საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის კახაბერ კუჭავას მიერ წარმოდგენილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში (OSCE PA) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2019 წლის საქმიანობის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
23.03.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახაბერ კუჭავა
ნომერი
#2-4673/20/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-04-13
ბიუროს ნომერი 342

📜 ტექსტი

წერილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე 2-4673/20 23-03-2020 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ ირაკლი ბერაიას ბატონო ირაკლი, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 189-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, გიგზავნით ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში (OSCE PA) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2019 წლის საქმიანობის ანგარიშს. დანართი: 10 ფურცელი. პატივისცემით, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახაბერ კუჭავა თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის - ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2019 წლის ანგარიში ღონისძიება: ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 2019 წლის ზამთრის სესია თარიღი: 21-22 თებერვალი, 2019 ადგილმდებარეობა: ქ. ვენა, ავსტრიის რესპუბლიკა მონაწილე: სოფიო ქაცარავა, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი; არჩილ თალაკვაძე, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი; გიგი წერეთელი, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი. აღწერილობა: 21-22 თებერვალს, ქ. ვენაში, საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარისა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის, სოფიო ქაცარავას ხელმძღვანელობით, მონაწილეობა მიიღო ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 2019 წლის ზამთრის სესიის მუშაობაში. ღონისძიების ძირითად თემას წარმოადგენდა ზაფხულში გასამართი ასამბლეის ყოველწლიური სხდომისთვის მზადება, რომელიც გაიმართება 2019 წლის 4-8 ივლისს, ქ. ლუქსემბურგში. ზამთრის სესიის ფარგლებში, განსახილველად წარდგენილი იქნა ზაფხულის ასამბლეაზე განსახილველი ანგარიშების პროექტები და შეხვედრები გაიმართა ეუთო-ს ხელმძღვანელ პირებსა და ასამბლეის 57 წევრი ქვეყნის პარლამენტარებს შორის. ეუთო-ს სლოვაკეთის თავმჯდომარეობის სახელით, სესიის მონაწილეებს მიმართა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიროსლავ ლაიჩეკმა. სესიაზე ყურადღება გამახვილებულ იქნა რუსეთი-აშშ-ს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებზე, ასევე უკრაინაში არსებულ კრიზისზე და რუსეთის როლზე უკრაინის კრიზისთან მიმართებით. საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა, სოფიო ქაცარავამ ასამბლეის საპარლამენტო მონაწილეებს ასამბლეის სამი სიტყვით კომიტეტის მიმართა ეუთო-ს გაერთიანებულ (პლენარულ) სხდომაზე, ასევე, მუდმივმოქმედი კომიტეტისა და პირველი - პოლიტიკური და უსაფრთხოების საკითხების კომიტეტის სხდომებზე. მან ყურადღება გაამახვილა საქართველოში არსებულ კონფლიქტურ რეგიონებში მოუგვარებელ სიტუაციაზე და ეუთო-ს სლოვაკეთის მიერ თავმჯდომარეობის პრიორიტეტების გათვალისწინებით, ხაზგასმით ისაუბრა იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე. საქართველოს დელეგაციის წევრმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ მონაწილეობა მიიღო ასამბლეის პლენარული სხდომასა და მეორე - ეკონომიკა, ტექნოლოგიები, ეკოლოგია და მეცნიერების საკითხების აღნიშნულ კომიტეტზე კომიტეტის მუშაობაში. განსახილველ ძირითად საკითხს წარმოადგენდა ევროპაში ენერგო უსაფრთხოება და რუსეთის როლი ენერგო კრიზისებთან მიმართებაში - აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში დაყენებული იქნა ლიეტუვის დელეგაციის ინიციატივით. არჩილ თალაკვაძე კონგრესმენის თავის რიჩარდ გამოსვლაში ჰადსონის და გამოეხმაურა ლიეტუვის აშშ-ს დელეგაციის წარმომადგენლის ვიტაუტას ბაკასის მიერ გამოთქმულ პოზიციას, რუსეთის ფედერაციის მხრიდან ბუნებრივი აირის სხვადასხვა ქვეყნებთან ურთიერთობებში მანიპულირების იარაღად გამოყენების თაობაზე და ყურადღება გაამახვილა 2006 წელს რუსეთის ფედერაციის მხრიდან ბუნებრივი აირის მოწოდების შეფერხებით საქართველოში გამოწვეულ კრიზისზე. ეუთო-ს საპარლამენტო დელეგაციამ აგრეთვე ასამბლეის მიიღო ფორმატში მონაწილეობა აშშ-ს საქართველოს დელეგაციის ინიციატივით გამართულ შეხვედრაში, რომელსაც ესწრებოდნენ კანადის, ირლანდიის, ალბანეთისა და ლიეტუვის დელეგაციები. აშშ-ს საპარლამენტო დელეგაციის საპარლამენტო ასამბლეის უიკერის ხელმძღვანელისა ვიცე-პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, წარმომადგენლებმა განიხილეს და ეუთო-ს სენატორ როჯერ საპარლამენტო დღევანდელი დელეგაციების მსოფლიოს კომპლექსური გამოწვევები და იმსჯელეს მათზე რეაგირების შესაძლო მოდალობებზე. კომენტარი: ღონისძიება: ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 28-ე სხდომა თარიღი: 4-8 ივლისი, 2019 ადგილმდებარეობა: ქ. ლუქსემბურგი, ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო მონაწილე: სოფიო ქაცარავა, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი; გიგი წერეთელი, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი; ირაკლი ბერაია, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი; ზურაბ ჭიაბერაშვილი, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი. აღწერილობა: 4-8 ივლისს, ქ. ლუქსემბურგში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 28-ე სხდომა გაიმართა, სახელწოდებით: „უსაფრთხოების განმტკიცება მდგრადი საქართველოს პარლამენტის ხელმძღვანელობით, ასამბლეის განვითარების დელეგაციას, წარმოადგენდნენ პრეზიდენტი ხელშეწყობის გიგი სოფიო ეუთო-ს წერეთელი, გზით“. ქაცარავას საპარლამენტო თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ბერაია და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ჭიაბერაშვილი. რეზოლუცია: „უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, სამხრეთ ოსეთში“ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე, სოფიო ქაცარავას ინიციატივით, დარეგისტრირდა რეზოლუცია „უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, სამხრეთ ოსეთში“. აღსანიშნავია, რომ რეზოლუცია, მუდმივმოქმედ კომიტეტზე რუსეთის ფედერაციის დელეგაციის მიერ დოკუმენტის დღის წესრიგიდან მოხსნის შესახებ მოთხოვნის მიუხედავად, ხმათა უმრავლესობით დარჩა განსახილველ რეზოლუციათა სიაში. სოფიო ქაცარავამ ასამბლეის მონაწილეებს გაუზიარა ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარებისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტების შესახებ, რასაც მოჰყვა დიდი უკრაინის ბრიტანეთის დელეგაციის დელეგაციის მხარდამჭერი ხელმძღვანელისა განცხადებები. და დიდი ბრიტანეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა მარკ პრიჩარდმა განაცხადა, რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია თანხმდება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შესახებ და რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების საქართველოსთვის კუთვნილებას ეჭვქვეშ არავინ აყენებს. სოფიო ქაცარავას მიერ რეზოლუციის წარდგენა მოხდა ასამბლეის პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხთა კომიტეტზე, სადაც დოკუმენტი 50 მომხრით 5-ის წინააღმდეგ იქნა მიღებული. შედეგად, 8 ივლისს, ასამბლეის პლენარულ სხდომაზე ლუქსემბურგის დეკლარაციაში უცვლელად იქნა ასახული საქართველოს დელეგაციის მიერ ინიცირებული რეზოლუცია. რეზოლუციაში „უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, სამხრეთ ოსეთში“, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას დაიცვას 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, დაუშვას საერთაშორისო სადამკვირვებლო მექანიზმი ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აღნიშნავს იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში ღირსეულად დაბრუნების აუცილებლობას და მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციით ოკუპირებულ აფხაზეთსა და „რუსეთის ფედერაციის ცხინვალის რეგიონში მიერ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიით“ გათვალისწინებულ სამართლის აღსრულების დამნაშავე პირებთან ხელშეწყობისკენ; მიმართებაში დოკუმენტში ასევე აღნიშნულია მოწოდება ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის მიმართ, გააძლიეროს ძალისხმევა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეუთო-ს მისიის ასახულია დაბრუნების მოწოდება შესახებ. ჟენევის რეზოლუციაში საერთაშორისო აგრეთვე მოლაპარაკებების კონსტრუქციულობისკენ და საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკისა და ინიციატივის - “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" მტკიცე მხარდაჭერა. პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხთა კომიტეტი სოფიო ქაცარავამ კომიტეტის პოლიტიკურ სხდომას და უსაფრთხოების უხელმძღვანელა, რომლის საკითხთა ფარგლებშიც კომიტეტის წევრებმა განიხილეს კომიტეტის რეზოლუციის პროექტი, მასში შესატანი ცვლილებები და წევრი ქვეყნების დელეგაციების მიერ ინიცირებული თემატური რეზოლუციები. სხდომაზე საკუთარ გამოსვლაში, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ბერაიამ, რუსეთის ფედერაციის დეპუტატის, გენადი ონიშენკოს განცხადებას საქართველოში არსებული ლუგარის ცენტრის შესახებ, დეზინფორმაცია და რუსული პროპაგანდა უწოდა. ირაკლი ბერაიამ აღნიშნა, რომ მრავალჯერ იქნა გაჟღერებული არასწორი განცხადებები ლუგარის ცენტრის შესახებ იმის თაობაზე, რომ ცენტრი წარმოადგენს სამხედრო უწყებას, რომელიც ატარებს საშიშ ექსპერიმენტებს და ქმნის ბიოლოგიურ იარაღს, სინამდვილეში, ლუგარის კვლევითი ლაბორატორია არის დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ფარგლებში მოქმედი საქმიანობა სრულიად ტოქსიკოლოგიური საერთაშორისო ჯანმრთელობის გამჭვირვალე ეროვნული ცენტრის დაწესებულება, რომლის შეესაბამება ბიოლოგიური და და იარაღის კონვენციის მოთხოვნებს სტანდარტებს. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ ქართული მხარის მიერ ლაბორატორიაში მოწვეულნი იყვნენ ბიოლოგიური იარაღის კონვენციის წევრი სახელმწიფოების ექსპერტები, მათ შორის, რუსეთიდანაც, თუმცა, ამ უკანასკნელისგან უარი იქნა მიღებული. მისი თქმით, აღნიშნული ექსპერტების მიერ შემუშავებული ანგარიშით კიდევ ერთხელ გამჭვირვალობა და პროფილაქტიკურ, დადასტურებული იქნა მისი სრული შესაბამისობა მშვიდობიან მიზნებთან. საქმიანობის დაცულობისა და ლაბორატორიის გამოსვლის ბოლოს, ირაკლი ბერაიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის დეზინფორმაცია და პროპაგანდა, ისევე როგორც ამ მიზნებისთვის ეუთო-ს ასამბლეის პლატფორმის გამოყენება წარმოადგენს საგანგაშო და შემაშფოთებელ ფაქტს. ტერორიზმთან ბრძოლის კომიტეტის სხდომა ასამბლეის ფარგლებში, სოფიო ქაცარავამ აგრეთვე უხელმძღვანელა ტერორიზმთან ბრძოლის კომიტეტის სხდომას, რომელზეც განხილული იქნა წევრი ქვეყნების პარლამენტების ზედამხედველობის როლი ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით და თემატური რეზოლუცია ინიცირებული კომიტეტის თავმჯდომარის მაკის ვორიდისის მიერ. ასამბლეის პლენარულ სესიაზე სოფიო ქაცარავამ, ასევე წარადგინა ტერორიზმთან ბრძოლის კომიტეტის საქმიანობის წლიური ანგარიში. საქართველოს დელეგაციის ღონისძიება ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში გაიმართა საქართველოში პარლამენტარიზმის 100 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება. ღონისძიებაზე მოხსენებით წარდგნენ საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი სოფიო ქაცარავა, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გიგი წერეთელი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დელეგაციის ხელმძღვანელი დორის ბარნეტი და დიდი ბრიტანეთის დელეგაციის ღონისძიების ფარგლებში ხელმძღვანელი მარკ გაიმართა პრიჩარდი. ფოტოგამოფენა, პარლამენტარიზმის 100 წლისადმი მიძღვნილი ფილმის ჩვენება და ქართული ღვინის დეგუსტაცია. ღონისძიებას ესწრებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების, ავსტრიის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, უკრაინის, სლოვაკეთის, ჩეხეთის, სერბეთის, აზერბაიჯანისა და სხვა ქვეყნების პარლამენტის წევრები. აღსანიშნავია, რომ თავმჯდომარე, სოფიო საგარეო ქაცარავა მეცნიერების, ტექნოლოგიებისა კომიტეტის თავმჯდომარედ, ხოლო გიგი წერეთელი ურთიერთობათა კომიტეტის არჩეული ეკონომიკის, და გარემოს იქნა დაცვის საკითხთა უფლებამოსილების 1 წლის ვადით, ხელმეორედ იქნა არჩეული ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობაზე. კომენტარი: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა არჩეული იქნა ეკონომიკის, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ, უფლებამოსილების 1 წლის ვადით. გიგი წერეთელი ხელმეორედ იქნა არჩეული ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობაზე. ღონისძიება: ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის შემოდგომის სესია თარიღი: 2-3 ოქტომბერი, 2019 ადგილმდებარეობა: ქ. მარაკეში, მაროკო მონაწილე: სოფიო ქაცარავა, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი; გიგი წერეთელი, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი. აღწერილობა: 3-6 ოქტომბერს, ქ. მარაკეშში (მაროკო), ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის შემოდგომის სესია გაიმართა. სესიას ესწრებოდნენ დელეგაციის ხელმძღვანელი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა, დელეგაციის წევრი, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გიორგი წერეთელი. საშემოდგომო სესია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, გიგი წერეთლის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა. გიგი წერეთელმა მიმოიხილა საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობა და ეუთო-ს პრინციპების დაცვის ვალდებულებების შესახებ ისაუბრა. საპარლამენტო ასამბლეის 300მდე დელეგატს ასევე მიმართა მაროკოს პარლამენტის სპიკერმა ჰაკიმ ბენჰამაჰიმ. სესიის ფარგლებში, საპარლამენტო ფორუმის მონაწილეებმა იმსჯელეს ეუთო-ს სივრცეში არსებულ გამოწვევებზე, როგორიცაა მიგრაცია, ტერორიზმი, გარემოს დაცვითი ღონისძიებები, ეკონომიკური თანამშრომლობა, რეგიონული უსაფრთხოება სავაჭრო ურთიერთობების ხელშეწყობა. პარლამენტარები სხვადასხვა თემებზე მომზადებულ მოხსენებებს და და გაეცნენ გამართეს დისკუსიები. სესიის ფარგლებში, თემატური მოსმენების პარალელურად, გაიმართა ხმელთაშუა ზღვის ფორუმი, რომლის ფარგლებშიც აღნიშნული რეგიონის ქვეყნების წარმომადგენლებმა განიხილეს მათთვის აქტუალური პრობლემები, როგორც ზოგადად უსაფრთხოების, ასევე რეგიონთან დაკავშირებული სხვადასხვა ასპექტების, განსაკუთრებით ეკონომიკური განზომილების გათვალისწინებით. 5 ოქტომბერს გამართული ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე, გარდა სტანდარტული სამუშაო ფორმატისა - ასამბლეის თანამდებობის პირების ანგარიშების მოსმენისა და საორგანიზაციო საკითხებზე - მომდევნო ღონისძიებების თარიღებსა და ადგილმდებარეობებზე შეთანხმებისა, განხილული იქნა აქტუალური საერთაშორისო თემატიკა, კერძოდ, უკრაინაში არსებული კრიზისი, სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობები და სხვა. კომენტარი: დამატებითი ინფორმაცია 2019 წელს, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, გიგი წერეთლის საქმიანობის შესახებ: 2019 წელს, აქტიური სამუშაო წელი ქონდა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს გიგი წერეთელს.  14-19 იანვარს, გიგი წერეთელი სიტყვით წარსდგა ქ. ვენაში გამართულ ეუთო-ს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე, სადაც ისაუბრა საპარლამენტო ასამბლეის პრიორიტეტებზე და გამოეხმაურა სლოვაკეთის მუდმივმოქმედი თავმჯდომარეობის ამოცანებს. მან შეხვედრები გამართა ავსტრიის პარლამენტის თავმჯდომარესთან ვოლფჰანგ სობოტკასთან და ავსტრიის დელეგაციის წევრებთან, აგრეთვე, ორმხრივ ფორმატში შეხვდა ეუთო-ს გენერალურ მდივანს თომას გრემინგერს, ეუთო-ს წარმომადგენელს მედიის თავისუფლების საკითხებში ჰარლემ დეზირს და სლოვაკეთის მუდმივ წარმომადგენელს რადომირ ბოჰაჩს;  5-8 თებერვალს, გიგი წერეთელი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქი (აშშ), სადაც მონაწილეობა მიიღო სემინარში სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის წინაშე მდგარი გამოწვევების თემაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა სენატორი ჯეიმს ინჰოფე. იგი აგრეთვე დაესწრო აშშ-ს პრეზიდენტის ყოველწლიურ მიმართვას და მონაწილეობა მიიღო შეხვედრაში, რომელიც ლოცვის შემდგომი ტრაპეზის სახელითაა ცნობილი. შეხვედრაზე მას ქონდა საშუალება გასაუბრებოდა აშშ-ს კონგრესის სპიკერს ნენსი პელოსის და სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს;  11 თებერვალს, გიგი წერეთელი შეხვდა საქართველოში ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს მიროსლავ ლაიჩაკს. შეხვედრაზე გიგი წერეთელი შეეხო ეუთო-ს სივრცეში არსებულ მოვლენებს, მათ შორის ვითარებას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე;  22-23 თებერვალს, სპეციალური გიგი წერეთელმა, კოორდინატორის როგორც სტატუსით ასამბლეის პრეზიდენტმა, უხელმძღვანელა საპარლამენტო სადამკვირვებლო მისიას მოლდოვაში და ეუთო-ს ასამბლეის ხაზინადართან დორის ბარნეტთან ერთად იმყოფებოდა ქ. კიევში, სადაც გამართული შეხვედრების ფარგლებში ყურადღება დაეთმო საარჩევნო კამპანიის განმავლობაში სახელმწიფო რესურსების არასწორად გამოყენებისა და ამომრჩევლების მოსყიდვის ფაქტების შესახებ არსებულ ბრალდებებს;  25-26 მარტს, გიგი წერეთელი ასამბლეის გენერალურ მდივანთან, რობერტო მონტელასთან ერთად ეწვია ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოს, სადაც ორმხრივი შეხვედრები შედგა ქვეყნის პრემიერთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან. ვიზიტის ფარგლებში, მხარეები შეთანხმდნენ 2019 წლის 4-8 ივლისს, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 28-ე ყოველწლიური სესიის ქ. ლუქსემბურგში ჩატარების შესახებ. შეხვედრებზე განხილულ საკითხებს შორის ასევე გახლდათ საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში არსებული ვითარება, კერძოდ, კრიზისი უკრაინაში, გაჭიანურებული კონფლიქტები, სიტუაცია საქართველოში, ადამიანის უფლებები და სამომავლო საქმიანობა ასამბლეასა და ლუქსემბურგს შორის.  27-29 მარტს, გიგი წერეთელი ეწვია ნიდერლანდების სამეფოს და შეხვედრები გამართა ნიდერლანდების წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტთან ხადიჯა არიბთან და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში ნიდერლანდების დელეგაციის წევრებთან; იგი აგრეთვე შეხვდა ეუთო-ს უმაღლეს კომისარს ეროვნული უმცირესობების საკითხებში, ლამბერტო ზანიერისს; შეხვედრაზე განხილული იქნა კომისარსა და ასამბლეას შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები;  8 აპრილს, გიგი წერეთელმა, როგორც საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, უხელმძღვანელა ქ. კოპენჰაგენში (დანიის სამეფო) გამართულ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომას. სხდომაზე სიტყვით წარსდგა ალბანეთის პრეზიდენტი ილირ მეტა, რომელმაც 2020 წელს ეუთო-ს ალბანეთის თავმჯდომარეობის პრიორიტეტებზე ისაუბრა.  19-22 აპრილს, გიგი წერეთელის ხელმძღვანელობით, ეუთო-ს მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისია გაგზავნილი იქნა უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე რაუნდზე დასაკვირვებლად;  29 აპრილს, გიგი წერეთელი შეხვდა ბელარუსის რეპუბლიკის პრეზიდენტს ალექსანდრ ლუკაშენკოს. შეხვედრაზე ხაზგასმული იქნა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეასა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობა;  3-5 მაისს, გიგი წერეთელმა მონაწილეობა მიიღო ლაინსვაილერის (გერმანია) მეხუთე სემინარში, გამოცდილებიდან რომლის ფარგლებშიც გამომდინარე, განხილული ეკონომიკის, იქნა როგორც ევროპული კონფლიქტების პრევენციისა და რეაბილიტაციის ინსტრუმენტის როლი;  20-25 მაისს, ასამბლეის წევრებთან ნილზა დე სენასთან და ელონა ჰოქსჰასთან ერთად გიგი წერეთელი ეწვია სვალბარდს (ნორვეგიის სამეფო). ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა იმ კლიმატურ ცვლილებებზე დაკვირვება, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ეუთო-ს რეგიონს. ვიზიტის ფარგლებში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრი, წარმოშობით ნორვეგიელი ტორილ ეიდშაიმი დაინიშნა ასამბლეის სპეციალურ წარმომადგენლად არქტიკის საკითხებში;  2-3 ივნისს, გიგი წერეთელი დაესწრო ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიას ქ. ბრატისლავაში (სლოვაკეთის რესპუბლიკა), სადაც შეხვდა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, მედლინ მუნს და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს, დევიდ ჰობსს;  6-7 ივნისს, მონაწილეობა მიიღო ოდირის ეგიდით, საქართველოს პარლამენტში გამართულ ღონისძიებაში „საპარლამენტო ზედამხედველობა - როგორც მმართველობის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი“;  8-10 ივნისს, გიგი წერეთელის ხელმძღვანელობით, ეუთო-ს მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისია ეწვია ყაზახეთის რესპუბლიკას ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებზე დაკვირვების მიზნით;  12 ივნისს, ქ. ბაქოში (აზერბაიჯანის რესპუბლიკა), გიგი წერეთელმა მონაწილეობა მიიღო რეგიონალური თანამშრომლობისა და უსაფრთხოების კონფერენციაში, რომლის ფარგლებშიც მიღებული იქნა გადაწყვეტილება „დიალოგისა და თანამშრომლობის ბაქოს პლატფორმის“ დაფუძნების შესახებ;  17-20 ივნისს, გიგი წერეთელი ეწვია კვიპროსს, სადაც შეხვედრები შედგა კვიპროსის პრეზიდენტთან დემეტრეს ნიკოს სილურისსა ანასტასიადესთან, და საგარეო პარლამენტის საქმეთა თავმჯდომარესთან მინისტრთან ნიკოს ქრისტოდულიდესთან;  9 ივლისს, გიგი წერეთელი, ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის, მიროსლავ ლაიჩაკის თაოსნობით გამართულ არაფორმალურ მინისტერიალში მონაწილეობის მიღების მიზნით, ეწვია სლოვაკეთის რესპუბლიკას;  აგვისტოს თვეში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოს მიერ გაწეული საქმიანობის შედეგად, გადაწყდა ასამბლეის უკეთესი კოორდინაციიის მიზნით, სპეციალური წარმომადგენლების დანიშვნა, კერძოდ, ასამბლეის სპეციალურ წარმომადგენლად კორუფციასთან ბრძოლის საკითხებში დაინიშნა ირენ შარალამბიდესი (კვიპროსი), სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა პია კაუმა (ფინეთი);  3-5 სექტემბერს, გიგი წერეთელი იმყოფებოდა ანდერმატში (შვეიცარია), სადაც მონაწილეობა მიიღო ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში მოქმედ აბრეშუმის გზის ჯგუფის (SRG) რიგით მესამე საპარლამენტო კონფერენციაში;  16 სექტემბერს, გიგი წერეთელმა მონაწილეობა მიიღო ქ. ვარშავაში გამართულ ეუთო-ს ადამიანური განზომილების საიმპლემენტაციო შეხვედრაში (Human Dimension Implementation Meeting);  25 სექტემბერს, გიგი წერეთელი დაესწრო ევრაზიის ქვეყნების პარლამენტის სპიკერების მეოთხე შეხვედრას ქ. ნურსულთანში (ყაზახეთის რესპუბლიკა);  9 ოქტომბერს, გიგი წერეთელმა მონაწილეობა მიიღო რიგით 16-ე სამხრეთ კავკასიის მედია კონფერენციაში, რომელსაც ყოველწლიურად ატარებს ეუთო-ს წარმომადგენელი მედიის თავისუფლების საკითხებში;  16-17 ოქტომბერს, გიგი წერეთელი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ქ. ბელგრადში (სერბეთი), ხოლო 23-25 ოქტომბერს, ქ. სტრასბურგში(საფრანგეთი);  30-31 ოქტომბერს, გიგი წერეთელი დაესწრო ქ. ვენაში (ავსტრია) გამართულ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომას;  7-9 ნოემბერს, გიგი წერეთელი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ქ. კაიროში (ეგვიპტე), ხოლო 26-27 ნოემბერს, ქ. ერევანში (სომხეთი);  4 დეკემბერს, გიგი წერეთელის თავმჯდომარეობით ქ. ბრატისლავაში (სლოვაკეთის რესპუბლიკა), გაიმართა ეუთო-ს ასამბლეის ბიუროს სხდომა, ხოლო 5-6 დეკემბერს, იგი დაესწრო ეუთო-ს მინისტერიალს. ანგარიში მოამზადა დელეგაციის მდივანმა, მერი გოგოლაძემ. 23 მარტი, 2020 წ.