარია, ვიქტორ ჯაფარიძე, ისკო დასენი, ერეკლე
ტრიპოლსკი, მუხრან ვახტანგაძე, ირაკლი (დაჩი) ბერაია, დიმიტრი ხუნდაძე, სულხან
მახათაძე.
5