საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/450, 20.02.2020) საქართველოს კანონის პროექტის განხილვის ვადის ორი თვით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
27.03.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი
ნომერი
#2-4723/20/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-04-13
ბიუროს ნომერი 342

📜 ტექსტი

წერილი
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი 2-4723/20 27-03-2020 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 107-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის მომართვის საფუძველზე გთხოვთ, კანონის პროექტის განხილვისათვის დადგენილი ვადის 2 თვით გაგრძელებას საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე: „ბორჯომხარაგაულის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ„ (07-2/450, 20.02.20). დანართი: 1ფ. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი 2-4681/20 24-03-2020 საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2020 წლის 2 მარტის №331/4 გადაწყვეტილებით, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს დაევალა განიხილოს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ბორჯომხარაგაულის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/450; 20.02.2020) და განხილვის ვადად განესაზღვრა 2020 წლის 23 მარტი. ვინაიდან ბიუროს მიერ განსაზღვრულ კანონპროექტის განხილვის ვადაში ვერ ხერხდება საკითხის სრულყოფილად დამუშავება, მოგმართავთ თხოვნით, რომ უზრუნველყოთ კანონპროექტის განხილვის ვადის 2 თვით გაგრძელება. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge