საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა მოქალაქე იური გალუსტოვის მიერ წარმოდგენილი „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შესახებ (№1-2418/20; 11.02.2020) საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
31.03.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-4738/20/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-04-13
ბიუროს ნომერი 342

📜 ტექსტი

წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-4738/20 31-03-2020 საქართველოს პარლამენტის ბიუროს მოქალაქე იური გალუსტოვის მიერ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილია საკანონმდებლო წინადადება „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შესახებ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-2418/20; 11.02.2020). საკანონმდებლო წინადადების განხილვა დაევალა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს. კომიტეტის მიერ საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადა არის 2020 წლის 1 აპრილი. ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, მოგმართავთ თხოვნით, რომ უზრუნველყოთ საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელება. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge