„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-04-13
ბიუროს ნომერი 342
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების
შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსს“
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 19.02.2014, სარეგისტრაციო კოდი:
010250000.04.001.016100) დაემატოს შემდეგი შინაარსის 1633 მუხლი:
„მუხლი 1633. აუქციონის ფორმით პრივატიზებული თბილისის ქონების შემძენისთვის,
სარგებლობის უფლებით გადაცემული ან მართვის უფლებით გადაცემული თბილისის ქონების
მიმღებისთვის ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის (პირობების) შეცვლის ან გაუქმების წესი
საგანგებო მდგომარეობის გამო
საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში, მთავრობა უფლებამოსილია, საგანგებო
მგომარეობის დროს ან მისი გაუქმების შემდეგ მიმართოს თბილისის საკრებულოს აუქციონის
ფორმით პრივატიზებული თბილისის ქონების შემძენისთვის, სარგებლობის უფლებით
გადაცემული ან მართვის უფლებით გადაცემული თბილისის ქონების მიმღებისთვის ამ ქონებასთან
დაკავშირებული საინვესტიციო პირობის შეცვლის ან გაუქმების ან/და ფინანსური პირობის
შეცვლის შესახებ.
მუხლი 2. ამ კანონის მოქმედება გავრცელდეს 2020 წლის 21 მარტიდან წარმოშობილ ან/და
მიმდინარე სამართლებრივ ურთიერთობებზე.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი განსაზღვრავს თბილისის მთავრობის
(შემდგომში - მთავრობა) უფლებამოსილებებს გარკვეული სფეროების მიხედვით, მათ შორის,
ორგანიზაციული საქმიანობის, მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის და, ასევე,
აღმასრულებელი საქმიანობის სხვა სფეროებში. ცხადია, გლობალურად, მუნიციპალიტეტის
უფლებამოსილებების განხორციელება პირდაპირ დაკავშირებულია მუნიციპალიტეტში, მათ
შორის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე,
მუნიციპალიტეტის თითოეული ნაბიჯი, მათ შორის მიმართული უნდა იქნას ამ მიმართულების
გაუმჯობესებისაკენ და ხელშეწყობისაკენ.
ამასთანავე, ცხადია რომ შესაძლებელია გარკვეული ობიექტური მიზეზები გამო, მოხდეს
აშკარად ხელშეშლა ეკონომიკური განვითარების. ამ შემთხვევაში, მიზანშეწონილია რომ
მუნიციპალიტეტს ჰქონდეს გარკვეული ბერკეტები, რათა გარკვეულწილად შეუწყოს ხელი
ბიზნეს სექტორს.
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 1272 მუხლის შესაბამისად, თბილისის
მთავრობა უფლებამოსილია დასაბუთებული აუცილებლობის შემთხვევაში, აუქციონის ფორმით
პრივატიზებულ, სარგებლობის უფლებით გადაცემულ ან მართვის უფლებით გადაცემულ
თბილისის ქონებასთან დაკავშირებული პირობის (პირობების) (გარდა ფინანსური და
საინვესტიციო პირობისა (პირობებისა)) შეცვლის ან გაუქმების შესახებ წინადადებით,
გადაწყვეტილების მისაღებად მიმართოს თბილისის საკრებულოს. თუმცა ამ დებულებიდან
გამომდინარე, ფინანსურ და საინვესტიციო პირობის შეცვლის უფლება კოდექსისთ არ არსებობს.
აუქციონის ფორმით პრივატიზებულ, სარგებლობის უფლებით გადაცემულ ან მართვის
უფლებით გადაცემულ თბილისის ქონებასთან დაკავშირებული ფინანსური და საინვესტიციო
პირობის შეცვლის შესაძლებლობას, კოდექსი (მუხლი 1632) იძლევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ
თბილისის ქონების პრივატიზება, სარგებლობის უფლებით გადაცემა ან მართვის უფლებით
გადაცემა 2013 წლის 31 დეკემბრამდე განხორციელდა.
ანუ, ამ თარიღის შემდგომ განკარგულ ქონებასთან დაკავშირებით, აღნიშნული შეღავათის
გამოყენება კოდექსით დაუშვებელია.
სამწუხაროდ, დღეის მდგომარეობით, არა თუ საქართველო, არამედ მთელი მსოფლიო
ებრძვის ახალ კორონა ვირუსს (COVID-19), რის გამოც შეფერხებულია მთელი რიგი ეკონომიკური
აქტივობები. ეს კი ცხადია მძიმე ტვირთად აწვება ბიზნეს სექტორს. ამას ემატება ის გარემოება,
რომ ქვეყანაში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, რაც დამატებით დაკავშირებულია მთელ
რიგ უფლებათა შეზღუდვასთან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მართებული იქნება, თუ გარკვეული ნაბიჯების გადადგმით
მოხდება ბიზნესისათვის გარკვეული შეღავათების დადგენა. ამ მიზნით, მიზანშეწონილია, რომ
თუ ქვეყანაში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, თბილისის მთავრობას მიეცეს
შესაძლებლობა თბილისის საკრებულოს წარუდგინოს წინადადება აუქციონის ფორმით
პრივატიზებული თბილისის ქონების შემძენისთვის, სარგებლობის უფლებით გადაცემული ან
მართვის უფლებით
გადაცემული თბილისის ქონების მიმღებისთვის ამ ქონებასთან
დაკავშირებული საინვესტიციო პირობის შეცვლის ან გაუქმების ან/და ფინანსური პირობის
შეცვლის შესახებ.
რაც შეეხება მთავრობის წინადადების შინაარსს, ცხადია ეს დაკავშირებული იქნება
საგანგებო მდგომარეობის შინაარსთან და მის მასშტაბებთან. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი,
საშეღავათო
წინადადების
შინაარსს
განიხილავს
კონკრეტული
მდგომარეობის
გათვალისწინებით.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
მუნიციპალიტეტის
უფლებამოსილება
საშეღავათო
პირობებთან
დაკავშირებით,
რეგულირდება საკანონმდებლო აქტით. ამიტომ, კანონპროექტით გათვალისწინებული საკითხის
დარეგულირებისათვის, აუცილებელია კოდექსში შევიდეს შესაბამისი ცვლილებები.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტში განხორციელებული ცვლილების შედეგად, თბილისის მთავრობას, მიეცემა
უფლება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში, უშუალოდ საგანგებო
მდგომარეობის დროს ან მისი გაუქმების შემდეგ, მიმართოს საკრებულოს და მოითხოვოს
აუქციონის ფორმით პრივატიზებული თბილისის ქონების შემძენისთვის, სარგებლობის
უფლებით გადაცემული ან მართვის უფლებით გადაცემული თბილისის ქონების მიმღებისთვის
ამ ქონებასთან დაკავშირებული საინვესტიციო პირობის შეცვლის ან გაუქმების ან/და ფინანსური
პირობის შეცვლა.
საკრებულოს თანხმობის შემთხვევაში, თბილისის ქონებით მოსარგებლე პირების მიმართ
გატარდება საშეღავათო რეჟიმი, რაც ცხადია დადებით გავლენას იქონიებს მათ ფინანსურ
მდგომარეობაზე.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის მიხედვით, კოდექსს ემატება 1633 მუხლი, რომლის მიხედვითაც
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში, მთავრობა უფლებამოსილია, საგანგებო
მგომარეობის დროს ან მისი გაუქმების შემდეგ მიმართოს თბილისის საკრებულოს აუქციონის
ფორმით პრივატიზებული თბილისის ქონების შემძენისთვის, სარგებლობის უფლებით
გადაცემული ან მართვის უფლებით
გადაცემული თბილისის ქონების მიმღებისთვის ამ
ქონებასთან დაკავშირებული საინვესტიციო პირობის შეცვლის ან გაუქმების ან/და ფინანსური
პირობის შეცვლის შესახებ.
შესაბამისად, მუნიციპალიტეტს ეძლევა უფლება, საგანგებო მდგომარეობის დროს, ან მისი
გაუქმების შემდეგ (არსებული ვითარებიდან გამომდინარე როგორც იქნება შესაძლებლობა)
გამოიყენოს ეს უფლებამოსილება.
ამასთანავე, კანონპროექტის მე-2 მუხლის მიხედვით, ზუსტდება, რომ კანონპროექტით
გათვალისწინებული უფლებამოსილების გამოყენება თბილისის მუნიციპალიტეტს ეძლევა 2020
წლის 21 მარტიდან წარმოშობილ ან/და მიმდინარე სამართლებრივ ურთიერთობებზე, ამ
პერიოდიდან მიღებულ გადაწყვეტილებებზე. ამ უფლებამოსილების გავრცელება 2020 წლის 21
მარტიდან განპირობებულია საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო, კერძოდ სწორედ ამ
დროს გამოცხადდა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
წინამდებარე პუნქტი არ ვრცელდება განსახილველ კანონპროექტის მიმართ, რადგან იგი არ
არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. პროექტი ითვალისწინებს უკუძალას
კერძოდ, ამ კანონის მოქმედება გავრცელდება 2020 წლის 21 მარტიდან წარმოშობილ ან/და
მიმდინარე სამართლებრივ ურთიერთობებზე, გამომდინარე იქედან, რომ საგანგებო
მდგომარეობამ და ქვეყანაში არსებულმა covid 19 ვირუსის გავრცელებამ შესაძლებელია
კონკრეტულ სუბიექტებს გაურთულოს (ან უკვე გაურთულა) თავიანთი ნაკისრი ვლდებულების
შესრულება.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
ინიციატორების მიერ მოთხოვნილია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა,
რადგან, როგორც უკვე ცნობილია, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებულია 2020 წლის 21
მარტს, რომელიც მოქმედებს 1 თვის ვადით. საგანგებო მდგომარეობის გამო ფაქტობრივად
შეჩერებულია ეკონომიკური აქტივობები, რაც აუქციონის ფორმით პრივატიზებული თბილისის
ქონების შემძენისთვის, სარგებლობის უფლებით გადაცემული ან მართვის უფლებით
გადაცემული ქონების მიმღებისათვის არის მძიმე ეკონომიკური ტვირთი. ამ პირებს, მისაღები
სარგებლის შემცირების გამო, უძნელდებათ მუნიციპალიტეტის მიმართ არსებული
ვალდებულებების შესრულება. შესაბამისად, ამ ვალდებულებების შესრულებაზე გარკვეული
შეღავათების თაობაზე გადაწყვეტილებების დროულად მიღების მიზნით, მიზანშეწონილია
მოხდეს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ხარჯების გამოყოფას ბიუჯეტიდან და ამისთვის
დამატებითი რესურსის გამოყოფა საჭირო არ იქნება.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე:
კანონპროექტით გათვალისწინებული უფლებამოსილების გამოყენების შემთხვევაში,
აღნიშნული ცვლილებით მოსალოდნელია გავლენა როგორც მუნიციპალიტეტის, ასევე
სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. აღნიშნული უფლებამოსილების გამოყენების
შემთხვევაში, შესაბამისი სუბიექტებისათვის განსაზღვრული ქონების გადაცემის სანაცვლოდ
სარგებლობის ქირების ოდენობა შეიცვლება შემცირების კუთხით, რაც რასაკვირველია
გულისხმობს ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსულობების შემცირებას. გარდა ამისა,
შესაძლებელია მოხდეს საინვესტიციო პირობების გაუქმება ან შეცვლა ლიბერალიზაციის
კუთხით, რაც ასევე გარკვეულწილად შესაძლოა აისახოს როგორც ადგილობრივი, ასევე
სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების შემცირებაზე. გავლენის ოდენობა დამოკიდებული
იქნება პირთა რაოდენობაზე, საინვესტიციო პირობებსა და იმ შეღავათებზე, რომელიც
აღნიშნული ცვლილების შემდეგ შეიძლება იქნას შესაბამის პირთა მიმართ გამოყენებული.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა
და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ
ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტით გათვალისწინებული უფლებამოსილების გამოყენების შემთხვევაში,
აღნიშნული ცვლილება გავლენას იქონიებს იმ პირების ფინანსურ მდგომარეობაზე, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. მუნიციპალიტეტის ეს უფლებამოსილება
ეხება ფინანსურ და საინვესტიციო პირობებთან დაკავშირებით შეღავათების დადგენას,
შესაბამისად, ცხადია ამ შეთხვევაში გავლენა იქნება დადებითი. აღნიშნული უფლებამოსილების
გამოყენების შემთხვევაში, შესაბამისი სუბიექტებისათვის განსაზღვრული ქონების გადაცემის
სანაცვლოდ სარგებლობის ქირების ოდენობა შეიცვლება შემცირების კუთხით. გარდა ამისა,
შესაძლებელია მოხდეს საინვესტიციო პირობების გაუქმება ან შეცვლა ლიბერალიზაციის
კუთხით, რაც ასევე აისახება ამ სუბიექტების ფინანსურ მდგომარეობაზე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტის მიღებით არ ხდება ახალი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა
გადასახდელის განსაზღვრა.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი
მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის
ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან” ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი
და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტი შემუშავებაში მონაწილეობა მიიღო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის
მერიამ.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
პარლამენტის წევრი კობა ლურსმანაშვილი
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
პარლამენტის წევრი კობა ლურსმანაშვილი