საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ერუშეთის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“ (№07-2/451, 20.02.2020) საქართველოს კანონის პროექტის განხილვის ვადის ორი თვით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
27.03.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი
ნომერი
#2-4724/20/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-04-13
ბიუროს ნომერი 342

📜 ტექსტი

წერილი
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი 2-4724/20 27-03-2020 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 107-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის მომართვის საფუძველზე გთხოვთ, კანონის პროექტის განხილვისათვის დადგენილი ვადის 2 თვით გაგრძელებას საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე: „ერუშეთის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“ (07-2/451; 20.02.20) დანართი: 1ფ. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი 2-4680/20 24-03-2020 საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2020 წლის 2 მარტის №331/5 გადაწყვეტილებით, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს დაევალა განიხილოს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ერუშეთის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“ (№07-2/451; 20.02.2020) და განხილვის ვადად განესაზღვრა 2020 წლის 23 მარტი. ვინაიდან ბიუროს მიერ განსაზღვრულ კანონპროექტის განხილვის ვადაში ვერ ხერხდება საკითხის სრულყოფილად დამუშავება, მოგმართავთ თხოვნით, რომ უზრუნველყოთ კანონპროექტის განხილვის ვადის 2 თვით გაგრძელება. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge