საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების: რატი იონათამიშვილის, სოფიო კილაძის, ანრი ოხანაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, ირაკლი მეზურნიშვილის, დავით მათიკაშვილის და ცოტნე ზურაბიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/433, 12.02.2020) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის განხილვის ვადის ორი თვით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
30.03.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#2-4727/20/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-04-13
ბიუროს ნომერი 342

📜 ტექსტი

წერილი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 2-4727/20 30-03-2020 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის ბიუროს N327/1, 18.02.2020 გადაწყვეტილებით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს განსახილველად გადმოეცა საქართველოს პარლამენტის წევრების რატი იონათამიშვილის, სოფიო კილაძის, ანრი ოხანაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, ირაკლი მეზურნიშვილის, დავით მათიკაშვილისა და ცოტნე ზურაბიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/433; 12.02.2020). აღნიშნული პროექტი სავალდებულო დასკვნისთვის გადაეცა აგრეთვე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს. საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის ვადა წამყვანი კომიტეტისთვის განსაზღვრულია 2020 წლის 15 აპრილამდე, ხოლო სავალდებულო კომიტეტისთვის - 2020 წლის 01 აპრილამდე. მიმდინარე წლის 27 მარტს მოგვმართა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა, რომელმაც ითხოვა მითითებული საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის ვადის გაგრძელება 2 თვით, რადგან საჭიროა ცალკეული საკითხების დაზუსტება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოგმართავთ შუამდგომლობით დასახელებული საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის ვადების 2 თვით გაგრძელების თაობაზე. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge