სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო ინსპექტორის საქმიანობის შესახებ 2019 წლის ანგარიში
📦 საკანონმდებლო პაკეტი
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო ინსპექტორის საქმიანობის შესახებ 2019 წლის ანგარიში
- სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო ინსპექტორის საქმიანობის შესახებ 2019 წლის ანგარიში (ეს პროექტი) ანგარიში
- სახელმწიფო ინსპექტორის საქმიანობის შესახებ 2019 წლის ანგარიში. ანგარიში
- „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 2019 წლის საქმიანობის ანგარიშის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
🏛️ კომიტეტები
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-04-13
ბიუროს ნომერი 342
📜 ტექსტი
ანგარიში
*SIS32000005052*
SIS 3 20 00005052
31/03/2020
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს,
ბატონ არჩილ თალაკვაძეს
ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ,
„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის
შესაბამისად, წარმოგიდგენთ ანგარიშს საქართველოში პერსონალურ მონაცემთა
დამუშავების კანონიერების მონიტორინგის, ფარული საგამოძიებო მოქმედებების
ჩატარებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა
ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის, აგრეთვე სახელმწიფო
ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარე სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების
მიმართულებებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ 2019 წელს
განხორციელებული საქმიანობის შესახებ.
დანართი: სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში.
პატივისცემით,
ლონდა თოლორაია
სახელმწიფო ინსპექტორი
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის
საქმიანობის ანგარიში
2019 წელი
ეს პუბლიკაცია შექმნილია ნორვეგიის მთავრობის, გაეროს განვითარების პროგრამის
(UNDP) და ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) მხარდაჭერით.
მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და
შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ნორვეგიის მთავრობის, გაეროს განვითარების
პროგრამისა და ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის შეხედულებებს.
სარჩევი
სახელმწიფო ინსპექტორის მიმართვა
5
I. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მისია და ღირებულებები
10
II. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მანდატი
14
III. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სტრუქტურა და ადამიანური რესურსები
18
საერთაშორისო და სტრატეგიული პარტნიორები სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურის შესახებ
24
IV. პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლი
34
1.
ზოგადი მიმოხილვა
35
2. მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვა
39
3. მონაცემთა დამუშავება ელექტრონულ სისტემებში
43
4. მონაცემთა დამუშავება ვიდეოთვალთვალის სისტემის მეშვეობით
50
5. მონაცემთა გამჟღავნება და გასაჯაროება
55
6. მონაცემთა დამუშავება ჯანდაცვის სფეროში
62
7.
65
არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დამუშავება
8. მონაცემთა დამუშავება შრომითი ურთიერთობებისას
70
9. მონაცემთა დამუშავება პირდაპირი მარკეტინგის მიზნით
74
10. ბიომეტრიულ მონაცემთა დამუშავება
78
11. მონაცემთა სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემა
80
12. სამართალშემოქმედებითი საქმიანობა
81
13. დასკვნები
88
V. ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის
მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული
აქტივობების კონტროლი
1.
ზოგადი მიმოხილვა
2. ფარული საგამოძიებო მოქმედებების კონტროლი
92
92
93
3. ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ
ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლი
96
4. რეკომენდაციები
98
VI. სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან
გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება
1.
ზოგადი მიმოხილვა
102
102
2. სამსახურის მიერ საგამოძიებო ფუნქციის ამოქმედებამდე
განხორციელებული ღონისძიებები
104
3. გამოძიება
116
4. სამსახურის მიერ საქმიანობის გასაუმჯობესებლად განხორციელებული
ღონისძიებები
137
5. გამოწვევები
138
VII. თანამშრომლობა სახალხო დამცველის აპარატსა და არასამთავრობო
სექტორთან
146
VIII. საზოგადოებასთან ურთიერთობა
150
1.
ახალი ვებგვერდის შექმნა
151
2. კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავება
152
3. საზოგადოების ცნობადობის ზრდა
153
IX. საერთაშორისო თანამშრომლობა
158
X. სამომავლო გეგმები
164
5
სახელმწიფო ინსპექტორის მიმართვა
ჩემთვის დიდი პატივია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა დავიკავე სამსახურის განვითარებისა და გარდაქმნის უმნიშვნელოვანეს ეტაპზე.
2019 წელი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის გამოწვევებითა და სიახლეებით
გამოირჩეოდა. სამსახურს დაემატა მოხელეთა მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების უმნიშვნელოვანესი ფუნქცია, რამაც კიდევ უფრო გაზარდა ჩვენი როლი და პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში.
სიახლეებთან გამკლავება არ იყო ადვილი. მთელი გუნდი, ფაქტობრივად, 24 საათიან
რეჟიმში ვმუშაობდით, რათა ღირსეულად გვეპასუხა გამოწვევებისთვის. შეზღუდული
ვადებისა და ადამიანური რესურსის მიუხედავად, შევძელით აგვემოქმედებინა ახალი
საგამოძიებო მიმართულება ისე, რომ არ შეგვემცირებინა ზედამხედველობა პერსონალური მონაცემების დაცვასა და ფარულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების
კანონიერებაზე.
6
მიმდინარე ანგარიში მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას სამსახურის მიერ გაწეულ
სამუშაოზე, არსებულ გამოწვევებზე, ტენდენციებსა და მიღწევებზე. თუმცა, ეს რეფორმების მხოლოდ დასაწყისია. სამსახურის გაფართოებული მანდატით მუშაობის მცირე დროის გათვალისწინებით, შეიძლება ზოგისთვის ჯერ კიდევ რთული იყოს იმის
გათვითცნობიერება, რამდენად წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოში დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა და მისი ფუნქციის იმ სამსახურისთვის
დაკისრება, რომლის მიმართ საზოგადოებას მხოლოდ დადებითი დამოკიდებულება აქვს. ვფიქრობ, 2020 წლის ანგარიშში ამ ინსტიტუტის საქმიანობის შედეგები და
მნშვნელობა კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდება.
2020 წელს სამსახური მეტი ძალისხმევით იმუშავებს, რათა გაამართლოს საზოგადოებაში
არსებული მაღალი მოლოდინები, უზრუნველყოს თითოეული მოქალაქის უფლებების
დაცვა და მათი დარღვევის შემთხვევაში, მოახდინოს დროული და ეფექტიანი რეაგირება.
პრევენციაზე ორიენტირებული პოლიტიკის გასაძლიერებლად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აქტიურად ითანამშრომლებს საჯარო უწყებებსა თუ კერძო სექტორთან,
თითოეულ მიზნობრივ ჯგუფთან; დაგეგმავს ღონისძიებებს საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად; ეფექტიანად და მიუკერძოებლად გამოიძიებს და განიხილავს
უფლებათა დარღვევის შემთხვევებს; გაძლიერდება საერთაშორისო თანამშრომლობა;
პრიორიტეტული იქნება საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება; ასევე, ეს წელი
იქნება მნიშვნელოვანი ორგანიზაციული განვითარებისთვის. ვიმუშავებთ ბევრს, რათა
ჩვენი საქმიანობა იყოს შედეგზე კიდევ მეტად ორიენტირებული და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თითოეულ თანამშრომელს ეამაყებოდეს საქმე, რომელსაც აკეთებს.
მინდა მადლობა გადავუხადო სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის აპარატის, არასამთავრობო ორგანიზაციების, კერძო
სექტორის ყველა იმ წარმომადგენელს, ასევე თითოეულ მოქალაქეს, რომლებმაც
აქტიურად ითანამშრომლეს სამსახურთან და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს
7
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განვითარებაში. ასევე, ჩემს წინამორბედს,
ყოფილ სახელმწიფო ინსპექტორს, ქალბატონ თამარ ქალდანს, რომელმაც ღირსეულად გადმომაბარა წარმატებული უწყების მანდატი.
განსაკუთრებული მადლიერება მინდა გამოვხატო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თითოეული თანამშრომლის მიმართ, რომლებიც მაღალი პროფესიონალიზმით,
მუხლჩაუხრელად შრომობენ არსებული გამოწვევების დასაძლევად და მუდმივად
ზრუნავენ ადამიანის უფლებების დაცვაზე. ჩვენი მიზანია, კვალიფიციური საქმიანობით
მაღალი პროფესიული სტანდარტი დავამკვიდროთ.
სახელმწიფო ინსპექტორი,
ლონდა თოლორაია
8
9
10
I. სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურის მისია და ღირებულებები
სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს. მათი დარღვევის შემთხვევაში, პირს ხელი უნდა მიუწვდებოდეს სამართლებრივი დაცვის ეფექტიან
და ქმედით მექანიზმზე.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმია.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მისიაა საზოგადოებაში პირადი ცხოვრების
პატივისცემის კულტურის დამკვიდრება, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ეფექტიანი
ზედამხედველობა, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან
მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილი ცალკეული დანაშაულების მიუკერძოებელი, ყოველმხრივი და ობიექტური გამოძიება.
უფლებამოსილების განხორციელებისას
ღირებულებებითა და პრინციპებით:
სამსახური
ხელმძღვანელობს
შემდეგი
დამოუკიდებლობა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტი - სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახური დამოუკიდებელია და არ ექვემდებარება არცერთ ორგანოს, თანამდებობის პირს ან/და პოლიტიკურ ძალას;
კანონიერება - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური საქმიანობისას ხელმძღვანე
ლობს საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით;
ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დაცვა და პატივისცემა - სახელმწიფო
ინსპექტორის სამსახური ზრუნავს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების
დაცვასა და პატივისცემაზე. იგი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს თანასწორობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპებით; ასევე, პატივს სცემს და
ითვალისწინებს მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებებსა და თავისებურებებს;
მიუკერძოებლობა, ობიექტურობა და სამართლიანობა - სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახური მიუკერძოებლად, ობიექტურად და სამართლიანად საქმიანობს;
11
განმცხადებლისა და მსხვერპლის ჩართულობა - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უზრუნველყოფს განმცხადებლისა და მსხვერპლის/მისი უფლებამონაცვლის
ჩართულობას საქმისწარმოების პროცესში და მათი ინტერესების დაცვას;
სწრაფი და სრულყოფილი რეაგირება - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური
სრულად აცნობიერებს საკუთარი საქმიანობის მნიშვნელობას და ახორციელებს
საჭირო მოქმედებებს თითოეული საქმის მაქსიმალურად სწრაფად და გონივრულ
ვადაში წარმართვისათვის;
გამჭვირვალობა და ღიაობა - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ანგარიშვალდებულია საზოგადოების წინაშე, ღიაა თანამშრომლობისთვის და პროაქტიულად
ავრცელებს ინფორმაციას თავის საქმიანობაზე;
პროფესიონალიზმი - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, საქმიანობის მაღალი
ხარისხის უზრუნველსაყოფად და თანამედროვე გამოწვევების დასაძლევად,
მუდმივად ზრუნავს კვალიფიციური კადრების მოზიდვასა და მოქმედი თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე;
განვითარებაზე ორიენტირებულობა - სამსახური პერიოდულად აფასებს საკუთარ
საქმიანობასა თუ გამოწვევებს და მუდმივად ზრუნავს განვითარებაზე;
ინოვაციურობა - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური საქმიანობაში იყენებს
მოწინავე ტექნოლოგიებს, თანამედროვე მიდგომებსა და მეთოდოლოგიას;
გუნდურობა - სამსახურის სტრუქტურულ ერთეულებს/თანამშრომლებს აქვთ
ერთიანი ხედვა, მისწრაფებები, მიზნები და ერთობლივად მუშაობენ სამსახურის
წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად.
12
13
14
II. სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურის მანდატი
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოა,
რომელიც ანგარიშვალდებულია მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წინაშე. სამსახური ქვეყანაში 2019 წლის 10 მაისიდან ამოქმედდა, როგორც პერსონალურ მონაცემთა
დაცვის ინსპექტორის აპარატის (რომელიც 2013 წლიდან არსებობდა) უფლებამონაცვლე.
„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად,
სამსახური საქმიანობს სამი მიმართულებით:
პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლი;
ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის
მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული
აქტივობების კონტროლი;
სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილი ცალკეული დანაშაულების მიუკერძოებელი და
ეფექტიანი გამოძიება.
თითოეული ფუნქციის ფარგლებში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აღჭურვილია
სხვადასხვა უფლებამოსილებით.
პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერებაზე კონტროლისათვის, სახელმწიფო
ინსპექტორის სამსახური ახორციელებს პრევენციულ ღონისძიებებს და რეაგირებს
სამართალდარღვევებზე: პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ
საკითხებზე კონსულტაციას უწევს დაინტერესებულ პირებს, ზრუნავს საზოგადოების
ცნობიერების ამაღლებაზე, განიხილავს მოქალაქეთა განცხადებებს, ინსპექტირების
გზით ამოწმებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერებას.
იმისათვის, რომ მონიტორინგი გაუწიოს ფარულ საგამოძიებო მოქმედებებსა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში
განხორციელებულ აქტივობებს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 24 საათის განმავლობაში იღებს დოკუმენტებს სხვადასხვა უწყებიდან (სასამართლოდან - განჩინებებს
ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაზე; საქართველოს პროკურატურიდან
- პროკურორის დადგენილებებს გადაუდებელი აუცილებლობისას ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაზე; სამართალდამცავი ორგანოებიდან - ოქმებს ფარული
საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაზე; ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიებიდან
- დოკუმენტებს სამართალდამცავი ორგანოებისთვის ელექტრონული კომუნიკაციის
15
მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა გადაცემაზე), მიწოდებულ დოკუმენტებს ადარებს
ელექტრონულ სისტემებში ასახულ ინფორმაციასთან და ელექტრონული სისტემით
აკონტროლებს მონაცემთა ცენტრალურ ბანკს; ასევე, ატარებს დამმუშავებლის/
უფლებამოსილი პირის ინსპექტირებას.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს 2019 წლის 1-ელი ნოემბრიდან ჩადენილ
შემდეგ დანაშაულებს:
წამება (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441 მუხლი);
წამების მუქარა (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1442 მუხლი);
დამამცირებელი ან არასათანადო მოპყრობა (საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 1443 მუხლი);
სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ჩადენილი ძალადობით ან იარაღის გამოყენებით, ან დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის
„ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები);
სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ჩადენილი ძალადობით ან იარაღის გამოყენებით ან დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით
(საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლების მე-3 ნაწილის ,„ბ“
და „გ“ ქვეპუნქტები);
განმარტების, ჩვენების ან დასკვნის მიცემის იძულება (საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 335-ე მუხლი);
პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირის იძულება ჩვენების შეცვლის
ან ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიზნით; აგრეთვე, მსჯავრდებულის იძულება
მოქალაქეობრივი მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლის მიზნით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-2 ნაწილი);
სხვა დანაშაული, რომელმაც გამოიწვია პირის სიცოცხლის მოსპობა და რომლის
ჩადენის დროს ეს პირი იმყოფებოდა დროებითი მოთავსების იზოლატორში
ან პენიტენციურ დაწესებულებაში, ანდა ნებისმიერ სხვა ადგილას, სადაც
სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, თავისი ნების საწინააღმდეგოდ, აკრძალული ჰქონდა
ადგილსამყოფლის დატოვება, ანდა აღნიშნული პირი სხვაგვარად იმყოფებოდა
სახელმწიფოს ეფექტიანი კონტროლის ქვეშ.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უფლებამოსილია, ზემოაღნიშნულ დანაშულებზე
სრული მოცულობით ჩაატაროს გამოძიება და განახორციელოს ოპერატიულ-სამძებრო
საქმიანობა.
16
17
18
III. სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურის სტრუქტურა და ადამიანური
რესურსები
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ხელმძღვანელობს სახელმწიფო ინსპექტორი,
რომელიც აირჩევა პარლამენტის მიერ - ექვსი წლის ვადით. ინსპექტორს ჰყავს 3
მოადგილე, რომელთა შორისაც ფუნქციები მკაფიოდ არის გამიჯნული.
2019 წელი მნიშვნელოვანი იყო სტრუქტურული განახლების თვალსაზრისით.
სამსახურის ფუნქციების გაფართოების (საგამოძიებო უფლებამოსილების დამატების)
პარალელურად, თანამშრომელთა რაოდენობა 53 საშტატო ერთეულიდან 116 საშტატო
ერთეულამდე გაიზარდა. სამსახურს დაემატა 3 ახალი სტრუქტურული ერთეულიც:
საგამოძიებო დეპარტამენტი, ანალიტიკური დეპარტამენტი და გენერალური ინსპექცია.
საგამოძიებო დეპარტამენტის ფუნქციად განისაზღვრა სამართალდამცავი ორგანოს
წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილი
ცალკეული დანაშაულების მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიება.
გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის ფუნქციებში შედის: კონტროლი სახელმწიფო
ინსპექტორის თანამშრომელთა მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა
და ინსპექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების
შესრულებაზე; ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების, ეთიკის ნორმებისა და შინაგანაწესის დარღვევის გამოვლენა; რეაგირება სამსახურის თანამშრომლების მხრიდან
სხვა პირთა უფლებების შესაძლო დარღვევაზე, სამსახურებრივ გადაცდომასა და სხვა
მართლსაწინააღმდეგო ქმედებებზე.
რაც შეეხება ანალიტიკურ დეპარტამენტს, იგი პასუხისმგებელია სტატისტიკური
მონაცემების შეგროვებასა და დამუშავებაზე; ასევე, ამზადებს ანალიტიკურ დოკუმენტებს გამოძიებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით არსებულ
ტენდენციებზე/გამოწვევებზე და შეიმუშავებს რეკომენდაციებს საქმიანობის ხარისხის
გასაუმჯობესებლად.
19
20
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში თანამშრომელთა პროფესიული განვითარება
უწყვეტი პროცესია და კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვას დიდი ყურადღება ეთმობა.
სამუშაო პროცედურები და ელექტრონული ტექნოლოგიები მუდმივად ახლდება. ახალი
გამოწვევების შესაბამისად, სამსახური მუდმივად ზრუნავს თანამშრომელთა ცოდნის,
კომპეტენციების, პროფესიული და სოციალური უნარ-ჩვევების განვითარებაზე.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა
და პროფესიული განვითარებისთვის, 2019 წლის განმავლობაში 14 სასწავლო აქტივობა
ჩატარდა, რომელთა ფარგლებშიც გადამზადდა 122 მსმენელი.
სამუშაო სპეციფიკის გათვალისწინებით, სასწავლო აქტივობები განხორციელდა
შემდეგი მიმართულებებით: რისკების შეფასება; კომუნიკაციის უნარ-ჩვევების დახვეწა;
ევროკავშირის სამართლის ზოგადი მიმოხილვა; ადმინისტრაციული სამართალ
დარღვევები; შრომის უსაფრთხოება; საგამოძიებო პროცესში პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხები; სისხლის სამართლის საქმისწარმოების განახლებული ელექტრონული პროგრამა; წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის
აკრძალვა; სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებები და ეფექტიანი გამოძიება;
სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ეფექტიანი გამოძიება; გენდერული
თანასწორობა და ქალთა მიმართ ძალადობა.
გარდა ამისა, 2019 წლის დეკემბრიდან, ევროპის საბჭოს დისტანციური სწავლების პლატფორმის (HELP) ფარგლებში, პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და პირადი ცხოვრების
ხელშეუხებლობის კურსს გადის სამსახურის 23 თანამშრომელი.
განხორციელებული და დაგეგმილი სასწავლო აქტივობების მიზანია, ხელი შეუწყოს
სამსახურის საქმიანობაში ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სტანდარტების
დანერგვას, თანამშრომელთა პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას.
22
23
24
საერთაშორისო და
სტრატეგიული პარტნიორები
სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურის შესახებ
ნება მომეცით, კიდევ ერთხელ მივულოცო საქართველოს ახალი, დამოუკიდებელი ინსტიტუტის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჩამოყალიბება,
რომელსაც აკისრია ისეთი მნიშვნელოვანი ამოცანა,
როგორიც არის სახელმწიფო ინსტიტუტებისა და
კერძო კომპანიების მიმართ საკვანძო ზედამხედველობითი ფუნქციების განხორციელება. ორი ფუნდამენტური მიმართულების - პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სამართალდამცავი პირების მიერ
ჩადენილი დანაშაულების გამოძიების - ერთი უწყების
ქვეშ გაერთიანება რთულ ამოცანას წარმოადგენდა,
მაგრამ ეს საქმისადმი ერთგული დამოკიდებულებითა
და მონდომებით განხორციელდა. მე მაღალ შეფასებას ვაძლევ როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის გუნდს, რომელმაც აქტიური
როლი შეასრულა საკუთარი ინსტიტუციის გარდაქმნაში, ასევე ახალ თანამშრომლებს,
რომლებიც გახდნენ პიონერები ახალი ფუნქციების განსაზღვრასა და ფორმირებაში.
სახელმწიფო ინსპექტორი უფლებამოსილია, ზედამხედველობა გაუწიოს სახელმწიფო უწყებებს, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის ფაქტებზე,
რათა მათი მხრიდან უზრუნველყოფილი იყოს კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვა.
მოქალაქეთა საჩივრების რეგისტრირებისა და მათზე შემდგომი რეაგირების შესაძებლობა ამ უფლებების ეფექტიანი დაცვისა და კარგად ფუნქციონირებადი დემოკრატიისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს. ამ მიზეზით, ჩვენ გასულ წელს დიდი
მოლოდინით შევხვდით სახელმწიფო ინსპექტორის ახალი სამსახურის, როგორც
კომპეტენტურ ორგანოს ამოქმედებას, რომელიც შეავსებდა სიცარიელეს საერთო
საზედამხედველო არქიტექტურაში.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის პირველ წლიურ ანგარიშში ასახულია ის
განხორციელებული აქტივობები და გავლენა, რომელიც ინსტიტუტმა უკვე იქონია ადა-
25
მიანების ცხოვრებაზე, კერძოდ კი მათი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვაზე.
ევროკავშირი რჩება ახალი ინსტიტუტის ორივე მიმართულების ერთგულ მხარდამჭერად. საქართველოს მოქალაქეთა ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად, მზადდება
ევროკავშირის ახალი დახმარება ინსტიტუტის ყველა ძირითადი ფუნქციის სამომავლო
განვითარების მხარდასაჭერად. გილოცავთ კარგ დასაწყისს. ასევე, კარგად გააგრძელეთ!
კარლ ჰარცელი
ევროკავშირის ელჩი საქართველოში
ევროპის საბჭო ძალიან კარგად თანამშრომლობს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან. ჩვენ სამსახურს ხელს
ვუწყობთ საკუთარი მანდატის განხორციელებაში, როგორც
პერსონალური მონაცემების, ასევე მისი საგამოძიებო
ფუნქციების მიმართულებით. სამსახურის მენეჯმენტისა
და თანამშრომლების მისწრაფება მუშაობის მაღალი სტანდარტების დანერგვისკენ განსაკუთრებული და დასაფასებელია. სახელმწიფო სამსახურის მოტივაციამ ხელი
შეუწყო ძალიან კარგი შედეგის დადგომას, რამაც სამსახურის მუშაობა შესაბამის ევროპულ სტანდარტებთან
დაახალოვა.
პერსონალური მონაცემების მხრივ, ევროპის საბჭომ სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურთან თანამშრომლობით შეიმუშავა ელექტრონული სწავლებისა და ცნობიერების ამაღლებისაკენ მიმართული მნიშვნელოვანი რესურსები საქართველოს იურიდიული პროფესიისა და მედიის წარმომადგენლებისთვის. ვიმედოვნებ, რომ ეს და
მომავალი ძალისხმევა ხელს შეუწყობს საქართველოს მიერ პერსონალური მონაცემების
ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ ევროპის საბჭოს განახლებულ კონვენციასთან მიერთებას, რაც ქვეყანას დაეხმარება საკუთარი სამართლისა და
პრაქტიკის ევროპულ სტანდარტებთან გათანაბრებაში.
ამავე დროს, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ შესაძლო
დანაშაულის საპასუხოდ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ჩამოყალიბების
მიმართ არსებობს მნიშვნელოვანი მოლოდინი, როგორც სამოქალაქო საზოგადოების,
ასევე ზოგადად მოსახლეობის მხრიდან. ევროპის საბჭო არ წყვეტს ძალისხმევას, რომ
სახელმწიფო სამსახურის ინსტიტუციონალური გაძლიერების, პოლიტიკის განვითარებისა
და ცნობიერების ამაღლებისაკენ მიმართული მუშაობა მეტად ეფექტიანი გახდეს.
26
სახელმწიფო ინსპექტორსა და სამსახურის ყველა თანამშრომელს ვუსურვებ წარმატებას მათი საქმიანობის განხორციელებაში, რაც საქართველოს მოსახლეობის საკეთილდღეოდ იქნება მიმართული.
კრისტიან ურსე
საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი
გაეროს განვითარების პროგრამა
(UNDP), რომელიც საწყისი ეტაპიდანვე სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურის ამაყი მხარდამჭერია,
ულოცავს სამსახურს 2019 წელს
მიღწეულ შედეგებს, მათ შორის
ახალი საგამოძიებო ფუნქციის ამოქმედებას.
თანამედროვე ტექნოლოგიებიდან
მომდინარე საფრთხეებისგან პე
რსონალური ინფორმაციისა და
მონაცემების დაცვის საერთო მიზნით, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP)
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის სამსახურის მხარდაჭერას დაარსების
მომენტიდან ახორციელებდა. აღნიშნული მხარდაჭერა მოიცავდა კონსულტირებას
საკანონმდებლო ცვლილებებთან, ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებასთან
და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასთან დაკავშირებით. სამსახური ჩამოყალიბდა ინსტიტუციურად ძლიერ და კომპეტენტურ ორგანოდ, რომელიც სარგებლობს
საზოგადოების მაღალი ნდობით. აღნიშნულს ცხადყოფს მოქალაქეთა მომართვიანობისა და ჩატარებული ინსპექტირებების რაოდენობის ექვსწლიანი თანმიმდევრული
ზრდა. ეს ადასტურებს, რომ უფრო და უფრო მეტი ადამიანი აცნობიერებს პერსონალურ
მონაცემთა დაცვის მნიშვნელობას.
2019 წელს სამსახურს დაემატა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების
მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების ფუნქცია. გაეროს განვითარების პროგრამა იყო აქტიური მხარდამჭერი აღნიშნული რეფორმისა, რომელიც წარმოადგენს
ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში შეტანილ დროულ და აუცილებელ წვლილს. გაეროს განვითარების პროგრამა ამჟამად, თავის საერთაშორისო
27
პარტნიორებთან ერთად, მუშაობს, რათა მხარი დაუჭიროს სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურს ახალი საგამოძიებო ფუნქციების განხორციელებაში და ამავდროულად,
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი პროფესიული სტანდარტის შენარჩუნებაში.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გადამწყვეტ როლს თამაშობს საქართველოს
დემოკრატიულ განვითარებაში და გაეროს განვითარების პროგრამა ამაყად აგრძელებს მის მხარდაჭერას.
ლუიზა ვინტონი
გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი
„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის
შესახებ’’ საქართველოს კანონის მიღება
მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იყო
საქართველოში წამებისა და სხვა ფორმის
სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი
მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლაში. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური განიხილება
როგორც იმედის სხივი დაუსჯელობის
დამკვიდრებული სინდრომის აღმოსაფხვრელად, რომელსაც ის სამართალდამცავი
ორგანოების წარმომადგენელთა მხრიდან ადამიანის უფლებათა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი გამოძიების გზით უზრუნველყოფს.
კანონის მიღებას წინ უძღოდა არაერთი რეკომენდაცია და წინადადება - უნივერსალური და რეგიონული ადამიანის უფლებათა საზედამხედველო ორგანოების, მაღალი
დონის ექსპერტების, სახალხო დამცველის, საერთაშორისო და ეროვნული არასამთავრობო ორგანიზაციების1 მხრიდან. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის
წარმომადგენლობას სამხრეთ კავკასიაში, ჰქონდა პრივილეგია და პატივი, ერთი მხრივ
დახმარებოდა ხელისუფლებას კანონისა და მისი ძირითადი პრინციპების შემუშავებაში
და მეორე მხრივ, მხარი დაეჭირა მისი მიღებისათვის, ასევე საწყის ეტაპზე გაეწია მნიშვნელოვანი დახმარება ახლად შექმნილი სამსახურისთვის.
1 ევროკავშირის სპეციალური მრჩეველი კონსტიტუციურ და სამართლებრივ რეფორმებზე და ადამიანის
უფლებებზე საქართველოში ბატონი ტომას ჰამარბერგი 2013 წელს, ყოფილი გაეროს ადამიანის უფფლებათა
უმაღლესი კომისარი ქალბატონი ნავი პილაი 2014 წელს, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი 2014
წელს, ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტი 2014 წელს და 2018 წელს, საქართველოს სახალხო
დამცველი თავის 2014-2018 წლების ანგარიშებში მოუწოდებდნენ უწყებებს, შეექმნათ სამართალდამცავი
ორგანოების წარმომადგენლების მიერ ჩადენილი ადამიანის უფლებათა დარღვევის ბრალდებების
გამოძიების დამოუკიდებელი მექანიზმი.
28
კანონი ადგენს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის მყარ გარანტიებს სახელმწიფო ინსპექტორისთვის, რომელიც დამოუკიდებელია აღმასრულებელი ხელისუფლებისგან და ანგარიშვალდებულია მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წინაშე.
ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს გარანტიები მოიტანს იმ შედეგებს, რომელთაც დიდი
ხანია ველით და გაზრდის ნდობას საქართველოს ძალისხმევის მიმართ - ქართულ
საზოგადოებაში გამყარდეს ადამიანის უფლებათა პატივისცემა. სტატისტიკური მონაცემები - მხოლოდ 2 თვის განმავლობაში 68 საქმეზე დაწყებული გამოძიება (2019 წლის
1 ნოემბრიდან 2019 წლის 31 დეკემბრამდე) და 2020 წლის 23 მარტის მდგომარეობით
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში 59 მიმდინარე საქმე - ცხადყოფს სამსახურის
მიერ აქამდე გაწეული სამუშაოს მოცულობას და ასევე, არის ნათელი მტკიცებულება იმისა, რომ არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლები ენდობიან ახლად შექმნილ სამსახურს და აქვთ მისი სამართლიანობის იმედი. სახელმწიფო ინსპექტორთან ერთად, ჩვენ
ყველას გვაკისრია პასუხისმგებლობა, რომ გავამართლოთ მსხვერპლთა ეს იმედები.
ვლადიმირ შკოლნიკოვი
ადამიანის უფლებათა უფროსი მრჩეველი, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი
კომისრის ოფისი
დემოკრატიული მმართველობა ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის საფუძველია.
USAID მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის მიერ
საჯარო სერვისების ეფექტიანად, ქმედითად და
გამჭირვალედ უზრუნველყოფაში. პერსონალური
მონაცემთა დაცვის ძლიერი სტანდარტები გადამწყვეტია დემოკრატიული მმართველობისთვის და
წინაპირობაა, რათა საქართველომ თავად დაგეგმოს, დააფინანსოს, განახორციელოს და გადაჭრას
ქვეყნის განვითარების წინაშე არსებული გამოწვევები.
საქართველომ 2013 წელს აღიარა ამის მნიშვნელობა სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურის ოფიციალურად დაარსებით. ამ უწყების მთავარი ამოცანა ქვეყანაში
პერსონალური მონაცემთა დაცვაა. USAID მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახური განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რამდენიმე მიზეზის გამო. კერძოდ:
29
პერსონალურ მონაცემთა მაღალი სტანდარტების შემოღება გადამწყვეტია საქართველოს მთავრობისთვის, ადამიანის უფლებების დაცვისა და ფუნდამენტალური
თავისუფლების დასაცავად.
საქართველოს მთავრობამ თავის თავზე აიღო პერსონალური მონაცემთა დაცვის
გაუმჯობესების ვალდებულება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების
ფარგლებში, რაც ევროპისკენ წინ გადადგმული ნაბიჯია.
პერსონალური მონაცემთა დაცვა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს დღეს,
როდესაც მთავრობა და ბიზნესი სულ უფრო მეტად ეყრდნობა საინფორმაციო
ტექნოლოგიებს.
ჩვენთვის სასიხარულოა, რომ ამ სფეროში საქართველოს მნიშვნელოვანი მიღწევა
აქვს, თუმცა გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია. USAID ამაყობს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან თანამშრომლობით და გააგრძელებს მის მხარდაჭერას მომავალშიც, რათა უწყებამ საქართველოს მოსახლეობის უკეთ მომსახურეობა უზრუნველყოს.
პიტერ ვიბლერი
მისიის დირექტორი, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო / საქართველო
საქართველოსა და პოლონეთის პერსონალურ
მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოებს
შორის წარმატებული ორმხრივი თანამშრომლობა
- ჩვენთვის ყოველთვის იყო მნიშვნელოვანი და
წარმოადგენდა საერთაშორისო ურთიერთობების
ერთ-ერთ პრიორიტეტს. ამოქმედების დღიდან,
პოლონეთის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფისი საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის
ინსპექტორის აპარატის მხარდამჭერია. 2013 წელს
ჩვენ სიხარულით შევხვდით საქართველოში მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს ჩამოყალიბებას, რომლის მიზანიც პერსონალურ მონაცემთა დაცვის უმაღლესი სტანდარტების
დამკვიდრებაა. შესაბამისად, ჩვენ ქართულ მხარეს შევთავაზეთ დახმარება მონაცემთა
დაცვის უწყების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ასპექტებზე, რაც გულისხმობდა
კონსულტირებასა და ინფორმაციის მიწოდებას, გამოცდილების გაზიარებას მონაცემთა
დაცვის მიმართულებით და ასევე, ორივე ორგანოს შორის თანამშრომლობის გაღრმა-
30
ვებას. აღნიშნული მიზანი მიღწეულ იქნა 2014 და 2018 წლებში თბილისში საქართველოს
საზედამხედველო ორგანოში პოლონეთის დელეგაციის, ხოლო 2015 და 2017 წლებში
ვარშავაში ქართული დელეგაციის ვიზიტების ფარგლებში. უნდა აღინიშნოს, რომ 2017
და 2018 წლის ვიზიტები განხორციელდა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების
პროგრამის პროექტის - “ადამიანის უფლებები ყველასთვის” მხარდაჭერით.
2014 წელს საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი
გახდა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო
ორგანოების გაერთიანების (CEEDPA) წევრი. აღნიშნული ჯგუფი ჩამოყალიბდა პოლონეთის მონაცემთა დაცვის ორგანოს ინიციატივით და მისი ამოცანა არის ცენტრალურ
და აღმოსავლეთ ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოებს შორის
საერთაშორისო თანამშრომლობის უზრუნველყოფა - ახლად დაარსებული მონაცემთა დაცვის ინსტიტუტების მხარდაჭერის მიზნით. ქართული მხარე გახდა გაერთიანების
აქტიური წევრი და 2017 წელს CEEDPA-ს რიგით მე-19 წლიურ სხდომას თბილისში უმასპინძლა.
2015 წლის 18 აგვისტოს ვარშავაში შეხვედრისას ქართულ და პოლონურ მონაცემთა
დაცვის საზედამხედველო ორგანოებს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც გულისხმობს თანამშრომლობას მხარეებს შორის საერთო ინტერესის
საკითხებზე, კერძოდ კი ორივე ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ხელშესაწყობასა და წახალისებას. ორმხრივი თანამშრომლობა ხორციელდება საკანონმდებლო,
ინსტიტუციური, ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებებით, რომლის მიზანია
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ხელშეწყობა, კონფერენციების, სასწავლო ვიზიტებისა
და სხვა შეხვედრების უზრუნველყოფა. ორივე უწყების წარმომადგენლები აქტიურად
მონაწილეობენ ქართული და პოლონური მონაცემთა დაცვის საზედამხედველო
ორგანოების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში.
აუცილებლად უნდა გაესვას ხაზი სხვადასხვა ფორუმებზე საქართველოს მონაცემთა
დაცვის საზედამხედველო ორგანოს საერთაშორისო საქმიანობას. ევროპულ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოებს შორის თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფორუმი არის ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების ყოველწლიური კონფერენცია. 2019 წელს საქართველომ თბილისში უმასპინძლა
რიგით 29-ე კონფერენციას, რომელიც შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც
არის ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციის (GDPR) იმპლემენტაცია
და გამოყენება, 108+ მოდერნიზებული კონვენცია და საერთაშორისო ორგანიზაციების
როლი მონაცემთა დაცვისა და პირადი ცხოვრების სტანდარტების ამაღლების საკითხებში.
31
დასასრულს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფისის პრეზიდენტს სურს ხაზი გაუსვას
პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის
საქმიანობის მნიშვნელობას. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ პოლონეთის პერსონალურ
მონაცემთა დაცვის ოფისის პრეზიდენტი აფასებს საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორთან მეგობრულ და წარმატებულ თანამშრომლობას და აქვს მისი შემდგომი
განვითარების მოლოდინი.
იან ნოვაკი
პოლონეთის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფისის პრეზიდენტი
32
33
34
IV. პერსონალურ მონაცემთა
დამუშავების კანონიერების კონტროლი
35
1. ზოგადი მიმოხილვა
ამ თავში გაერთიანებულია ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე: 2019 წელს პერსონალურ
მონაცემთა დაცვის მდგომარეობა, ძირითადი ტენდენციები, გამოვლენილი
პრობლემატური საკითხები, გამოწვევები, ზოგადი სტატისტიკური მონაცემები და
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობა საქართველოში.
ზოგადი სტატისტიკური ინფორმაციის პარალელურად, ანგარიშში დეტალურად არის
განხილული პერსონალურ მონაცემთა დამუშავების ის შემთხვევები: რომლებზეც იყო
მაღალი მომართვიანობა; რომლებიც დაკავშირებულია მოქალაქეთა ყოველდღიურ
ცხოვრებასთან ან/და გამოირჩევა სენსიტიურობით; რომელთა მიმართაც არსებობს
საჯარო ინტერესი.
2019 წელს მოქალაქეთა მომართვიანობა, ტრადიციულად მზარდი იყო. სამსახურს 422მა პირმა მომართა.
242 მომართვის ავტორი გახლდათ მონაცემთა სუბიექტი, 175-ის - სხვა დაინტერესებული
პირი, ხოლო 5 მომართვა იყო ანონიმური.
36
შემოსული განცხადებების 81% შეეხებოდა მონაცემთა დამუშავების საკითხებს კერძო
სექტორში, 11% - სამართალდამცავ ორგანოებში, ხოლო 8% - სხვა საჯარო უწყებებში.
2019 წელს, წინა წლების მსგავსად, მზარდი იყო ინსპექტირებების რაოდენობაც. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ჩაატარა 156 შემოწმება (ინსპექტირება), აქედან 29% სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინიციატივით, ხოლო 71% - განცხადებებისა და
შეტყობინებების საფუძველზე.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინიციატივით ჩატარებული შემოწმებები
(ინსპექტირებები) შეეხებოდა საჯარო დაწესებულებების (41%), კერძო ორგანიზაციებისა
(35%) და სამართალდამცავი ორგანოების (24%) მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერებას.
2019 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ პერსონალურ მონაცემთა არაკანონიერი დამუშავების ფაქტი დადგინდა 135 შემთხვევაში.
37
რაც შეეხება დარღვევის სახეებს, ყველაზე ხშირად - 27 (20%) შემთხვევაში დადგინდა მონაცემთა უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნათა შეუსრულებლობა
(„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლით
გათვალისწინებული სამართალდარღვევა); 25 (18%) შემთხვევაში - მონაცემთა
დამუშავება კანონით გათვალისწინებული საფუძვლების გარეშე (43-ე მუხლი);
24 (18%) შემთხვევაში - მონაცემთა დამუშავების პრინციპების დარღვევა (44ე მუხლი); 17 (12%) შემთხვევაში - ვიდეოთვალთვალის წესების დარღვევა (48ე მუხლი); 12 (9%) შემთხვევაში - მონაცემთა დამმუშავებლის მიერ მონაცემთა
სუბიექტის ინფორმირების წესების დარღვევა (50-ე მუხლი); 12 (9%) შემთხვევაში - პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის მონაცემთა წესების დარღვევით
გამოყენება (47-ე მუხლი); 9 (7%) შემთხვევაში - უფლებამოსილი პირის მიერ
მონაცემთა დამუშავება კანონით გათვალისწინებული წესების დარღვევით (52-ე
მუხლი); 4 (3%) შემთხვევაში - განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება კანონით გათვალისწინებული საფუძვლების გარეშე (45-ე მუხლი); 3 (2%)
შემთხვევაში - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მოთხოვნის შეუსრულებლობა
(53-ე მუხლი); 1 (1%) შემთხვევაში - საჯარო და კერძო დაწესებულებათა შენობაში შესვლისა და შენობიდან გამოსვლის შესახებ მონაცემთა დამუშავების წესების
დარღვევა (49-ე მუხლი); 1 (1%) შემთხვევაში - მონაცემთა დამმუშავებლის
38
მიერ მონაცემთა დამუშავების უფლებამოსილი პირისათვის დავალება წესების
დარღვევით (51-ე მუხლი).
გამოვლენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 52%-ზე ადმინისტრაციული სახდელის სახით გამოყენებულია ჯარიმა, ხოლო 48%-ზე - გაფრთხილება.
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა 96 შემთხვევაში დაეკისრა კერძო დაწესებულებას,
22 შემთხვევაში - საჯარო დაწესებულებას, ხოლო 17 შემთხვევაში - სამართალდამცავ
ორგანოს.
39
ადმინისტრაციული სახდელების დაკისრების პარალელურად, ნაკლოვანებათა
აღმოფხვრის მიზნით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მონაცემთა დამმუშავებლებს მისცა 195 დავალება და რეკომენდაცია, რომელთა უმრავლესობაც შესრულებულია, ხოლო ნაწილი ჯერ კიდევ შესრულების პროცესშია.
2019 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დაკავებული იყო საკონსულტაციო
საქმიანობითაც. ამ მხრივ მომართვის მაჩვენებელი შემცირებულია, რაც შესაძლოა
განპირობებული იყოს სამსახურის გარდაქმნით (ფუნქციის დამატება, სახელწოდების
ცვლილება).
2. მონაცემთა სუბიექტის უფლებების
დაცვა
საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ მონაცემთა სუბიექტს
ანიჭებს უფლებებს (მოითხოვოს ინფორმაცია მის შესახებ მონაცემთა დამუშავების
თაობაზე; მოითხოვოს მისი მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა,
წაშლა და განადგურება; ნებისმიერ დროს, განმარტების გარეშე, უარი განაცხადოს
მონაცემთა დამუშავების შესახებ მის მიერვე მიცემულ თანხმობაზე; მისი უფლებების
დარღვევის შემთხვევაში, მიმართოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ან
სასამართლოს), რომელთა პრაქტიკაში რეალიზება უნდა უზრუნველყონ მონაცემთა
დამმუშავებლებმა.
40
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 2019 წელს მონაცემთა სუბიექტის უფლებებთან
დაკავშირებით 21 საქმე შეისწავლა: 10 - საჯარო უწყების (აქედან, 9 სამართალდამცავი
ორგანოს), ხოლო 11 - მონაცემთა დამმუშავებელი კერძო კომპანიების მიმართ.
შედეგად, გამოვლინდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 12 ფაქტი.
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა 6 შემთხვევაში დაეკისრა კერძო დაწესებულებას, 3
შემთხვევაში - სამართალდამცავ ორგანოს, 1 შემთხვევაში - სხვა საჯარო დაწესებულებას
(რამდენიმე მონაცემთა დამმუშავებელს
დაეკისრა ერთზე მეტი დარღვევისთვის).
ადმინისტრაციული
პასუხისმგებლობა
2.1. მონაცემთა სუბიექტისთვის ინფორმაციის მიწოდება
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, უშუალოდ მონაცემთა სუბიექტისაგან მონაცემების შეგროვებისას, დამმუშავებელი ან
უფლებამოსილი პირი ვალდებულია, მონაცემთა სუბიექტს მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია: მონაცემთა დამმუშავებლისა და უფლებამოსილი პირის (ასეთი არსებობის
შემთხვევაში) ვინაობა და რეგისტრირებული მისამართი; მონაცემთა დამუშავების მიზანი;
სავალდებულოა თუ ნებაყოფლობითი მონაცემთა მიწოდება; თუ სავალდებულოა მასზე უარის თქმის სამართლებრივი შედეგები; მონაცემთა სუბიექტის უფლება, მიიღოს
ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებულ მონაცემებზე, მოითხოვოს მათი გასწორება,
განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება.
41
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ შესწავლილი საქმეების ანალიზით დგინდება, რომ საჯარო დაწესებულებების მიერ ადმინისტრაციული საქმის წარმოებისას,
მონაცემთა სუბიექტს არ მიეწოდება სრულყოფილი ინფორმაცია, მათ შორის, გასაუბრების დროს ვიდეო-აუდიო ჩაწერის შესახებ.
კერძო კომპანიებში პრობლემად გამოვლინდა ონლაინ მომსახურებისას მომხმარებელთა ინფორმირება მონაცემთა დამუშავების მიზნისა და მონაცემთა სუბიექტის
უფლებების (მათ შორის, მონაცემთა დაბლოკვის, წაშლისა და განადგურების) შესახებ,
მაშინ, როცა მონაცემთა სუბიექტისთვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება
დამმუშავებელს ეკისრება იმ შემთხვევაშიც, თუ მონაცემები გროვდება ონლაინ რეგისტრაციისას, ან/და ონლაინ მომსახურების გზით.
2.2. მონაცემთა სუბიექტის მიერ ინფორმაციის მოთხოვნა
მონაცემთა სუბიექტების მომართვის საფუძველზე, სამსახურმა შეისწავლა კერძო
კომპანიებისა და საჯარო უწყებების მხრიდან მათი ინფორმირების საკითხები.
შედეგად, რიგ შემთხვევებში გამოვლინდა ამ წესების დარღვევა: მონაცემთა სუბიექტებს
მოთხოვნილი ინფორმაცია არ გადაეცათ კანონით განსაზღვრულ 10-დღიან ვადაში;
გადაცემული ინფორმაცია არ იყო სრულყოფილი და არ შეესაბამებოდა მოთხოვნას;
მათ არასწორი საფუძვლით შეეზღუდათ ინფორმირების უფლება.
ინფორმაციის კანონით დადგენილ ვადაში გაუცემლობის მიზეზად დასახელდა: რეორგანიზაცია, საქმისწარმოების ახალი პროგრამის დანერგვა, არქივის სისტემატიზაცია
და სხვა, რაც არ ჩაითვალა კანონშესაბამისად, ვინაიდან კანონი არ ითვალისწინებს
მონაცემთა სუბიექტის ინფორმირების ვადის გაგრძელებას.
მონაცემთა დამუშავებაზე ინფორმაციის მოთხოვნისგან განსხვავებით, პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების ასლების გასაცემად კანონი არ აწესებს
კონკრეტულ ვადას, თუმცა ინფორმირების უფლების ეფექტიანი რეალიზებისთვის მნიშვნელოვანია, მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს გონივრულ ვადაში.
ვადის გონივრულობა უნდა შეფასდეს მონაცემთა დამმუშავებლის მიერ შესასრულებელი სამუშაოს მოცულობის, მოსაძიებელი დოკუმენტაციის შენახვის ფორმის,
სხვა სტრუქტურული ერთეულიდან თუ ქვედანაყოფიდან დოკუმენტაციის/ინფორმაციის
გამოთხოვის საჭიროებისა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გამოკვეთილი სხვა ობიექტური გარემოებების მიხედვით. სამსახურის მიერ შესწავლილ რამდენიმე შემთხვევაში მონაცემთა სუბიექტისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების ვადა არ ჩაითვალა
42
გონივრულად. ვადის გონივრულობის დარღვევები სამსახურმა მიიჩნია მონაცემთა
სუბიექტის ინფორმირების წესების დარღვევად და, მსგავსი შემთხვევების პრევენციის
მიზნით, გასცა შესაბამისი რეკომენდაციები.
საანგარიშო პერიოდში შესწავლილი საქმეების ანალიზმა ასევე ცხადყო, რომ მონაცემთა დამმუშავებლები ყველა შემთხვევაში დეტალურად არ სწავლობდნენ მონაცემთა
სუბიექტის მოთხოვნის ინდივიდუალურ გარემოებებს; მათ ინფორმაცია მიეწოდებოდათ
არასრულყოფილი და შაბლონური პასუხებით, რის გამოც ის არ შეესაბამებოდა მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნას.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალის
წინებული მონაცემთა სუბიექტის ინფორმირების უფლების შეზღუდვა შესაძლებელია
მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ უფლებების რეალიზაციამ შეიძლება საფრთხე
შეუქმნას: სახელმწიფო უსაფრთხოების ან თავდაცვის ინტერესებს; საზოგადოებრივი
უსაფრთხოების ინტერესებს; დანაშაულის გამოვლენას, გამოძიებასა და აღკვეთას;
ქვეყნის მნიშვნელოვან ფინანსურ ან ეკონომიკურ ინტერესებს. შესწავლილი საქმეებიდან
რამდენიმე შემთხვევაში დადგინდა მონაცემთა სუბიექტის ინფორმირების უფლების
შეზღუდვა კანონიერი საფუძვლის გარეშე.
ინფორმირების უფლების შეზღუდვის თვალსაზრისით, აღსანიშნავია 2019 წლის გან
მავლობაში გამოკვეთილი ტენდენცია: სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულის
სტატუსის მქონე პირების მიერ სისხლის სამართლის საქმის მასალების გამოთხოვა,
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონზე მითითებით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი დაზარალებულს არ ანიჭებს
სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლების მიღების უფლებას, რაც შესაძლოა
ჩაითვალოს მონაცემთა სუბიექტის ინფორმირების უფლების შემზღუდავ გარემოებად;
თუმცა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა შესაბამის უწყებებს (საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს პროკურატურას) მისცა რეკომენდაცია,
შეეფასებინათ ბალანსი მონაცემთა სუბიექტის ინტერესსა და კანონმდებლობით გან
საზღვრულ სხვა ინტერესს შორის და, კანონით დადგენილი შეზღუდვის საფუძვლის
არარსებობისას, ინფორმაცია მიეწოდებინათ მისთვის. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის რეკომენდაციების გათვალისწინებით, შესაბამისმა კომპეტენტურმა
ორგანოებმა განხილულ საქმეთა უმეტესობაში გადასცეს მონაცემთა სუბიექტებს შესაბამისი დოკუმენტაციის ასლები.
43
2.3. რეკომენდაციები
საანგარიშო პერიოდში მონაცემთა სუბიექტის უფლებებთან დაკავშირებით შესწავლილი
საქმეები ცხადყოფს, რომ კვლავ გამოწვევად რჩება მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული ინფორმაციის დროულად და სრულყოფილად მიწოდება, ასევე, სამართლიანი ბალანსის დაცვა სუბიექტის ინტერესსა და სხვა ლეგიტიმურ ინტერესებს შორის.
მონაცემთა სუბიექტის უფლებების სათანადოდ რეალიზებისთვის, მონაცემთა დამმუშავებლებმა:
მონაცემთა სუბიექტის უნდა მიაწოდონ ინფორმაცია კანონით გათვალისწინებული
უფლებების შესახებ, მათ შორის, იმ შემთხვევაშიც, თუ მონაცემები ონლაინ გროვდება;
მონაცემთა სუბიექტს მიაწოდონ ინფორმაცია/გაფრთხილება ვიდეო-აუდიო ჩაწერის
თაობაზე (მიზანშეწონილია ამ ვალდებულების შესრულების დოკუმენტირება
შემდგომი დადასტურების მიზნით);
მოთხოვნის შემთხვევაში, მონაცემთა სუბიექტს მიაწოდონ შესაბამისი, სრული და
ზუსტი ინფორმაცია, მარტივი და გასაგები ენით;
მონაცემთა სუბიექტს ინფორმაცია მიაწოდონ კანონით განსაზღვრულ ვადაში,
ხოლო თუ ვადა არ არის განსაზღვრული, მისი მოთხოვნა დააკმაყოფილონ გონივრულ ვადაში;
მონაცემთა სუბიექტის უფლების შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვის ზომა გამოიყენონ მხოლოდ იმ მოცულობით, რაც აუცილებელია შეზღუდვის მიზნის მისაღწევად.
3. მონაცემთა დამუშავება
ელექტრონულ სისტემებში
ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, მზარდია საჯარო დაწესებულებებისა
და კერძო ორგანიზაციების მიერ მონაცემთა ელექტრონულ სისტემებში დამუშავების
შემთხვევები. შესაბამისად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის თვალსაზრისით, ერთერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა მონაცემთა კანონიერად დამუშავება ელექტრონულ
სისტემებსა და მონაცემთა ბაზებში.
საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ განსაზღვრავს
მონაცემთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით მონაცემთა დამმუშავებლის მიერ გასატა-
44
რებელ ზომებს. კერძოდ, კანონის თანახმად, მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია,
მიიღოს ისეთი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები, რომლებიც უზრუნველყოფს
მონაცემთა დაცვას შემთხვევითი ან უკანონო განადგურებისაგან, შეცვლისაგან,
გამჟღავნებისაგან, მოპოვებისაგან, ნებისმიერი სხვა ფორმით უკანონო გამოყენებისა
და შემთხვევითი ან უკანონო დაკარგვისაგან. მონაცემთა უსაფრთხოებისათვის მიღებული ზომები მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული რისკების ადეკვატური უნდა
იყოს. ასევე, მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია, უზრუნველყოს ელექტრონული
ფორმით არსებული მონაცემების მიმართ შესრულებული ყველა მოქმედების აღრიცხვა. თავის მხრივ, მონაცემთა დამმუშავებლისა და უფლებამოსილი პირის ნებისმიერი
თანამშრომელი, რომელიც მონაწილეობს მონაცემთა დამუშავებაში, ვალდებულია, არ
გასცდეს მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებს.
2019 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, როგორც საკუთარი ინიციატივით,
ასევე დაინტერესებული პირების მომართვის საფუძველზე, სხვადასხვა ელექტრონულ
ბაზაში პერსონალურ მონაცემთა დამუშავების 24 შემთხვევა შეისწავლა: 12 საჯარო
სექტორში (აქედან, 8 სამართალდამცავ ორგანოებში) და 12 - კერძო სექტორში.
შედეგად, გამოვლინდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 18 ფაქტი. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა 10 შემთხვევაში დაეკისრა კერძო დაწესებულებას, 2
შემთხვევაში - სამართალდამცავ ორგანოს, ხოლო 1 შემთხვევაში - სხვა საჯარო დაწესებულებას (რამდენიმე მონაცემთა დამმუშავებელს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა
დაეკისრა ერთზე მეტი დარღვევისთვის).
45
3.1. კერძო სექტორი
2019 წელს კერძო დაწესებულებების მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერების
შესწავლისას დადგინდა, რომ ისინი:
ვებგვერდების მეშვეობით აგროვებენ და ინახავენ იმაზე მეტი მოცულობის მონაცემებს, ვიდრე ესაჭიროებათ მომხმარებლის მომსახურებისთვის (ეს, ძირითადად,
შეეხება მომსახურებისთვის არასაჭირო მონაცემების მოთხოვნას ვებგვერდებზე
რეგისტრაციისას);
ელექტრონულ ბაზებში, სადაც მუშავდება და ინახება მომხმარებელთა მონაცემები, არ აღრიცხავენ მონაცემთა მიმართ შესრულებულ მოქმედებებს, რის გამოც
შეუძლებელია დადგენა, ვის და როდის ჰქონდა წვდომა ამა თუ იმ მომხმარებლის
მონაცემებზე;
უმეტესობას არ აქვს განსაზღვრული მონაცემთა შენახვის ვადა და მომხმარებელთა
მონაცემებს ინახავენ მას შემდეგაც, რაც მიღწეულია ან აღარ არსებობს მონაცემთა
დამუშავების მიზანი, ან/და მონაცემთა სუბიექტს აღარ სურს თავისი პერსონალური
მონაცემების დამუშავება კომპანიის მიერ.
დადგენილი დარღვევების აღმოსაფხვრელად, კომპანიებს დაეკისრათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. ამასთან, ელექტრონული ფორმით არსებული მონაცემების
დასაცავად, დაევალათ შესაბამისი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომების მიღება.
3.2. საჯარო სექტორი
საჯარო უწყებებში შესწავლილია დანერგილ ელექტრონულ პროგრამებში მონაცემთა
დამუშავების პროცესები. შედეგად გამოიკვეთა, რომ მონაცემთა დაცვის მიზნით არ
არის მიღებული სათანადო ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომები, კერძოდ: არ აღირიცხება
მონაცემებზე წვდომისა და დათვალიერების ფაქტები, არ ფიქსირდება ისტორია მომხმარებლის მიერ სისტემაში მოძიებული ინფორმაციის შესახებ.
საქალაქო სასამართლოს საქმისწარმოების ელექტრონული
99თბილისის
სისტემის (რომელშიც აღირიცხება ინფორმაცია წარმოებაში არსებული
საქმეებისა და მხარეების შესახებ) შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ
სისტემაში რეგისტრირებული საქმის მასალების მოძიება და დათვალიე
რება შეუძლია პროგრამაში ავტორიზებულ ყველა მომხმარებელს, თუმცა
46
არ აღირიცხება მონაცემებზე წვდომისა და დათვალიერების ფაქტები.
სასამართლოში დასაქმებულთა რაოდენობის, სისტემაში არსებულ მონაცემებზე მომხმარებლის წვდომისა და დამუშავებულ მონაცემთა მოცულობის
გათვალისწინებით, არსებობს რისკი, რომ სისტემაში არსებული მონაცემების დამუშავება გასცდეს სამართალწარმოების ფარგლებს და მომხმარებელმა პირადი მიზნით დაათვალიეროს ან/და გამოიყენოს ინფორმაცია
სასამართლოში მიმდინარე დავის შესახებ. თბილისის საქალაქო სასამართლოს, მონაცემთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, დაევალა შესაბამისი
ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომების მიღება და ისეთი მექანიზმის დანერგვა,
რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება მონაცემთა მიმართ ყველა
ქმედების, მათ შორის, დათვალიერების შემთხვევების აღრიცხვა (საქართვე
ლოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განმარტებით, საერთო სასამართლოებში
იგეგმება ახალი საქმისწარმოების სისტემის დანერგვა, სადაც გათვალისწინე
ბული იქნება მონაცემთა მიმართ ყველა მოქმედების აღრიცხვის ფუნქცია).
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის შემოწმების
99საქართველოს
შედეგად გამოვლინდა, რომ სამსახურის ელექტრონულ სისტემას (რომლის
მეშვეობითაც ხდება სახელმწიფო ფულადი სახსრების გადარიცხვა და სა
ბიუჯეტო ორგანიზაციებსა და სახელმწიფო ხაზინას შორის დოკუმენტების ელექტრონული ბრუნვა) აქვს მონაცემთა მიმართ შესრულებული მოქმედებების
აღრიცხვის ფუნქცია, თუმცა არ აღირიცხება, რომელი ფიზიკური პირის
შესახებ დაამუშავა ინფორმაცია სისტემაზე წვდომის უფლების მქონე პირმა
(საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს დაევალა ისეთი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომების მიღება, რომლებითაც შესაძლე
ბელი იქნება მონაცემების მიმართ შესრულებული ყველა მოქმედების აღრიც
ხვა. სამინისტრომ მიიღო შესაბამისი ზომები).
3.3. სამართალდამცავი ორგანოები
დანაშაულის თავიდან აცილების, გამოძიების, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების
გატარებისა და მართლწესრიგის დაცვისთვის, სამართალდამცავი ორგანოები ფლობენ ფიზიკურ პირთა საკმაოდ მოცულობითი და სენსიტიური პერსონალური ინფორ
მაციის შემცველ მონაცემთა ბაზებს.
ამ ბაზებში მონაცემთა დამუშავების პროცესების ანალიზი ცხადყოფს, რომ უწყების
მიერ მონაცემთა დაცვისათვის მიღებული ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომები არ არის
47
საკმარისი. კერძოდ, რიგ შემთხვევებში ისინი არ აღრიცხავენ ელექტრონული მონაცემების მიმართ შესრულებულ ყველა მოქმედებას; არ არის განსაზღვრული მონაცემთა
შენახვის ვადები; არ არის დანერგილი მონაცემთა ავტომატური წაშლის ან დეპერსონალიზაციის მექანიზმები განსაზღვრული ვადის გასვლის შემდგომ; სათანადოდ არ
არის დასაბუთებული კონკრეტული პირების თუ დაწესებულებების მხრიდან მონაცემთა
ბაზებზე წვდომის საჭიროება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შემოწმების შედეგად დადგინ99საქართველოს
და, რომ ერთიან საინფორმაციო ბანკში (ადმინისტრაციულ სამართ-
ალდარღვევათა შესახებ) აღრიცხულ მონაცემებზე წვდომა აქვთ სხვა
სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებსაც. სახელმწიფო ორგანოების
მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროში წარდგენილი წერილობითი მიმართვების ნაწილი, რომლითაც მოთხოვნილია ერთიანი საინფორმაციო ბანკის
მონაცემებზე დაშვება, არ არის სათანადოდ დასაბუთებული; ასევე, დოკუმენტებიდან მკაფიოდ არ ჩანს მათ მიერ მონაცემთა დამუშავების მიზანი და
საფუძვლები. სამინისტროს დაევალა შესაბამისი ორგანიზაციულ-ტექნიკური
ზომების მიღება, რომელთა მეშვეობითაც დადგინდება ერთიან საინფორმაციო ბანკში აღრიცხულ მონაცემთა სხვა დაწესებულებებისთვის გადაცემის საფუძველი. ცალკეული სამართალდამცავი უწყებები მონაცემთა ბაზებში
სამართლებრივი საფუძვლის გარეშე განუსაზღვრელი ვადით ინახავენ დიდი
მოცულობის მონაცემებს.
ინსპექტორის სამსახურმა შეისწავლა საქართველოს გენერა99სახელმწიფო
ლური პროკურატურის სისხლის სამართლის საქმისწარმოების ელექტრონულ სისტემაში (ე.წ. Crime case) ასახულ მონაცემებზე წვდომა და მათ
მიმართ შესრულებული მოქმედებების აღრიცხვა. შემოწმების შედეგად
დადგინდა, რომ სისტემაში აღირიცხება ელექტრონული მონაცემების მიმართ
შესრულებული ყველა მოქმედება, თუმცა მკაფიოდ არ არის განსაზღვრული
სისტემაში აღრიცხული იმ მონაცემების შენახვის ვადა, რომლებიც თავს იყრის
სხვა მონაცემთა ბაზაშიც და გამოიყენება არასრულწლოვანთა განრიდების
მიზნით. საქართველოს გენერალურ პროკურატურას დაევალა, განესაზღვრა
მის მიერ დასახელებული ლეგიტიმური მიზნის (არასრულწლოვანთა მიმართ
განრიდების ღონისძიების გამოყენება) მისაღწევად საჭირო მონაცემების
შენახვის კონკრეტული ვადა; ასევე, პრაქტიკაში დაენერგა ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომები, რომელთა მეშვეობითაც, მონაცემები, შესაბამისი ვადის
გასვლის შემდგომ, დაუყოვნებლივ წაიშლება, განადგურდება ან/და შეინახება პირის იდენტიფიცირების გამომრიცხავი ფორმით.
48
ინსპექტორის სამსახურმა შეისწავლა მონაცემთა დამუშავების
99სახელმწიფო
კანონიერება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიან საინფორმაციო ბანკში აღრიცხული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების
შესახებ. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ სამინისტროს მონაცემთა
ბაზაში, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, განუსაზღვრელი ვადით ინახება ინფორმაცია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ. და
ეს მაშინ, როცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, 2017 წლის
09 თებერვლის №1/2/622 გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციურად ცნო
ნორმა, რომელიც არეგულირებს ერთიან საინფორმაციო ბანკში აღრიცხული
ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ მონაცემების მუდმივად
შენახვას ელექტრონული ფორმით (სამინისტროს დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და დაევალა, განსაზღვროს ერთიან საინფორმაციო
ბანკში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების მონაცემების შენახვის
ვადები; ასევე, დასახული მიზნების მიღწევის შემდგომ, მათი დაუყოვნებლად
წაშლა, განადგურება ან შენახვა პირის იდენტიფიცირების გამომრიცხავი
ფორმით).
საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
მონაცემთა ბაზებში აღრიცხული მონაცემების სამართლებრივი საფუძვლის გარეშე
გამოყენების რამდენიმე შემთხვევა და მონაცემთა უსაფრთხოების კანონით დადგე
ნილი წესების დარღვევა. ერთ შემთხვევაში, სამინისტროს თანამშრომელმა მისთვის
ბაზაზე წვდომის მიზნით მინიჭებული მომხმარებლის სახელი და პაროლი გადასცა
სხვა თანამშრომელს, რომელსაც არ ჰქონდა დაშვება სამინისტროს მონაცემთა ბაზაზე;
მეორე შემთხვევაში, სამინისტრომ სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
მომსახურების სააგენტოს, კონკრეტული პირისთვის მართვის მოწმობის მიცემის საკითხის გადასაწყვეტად, საკუთარი ბაზიდან გადასცა ნასამართლობის მონაცემები, მაშინ,
როდესაც არ იკვეთებოდა ამ ინფორმაციის გადაცემის/გამჟღავნების საჭიროება. აღნიშ
ნულ შემთხვევაში დადგინდა მონაცემთა უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნების დარღვევა და სამინისტროს დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. გამოვლინდა
შემთხვევები, როცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მონაცემთა უსაფრთხოების მიზნით მიღებული ზომები ჩაითვალა კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
მაგალითად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურ ტანსაცმელზე
(ფორმაზე) დამონტაჟებული/განთავსებული ავტომატური ფოტო და ვიდეოტექნიკის
საშუალებით მონაცემთა დამუშავება შეესაბამება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის
შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს.
49
3.4. რეკომენდაციები
საანგარიშო პერიოდში შესწავლილი საქმეები მიუთითებს, რომ ელექტრონულ
სისტემებში/მონაცემთა ბაზებში არსებულ პერსონალურ მონაცემთა დამმუშავებელი
ორგანიზაციებისათვის კვლავ გამოწვევად რჩება: მონაცემთა უსაფრთხოების დაცვა,
წვდომა, შენახვის მკაფიო ვადების განსაზღვრა, ვადის გასვლის შემდგომ წაშლა ან იდენტიფიცირების გამომრიცხავი ფორმით შენახვა; ასევე, დასაქმებულ პირთა ცნობიერება.
თანამედროვე ტექნოლოგიური პროგრესის პირობებში რთულია უსაფრთხოების ისეთი
ზომების მიღება, რომლებითაც აბსოლუტურად დაცული იქნება მონაცემები ამა თუ იმ
ელექტრონულ სისტემებში. თუმცა, მონაცემთა დამმუშავებლებმა დამუშავების რისკები
მინიმუმამდე უნდა შეამცირონ. ამისათვის შესაბამისმა დაწესებულებებმა უნდა:
შეიმუშაონ შიდა ინსტრუქცია და პოლიტიკის დოკუმენტი, რომელშიც დეტალურად
გაიწერება მონაცემთა დამუშავებისა და უსაფრთხოების წესები;
მონაცემთა ბაზებზე წვდომის უფლება მიანიჭონ მხოლოდ იმ პირებს, რომლებსაც
აქვთ შესაბამისი უფლებამოსილება და სამსახურებრივი საჭიროება;
მონაცემთა ბაზების ფორმირებისას გაითვალისწინონ მონაცემთა უსაფრთხოების,
მათ შორის, არასანქცირებული წვდომისაგან დაცვის პროგრამული (მათ შორის,
მონაცემთა მიმართ ქმედებების აღრიცხვის) მექანიზმები;
პროაქტიულად და რეგულარულად გამოავლინონ მონაცემთა ბაზებზე არასანქცირებული წვდომის შემთხვევები;
დაადგინონ მკაფიო და ადეკვატური პასუხისმგებლობის ზომები დასაქმებულთა
მიერ მონაცემებზე არასანქცირებული წვდომის შემთხვევებში;
განსაზღვრონ ბაზებში მონაცემთა შენახვის ვადები და დანერგონ მათი ავტომატურად
წაშლის ან დეპერსონალიზაციის მექანიზმები შენახვის ვადის გასვლის შემდგომ;
გადაამზადონ თანამშრომლები ელექტრონულ სისტემებში მონაცემთა დამუშავებისა და დაცვის საკითხებზე.
50
4. მონაცემთა დამუშავება
ვიდეოთვალთვალის სისტემის
მეშვეობით
დაწესებულებები და მოქალაქეები ყოველდღიურ ცხოვრებასა და საქმიანობაში ხშირად იყენებენ ვიდეოთვალთვალის სისტემებს. მათი განთავსება ცალკეულ შემთხვევაში
სხვადასხვა მიზანს ემსახურება.
2019 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, როგორც მოქალაქეთა მომართვის
საფუძველზე, ასევე, საკუთარი ინიციატივით, შეისწავლა სახელმწიფო სტრუქტურებში,
უნივერსიტეტებში, სავაჭრო ობიექტებში, სამედიცინო დაწესებულებებში, სპორტულგამაჯანსაღებელ კომპლექსებში, რესტორნებში, სასტუმროებსა და საცხოვრებელ
შენობებში განთავსებული ვიდეოთვალთვალის სისტემებით პერსონალურ მონაცემთა
დამუშავების 48 შემთხვევა: 9 - საჯარო სექტორში (აქედან, 4 - სამართალდამცავ
ორგანოებში), ხოლო 39 - კერძო სექტორში.
შესწავლის შედეგად გამოვლინდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 17 ფაქტი.
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა 12 შემთხვევაში დაეკისრა კერძო ორგანიზაციას,
ხოლო 5 შემთხვევაში - საჯარო დაწესებულებას.
51
4.1. კერძო სექტორი
როგორც საქართველოს კანონმდებლობის, ასევე საერთაშორისო პრაქტიკის თანახ
მად, დასაქმების ადგილზე ნებისმიერი სახის მონიტორინგი მკაცრად შეზღუდულია.
ვიდეოთვალთვალის კანონით მკაფიოდ განსაზღვრული მიზნების მიუხედავად,
კერძო ორგანიზაციებში კვლავ გამოწვევად რჩება სამუშაო ადგილებზე აუდიოვიდეოთვალთვალი. კერძო კომპანიების შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ
მათ მიერ სამუშაო ადგილზე ვიდეოთვალთვალის სისტემის დაყენება არ ისახავდა
კანონით დადგენილ მიზნებს: პირის უსაფრთხოება და საკუთრების დაცვა, საიდუმლო
ინფორმაციის დაცვა, გამოცდის/ტესტირების ჩატარება.
შემოწმებების შედეგად გამოიკვეთა შემდეგი დარღვევები:
ერთ-ერთი კომპანია დასაქმებული პირების აუდიო-ვიდეოთვალთვალს სამუშაო
ადგილზე ახორციელებდა მათი ქცევისა და კლიენტებთან მომსახურების ხარისხის
გასაკონტროლებლად;
ერთ-ერთი კომპანია ახორციელებდა როგორც სამუშაო, ასევე საერთო სივრცეების
(მათ შორის სამზარეულოს და სხვა საერთო სარგებლობის ოთახების) აუდიოვიდეოთვალთვალს. კომპანიამ ვერ დაასაბუთა მომხმარებელთა აუდიოვიდეოთვალთვალის საჭიროება მომსახურების, შეხვედრების, ტრენინგებისა თუ
ადმინისტრაციის ოთახებსა და სამზარეულოში;
საკუთრებისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ერთ-ერთი კომპანიის მიერ გარე
პერიმეტრზე განთავსებული ვიდეოსათვალთვალო კამერები იწერდნენ გამვლელ
პირთა საუბარსაც.
კერძო კომპანიები აღნიშნავენ, რომ თანამშრომელთა აუდიო-ვიდეოთვალთვალის
მიზანია მონიტორინგი მომსახურების ხარისხზე და, შესაბამისად, კომპანიის საქმიანო
ბის გაუმჯობესება. კომპანიების ეს არგუმენტი ვერ იქნება გაზიარებული, რადგან სამუშაო
სივრცის აუდიო-ვიდეო მონიტორინგი ავტომატურად ნიშნავს ნებისმიერი მოქმედების,
ასევე, სამსახურებრივი თუ არასამსახურებრივი (მაგ.: თანამშრომლებს შორის) საუბრების პირდაპირ კონტროლს ამ სივრცეში. მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება
კომპანიებს შეუძლიათ უფრო ნაკლები მოცულობის ინფორმაციის დამუშავებითაც (მაგ.:
უშუალოდ მომხმარებელთან სატელეფონო საუბრების აუდიოჩაწერა, ე.წ. „მისტიკური
მომხმარებლის“ გამოყენება და სხვა). ამ კუთხით ეფექტიანი მექანიზმის დანერგვა ყოველთვის არ მოითხოვს 24-საათიან რეჟიმში სამუშაო სივრცის აუდიო-ვიდეო
52
მონიტორინგს. შესაბამისად, ამ გზით კომპანიების მხრიდან საჭიროზე მეტი მოცულობის
მონაცემთა დამუშავება არღვევს დასაქმებულთა პირად ცხოვრებას და არ შეესაბამება
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.
ვინაიდან კომპანიებმა ვერ შეძლეს აუდიო-ვიდეოთვალთვალის საჭიროების დასაბუთება, მათ დაეკისრათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და დაევალათ აუდიო-ვიდეოთვალთვალის შეწყვეტა.
საანგარიშო პერიოდში ასევე გამოვლინდა რამდენიმე შემთხვევა, როცა დამსაქმებლები
დასაქმებულებს წერილობითი ფორმით აწვდიდნენ ინფორმაციას სამუშაო ადგილზე
ვიდეოთვალთვალის შესახებ, თუმცა მათ არ აცნობდნენ კანონით გათვალისწინებულ
უფლებებს (მონაცემთა გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, განადგურება).
4.2. ფიზიკური პირები
ფიზიკური პირები, საკუთარი ქონებისა და პირის უსაფრთხოების დასაცავად, საცხოვრე
ბელ შენობებში ვიდეოთვალთვალის სისტემებს აყენებენ. ამგვარი მონიტორინგი
ნებადართულია საქართველოს კანონით „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“,
თუმცა მნიშვნელოვანია, რომ საცხოვრებელ შენობაში ვიდეოთვალთვალის დროს
მონაცემთა დამმუშავებელმა (ქონების მესაკუთრე, მფლობელი) დასახელებულ მიზნებს
(ქონებისა და უსაფრთხოების დაცვა) მიაღწიოს იმგვარად, რომ საცხოვრებელი შენობის
თანამესაკუთრეებმა ან/და იმავე ეზოსა და სივრცეში მცხოვრებმა პირებმა შეძლონ
საკუთარი საცხოვრებელი სივრცით სარგებლობა კონტროლის გარეშე, შესაბამისად,
პირადი ცხოვრების უფლების დაუბრკოლებლად რეალიზებაც.
საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა შეისწავლა ფიზიკური
პირების მხრიდან საცხოვრებელ შენობებში ვიდეოთვალთვალის არაერთი ფაქტი. 2019
წელი განსაკუთრებით გამოირჩეოდა ამ საკითხზე მომართვიანობით.
ჩატარებული შემოწმებებით დგინდება, რომ ფიზიკური პირები არ იცავენ საქართვე
ლოს კანონს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ და ვიდეოთვალთვალის
სისტემებს აყენებენ შენობის მესაკუთრეთა ნახევარზე მეტის წერილობითი თანხმობის
გარეშე; შენობაში მცხოვრები პირები არ არიან ინფორმირებულნი ვიდეოთვალთვალის
სისტემის განთავსებაზე; მისი მეშვეობით მონიტორინგი ხორციელდება არა მხოლოდ
საკუთარ შესასვლელსა და საერთო სივრცეზე, არამედ სხვა მესაკუთრეთა ბინების
შესასვლელებზეც (მათი წერილობითი თანხმობის გარეშე).
53
ინსპექტორის სამსახურმა შეისწავლა ერთ-ერთ საცხოვრებელ
99სახელმწიფო
შენობაში განთავსებული ვიდეოთვალთვალის სისტემის მიერ მონაცემთა
დამუშავების კანონიერება. შედეგად დადგინდა, რომ ვიდეოთვალთვალის
განმახორციელებელ პირს, საკუთრებისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით,
საცხოვრებელ შენობაში განთავსებული ჰქონდა 6 კამერა, რომელთა ხედვის
არეალი, შენობის მესაკუთრეთა ნახევარზე მეტის წერილობითი თანხმობის
არარსებობის მიუხედავად, მოიცავდა სადარბაზოს საერთო შესასვლელს,
ლიფტს, საერთო სარგებლობის კიბეებსა და მის საკუთრებაში არსებული
ბინის შესასვლელს.
4.3. სამართალდამცავი ორგანოები
2019 წელს სამართალდამცავმა ორგანოებმა ვიდეოთვალთვალის გზით მონაცემთა დამუშავების კანონიერება შეისწავლეს ისეთ საკითხებთან მიმართებით, სადაც
მონაცემთა კანონის დარღვევით დამუშავების შემთხვევაში, განსაკუთრებით მაღალი
იყო მონაცემთა სუბიექტებისთვის ზიანის მიყენების რისკი. კერძოდ, შესწავლილია
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მონაცემთა დამუშავების
კანონიერება დროებითი მოთავსების იზოლატორში ვიდეოთვალთვალის შედეგად.
ამასთან, ჩატარდა 3 შემოწმება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საპოლიციო პრევენციული ღონისძიების ფარგლებში მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესახებ.
სამსახურმა შეისწავლა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული/განთავსებული ავტომატური ფოტოტექნიკისა (რადარი) და
ვიდეოტექნიკის (ე.წ. „ჭკვიანი“ კამერების) საშუალებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე მონაცემთა დამუშავება, ასევე, პერსონალური მონაცემების დამუშავება პოლიციის სარგებლობაში არსებული შესაბამისი ამოსაცნობი ნიშნების არმქონე
ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე (ე.წ. უკონტაქტო პატრულირება), ავტომატური
ფოტო/ვიდეო ტექნიკისა და არასტაციონარული (მოძრავი) სიჩქარის მზომი ხელსაწყოს
გამოყენებით. შედეგად, დადგინდა, რომ:
გზასა და შენობების გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული/განთავ99სამინისტრო
სებული ავტომატური ფოტოტექნიკისა (რადარი) და ვიდეოტექნიკის (ე.წ.
„ჭკვიანი“ კამერების) საშუალებით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის დაფიქსირებისა და ადმინისტრაციული სახდელის შეფარდე
ბის სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა ფორმით ამუშავებს დიდი მოცულობის
54
მონაცემებს (შეგროვება, ჩაწერა, ფოტოზე აღბეჭდვა, ვიდეოჩაწერა, შენახვა
და გამოყენება). სამინისტროს მხრიდან ამ მონაცემების დამუშავებისას არ
იყო უზრუნველყოფილი კანონით გათვალისწინებული მონაცემთა უსაფრთხოების მოთხოვნები. კერძოდ, არ აღირიცხებოდა ელექტრონული
მონაცემების მიმართ შესრულებული ყველა მოქმედება; მონაცემთა დამუშავების სხვადასხვა ეტაპზე არ იყო განსაზღვრული ამ მონაცემთა შენახვის
ვადები და ისინი არ იშლებოდა განსაზღვრული ვადის გასვლის შემდგომ;
რიგ შემთხვევაში ფიქსირდებოდა სხვადასხვა ტექნიკური საშუალებით
მოპოვებული მონაცემების დუბლირებული შენახვის შემთხვევები. სამინისტროს დაევალა მონაცემთა შენახვის ვადების განსაზღვრა და ისეთი
ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომების მიღება, რომლებიც განსაზღვრული
ვადის გასვლის შემდგომ უზრუნველყოფდა მონაცემთა ავტომატურ წაშლას/
დეპერსონალიზაციას და მონაცემთა დუბლირებული შენახვის პრევენციას.
პატრულირების გზით ადმინისტრაციული სამართალდარღ99უკონტაქტო
ვევის ფაქტის დაფიქსირება და ადმინისტრაციული სახდელის შეფარდება ხორციელდება სხვადასხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებისა და
პროცედურული ეტაპის გავლის გზით. ეს, მათ შორის, მოიცავს: ფაქტის
ვიდეოჩაწერას, გადმოწერას, დამუშავებას, გადაგზავნას, შესაბამის პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებაში ატვირთვას და სხვა. დადგინდა,
რომ მონაცემთა დამუშავების მიზნით გამოყენებული საშუალებები ვერ
უზრუნველყოფდა პერსონალურ მონაცემთა დაცვას უკანონო დამუშავების
გან (მაგ.: რიგ შემთხვევებში, კონკრეტულ ტექნიკურ საშუალებაზე არ იყო
დაყენებული მომხმარებლის სახელი და პაროლი; მონაცემთა დამუშავების
მიზნით გამოყენებულ საშუალებებში არ იყო ინტეგრირებული ელექტრონულ
მონაცემთა მიმართ შესრულებული ყველა მოქმედების აღრიცხვის ჟურნალი;
მოპოვებულ მონაცემთა წაშლა დამოკიდებული იყო ტექნიკური საშუალების
მომხმარებელზე. სამინისტროს მიეცა დავალება კანონით განსაზღვრული
მონაცემთა უსაფრთხოების მოთხოვნების პრაქტიკაში შესასრულებლად).
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურ ტანსაცმელზე (ფორმაზე)
დამონტაჟებული/განთავსებული ავტომატური ფოტო და ვიდეოტექნიკის (სამხრე
კამერა) საშუალებით მონაცემთა დამუშავებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების იზოლატორში ვიდეოთვალთვალის შედეგად მონაცემთა
დამუშავების კანონიერების შესწავლისას, დარღვევის ფაქტი არ გამოვლინდა.
55
4.4. რეკომენდაციები
საანგარიშო პერიოდში შესწავლილი საქმეები მიუთითებს, რომ კვლავ გამოწვევად
რჩება: კანონით დადგენილი წესების დაცვა ფიზიკური პირების მიერ საცხოვრებელ
შენობებში ვიდეოსათვალთვალო სისტემების განთავსებისას; კერძო დაწესებულებებში
დასაქმებულთა აუდიო-ვიდეოთვალთვალი; და სამართალდამცავი ორგანოების მიერ
შესაბამისი ორგანიზაციული-ტექნიკური ზომების მიღება ვიდეოთვალთვალისას.
ვინაიდან ვიდეოთვალთვალი პირადი ცხოვრების უფლებაში ჩარევის საკმაოდ ინტენ
სიური ფორმაა, მნიშვნელოვანია, რომ როგორც კერძო/საჯარო დაწესებულებებმა, ასევე ფიზიკურმა პირებმა, ზედმიწევნით დაიცვან კანონის მოთხოვნები, კერძოდ:
ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გაანალიზონ აუდიო-ვიდეოთვალთვალის მიზნები
და მონაცემთა დამუშავების აღნიშნული ფორმა არ გამოიყენონ ისეთ შემთხვევებში, როცა მიზნის მიღწევა შესაძლებელია სხვა ნაკლებ შემზღუდავი საშუალებების
გამოყენებითაც;
ზუსტად შეაფასონ არსებული საჭიროებები და ვიდეოთვალთვალი განახორციელონ
მხოლოდ კონკრეტული მიზნის პროპორციული და შესაბამისი მოცულობით;
განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ სამუშაო ადგილას ვიდეოთვალთვალს
და ეს საშუალება გამოიყენონ მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში,
შესაბამისი მიზნით და იმ დათქმით, რომ ჯეროვნად შესრულდება კანონით განსაზღვრული, დასაქმებულთა წერილობითი ინფორმირების ვალდებულება;
მიიღონ ყველა შესაბამისი ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომა, რომლებიც, ერთი
მხრივ, დაიცავს მონაცემებს ნებისმიერი ფორმის შემთხვევითი ან უკანონო დამუშავებისგან, ხოლო მეორე მხრივ, კანონის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში,
ხელს შეუწყობს ფაქტთან დაკავშირებული გარემოებების შესწავლას.
5. მონაცემთა გამჟღავნება და
გასაჯაროება
საანგარიშო პერიოდში საჯარო და კერძო ორგანიზაციების მიერ მონაცემთა გასაჯაროებისა და გამჟღავნების არაერთი შემთხვევა გამოვლინდა. მონაცემთა გასაჯაროება
მნიშვნელოვნად ზრდის ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევის მოცულობას.
56
საანგარიშო პერიოდში სამსახურმა მონაცემთა გასაჯაროება/გამჟღავნების საკითხზე 46
საქმე შეისწავლა: 18 - საჯარო სექტორში (აქედან, 8 - სამართალდამცავ ორგანოებში),
ხოლო 28 - კერძო სექტორში.
შესწავლის შედეგად გამოვლინდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 23
ფაქტი. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა 9 შემთხვევაში დაეკისრა საჯარო უწყებას, 8 შემთხვევაში - კერძო დაწესებულებას, ხოლო 3 შემთხვევაში - სამართალდამცავ
ორგანოს (რამდენიმე მონაცემთა დამმუშავებელს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა ერთზე მეტი დარღვევისთვის).
5.1. კერძო სექტორი
პერსონალურ მონაცემთა კანონის დარღვევით გასაჯაროების შემთხვევები გამოვლინდა კერძო სექტორშიც. მონაცემთა დამმუშავებელი ორგანიზაციები, მომსახურებისა
თუ სხვა სახის საქმიანობისას მოპოვებულ მონაცემებს, რიგ შემთხვევებში, ყოველგვარი
სამართლებრივი საფუძვლისა და საჭიროების გარეშე ამუშავებენ.
კომპანიამ სოციალურ ქსელში Facebook გაასაჯაროვა მასთან
99ერთ-ერთმა
ფინანსურ სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფი მოქალაქის პირადობის
57
დამადასტურებელი დოკუმენტი, საბანკო ანგარიშის ნომერი და ინფორმაცია
საბანკო ტრანზაქციის შესახებ, მოქალაქის არაკეთილსინდისიერებაზე სხვა
კომპანიათა ინფორმირების მიზნით. კომპანიას დაეკისრა ადმინისტრაციული
პასუხისმგებლობა.
კომპანიამ სოციალურ ქსელში Facebook საკუთარ ოფიციალურ
99ერთ-ერთმა
გვერდზე საჯაროდ განათავსა კომპანიის ვიდეოსათვალთვალო სისტემის
ჩანაწერი, სადაც ასახული იყო ჭიშკრიდან ეზოში განმცხადებლის უკანონოდ
შეღწევის ფაქტი. ჩანაწერთან ერთად მითითებული გახლდათ ფიზიკური
პირის სახელი და გვარი. კომპანია განმცხადებლის პერსონალური მონაცემების გამოქვეყნების კანონიერ ინტერესებად მიუთითებდა კომპანიის
საკუთრებისა და უსაფრთხოების დაცვას, კომპანიის ტერიტორიაზე შესაძლო
არასანქცირებული შეღწევის გამოვლენას და ამავე ფაქტებზე სამართალდამცავი ორგანოების ინფორმირებას. კომპანიას დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და დაევალა Facebook-ში გამოქვეყნებული
მონაცემების (მათ შორის, ვიდეოჩანაწერის) დეპერსონალიზაცია.
ერთ-ერთი საქმე შეეხებოდა ადვოკატის მიერ სხვისი მონაცემების გასაჯაროებას
პროფესიული საქმიანობის ფარგლებში. კერძოდ, განცხადების განხილვისას დადგინდა, რომ ბრალდებულის ადვოკატმა სატელევიზიო ეთერის მეშვეობით გაასაჯაროვა ინფორმაცია ამავე საქმეში დაზარალებულის შესახებ; კერძოდ, ეთერში გააცხადა
განმცხადებლის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემი (სხვა სისხლის სამართლის
საქმეზე დაზარალებულად ცნობის ფაქტი). განცხადების განხილვის ფარგლებში,
მონაცემთა დამმუშავებელმა ვერ წარმოადგინა შესაბამისი მტკიცებულებები, რომ
მონაცემთა გასაჯაროების მომენტისთვის არსებობდა განმცხადებლის დაზარალებულად ცნობაზე ინფორმაციის დამუშავების საფუძველი („პერსონალურ მონაცემთა
დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მიხედვით). შესაბამისად, მონაცემთა კანონდარღვევით გამჟღავნებისთვის ადვოკატს დაეკისრა ადმინისტრაციული
პასუხისმგებლობა.
5.2. საჯარო სექტორი
საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც საჯარო დაწესებულებებმა, რიგ შემთხვევებში გამიზნულად, ზოგჯერ კი გაუფრთხილებლად (ტექნიკური ან/და
ადამიანური შეცდომის გამო), ყველასთვის ხელმისაწვდომი ფორმით გაასაჯაროვეს
მათ ხელთ არსებული პერსონალური მონაცემები.
58
აღსანიშნავია მონაცემთა გასაჯაროება ინტერნეტსივრცეში, რაც არსებითად განსხვავდება ნებისმიერი სხვა (მაგ.: ბეჭდური) ფორმით ინფორმაციის გავრცელებისგან,
რადგან ინტერნეტსივრცეში ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე განთავსებული ინფორმაცია ხელმისაწვდომია გაცილებით ფართო წრისათვის.
მოქალაქეთა მომართვის საფუძველზე შემოწმდა ორი უმაღლესი სასწავლებელი.
შედეგად, დადგინდა, რომ:
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა საძიებო სისტემა Google-ის
99სსიპ
მეშვეობით ხელმისაწვდომი გახადა ე.წ. excel-ის ფაილი, რომელშიც მითითებული იყო მაგისტრანტობის 190 კანდიდატის გამოცდების შედეგები, პირადი
ნომრები, სახელები, გვარები, მობილური ტელეფონის ნომრები, კურსი,
ქულები, სქესი, იურიდიული მისამართი და ა.შ. ამავე ფაილში დაფარული
ველების გახსნის ე.წ. unhide ფუნქციის გამოყენების შემდეგ ხელმისაწვდომი
ხდებოდა დამატებით 243 პირის მონაცემი. გამოცდის შედეგების გამოქ
ვეყნება უნივერსიტეტის ვებგვერდზე ემსახურებოდა საგამოცდო პროცესების
გამჭვირვალედ წარმართვას და გამოცდების შედეგების გამოქვეყნების
საკანონმდებლო ვალდებულებას, თუმცა, მონაცემთა დამუშავების პროცესში
უნივერსიტეტმა ვერ დაიცვა უსაფრთხოების წესები. შედეგად, მან მონაცემები გაასაჯაროვა იმაზე მეტი მოცულობით და ვადით, ვიდრე საჭირო იყო
ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად. უნივერსიტეტს დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
- თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხა
99სსიპ
ტვრო აკადემიამ სოციალური ქსელის Facebook-ის გვერდზე გაასაჯაროვა
დავალიანების მქონე 73 სტუდენტის სია, საფასურის გადაუხდელობაზე მათი
ინფორმირებისათვის. ვინაიდან დაწესებულებამ ვერ დაასაბუთა, რატომ იყო
აუცილებელი დასახული მიზნის მისაღწევად კონკრეტულ აბიტურიენტთა
ფინანსური დავალიანების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება ნებისმიერი
პირისთვის ხელმისაწვდომი ფორმით, მონაცემთა გასაჯაროება ჩაითვალა კანონდარღვევად და აკადემიას დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
მოქალაქეთა მომართვებისა და სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის
საფუძველზე შემოწმდა ერთ-ერთი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო.
შედეგად დადგინდა, რომ:
59
მუნიციპალიტეტის მერიამ სოციალურ ქსელში Facebook საკუთარ
99თიანეთის
ოფიციალურ გვერდზე გაასაჯაროვა სამხედრო სავალდებულო სამსახურში
გამწვევი კომისიის სხდომის ამსახველი ვიდეო-აუდიოჩანაწერი, რომელიც
შეეხებოდა ერთ-ერთი წვევამდელის სამხედრო სავალდებულო სამსახურში
გაწვევას. ჩანაწერში ჩანდა წვევამდელის სახე, სახელი, გვარი, მის მიერ
სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის გადავადებაზე მერიისთვის
წარდგენილი განცხადების შინაარსი და მისი მღვდელმსახურად გახდომის
ფაქტი. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა არ გაიზიარა მერიის განმარტება, რომ ჩანაწერის საჯაროდ განთავსების მიზანი იყო სამხედრო გაწვევასთან დაკავშირებული კანონმდებლობის პრობლემური საკითხების წარმოჩენა, რადგან მერიას საკანონმდებლო ხარვეზებსა და მათი აღმოფხვრის
გზებზე საზოგადოებისა და სხვადასხვა უწყების ინფორმირება შეეძლო წვევამდელის იდენტიფიცირების გარეშეც. შესაბამისად, მერიას დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და დაევალა თავის ოფიციალურ Facebook
გვერდზე გასაჯაროებული ვიდეო-აუდიოჩანაწერის წაშლა.
გარდა ზემოაღნიშნული ფაქტებისა, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა ისეთი
შემთხვევებიც, როდესაც ორგანიზაციებს არ ჰქონდათ განზრახული მონაცემთა გასაჯაროება, თუმცა სხვადასხვა ტექნიკური და ორგანიზაციული ზომების დაუცველობის გამო,
პერსონალურ მონაცემთა შემცველი დოკუმენტები ხელმისაწვდომი გახდა არაუფლებამოსილი მესამე პირებისთვის: ერთ შემთხვევაში, ა(ა)იპ „საზოგადოებასთან კომუნიკაციე
ბის განვითარების სააგენტომ“ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პრესრელიზი, ერთერთი მოქალაქის საიდენტიფიკაციო დოკუმენტებთან ერთად, შეცდომით გაგზავნა
71 მედიასაშუალების ელექტრონულ ფოსტაზე; მეორე შემთხვევაში, სსიპ - ცხოველთა
მონიტორინგის სააგენტომ, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის პასუხად, არასამთავრობო ორგანიზაციას გადასცა საქმისწარმოების მასალები ელექტრონულად, PDF
ფორმატით. დოკუმენტებში პერსონალურ მონაცემთა შემცველი ნაწილები ვიზუალურად
დაფარული იყო შავი ფერის ე.წ. „ბლოკებით“, ისე, რომ ამ ელექტრონული დოკუმენტის რედაქტირება არ იყო შეზღუდული - მისი გახსნის შემდეგ მარტივად, ყოველგვარი
ძალისხმევის გარეშე შეიძლებოდა „ბლოკების“ წაშლა და დაფარული პერსონალური
მონაცემების ნახვა. ორივე შემთხვევაში მონაცემთა დამმუშავებლებს დაეკისრათ ად
მინისტრაციული პასუხისმგებლობა.
60
5.3. სამართალდამცავი ორგანოები
სამართალდამცავი ორგანოების ხელთ არსებული ინფორმაციის სენსიტიურობის
გათვალისწინებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად
თავიდან
აიცილონ ამ ორგანოებში არსებული მონაცემების გამჟღავნება კანონის მოთხოვნათა
დარღვევით.
სამართალდამცავმა ორგანოებმა და ამ ორგანოების თანამშრომლებმა რიგ
შემთხვევებში გამიზნულად, რიგ შემთხვევებში კი გაუფრთხილებლად (ტექნიკური ან/
და ადამიანური შეცდომის გამო) გაასაჯაროვეს მათ ხელთ არსებული პერსონალური მონაცემები. ძირითადი პრობლემაა ელექტრონულ მონაცემთა ბაზებში არსებული
პერსონალური მონაცემების არასამსახურებრივი მიზნით გამოყენება (მესამე პირთათვის გამჟღავნება).
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა, მესამე პირის
99საქართველოს
მოთხოვნის საფუძველზე, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის ავტომანქანაში
დამონტაჟებულ ბორტკომპიუტერში ავტოსატრანსპორტო საშუალების
სახელმწიფო ნომრის საშუალებით მოიძია და მესამე პირს გაუმჟღავნა ამ
საშუალების მფლობელის სახელი, გვარი და სააბონენტო ნომერი (აღსანიშნავია, რომ ვიდრე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დაასრულებდა
შესწავლას, სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სამინისტროს თანამშრომლის მიმართ გამოიყენა შესაბამისი დისციპლინური პასუხისმგებლობის
ზომა).
საგულისხმოა, რომ საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ასევე შეისწავლა კონკრეტულ პირთა პერსონალური მონაცემების (მათ შორის, განსაკუთ
რებული კატეგორიის მონაცემების) ინტერნეტსივრცეში გასაჯაროების შემთხვევა.
ინსპექტორის სამსახურის ინიციატივით შემოწმდა სპეციალური
99სახელმწიფო
პენიტენციური სამსახური, რომელმაც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა
მსჯავრდებულ პირთა პერსონალური, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები. შედეგად დადგინდა, რომ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს არ ჰქონდა მსჯავრდებულთა პერსონალური მონაცემების დამუშავების
სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად, მონაცემთა დამმუშავებელს
დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და დაევალა გასაჯაროებული ინფორმაციის წაშლა ან დეპერსონალიზაცია.
61
აღსანიშნავია, რომ პერსონალურ მონაცემთა გასაჯაროების შემთხვევებში სამარ
თალდამცავი ორგანოები ხშირად აპელირებენ თავად მონაცემთა სუბიექტის მიერ
ინფორმაციის გასაჯაროებასა ან/და მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის არსებობაზე.
საგულისხმოა, რომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის
თანახმად, როგორც ერთი, ასევე მეორე შემთხვევა მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველია. თუმცა, სამართალდამცავი ორგანოები ყოველ კონკრეტულ
შემთხვევაში უნდა იყვნენ დარწმუნებულნი, რომ მონაცემები ხელმისაწვდომი თავად
მონაცემთა სუბიექტმა გახადა. რაც შეეხება მონაცემთა გასაჯაროებას მნიშვნელოვანი
საჯარო ინტერესის საფუძვლით, დამმუშავებლებმა ზუსტად და ზედმიწევნით უნდა
შეაფასონ, ემსახურება თუ არა სწორედ ამ მონაცემების გამოქვეყნება აღნიშნულ ინტერესს და შეიძლება თუ არა მონაცემთა საჯაროდ ხელმისაწვდომობა (მათი შინაარსის
გათვალისწინებით) მივიჩნიოთ ლეგიტიმური მიზნის პროპორციულ საშუალებად.
5.4. რეკომენდაციები
შესწავლილი საქმეებიდან ირკვევა, რომ მონაცემთა დამმუშავებელი ორგანიზაციები
გასაჯაროების მიზეზად, ძირითადად, უთითებენ მაღალ საჯარო ინტერესს, მოქალაქეთა ინფორმირების აუცილებლობასა და მათთან სწრაფი და მარტივი კომუნიკაციის
საჭიროებას.
მონაცემთა კანონის დარღვევით გასაჯაროების თავიდან ასაცილებლად:
ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს, არის თუ არა მონაცემთა გასაჯაროება მიზნის მიღწევის აუცილებელი (და არა მარტივი) გზა და საშუალება;
უნდა გაანალიზდეს, დაცულია თუ არა ბალანსი მონაცემთა სუბიექტის პირადი
ცხოვრების უფლებასა და მონაცემთა გასაჯაროების კანონიერ ინტერესებს შორის;
რამდენად სენსიტიურია მონაცემი ადამიანის პირადი ცხოვრებისთვის და არსებობს
თუ არა საკმარისი საჯარო ინტერესი ინფორმაციის ნებისმიერი პირისთვის გასაზიარებლად;
საჯარო ორგანოებმა და კერძო ორგანიზაციებმა უნდა გაზარდონ დასაქმებული
პირების ცნობიერება;
მონაცემთა დამმუშავებლებმა უნდა გააძლიერონ ორგანიზაციულ-ტექნიკური
ზომები მონაცემთა უსაფრთხოების დასაცავად.
62
6. მონაცემთა დამუშავება ჯანდაცვის
სფეროში
პირის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, მისი სენსიტიურობის გათვალისწინებით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს
კანონის თანახმად, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემია, რომლის დამუშავება
დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, უსაფრთხოების სათანადო ზომების
დაცვით.
ინფორმაცია პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არაერთ საჯარო თუ კერძო
დაწესებულებაში გროვდება, ინახება და გამოიყენება. სახელმწიფო დაწესებულებები მონაცემებს აგროვებენ და იყენებენ დაავადებებსა და სამედიცინო მომსახურების
ხარისხზე მონიტორინგის მიზნით, ასევე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამართავად.
კანონით დადგენილ შემთხვევებში, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მონაცემებს
ამუშავებენ სამართალდამცავი ორგანოებიც. კერძო დაწესებულებები მონაცემებს აგ
როვებენ და იყენებენ მოქალაქეებისთვის სამედიცინო და სადაზღვევო მომსახურების
გაწევის პროცესში.
საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა შეისწავლა კერძო,
საჯარო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან
დაკავშირებული მონაცემების დამუშავების 9 შემთხვევა (5 - კერძო დაწესებულებაში,
3 - სამართალდამცავ ორგანოში და 1 - სხვა საჯარო დაწესებულებაში).
საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ჯანმრთელობის დაცვის სფეროში
პაციენტის მონაცემები, მატერიალურ დოკუმენტებთან ერთად, ელექტრონულადაც აღირიცხება და თავს იყრის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს „ჯანმრთელობის
შესახებ ელექტრონული ჩანაწერების სისტემაში (EHR)“.
პერიოდში შემოწმდა „ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული
99საანგარიშო
ჩანაწერების სისტემა (EHR)“, რომელშიც მუშავდება (გროვდება, ინახება)
პაციენტის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები:
პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, სისხლის ჯგუფი და რეზუსი, ინფორმაცია გადატანილი დაავადებებისა და ქირურგიული ჩარევების, ორსულობის, დაავადების ანამნეზის, ქრონიკული დაავადებების, ლაბორატორიული
გამოკვლევებისა და იმუნიზაციის შესახებ. შემოწმების მომენტისთვის, EHR-ის
სისტემაში დაცული იყო ინფორმაცია 310 761 პაციენტის შესახებ, რომელზეც,
პაციენტების ნების შესაბამისად, წვდომა ჰქონდა 5768 ექიმს.
63
მიუხედავად იმისა, რომ EHR სისტემაში მონაცემთა უსაფრთხოების დასაცავად მიღებულია გარკვეული ტექნიკური ზომები (მათ შორის, აღირიცხება
პაციენტის მონაცემთა მიმართ შესრულებული ყველა მოქმედება; ასევე,
პაციენტს შეუძლია, ნახოს მის შესახებ სისტემაში არსებული ინფორმაცია
და მონაცემთა დამუშავების ლოგები; სისტემაზე წვდომა ავტორიზებული
პირების მიერ შესაძლებელია განპიროვნებული მომხმარებლის სახელითა
და შესაბამისი პაროლით). საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს
დაევალა დამატებითი ზომების მიღება მონაცემთა უსაფრთხოების დასაცავად, კერძოდ, ავთენტიფიკაციის მექანიზმის (სისტემის მომხმარებლის
ნამდვილობის დასადგენად გამოყენებული ღონისძიება) გაძლიერება.
როგორც წესი, მოქალაქეებს სამედიცინო მომსახურებას უწევენ საავადმყოფოები, კლინიკები, ლაბორატორიები, სპეციალიზებული ცენტრები, დამოუკიდებელი საქმიანობის
განმახორციელებელი პირები. განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების შემთხვევაში, მონაცემთა დასაცავად გატარებული ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომები განსაკუთ
რებულ მნიშვნელობას იძენს. საანგარიშო პერიოდში განხილული საქმეები მოწმობს,
რომ აღნიშნული დაწესებულებების მიერ მიღებული ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომები,
რიგ შემთხვევებში, არ იძლევა მონაცემთა ეფექტიანი დაცვისა და სამართალდამრღვევი მედიცინის მუშაკის იდენტიფიცირების შესაძლებლობას.
საქმეში მოქალაქეები მიუთითებდნენ როგორც საკუთარი, ისე
99ერთ-ერთ
მათი არასრულწლოვანი შვილის მონაცემების არასამსახურებრივი მიზნით
გამოყენებასა და გამჟღავნებაზე სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული პირის მიერ. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დაწესებულებაში
სამედიცინო დოკუმენტების ელექტრონული ასლების მიმართ შესრულებული
მოქმედებები არასრული სახით აღირიცხებოდა, რაც ქმნიდა მონაცემთა უკანონო გამჟღავნების რისკს და შეუძლებელს ხდიდა სამართალდამრღვევი
პირის იდენტიფიცირებას.
საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ და ჯანდაცვის
სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობა (საქართველოს კანონები „პაციენტის
უფლებების შესახებ“ და „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“) ამომწურავად ადგენს პაციენტის ინფორმაციის მესამე პირისთვის გამჟღავნების დასაშვებ შემთხვევებს. ამასთან,
მკაცრად განსაზღვრავს სამედიცინო მომსახურების გამწევი პირის ვალდებულებას,
დაიცვას მის ხელთ არსებული ინფორმაციის კონფიდენციალობა პაციენტის შესახებ,
ხოლო მედიცინის მუშაკი და სამედიცინო დაწესებულების ყველა თანამშრომელი
ვალდებულია, დაიცვას სამედიცინო (საექიმო) საიდუმლო.
64
ზემოაღნიშნული რეგულაციის მიუხედავად, პრაქტიკაში პრობლემურია მედიცინის
მუშაკების მიერ პაციენტის პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და ინფორმაციის არაუფლებამოსილი პირისთვის (მათ შორის, ოჯახის წევრებისთვის) გამჟღავნების საკითხი.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ შესწავლილი შემთხვევები ეხებოდა ოჯახის
წევრებისთვის ისეთი ინფორმაციის გამჟღავნებას, როგორიცაა პირის აივ ინფიცირება,
ან ფსიქიატრთან მკურნალობა. ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ასეთი ინფორმაციის
გამჟღავნება შეიძლება კიდევ უფრო მეტი ზიანის მომტანი იყოს მონაცემთა სუბიექტისთვის, რადგან ეს შესაძლოა გახდეს მონაცემთა სუბიექტის სტიგმატიზაციის მიზეზი.
მონაცემთა დამმუშავებელმა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მონაცემებთან
მიმართებით უნდა დაიცვას კონფიდენციალობის პრინციპი, იმ შემთხვევაშიც კი, როცა
ამ მონაცემთა მიმართ არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი.
ინსპექტორის სამსახურის მიერ განხილულ ერთ-ერთ საქმეში
99სახელმწიფო
მასმედიის საშუალებებით გავრცელდა პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი
რამდენიმე მსჯავრდებულის საჩივარი, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად,
შეეხებოდა სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობის პრობლემებს.
საჩივარს და მასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო
საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახური: მან
სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა განცხადება, სადაც, სხვა ინფორმაციასთან ერთად, საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადა მონაცემები მსჯავრდებულთა
ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. დადგინდა დარღვევა, რადგან გასაჯაროვდა განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები. ამასთან,
სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დაევალა გასაჯაროებული ინფორმაციის წაშლა ან დეპერსონალიზაცია.
6.1. რეკომენდაციები
საანგარიშო პერიოდში განხილული საქმეები მოწმობს, რომ პაციენტზე ინფორმაციის
კონფიდენციალობის მკაცრი საკანონმდებლო რეგულირების მიუხედავად, სამედიცინო
დაწესებულებები და მედიცინის მუშაკები ნაკლებად აცნობიერებენ ასეთი მონაცემების
დაცვის მნიშვნელობას და იმ შედეგებს, რომლებიც შეიძლება მოჰყვეს მსგავსი ინფორ
მაციის არაუფლებამოსილი პირისთვის გამჟღავნებას. ასევე პრობლემურია მონაცემთა დამმუშავებელი ორგანიზაციების მიერ ჯანმრთელობის შესახებ შეგროვებული და
შენახული მონაცემების უსაფრთხოების დაცვა.
65
ჯანმრთელობის შესახებ მონაცემთა დასაცავად, დამმუშავებლებმა:
უნდა შეიმუშაონ რეგულაცია პაციენტის ინფორმაციის მესამე პირთათვის გამჟღავნებაზე, რომელშიც დეტალურად იქნება გაწერილი ინფორმაციის გაცემის პირობები,
ადრესატთა წრე, უსაფრთხოების წესები და ამ რეგულაციის შესრულებაზე მონიტორინგის მექანიზმები;
ელექტრონული სისტემების გამოყენებით მონაცემთა დამუშავების შემთხვევაში,
მიიღონ უსაფრთხოების ძლიერი ზომები;
ელექტრონული მონაცემების მიმართ შესრულებული მოქმედებები აღრიცხონ სრულად და ზუსტად;
პაციენტის სამედიცინო დოკუმენტებზე წვდომის შესაძლებლობა მისცენ მხოლოდ
იმ თანამშრომლებს, რომლებსაც ეს სჭირდებათ სამსახურებრივი უფლებამოსილებიდან გამომდინარე;
დანერგონ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე მონიტორინგის ეფექტიანი
სისტემა.
7. არასრულწლოვანთა პერსონალური
მონაცემების დამუშავება
არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების დაცვას განსაკუთრებული მნიშვნელობა
ენიჭება ევროკავშირის პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობასა და პრაქტიკაში. მონაცემთა დაცვის ზოგად რეგულაციაში (GDPR) ხაზგასმულია, რომ არასრულწლოვნები საჭიროებენ განსაკუთრებულ დაცვას, რადგან ისინი შესაძლოა არ
ფლობდნენ საკმარის ინფორმაციას იმ უფლებების, რისკებისა და შედეგების შესახებ,
რაც დაკავშირებულია მათი მონაცემების დამუშავებასთან.
საერთაშორისო მიდგომებთან საქართველოს პრაქტიკის შესაბამისობისა და არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის უკეთ უზრუნველსაყოფად, გასულ წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა შეისწავლა არასრულწლოვანთა მონაცემების დამუშავების მდგომარეობა სხვადასხვა სფეროში. განსახილველი შემთხვევები სახელმწიფო
ინსპექტორის სამსახურმა შეარჩია როგორც საკუთარი ინიციატივით, ასევე მოქალაქეების/დაინტერესებული პირების მომართვის საფუძველზე. კერძოდ, შესწავლილია
2019 წელს არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დამუშავების 13 შემთხვევა
66
(აქედან 9 ეხებოდა მონაცემთა დამუშავებას საჯარო სექტორში (მათ შორის 3 - სამართალდამცავ ორგანოებში), ხოლო 1 - კერძო სექტორში).
შედეგად გამოვლინდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 9 ფაქტი. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა 1 კერძო და 6 საჯარო სკოლას (რამდენიმე
მონაცემთა დამმუშავებელს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა ერთზე
მეტი დარღვევისთვის). რაც შეეხება სამართალდამცავ ორგანოებს, შესწავლილ
საქმეებში მათი მხრიდან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი არ გამოკ
ვეთილა, თუმცა, გარკვეულ ნაკლოვანებათა აღმოფხვრის მიზნით, მიეცათ დავალებები
და რეკომენდაციები.
შემოწმებებისა და განცხადებათა განხილვის პარალელურად, სამსახურმა საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონ
პროექტში გაითვალისწინა სპეციალური დებულებები არასრულწლოვნებთან დაკავ
შირებით.
7.1. კერძო და საჯარო სექტორი
არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დაცვის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა ეკისრებათ იმ დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს,
სადაც თავს იყრის დიდი მოცულობისა და განსაკუთრებით სენსიტიური მონაცემები მათ
შესახებ. უპირველესად, ესაა სკოლები (კერძო თუ საჯარო), სადაც არასრულწლოვანთა
დიდი რაოდენობით პერსონალური ინფორმაცია გროვდება.
სკოლების შემოწმების შედეგად გამოვლინდა შემდეგი დარღვევები:
მოსწავლის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების გარდა, ერთერთი საჯარო სკოლა დამატებით ამუშავებდა მოსწავლეთა პერსონალურ მონაცემთა შემცველ ისეთ დოკუმენტაციას, რომელთა სკოლისათვის წარდგენას კანონ
მდებლობა არ ითვალისწინებს;
ერთ-ერთ საჯარო სკოლაში ასეულობით მოსწავლის განსაკუთრებული კატეგორიის
პერსონალური მონაცემების შემცველი პირადი საქმე ინახებოდა ღია ფორმით,
სკოლის საქმისმწარმოებლის სამუშაო ადგილას (სადაც ხელი მიუწვდებოდათ სხვა
პირებსაც). ეს ქმნიდა აღნიშნული მონაცემების უკანონო/შემთხვევითი დამუშავების
რისკს;
67
რამდენიმე სკოლაში (როგორც საჯარო, ასევე კერძო) გამოვლინდა კანონის
დარღვევით ვიდეოთვალთვალის ფაქტები - კერძოდ, მონიტორინგი ჰიგიენისათვის
განკუთვნილ ადგილებში. ვიდეოსათვალთვალო კამერების ხედვის არეალში არ
ხვდებოდა საპირფარეშო ოთახში განთავსებული კაბინების შიდა პერიმეტრი, არამედ მხოლოდ საპირფარეშო ოთახის ხელსაბანი და დერეფანი. აღნიშნული ტერიტორია სკოლებს არ მიაჩნდათ ჰიგიენისთვის განკუთვნილ სივრცედ და, ამდენად,
ვიდეომონიტორინგს დარღვევად არ თვლიდნენ. ვინაიდან კანონი ჰიგიენისთვის
განკუთვნილ სივრცეში გამონაკლისის სახითაც არ უშვებს მონაცემთა დამუშავებას,
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა არ გაიზიარა სკოლის არგუმენტაცია, რომ
საპირფარეშოებში ვიდეოკამერების განთავსება მოსწავლეთა უსაფრთხოებასა და
თამბაქოს მოხმარების კონტროლს ემსახურებოდა. ჰიგიენისთვის განკუთვნილი
ადგილი განსაკუთრებული პირადი სივრცეა. ის არ შეიძლება შემოიფარგლოს მხოლოდ საპირფარეშო კაბინების უშუალოდ შიდა პერიმეტრით. საპირფარეშო ოთახი მთლიანად - ხელსაბანების ადგილი, დერეფანი თუ კაბინის შიდა პერიმეტრი
- მისი ფუნქციური დატვირთვიდან გამომდინარე, ჰიგიენური მიზნებისთვისაა განკუ
თვნილი. შესაბამისად, პირის უფლება, გარეშე პირთა დაკვირვების გარეშე, თავისუფლად ისარგებლოს აღნიშნული სივრცეებით, მისი პირადი ცხოვრების ხელშეუხე
ბლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტიაა. აქედან გამომდინარე, აღნიშნულ
სივრცეებში მონაცემთა სუბიექტის მონიტორინგი ნებისმიერი მიზნით გაუმართლებლად ჩაითვალა;
ერთ-ერთი კერძო სკოლის ადმინისტრაციამ, შესაბამისი სამართლებრივი საფუძ
ვლის (სასამართლოს განჩინება/პროკურორის დადგენილება) წარდგენის გარეშე,
პოლიციის თანამშრომლებს გადასცა ამავე სკოლის სამეთვალყურეო კამერებით
გადაღებული ვიდეოჩანაწერები, რომლებიც არასრულწლოვანთა პერსონალურ
მონაცემებს ასახავდა;
ერთ-ერთ კერძო სკოლაში მოსწავლეებს არ ჰქონდათ ინფორმაცია ვიდეო
თვალთვალის შესახებ და არც შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნები იყო განთა
ვსებული, კანონის შესაბამისად;
ერთ-ერთ კერძო სკოლაში ვიდეოთვალთვალის შედეგად მოპოვებულ მონაცემებთან წვდომა არ რეგულირდებოდა სათანადო წესით. შესაბამისად, არსებობდა
მონაცემთა შემთხვევითი ან უკანონო დამუშავების რისკი.
68
7.2. სამართალდამცავი ორგანოები
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა შეისწავლა სამართალდამცავი ორგანოების
მიერ არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესიც.
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შესწავლილია განრიდების მიზნით არასრულწლოვანთა მონაცემების დამუშავების კანონიერება, ვინაიდან განრიდებასთან
დაკავშირებული მონაცემები განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებია და მათი
კანონის დარღვევით დამუშავება მომეტებულად სარისკოა.
გენერალური პროკურატურის შემოწმების შედეგად დადგინ99საქართველოს
და, რომ მკაფიოდ და ნათლად არ არის განსაზღვრული არასრულწლოვანთა იმ პერსონალური მონაცემების შენახვის ვადა, რომლებსაც პროკურატურა განრიდების მიზნით იყენებს. პროკურატურას დაევალა შენახვის ვადების
განსაზღვრა.
ასევე, სამსახურმა შეისწავლა, რამდენად კანონიერად ამუშავებს სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ დედებთან ერთად პენიტენციურ დაწესებულებაში
მცხოვრები 3 წლამდე არასრულწლოვნის მონაცემებს.
შედეგად დადგინდა, რომ ქალი მსჯავრდებულის მოთხოვნით, 3
99შემოწმების
წლამდე ბავშვის დაწესებულებაში განთავსება და ამ მიზნით შესაბამისი პროცედურების განხორციელება მოითხოვს არასრულწლოვნის პერსონალური,
მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავებას. მონაცემთა დამუშავების საფუძველი, ძირითად შემთხვევაში, მსჯავრდებული დედის
წერილობითი თანხმობაა, რაც ყოველთვის სრულყოფილი არ ყოფილა. ასევე დადგინდა, რომ არ იყო განსაზღვრული მსჯავრდებულ დედასთან მცხოვ
რები არასრულწლოვნის სამედიცინო დოკუმენტაციის შენახვის კონკრეტული ვადა. არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების დაცვისა და
მათი პერსონალური მონაცემების უკანონოდ დამუშავების რისკის თავიდან
ასაცილებლად, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მიეცა რეკომენდაცია,
შეიმუშაოს წერილობითი თანხმობის სხვადასხვა ფორმა, რომელთა გამოყენებითაც მსჯავრდებული დედები თანხმდებიან საკუთარი არასრულწლოვანი
შვილის პერსონალური მონაცემების დამუშავებას.
ერთ-ერთ გამოწვევად რჩება სამართალდამცავი ორგანოების მიერ არასრულწლოვანთა მონაცემების გასაჯაროება (პრესრელიზებში თუ ბრიფინგებზე). გამოვლენილ
შემთხვევათა უმრავლესობა შეეხება არა სახელისა და გვარის გასაჯაროებას, არამედ
69
ფართო საზოგადოებისათვის ისეთი მონაცემების მიწოდებას, რომელთა ერთობლიობაც
არასრულწლოვნის იდენტიფიკაციის შესაძლებლობას იძლევა (მაგალითად, არასრულწლოვნის ასაკისა და დანაშაულის ჩადენის კონკრეტული ადგილის (სოფლის,
რაიონის) მითითება; ვიდეოჩანაწერზე აღბეჭდილი ბავშვის ტანსაცმლის გამოჩენა ან
სხვა). ინფორმაციის გასაჯაროებამ მსხვერპლი ან ბრალდებული არასრულწლოვნის
შესახებ შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს მას. შესაბამისად, აუცილებელია,
სამართალდამცავი ორგანოები განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების გასაჯაროებას.
7.3. რეკომენდაციები
საანგარიშო პერიოდში შესწავლილი საქმეების ანალიზი ცხადყოფს, რომ არასრულწ
ლოვანთა სხვადასხვა კატეგორიისა და მოცულობითი მონაცემები ყოველთვის კანონის
მოთხოვნების შესაბამისად არ მუშავდება. გამოვლინდა შემთხვევები, როცა მონაცემები შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ან/და პრინციპების დარღვევით
დამუშავდა, ან დაირღვა მონაცემთა უსაფრთხოების წესები.
არასრულწლოვანთა ინტერესების დასაცავად, საჭიროა კერძო და საჯარო დაწესებულებებმა:
გაწერონ წესები, რომლითაც დარეგულირდება არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დამუშავების (მათ შორის, გასაჯაროების) საკითხები;
დაამუშაონ არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემები მხოლოდ მკაფიო
ლეგიტიმური მიზნის არსებობის შემთხვევაში და მხოლოდ იმ მოცულობითა და
ვადით, რაც საჭიროა ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად;
მიიღონ ყველა საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომა, რათა არასრულწლოვანთა
პერსონალური მონაცემები დაიცვან შემთხვევითი ან უკანონო განადგურებისაგან,
შეცვლისაგან, გამჟღავნებისაგან, მოპოვებისაგან, ნებისმიერი სხვა ფორმით უკანონო გამოყენებისა და შემთხვევითი ან უკანონო დაკარგვისაგან;
მიიღონ ყველა საჭირო ზომა, რათა არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დასამუშავებლად კანონიერი წარმომადგენლის გაცემული თანხმობა აკმაყოფილებდეს ყველა მოთხოვნას მისი კანონიერად მიჩნევისათვის.
70
8. მონაცემთა დამუშავება შრომითი
ურთიერთობებისას
დასაქმებულთა პერსონალურ მონაცემებს ნებისმიერი საჯარო და კერძო ორგანიზაცია ამუშავებს. შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, დამსაქმებელი
უფლებამოსილია მოიპოვოს ის ინფორმაცია, რომელიც საჭიროა კანდიდატის შესაძ
ლებლობებისა და სამუშაოსათვის ვარგისობის შესაფასებლად. შრომითი ურთიერთობის
სპეციფიკიდან გამომდინარე, კანონმდებლობა უშვებს დასაქმებულის განსაკუთრებული
კატეგორიის მონაცემების - ნასამართლობასა თუ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან
დაკავშირებით - დამუშავების შესაძლებლობასაც.
საანგარიშო პერიოდში სამსახურმა შეისწავლა შრომითი ურთიერთობის ფარგლებში
მონაცემთა დამუშავების კანონიერების 10 შემთხვევა (5 შეეხებოდა მონაცემთა დამუშავებას საჯარო სექტორში, ხოლო 5 - კერძო სექტორში).
შესწავლის შედეგად, გამოვლინდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 11
ფაქტი. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა 4 შემთხვევაში დაეკისრა საჯარო, ხოლო
3 შემთხვევაში - კერძო დაწესებულებას (რამდენიმე მონაცემთა დამმუშავებელს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა ერთზე მეტი დარღვევისთვის).
71
2019 წელს შესწავლილი საქმეებიდან აღსანიშნავია საქართველოს პარლამენტისათვის
წარსადგენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა პერსონალური მონაცემების დამუშავების საკითხი. უვადოდ გასამწესებელი მოსამართლეობის
კანდიდატების შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია მაღალი საჯარო ინტერესის ობიექტი
გახდა.
შედეგად დადგინდა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო კანდიდ99შემოწმების
ატისა და მისი ოჯახის წევრების შესახებ დიდი მოცულობით ინფორ
მაციას სწავლობს (მათ შორის, კანდიდატის პროფესიულ რეპუტაციასა და
საქმიანობას, ინფორმაციას წარსულში მის მიმართ სისხლისსამართლებრივი
დევნის/დისციპლინური დევნის ან/და ადმინისტრაციული წარმოების შესახებ,
ამოწმებს კანდიდატის მიერ წარდგენილი ინფორმაციის სიზუსტეს). საბჭო
უფლებამოსილია დაუკავშირდეს კანდიდატის რეკომენდატორებს, ყოფილ
დამსაქმებლებსა და კოლეგებს, შესაბამისი სასწავლებლების ადმინისტრაციასა და აკადემიურ პერსონალს, აგრეთვე იმ უწყებებს, სადაც შესაძლებელია
ინახებოდეს ინფორმაცია კანდიდატის ნასამართლეობის, ადმინისტრაციულ
და დისციპლინურ დავებში მონაწილეობისა და მათ მიერ დარღვევის ჩადენის
შესახებ.
ვინაიდან უვადოდ გასამწესებლად ღირსეული, კვალიფიციური და კეთილ
სინდისიერი მოსამართლის შერჩევა მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესია,
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მიიჩნია, რომ შერჩევისას კანდიდატთა შესახებ დიდი მოცულობის მონაცემების დამუშავების მიზანი და საჭიროება გამომდინარეობდა მოქმედი კანონმდებლობიდან, თან ემსახურებოდა
მათი კომპეტენტურობისა და კეთილსინდისიერების შეფასებას.
შრომითი ურთიერთობებისას მონაცემთა დამუშავების შესწავლილი შემთხვევები
საჯარო და კერძო სექტორში შემდეგი სახის დარღვევებს ავლენს:
რიგ შემთხვევებში ინფორმაცია დასაქმებულზე, ყოველგვარი საჭიროების გარეშე,
ცნობილი ხდება მისი კოლეგების, სხვა სტრუქტურული ერთეულების თანამ
შრომლებისა ან/და სხვა პირებისთვის;
ელექტრონულ სისტემებს, რომლებშიც დასაქმებულთა შესახებ მონაცემები აღირიცხება, არ აქვთ მონაცემთა მიმართ შესრულებული ყველა ქმედების (მათ შორის,
დათვალიერების აღრიცხვის) ტექნიკური შესაძლებლობა, რაც დასაქმებულთა
პერსონალური მონაცემების კანონდარღვევით დამუშავებისას ართულებს დამრღ
ვევი პირის იდენტიფიცირებას;
72
ასევე, ელექტრონულ სისტემებზე, რომლებშიც აღირიცხება დასაქმებულთა შესახებ
მონაცემები, წვდომის დონეები არ არის განსაზღვრული ან/და მასზე ხელი მიუწვ
დება ნებისმიერ თანამშრომელს, კონკრეტული ფუნქციისა და საჭიროების გარეშე.
გამოვლინდა ასევე შემთხვევა, როცა 250-მდე თანამშრომელი სისტემაში ერთი და
იგივე მომხმარებლის სახელით შედიოდა, რადგან არ ჰქონდათ პერსონიფიცირებული მომხმარებლის სახელი. შესაბამისად, შეუძლებელი იყო იმ პირის იდენტიფი
ცირება, ვინც მონაცემთა მიმართ რაიმე მოქმედება შეასრულა;
სამუშაო ოთახებში ხორციელდება დასაქმებულის აუდიო-ვიდეოთვალთვალი.
აუდიო-ვიდეოთვალთვალი დასაქმებულთა მონიტორინგის მარტივი და ეფექტიანი
საშუალებაა, თუმცა, ასეთი ფორმით მონაცემების დამუშავება მისი პერსონალური
მონაცემებისა და პირადი ცხოვრების დაცვის უფლებაში უხეშ ჩარევად ითვლება.
ინსპექტორის სამსახურისთვის ცნობილი გახდა ერთ-ერთ
99სახელმწიფო
სადაზღვევო კომპანიაში აუდიო-ვიდეომონიტორინგის კანონდარღვევით
განხორციელების შესაძლო ფაქტი. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ
კომპანიაში განთავსებული 40 ერთეული კამერით მიმდინარეობდა თანამ
შრომელთა ვიდეოთვალთვალი სამუშაო ოთახებში, სამზარეულოსა და
მომხმარებელთა მომსახურების ოთახებში. აუდიომონიტორინგი მომხმარებელთა მომსახურების ოთახებში მომსახურების გაწევის ხარისხისა და
მომხმარებელთან კომუნიკაციის შინაარსის შეფასებას ემსახურებოდა.
ეს ფაქტი არ ჩაითვალა კანონიერად და სადაზღვევო კომპანიას სამართალდარღვევა დაუდგინდა. ამასთან, კომპანიას დაევალა მის მფლობელობაში
არსებულ ობიექტებზე ვიდეო და აუდიომონიტორინგის გზით დაემუშავებინა
იმ მოცულობის პერსონალური მონაცემები, რაც დასახულ კანონიერ მიზნებს
შეესაბამებოდა (საკუთრების და უსაფრთხოების დაცვა). კომპანიამ შეასრულა სამსახურის მითითება და შეწყვიტა საჭიროების გარეშე აუდიო-ვიდეომონიტორინგი.
საჯარო და კერძო სექტორში გავრცელებული პრაქტიკაა კორპორატიული სატელეფონო ნომრებით სარგებლობა. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ასეთ დროს,
„აბონენტია“ შესაბამისი ორგანიზაცია და სწორედ ის არის უფლებამოსილი, მობილური
ოპერატორისგან მიიღოს ამონაწერი კონკრეტული სატელეფონო ნომრიდან განხო
რციელებული კომუნიკაციის შესახებ.
სამინისტროს (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის
99ერთ-ერთ
მეურნეობის სამინისტრო) მიმართა მასთან დასაქმებულმა პირმა და სთხოვა,
მობილური კომპანიიდან გამოეთხოვა ინფორმაცია კორპორატიულ ქსელში
73
ჩართული მისი კუთვნილი სატელეფონო ნომრიდან განხორციელებული
ზარებისა და შეტყობინებების შესახებ (ე.წ. ამონაწერი). განმცხადებელს
სატელეფონო ნომრის ამონაწერი მიაწოდა არა მობილურმა ოპერატორმა,
არამედ მისმა დამსაქმებელმა (სამინისტრომ).
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად,
სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესრულებისას განხორციელებული
ზარები და კორესპონდენცია დასაქმებული პირის მონაცემებია და ხვდება
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით დაცული „პირადი
ცხოვრების“ უფლების ქვეშ. ამდენად, შესაბამისი სატელეფონო ნომრის ამონაწერი მობილური ოპერატორისგან უშუალოდ განმცხადებელს უნდა მიეღო
და არა სამინისტროს. სამინისტროს მიეცა რეკომენდაცია, შეემუშავებინა
პროცედურა, რითაც გამოითხოვდა ინფორმაციას სამინისტროს სახელზე
აღრიცხულ სატელეფონო ნომრებზე, რომლითაც დასაქმებული პირები
სარგებლობენ.
საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა ისეთი შემთხვევაც, როცა დამსაქმებელმა დასაქმებულის თანხმობის გარეშე გაასაჯაროვა მისი პერსონალური მონაცემები.
ინსპექტორის სამსახურს მიმართა მოქალაქემ და მიუთითა,
99სახელმწიფო
რომ მისმა დამსაქმებელმა კაზინომ სარეკლამო ბანერებზე ქალაქში განათავსა ფოტოსურათები, სადაც ასახული იყო კაზინოში თამაშის პროცესი და
ახლო მანძილიდან ფიქსირდებოდა მისი სახე.
კომპანიამ ვერ წარმოადგინა დასაქმებულის თანხმობა ფოტოსურათების
კომპანიის სარეკლამო ბანერებზე განთავსების თაობაზე (რასაც „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი ავალდებულებს).
ამიტომ მას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა (აღსანიშნავია,
რომ საქმის განხილვისას კომპანიამ თავად ჩამოხსნა სარეკლამო ბანერებიდან განმცხადებლის ფოტოსურათი).
8.1. რეკომენდაციები
საანგარიშო პერიოდში შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებით შესწავლილი
საქმეების მრავალფეროვნება მოწმობს, რომ დასაქმებულთა პერსონალური მონაცემების დაცვა თანაბრად აქტუალური საკითხია საჯარო და კერძო სექტორისთვის.
74
შრომითი ურთიერთობისას შესაძლოა კონფლიქტში მოვიდეს დასაქმებულისა და
დამსაქმებლის ინტერესები. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ბალანსის დაცვა დასაქ_
მებულთა პირადი ცხოვრების/პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებებსა და
დამსაქმებლის კანონიერ ინტერესებს შორის, რათა არაპროპორციულად არ შეიზღუდოს მონაცემთა სუბიექტის უფლებები და დამსაქმებლის ინტერესებიც დაკმაყოფილებული იყოს.
შრომით ურთიერთობებში პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით, დამსაქმებელმა
საჯარო და კერძო დაწესებულებებმა:
პერსონალური მონაცემები უნდა დაამუშაონ მხოლოდ იმ მოცულობით, რაც აუ
ცილებელია მათი კანონიერი ინტერესის დასაცავად;
უნდა მიიღონ შესაბამისი ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომები;
კანონიერი მიზნის პროპორციულად უნდა შეზღუდონ დასაქმებულთა მონაცემებზე
წვდომის უფლებამოსილების მქონე პირთა წრე და მათი მონაცემები ხელმი
საწვდომი გახადონ მხოლოდ მათთვის, ვისაც უშუალოდ ეკისრება მონაცემთა
დამუშავების პროცესში მონაწილეობა სამსახურეობრივ ვალდებულებათა შესას
რულებლად;
ვიდეო-აუდიომონიტორინგის გზით დასაქმებულთა მონაცემების დამუშავებისას
უნდა შეაფასონ, რამდენად ემსახურება ეს კანონით გათვალისწინებულ მიზანს და
შესაძლებელია თუ არა ამ მიზნის სხვა საშუალებებით მიღწევა;
შეიმუშაონ დასაქმებულთა კუთვნილ კორპორატიულ სატელეფონო ნომრებზე
ინფორმაციის გამოთხოვის პროცედურა ისე, რომ იგი დამსაქმებლისთვის ხელმი
საწვდომი არ გახდეს.
9. მონაცემთა დამუშავება პირდაპირი
მარკეტინგის მიზნით
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად,
პირდაპირი მარკეტინგია ფოსტის, სატელეფონო ზარების, ელექტრონული ფოსტის ან
სხვა სატელეკომუნიკაციო საშუალებით საქონლის, მომსახურების, დასაქმების ან დროებითი სამუშაოს შეთავაზება.
75
ინდუსტრიული განვითარების პირობებში პირდაპირი მარკეტინგი ყოველწლიურად
უფრო და უფრო აქტუალური ხდება.
პირდაპირი მარკეტინგის მიზნით პერსონალური მონაცემების დამუშავებისას კანონის
მოთხოვნათა დარღვევის ფაქტები, გასულ წლებთან შედარებით, მკვეთრად შემცი
რებულია, მაგრამ ამ კუთხით მოქალაქეთა მომართვის მაჩვენებელი მაინც მაღალია.
2019 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პირდაპირი მარკეტინგის მიზნების
თვის პერსონალური მონაცემების დამუშავების 27 შემთხვევა შეისწავლა. სამარ
თალდარღვევა დადგინდა მხოლოდ 13 მათგანზე. ადმინისტრაციული პასუხისმგებ
ლობა დაეკისრა 12 კერძო დაწესებულებას (რამდენიმე მონაცემთა დამმუშავებელს
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა ერთზე მეტი დარღვევისთვის).
9.1. მონაცემების მოპოვება
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად,
პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის შეიძლება დამუშავდეს შემდეგი მონაცემები:
სახელი (სახელები), მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქსის ნომერი. სხვა მონაცემების დამუშავება დასაშვებია მხოლოდ მონაცემთა სუბიექტის მიერ კანონით დადგენილი წესით გაცემული წერილობითი თანხმობის
საფუძველზე.
საანგარიშო პერიოდში, ინსპექტორის სამსახურში წარდგენილი განცხადებებისა და
შეტყობინებების გათვალისწინებით, მოქალაქეები ინტერესდებოდნენ, თუ რა წყაროდან
მოიპოვებდნენ კომპანიები მათ პერსონალურ მონაცემებს პირდაპირი მარკეტინგის
მიზნით, როცა მათი განმარტებით, აღნიშნულ კომპანიებთან კავშირი არ ჰქონიათ.
მონაცემთა დამუშავებისას კომპანიამ უნდა მიიღოს ყველა ზომა, რათა შექმნას სათანადო მექანიზმები მონაცემთა მოპოვების გზების აღრიცხვისა და ამ ინფორმაციის მონაცემთა სუბიექტებისთვის მისაწოდებლად. ამით დაცული იქნება მონაცემთა სუბიექტის
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გარანტირებული
უფლებები.
პროცესების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ:
პირდაპირი მარკეტინგის მიზნით, კომპანიები ამუშავებენ მონაცემებს, რომელთა
დამუშავების უფლებამოსილება მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე არ აქვთ.
კერძოდ, შეტყობინების პოტენციურ ადრესატებს ფილტრავენ სხვადასხვა კრი-
76
ტერიუმით, მათ შორის, საქმიანობის სფეროს მიხედვით, განსაზღვრავენ ინტერესთა
ჯგუფს და მოკლე ტექსტური შეტყობინებით აწვდიან შეთავაზებებს;
კომპანიები არ აღრიცხავენ პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის პერსონალურ
მონაცემთა მოპოვების წყაროს და, აქედან გამომდინარე, მონაცემთა სუბიექტს ვერ
აწვდიან შესაბამის ინფორმაციას.
9.2. მონაცემთა დამუშავება უფლებამოსილი პირის მიერ
პრაქტიკამ ცხადყო, რომ კომპანიები, ძირითად შემთხვევებში, შეტყობინებებს აგზავნიან
შუამავალი კომპანიების მეშვეობით. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონის თანახმად, შუამავალი კომპანიები არიან მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილი პირები, თუმცა, მათ მონაცემები უნდა დაამუშაონ მხოლოდ
შესაბამისი სამართლებრივი აქტის ან/და წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე,
ამ სამართლებრივი აქტით ან/და ხელშეკრულებით დადგენილ ფარგლებში.
განხილული განცხადებების ფარგლებში დადგინდა, რომ შუამავალი კომპანიები
სარეკლამო და საინფორმაციო ხასიათის შეტყობინებებს აგზავნიან არა მხოლოდ
კომპანიებისგან გადაცემულ სატელეფონო ნომრებზე (რაც გათვალისწინებულია მათ
შორის დადებულ ხელშეკრულებაში), არამედ სხვა ნომრებზეც. არადა, უფლებამოსილი
პირი ვალდებულია ზედმიწევნით და ზუსტად შეასრულოს კომპანიის დავალება, მათ
შორის, შეტყობინების მიმღებ პირთა წრესთან დაკავშირებით.
9.3. უარის თქმის მექანიზმი
მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია, ყოველი შეთავაზებისას აცნობოს მონაცემთა
სუბიექტს (შეტყობინების ადრესატს) მისი უფლების შესახებ - ნებისმიერ დროს მოითხოვოს პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის მისი მონაცემების გამოყენების შეწყვეტა და განსაზღვროს ამ უფლების რეალიზების ადეკვატური მექანიზმი. შესაბამისად,
სარეკლამო შეტყობინება უნდა შეიცავდეს მკაფიო მითითებას აღნიშნული უფლებისა
და მისი განხორციელების მექანიზმის შესახებ.
საანგარიშო პერიოდში გამოიკვეთა შემთხვევები, როდესაც გაგზავნილ სარეკლამო
შეტყობინებას არ ახლდა უარის თქმის მექანიზმი, რაც ეწინააღმდეგება „პერსონალურ
მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს. შესაბამისად, სახელმ-
77
წიფო ინსპექტორის სამსახურმა აღნიშნული ფაქტები სამართალდარღვევად მიიჩნია.
გარკვეულ შემთხვევებში მონაცემთა დამმუშავებელი სარეკლამო შეტყობინებას
საინფორმაციო შეტყობინებად აღიქვამდა და ამით ხსნიდა უარის თქმის მექანიზმის
არარსებობას.
განცხადებაზე პასუხად, კომპანია განმარტავდა, რომ გაგზავნილი
99ერთ-ერთ
ტექსტური შეტყობინება არა სარეკლამო, არამედ საინფორმაციო შინაარსის
იყო. შესაბამისად, მან არ გაითვალისწინა შეტყობინების მიღებაზე უარის თქმის მექანიზმი. შეტყობინების შინაარსიდან გამომდინარე, ინსპექტორის სამსახურმა არ გაიზიარა კომპანიის არგუმენტაცია და მას პირდაპირი მარკეტინგის
წესების დარღვევისთვის კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა
დაეკისრა.
ამასთან, შესწავლილ საქმეებში, მხოლოდ ტელეფონის ნომრის მითითება არ ჩაითვალა ხელმისაწვდომ და ადეკვატურ საშუალებად მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის
მოთხოვნისათვის.
საქმის განხილვისას გამოიკვეთა, რომ მოკლე ტექსტურ შეტყო
99ერთ-ერთი
ბინებებში საკონტაქტო ინფორმაციის სახით მიეთითებოდა სატელეფონო ნომერი, თუმცა, ის განკუთვნილი იყო შეთავაზებით დაინტერესების
შემთხვევაში კომპანიასთან დასაკავშირებლად. შეტყობინება არ შეიცავდა
მითითებას, რომ მონაცემთა სუბიექტს ამ ნომერზე დაკავშირებით შეეძლო
მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნა. აღნიშნული ფაქტი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა კანონის მოთხოვნათა დარღვევად შეაფასა.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა შეისწავლა ისეთი შემთხვევებიც, როდესაც
სარეკლამო მოკლე ტექსტური შეტყობინება შეიცავდა უარის თქმის მკაფიო და მოქმედ
მექანიზმს, მაგრამ მონაცემთა დამუშავება პირდაპირი მარკეტინგისათვის ვერ შეწყდა
მონაცემთა სუბიექტის მიზეზით. რიგ შემთხვევებში სუბიექტს მობილური ტელეფონის
ბალანსზე საჭირო თანხა არ ჰქონდა, ზოგჯერ კი შეტყობინებაში მითითებული უარის
თქმის მექანიზმი არასწორად გამოიყენა.
აღსანიშნავია, რომ კერძო დაწესებულებათა თანამშრომლებს არ აქვთ ინფორმაცია
პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავების პროცედურებსა და მონაცემთა სუბიექტის უფლებებზე, რაც ამ უფლებების დარღვევის მიზეზი ხდება.
78
9.4. რეკომენდაციები
პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავებისას მონაცემთა სუბიექტის
უფლებების დაცვის მიზნით, კერძო დაწესებულებებმა:
აღრიცხონ ამ მონაცემთა მოპოვების წყარო (მათ შორის იმ შემთხვევაშიც, როცა
პერსონალური მონაცემების მოპოვება საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროდან ხდება);
მოიპოვონ მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობა კანონით გათვალის
წინებულ შემთხვევებში;
ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეაფასონ, შეტყობინება სარეკლამოა თუ საინფორმაციო;
სარეკლამო მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნისას, აუცილებლად დაურთონ
უარის თქმის მექანიზმი ან/და ამისათვის განსაზღვრონ სხვა ხელმისაწვდომი და
ადეკვატური საშუალება;
შეტყობინებაში უარის თქმის მექანიზმის გამოყენების პროცედურა აღწერონ
ნათლად და მკაფიოდ, რათა მაქსიმალურად შემცირდეს მისი არასწორად გამოყენების რისკი;
უფლებამოსილ პირთან დადებულ ხელშეკრულებაში დეტალურად გაითვალისწინონ უფლებამოსილი პირის ვალდებულებები, ხოლო, თავის მხრივ, უფლებამოსილმა
პირმა უნდა უზრუნველყოს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა
ზედმიწევნით შესრულება;
უზრუნველყონ თანამშრომელთა ცნობიერების ამაღლება მონაცემთა დამუშავების
პროცედურებისა და ამ პროცესში მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ.
10. ბიომეტრიულ მონაცემთა დამუშავება
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად,
ბიომეტრიული მონაცემი განმარტებულია როგორც ფიზიკური, ფსიქიკური ან ქცევის
მახასიათებელი, რომელიც უნიკალური და მუდმივია თითოეული ფიზიკური პირისთვის
და რომლითაც შესაძლებელია ამ პირის იდენტიფიცირება (თითის ანაბეჭდი, ტერფის
ანაბეჭდი, თვალის ფერადი გარსი, თვალის ბადურის გარსი (თვალის ბადურის გამოსახულება), სახის მახასიათებელი).
79
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ბიომეტრიული მონაცემების დამუშავება
შეიძლება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია საქმიანობის
განსახორციელებლად (გარდა საჯარო დაწესებულებისა), უსაფრთხოებისა და საკუთრების დასაცავად, აგრეთვე საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან აცილების
მიზნით, თუ ამ მიზნების სხვა საშუალებით მიღწევა შეუძლებელია ან გაუმართლებლად
დიდ ძალისხმევას საჭიროებს.
ინსპექტორის სამსახურმა, შეტყობინების საფუძველზე შეისწა99სახელმწიფო
ვლა ერთ-ერთი კომპანია, რომელიც მის მფლობელობაში არსებულ
სავარჯიშო დარბაზში შესვლისა და გასვლის აღრიცხვისთვის ამუშავებდა
მომხმარებელთა ბიომეტრიულ მონაცემებს (თითის ანაბეჭდს). შემოწმებით
დადგინდა, რომ კომპანია მომხმარებლების ბიომეტრიულ მონაცემებს ამუშავებდა სავარჯიშო დარბაზში შემსვლელ პირთა იდენტიფიცირების მიზნით
და ამ გზით თავიდან იცილებდა სავარჯიშო დარბაზში უცხო პირთა მოხვედრას და მათ მიერ კომპანიის პროდუქციით სარგებლობას (ეს ნიშნავს, რომ
ბიომეტრიული მონაცემის დამუშავების მიზანი იყო საკუთრებისა და უსაფრთხოების დაცვა). კომპანიამ ვერ დაასაბუთა, თუ რატომ ვერ მიაღწევდა
იმავე მიზანს სხვა, ნაკლები მოცულობის პერსონალური მონაცემების დამუშავებით. ამდენად, სამსახურმა იგი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად
ცნო და დაავალა ბიომეტრიული მონაცემების დამუშავების შეწყვეტა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოშიც და საერთაშორისო პრაქტიკაშიც ბოლო დროს
სულ უფრო მეტად იზრდება ყოველდღიურ ცხოვრებაში ბიომეტრიული მონაცემების
დამუშავების შემთხვევები. კერძოდ, საჯარო თუ კერძო დაწესებულებები პრაქტიკაში
სხვადასხვა სერვისს ნერგავენ, რომელთა გამოყენებაც მხოლოდ ამ კატეგორიის
მონაცემებითაა შესაძლებელი.
მიღების მიზნით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს
99კონსულტაციის
მიმართა სს „საქართველოს ბანკმა“. ბანკს სურდა დაენერგა სახის ამომცნობი პროგრამა, რომლის გამოყენებითაც მომხმარებელი დისტანციურად
შეძლებდა ესარგებლა სხვადასხვა საბანკო სერვისით (მაგალითად,
ბანკომატიდან თანხის განაღდება). სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა შეისწავლა წარმოდგენილი პროექტი, ბიომეტრიული მონაცემების
დამუშავების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა, ასევე, ამ მონაცემთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით ბანკის მიერ გატარებული და დაგეგმილი ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომები. ვინაიდან საბანკო მომსახურების გაწევის პროცესში ბიომეტრიული მონაცემების (სახის გამოსახულება)
დამუშავება უზრუნველყოფდა საბანკო ოპერაციების მეტ დაცულობას და
მომხმარებელთა უტყუარი იდენტიფიკაციის შესაძლებლობას, იგი ჩაითვალა
კანონის შესაბამისად.
80
10.1. რეკომენდაციები
ბიომეტრიული მონაცემი წარმოადგენს პირის უნიკალურ და მუდმივ მონაცემს, რომელიც
დროთა განმავლობაში არ იცვლება. მისმა უკანონო გამჟღავნებამ შესაძლოა სერიო
ზული საფრთხე შეუქმნას ფიზიკური პირის უფლებებსა და თავისუფლებებს. შესაბამისად, ამ კატეგორიის მონაცემთა დამუშავებისას მნიშვნელოვანია ყველა გარემოების
გათვალისწინება პროცესის კანონიერების უზრუნველსაყოფად:
ბიომეტრიული მონაცემები მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა დამუშავდეს, თუ ეს აუცი
ლებელია კანონიერი მიზნის მისაღწევად და ამ მიზნის მიღწევა სხვა საშუალებით
შეუძლებელია ან გაუმართლებლად დიდ ძალისხმევას საჭიროებს;
არსებითია ბიომეტრიული მონაცემების შენახვის კონკრეტული და მკაფიო ვადის
განსაზღვრა, რომლის გასვლის შემდგომ მონაცემები ავტომატურად უნდა იშლებოდეს (მაგალითად, როცა მონაცემთა სუბიექტს დამსაქმებელი უწყვეტს კონკრეტულ
ადგილზე დაშვების უფლებას, დაუყონებლივ უნდა წაიშალოს ის ბიომეტრიული
მონაცემები, რომლებიც ამ მიზნით გამოიყენებოდა);
მნიშვნელოვანია ბიომეტრიული მონაცემების უსაფრთხოებისთვის საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომების განსაზღვრა, გაწერა და პრაქტიკაში დანერგვა (საერთაშორისო გამოცდილებით, კარგ პრაქტიკად ითვლება, როცა მონაცემთა დამმუშავებელს ჩამოყალიბებული აქვს ნათელი და მკაფიო პროცედურები მონაცემებზე
წვდომის, მონაცემთა აღრიცხვის, მასზე განხორციელებულ მოქმედებათა შესახებ).
11. მონაცემთა სხვა სახელმწიფოსთვის
გადაცემა
2014 წლიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ბრძანებით განისაზღვრა
ქვეყნების ნუსხა (47 ქვეყნით), სადაც უზრუნველყოფილია პერსონალურ მონაცემთა
დაცვის სათანადო გარანტიები. შესაბამისად, ამ ქვეყნების იურიდიული და ფიზიკური
პირებისთვის მონაცემთა გადაცემა, კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი
საფუძვლის არსებობისას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნებართვის გარეშეა
შესაძლებელი. ნუსხა შედგენილია შესაბამის ქვეყანაში მონაცემთა დაცვის სათანადო სტანდარტის შეფასებით (პერსონალური მონაცემების დაცვის კანონმდებლო
81
ბის, საზედამხედველო ორგანოების საქმიანობის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის გარანტიების). მონაცემთა სხვა სახელმწიფოსთვის, საერთაშორისო
ორგანიზაციისათვის გადაცემა ასევე შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ეს გათვალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით და შეთანხმებით.
საქართველოდან პერსონალური მონაცემების იმ სახელმწიფოში/საერთაშორისო
ორგანიზაციაში გადაცემამდე, სადაც მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიები უზ
რუნველყოფილი არ არის, შესაბამისი დაწესებულებები ვალდებულნი არიან ჯერ
ნებართვა აიღონ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან.
საანგარიშო პერიოდში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მონაცემთა გადაცემის
შესახებ 14 განაცხადი განიხილა. 11 შემთხვევაში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს
განცხადებით მიმართა კერძო ორგანიზაციამ, 1 შემთხვევაში - საჯარო დაწესებულებამ,
ხოლო 2 შემთხვევაში - უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალმა. განაც
ხადები შეეხებოდა მონაცემთა გადაცემას ამერიკის შეერთებულ შტატებში, აზერბაიჯანის
რესპუბლიკაში, ბრაზილიაში, თურქეთის რესპუბლიკაში. ძირითადად, მოითხოვე
ბოდა დასაქმებული პირების ან/და კლიენტების პერსონალური მონაცემების გადაცემა დამფუძნებელ/დონორ ორგანიზაციასთან ანგარიშგების, გაწეული მომსახურების
ხარისხის კვლევის, საკონსულტაციო მომსახურების გაწევისა ან/და სხვა ქვეყანაში
განთავსებული სერვერებისა და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებათა გამოყენების მიზნით.
შემოსულ განაცხადებზე 9 შემთხვევაში გაიცა ნებართვა მონაცემთა გადაცემაზე, 4
შემთხვევაში ორგანიზაციებს უარი ეთქვათ, 1 შემთხვევაში - განმცხადებლის მოთხოვნით
განცხადება განუხილველი დარჩა.
12. სამართალშემოქმედებითი
საქმიანობა
2019 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აქტიურად მონაწილეობდა სამართალ
შემოქმედებით საქმიანობაში.
82
12.1. კანონპროექტი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“
2019 წელს საქართველოს პარლამენტში ინიცირებული საქართველოს კანონის პროექტი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ სახელმწიფო ინსპექტორის სამსა
ხურის ავტორობით მომზადდა. შემუშავების პროცესში ევროპელი ექსპერტებიც მონაწილეობდნენ.
კანონპროექტის შემუშავების მიზანი იყო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში არსებული კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება, საქარ
თველოს მიერ საერთაშორისო ვალდებულებათა შესრულება, საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და საუკეთესო პრაქტიკის დამკვიდრება და, ასევე, სამსახურის
რამდენიმეწლიანი საქმიანობის შედეგად იდენტიფიცირებული გამოწვევების აღ
მოფხვრა.
ევროკავშირთან ჰარმონიზებული საკანონმდებლო ჩარჩოს არსებობის შემთხვევაში, საქართველოს მიეცემა შესაძლებლობა, გახდეს ევროკავშირის ე.წ. „თეთრი სიის“
წევრი ქვეყანა. ეს ნიშნავს, რომ საჯარო დაწესებულებებს, კერძო ორგანიზაციებსა და
ფიზიკურ პირებს საქართველოში შეეძლებათ მონაცემთა მიმოცვლა ევროკავშირის
წევრ სახელმწიფოებში, სხვადასხვა საქმიანობის ფარგლებში და სხვადასხვა მიზნით,
თავისუფლად, ყოველგვარი წინასწარი შესწავლის გარეშე.1
ასევე აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ახალი რეგულაციის (GDPR) ძალაში შესვლის
შემდგომ, ამოქმედდა ექსტრატერიტორიულობის პრინციპი, რომლის თანახმად,
რეგულაციის მოქმედება გავრცელდა არა მხოლოდ ევროკავშირის ტერიტორიაზე
დაფუძნებულ იურიდიულ პირებზე, არამედ მათზეც, ვინც პროდუქტს ან მომსახურებას
ევროკავშირის ტერიტორიაზე აწვდის. შესაბამისად, საქართველოს საწარმოებისათვის,
რომლებიც საქმიანობენ ევროკავშირის ტერიტორიაზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი
გახდა საქმიანობის წარმართვა ევროკავშირის კანონმდებლობასთან კონსოლიდირებული საკანონმდებლო ბაზის საფუძველზე.
საქართველოს პარლამენტში ინიცირებული „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტი ითვალისწინებს არაერთ მნიშვნელოვან სიახლეს.
კერძოდ, კანონპროექტით:
1
გარდა, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა, მონაცემთა თავისუფალი მიმოცვლის წესი ასევე
გავრცელდება ისლანდიის, ნორვეგიის სამეფოსა და ლიხტენშტეინის სამთავროზეც.
83
იზრდება მონაცემთა სუბიექტის უფლებები და მათი დაცვის გარანტიები
ფართოვდება მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება.
კერძოდ, ორგანიზაციები, რომლებიც მონაცემებს ამუშავებენ, ვალდებულნი ხდებიან, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ინფორმაციასთან ერთად, მონაცემთა სუბიექტებს, მათ შესახებ მონაცემების შეგროვებისას, მიაწოდონ შემდეგი
ინფორმაცია: მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი, მონაცემთა
მიმღები, მონაცემთა სხვა სახელმწიფოში გადაცემა, მონაცემთა შენახვის ვადები,
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის საკონტაქტო ინფორმაცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
მონაცემთა სუბიექტს ენიჭება უფლება, გაეცნოს და მიიღოს მის შესახებ კერძო
დაწესებულებებში არსებული პერსონალური მონაცემების ასლები (დღეს მოქმედი
კანონმდებლობით ეს უფლება ვრცელდება მხოლოდ საჯარო დაწესებულებებზე);
მონაცემთა სუბიექტი აღიჭურვება მონაცემთა პორტირების/გადატანის უფლებით
(რაც გულისხმობს მონაცემთა დამმუშავებლისაგან მის მიერ მიწოდებული მონაცემების სტუქტურიზებული, გამოყენებადი და ელექტრონული ფორმით მიღებას ან
მათი სხვა დამმუშავებლისთვის გადაცემის მოთხოვნას), ასევე, პროფილირებაზე
უარის თქმის უფლებით (რაც გულისხმობს მონაცემთა სუბიექტის უფლებას, არ
დაექვემდებაროს მხოლოდ პროფილირების საფუძველზე მიღებულ ისეთ გადაწ
ყვეტილებას, რომელიც მისთვის წარმოშობს სამართლებრივ, ფინანსურ ან სხვა
სახის არსებითი მნიშვნელობის შედეგს);
უფრო დეტალურად რეგულირდება მონაცემთა გასწორების, განახლების, შევსე
ბის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლის, განადგურების, მონაცემთა დაბლოკვის და
თანხმობის გაცემასთან დაკავშირებული უფლებების რეალიზების მექანიზმები;
თუ მონაცემთა კატეგორიის, მოცულობის, მონაცემთა დამუშავების მიზნების
და საშუალებების გათვალისწინებით, მაღალი ალბათობით იქმნება ადამიანის
ძირითადი უფლებების დარღვევის საფრთხე, მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებული ხდება წინასწარ შეაფასოს მონაცემთა დამუშავების ზეგავლენა;
მონაცემთა დაცვის ზეგავლენის შეფასებისას მონაცემთა დამმუშავებელს დაეკი
სრება ვალდებულება, შექმნას წერილობითი დოკუმენტი, რომელიც უნდა აღწერდეს მონაცემთა კატეგორიას, მათი დამუშავების მიზნებს, პროპორციულობას, პროცესსა და საფუძვლებს, აფასებდეს ადამიანის ძირითადი უფლებების შელახვის
შესაძლო საფრთხეებს და მონაცემთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით ითვალისწინებდეს ორგანიზაციულ-ტექნიკურ ზომებს;
84
თუ მონაცემთა დამუშავების ზეგავლენის შეფასებით გამოვლინდება ადამიანის
ძირითად უფლებათა შელახვის მაღალი საფრთხე, მონაცემთა დამმუშავებელი
ვალდებული იქნება, მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა საფრთხეების არსებითად
შესამცირებლად (მათ შორის, გაიაროს კონსულტაცია სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურთან). თუ დადგინდება, რომ დამატებითი ორგანიზაციულ-ტექნიკური
ზომებით შეუძლებელი იქნება ადამიანის ძირითად უფლებათა შელახვის საფრთხის
არსებითად შემცირება, მონაცემები აღარ დამუშავდება.
უმჯობესდება არასრულწლოვანთა მონაცემების დამუშავების პროცესი
არასრულწლოვნის განრიდებასთან დაკავშირებული მონაცემები მიჩნეულია
განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემად. შესაბამისად, სარგებლობს დაცვის
მაღალი სტანდარტით და მისი დამუშავება შესაძლებელია მხოლოდ კანონით
ვიწროდ განსაზღვრულ შემთხვევებში;
კანონპროექტი ცალსახად უთითებს, რომ არასრულწლოვანთა პერსონალური
მონაცემების დამუშავების საფუძველი ვერ გახდება მონაცემთა დამმუშავებლის
აღმატებული ინტერესები, თუ სახეზეა მონაცემთა სუბიექტის, მათ შორის, არასრულწლოვნის აღმატებული ინტერესი;
მნიშვნელოვანი სიახლეა არასრულწლოვნის თანხმობის გაცემის წესი და პირობები
მონაცემთა დამუშავებაზე. კანონით ამის შესაძლებლობა 14 წლის ასაკს მიღწეულ
არასრულწლოვანს ეძლევა. თუმცა, იმ დათქმით, რომ მონაცემთა დამუშავებისას
გათვალისწინებული იქნება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები და თანხმობა არ ჩაითვლება ნამდვილად, თუ მონაცემთა დამუშავება საფრთხეს შეუქმნის ან
ზიანს მიაყენებს მას;
განსაკუთრებული აქცენტი კეთდება არასრულწლოვნისთვის ინფორმაციის ჯეროვ
ნად მიწოდების ვალდებულებაზე. კერძოდ, უშუალოდ არასრულწლოვანისგან
მონაცემთა შეგროვებისას მონაცემთა დამმუშავებელს დაეკისრება ვალდებულება,
გასაგები და მარტივი ენით მიაწოდოს მას ინფორმაცია;
არასრულწლოვნის მონაცემების კანონის მოთხოვნათა დარღვევით დამუშავება
დამამძიმებელი გარემოებაა, რაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს საშუა
ლებას მისცემს, ასეთ შემთხვევებში დამრღვევ პირებს პასუხისმგებლობის მკაცრი
ზომა დააკისროს.
85
იხვეწება ვიდეოთვალთვალის წესი და აუდიომონიტორინგი კანონის სპეციალური
რეგულირების სფეროში ექცევა
ფართოვდება ვიდეოთვალთვალის განხორციელების საფუძვლები. კერძოდ,
ამ ზომის გამოყენება დასაშვები ხდება საჯარო ინტერესის ამოცანათა შესას
რულებლად. თუმცა, იმ დათქმით, რომ ეს იქნება მიზნის მიღწევის ადეკვატური და
პროპორციული საშუალება;
ვიდეოთვალთვალის განხორციელებისას მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებული
ხდება, მონაცემთა დამუშავების პრინციპების დაცვით, წერილობით განსაზღვროს
ვიდეოთვალთვალის მიზანი, მოცულობა და ხანგრძლივობა, ჩანაწერის შენახვის
ვადა, ასევე მასზე წვდომის, მისი შენახვისა თუ განადგურების წესი და პირობები,
მონაცემთა სუბიექტის უფლებათა დაცვის მექანიზმები;
დგინდება ვიდეოთვალთვალის მიმდინარეობაზე გამაფრთხილებელი ნიშნის სტანდარტი. კერძოდ, იგი უნდა შეიცავდეს შესაბამის წარწერას ან/და მარტივად აღ
ქმად გამოსახულებას ვიდეოთვალთვალის მიმდინარეობის შესახებ, ასევე, მონაცემთა დამმუშავებლის/უფლებამოსილი პირის ვინაობას;
გამოსაცვლელი ოთახებისა და ჰიგიენისათვის განკუთვნილი ადგილების გარდა,
ვიდეოთვალთვალი იკრძალება ისეთ სივრცეებშიც, სადაც სუბიექტს პირადი
ცხოვრების დაცულობის გონივრული მოლოდინი აქვს და თვალთვალი ეწინააღმ
დეგება საყოველთაოდ აღიარებულ ზნეობრივ ნორმებს;
გათვალისწინებულია აუდიომონიტორინგის საკანონმდებლო ნორმების შემოღება
და განისაზღვრება მისი განხორციელების საფუძვლები. ამასთან, დგინდება მონაცემთა სუბიექტის გაფრთხილების ვალდებულება წინასწარ ან აუდიომონიტორინგის
დაწყებისთანავე.
უმჯობესდება პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის მონაცემთა დამუშავების წესები
მონაცემთა დამუშავება პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დასაშვები ხდება მხოლოდ მონაცემთა სუბიექტის თანხმობით. ამასთან, მონაცემთა სუბიექტის სახელის,
გვარის, მისამართის, ტელეფონის ნომრის და ელექტრონული ფოსტის მისამართის
გარდა, სხვა მონაცემთა დამუშავება შესაძლებელი ხდება მხოლოდ მონაცემთა
სუბიექტის წერილობითი თანხმობით;
მონაცემთა სუბიექტის თანხმობის მიღებამდე და პირდაპირი მარკეტინგის განხო
რციელებისას მონაცემთა დამმუშავებელმა/უფლებამოსილმა პირმა მონაცემთა
86
სუბიექტს ნათლად და მარტივი ენით უნდა განუმარტოს თანხმობის ნებისმიერ დროს
გამოხმობის უფლება და უარის მექანიზმი;
მონაცემთა დამმუშავებელმა/უფლებამოსილმა პირმა უნდა შეწყვიტოს მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის დამუშავება მონაცემთა სუბიექტის
მოთხოვნის მიღებიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა;
პირდაპირი მარკეტინგისათვის მონაცემების გამოყენებაზე უარის მექანიზმი უნდა
იყოს მარტივი, მკაფიო და გასაგები;
იკრძალება თანხმობის გამოხმობაზე საფასურის ან სხვა შეზღუდვის დაწესება.
გათვალისწინებულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ინსტიტუტის შემოღება
საჯარო დაწესებულება (გარდა რელიგიური და პოლიტიკური ორგანიზაციებისა),
სადაზღვევო ორგანიზაცია, კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია,
საკრედიტო ბიურო, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია, ავიაკომპანია, აეროპორტი და ის სამედიცინო დაწესებულება, რომელიც მომსახურებას უწევს წელიწადში არანაკლებ 10000 მომხმარებელს, ასევე, ის მონაცემთა დამმუშავებელი/
უფლებამოსილი პირი, რომელიც ამუშავებს დიდი რაოდენობით მონაცემთა სუბიექტის მონაცემებს ან ეწევა მათი ქცევის სისტემატურ და მასშტაბურ მონიტორინგს,
ვალდებული ხდება, დანიშნოს ან განსაზღვროს პერსონალურ მონაცემთა დაცვის
ოფიცერი;
მონაცემთა დაცვის ოფიცერს შემდეგი ფუნქციები განესაზღვრება: მონაცემთა
დამუშავებასთან დაკავშირებით შემოსული განცხადებებისა და საჩივრების ანალიზი
და, უფლებამოსილების ფარგლებში, მათზე რეაგირება; მონაცემთა დამმუშავებლისა და უფლებამოსილი პირის წარმომადგენლობა სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურთან ურთიერთობაში; სახელმწიფო ინსპექტორის ან მისი სამსახურის
მოთხოვნით, ინფორმაციისა და დოკუმენტების წარდგენის უზრუნველყოფა;
სახელმწიფო ინსპექტორის დავალებებისა თუ რეკომენდაციების შესრულების
კოორდინაცია და მონიტორინგი; მონაცემთა სუბიექტის მიმართვის შემთხვევაში
მისთვის ინფორმაციის მიწოდება მონაცემთა დამუშავების პროცესებისა და მისი
უფლებების შესახებ; სხვა მნიშვნელოვანი ამოცანების შესრულება;
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი უნდა ფლობდეს სათანადო ცოდნას
მონაცემთა დაცვის სფეროში. იგი უზრუნველყოფილი იქნება საქმიანობის სათანადო დამოუკიდებლობის გარანტიებით და ჩართული იქნება მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
87
მკაცრდება პასუხისმგებლობა მონაცემთა არაკანონიერი დამუშავებისთვის
კანონპროექტი ითვალისწინებს მთელ რიგ დებულებებს სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურის საქმისწარმოებასთან დაკავშირებით. მათი მიზანია, ერთი მხრივ, საჭირო
მექანიზმების შექმნა მონაცემთა დაცვის მდგომარეობაზე ეფექტიანი ზედამხედველობისთვის, ხოლო მეორე მხრივ, მონაცემთა სუბიექტთა და მონაცემთა დამმუშავებელთა/
უფლებამოსილ პირთა ინტერესების გათვალისწინება. აღნიშნული ცვლილებები
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს საშუალებას მისცემს, რეაგირება მოახდინოს
პერსონალურ მონაცემთა კანონის დარღვევით დამუშავების გაცილებით მეტ შემთხვევაზე და უფრო ეფექტიანად შეასრულოს კანონმდებლობით მისთვის დაკისრებული
უფლებამოსილება:
კანონპროექტი განსაზღვრავს პერსონალური მონაცემების დაცვის სფეროსათ
ვის სპეციფიკურ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შემამსუბუქებელ და
დამამძიმებელ გარემოებებს;
იზრდება ადმინისტრაციული სახდელის დადების ხანდაზმულობის ვადები (2
თვიდან 1 წლამდე);
საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, იზრდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის დარღვევისათვის ადმინისტრაციული ჯარიმების
ოდენობა, რაც სადამსჯელო ზომების გარდა, დარღვევათა სამომავლო პრევენციასაც ემსახურება.
ზემოაღნიშნული კანონის მიღება საგრძნობლად გააუმჯობესებს საქართველოში
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობას.
12.2. სამართლებრივი ექსპერტიზა
უწყებების მომართვების საფუძველზე, სამსახურმა მოსაზრება წარადგინა 33 საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებულ 70-ზე მეტ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტის პროექტზე. წარმოდგენილი პროექტები ძირითადად შეეხებოდა:
სოციალური, განათლების, ფინანსურ, საგადასახადო, ფულის გათეთრების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ვაჭრობისა და კონკურენციის, სახელმწიფო შესყიდვების
საკითხებს.
ნორმატიული აქტების წარმოდგენილი პროექტები და მათი განმარტებითი ბარათები, როგორც წესი, არ შეიცავს დასაბუთებას, თუ რატომ არის საჭირო და აუცილებელი
პერსონალური მონაცემების დამუშავება, რატომ ვერ მიიღწევა დასახელებული მიზანი
პერსონალური მონაცემების დამუშავების გარეშე ან დეპერსონალიზებული ფორმით.
88
წარმოდგენილი ნორმების ფორმულირება ხშირად ზოგადი და ფართოა - საჯარო
უწყებები მიუთითებენ „კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების
განხორციელების მიზნით“ მონაცემების დამუშავების შესაძლებლობაზე. ნორმების
ამგვარი ფორმულირება, ზოგიერთი საჯარო უწყების ფართო უფლებამოსილებიდან
გამომდინარე, მონაცემების თავდაპირველი მიზნისგან განსხვავებული მიზნით გამოყენების და არაპროპორციული მოცულობით დამუშავების საფრთხეს წარმოშობს. შესაბამისად, მიზანშეწონილია, ნორმატიული აქტების პროექტებში დაკონკრეტდეს მონაცემთა
დამუშავების მიზნები, მიეთითოს მონაცემების დამუშავების საჭიროებასა და აუცილებლობაზე, რათა გამოირიცხოს ნორმების ფართოდ ინტერპრეტაცია.
წარმოდგენილი აქტების პროექტთა შესწავლით გამოვლენილ ხარვეზებსა და ნაკლო
ვანებებზე სამსახურის წარდგენილი რეკომენდაციებისა და დასკვნების გათვალისწინება უზრუნველყოფს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დამკვიდრებას.
13. დასკვნები
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების პარალელურად,
კერძო და საჯარო დაწესებულებებიდან გამოითხოვა ინფორმაცია პერსონალურ
მონაცემთა დაცვის მიზნით მათ მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.
უწყებების/ორგანიზაციების მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და სახელმწიფო ინსპექტორის მიერ განხორციელებული საქმიანობა ცხადყოფს, რომ გამოწვევად რჩება:
მონაცემთა სუბიექტის მიერ მისი უფლებების სათანადო რეალიზება - მონაცემთა სუბიექტისთვის სრულყოფილად, დროულად, მარტივი და გასაგები ენით მისი
უფლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება; სამართლიანი ბალანსის დაცვა
მონაცემთა სუბიექტის ინტერესსა და სხვა ლეგიტიმურ ინტერესებს შორის; მონაცემთა სუბიექტის ინფორმირების უფლების კანონიერი საფუძვლის გარეშე შეზღუდვა;
ელექტრონულ სისტემებში მონაცემთა კანონიერად დამუშავება - მონაცემების
უსაფრთხოებისთვის გატარებული ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომების უკმარობა;
ბაზებში არსებულ მონაცემებზე არასანქცირებული წვდომა და მათი არასამსახურებრივი მიზნით გამოყენება; ბაზებში არსებული მონაცემების შენახვის მკაფიო
ვადების განსაზღვრა და ვადის გასვლის შემდგომ მათი ავტომატურად წაშლის ან
დეპერსონალიზებული ფორმით შენახვის მექანიზმების არარსებობა;
ვიდეოთვალთვალის სისტემით აუდიო-ვიდეომონიტორინგი კანონით დადგენილი
89
წესების მიხედვით - ფიზიკური პირების მიერ საცხოვრებელ შენობებში
ვიდეოსათვალთვალო სისტემების განთავსებისას კანონით დადგენილი წესების
დარღვევა; კერძო კომპანიებში დასაქმებულთა აუდიო-ვიდეოთვალთვალი,
კანონიერი მიზნის გარეშე; ვიდეოთვალთვალისათვის არასათანადო ორგანი
ზაციული-ტექნიკური ზომები;
არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დაცვა - არასრულწლოვნების
შესახებ საჭიროზე მეტი მოცულობის მონაცემების შეგროვება, არასრულწლოვანთა
პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების არასათანადო დაცვა, არასრულწლოვანთა მონაცემების გასაჯაროება;
ჯანმრთელობის შესახებ მონაცემთა დაცვა - მონაცემთა დამმუშავებელი ორგანიზაციების მიერ ჯანდაცვის სფეროში შეგროვებული და შენახული მონაცემების
უსაფრთხოების მიზნით მიღებული ზომების უკმარობა, სამედიცინო დაწესებულებებისა და მედიცინის მუშაკების მიერ პაციენტის ჯანმრთელობასთან
დაკავშირებული მონაცემების გასაჯაროება;
მონაცემთა კანონის მოთხოვნათა დარღვევით გამჟღავნება/გასაჯაროება;
შრომითი ურთიერთობებისას მონაცემთა კანონიერად დამუშავება - დასაქმებულის
შესახებ ინფორმაციის მესამე პირისთვის გამჟღავნება; დასაქმებულთა მონაცემებზე
არამართლზომიერი წვდომა; აუდიო-ვიდეოთვალთვალი დასაქმების ადგილზე
(სამუშაო ოთახებში);
პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემების კანონშესაბამისად დამუშავება
მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობის გარეშე მისი მონაცემების მოპოვება და გამოყენება, შეტყობინებათა შინაარსის არასწორად განსაზღვრა, შეტყო
ბინებებში უარის თქმის მექანიზმის გაუთვალისწინებლობა ან/და მისი გამოყენების
პროცედურის ბუნდოვანება;
მონაცემთა დამმუშავებლების არასაკმარისი ძალისხმევა თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისათვის (დაწესებულებათა აბსოლუტურ უმრავლესობას
2019 წელს არ ჩაუტარებია ტრენინგი მონაცემთა დაცვის საკითხებზე);
კერძო ორგანიზაციებსა და საჯარო დაწესებულებებში თანამშრომელთა შიდა
მონიტორინგის მექანიზმების არაეფექტიანობა (თითქმის არცერთი ორგანიზაცია
პროაქტიულად არ შეისწავლის და ამოწმებს მონაცემთა დამუშავების პროცესებს);
საზოგადოების ცნობიერების დაბალი დონე;
საქართველოს პარლამენტის მიერ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“
კანონპროექტის მიღება.
90
91
92
V. ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა
და ელექტრონული კომუნიკაციის
მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა
ცენტრალურ ბანკში განხორციელებული
აქტივობების კონტროლი
1. ზოგადი მიმოხილვა
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულებაა
კონტროლი ფარულ საგამოძიებო მოქმედებებსა და ელექტრონული კომუნიკაციის
მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებულ აქტივობებზე.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 24-საათიან რეჟიმში უწევს ზედამხედველობას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-138-ე მუხლებით
გათვალისწინებულ საგამოძიებო მოქმედებებს, ასევე, 1431 მუხლის პირველი ნაწილით
გათვალისწინებულ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს:
დოკუმენტის ან ინფორმაციის გამოთხოვა (136-ე მუხლი);
ინტერნეტტრაფიკის მონაცემთა მიმდინარე შეგროვება (137-ე მუხლი);
შინაარსობრივი მონაცემების მოპოვება (138-ე მუხლი);
სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩაწერა (1431 მუხლის პირველი
ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი);
ინფორმაციის მოხსნა და ფიქსაცია კავშირგაბმულობის არხიდან (კავშირგაბმულობის საშუალებებთან, კომპიუტერულ ქსელებთან, სახაზო კომუნიკაციებთან
და სასადგურე აპარატურასთან მიერთებით), კომპიუტერული სისტემიდან (როგორც
უშუალოდ, ისე დისტანციურად) და ამ მიზნით კომპიუტერულ სისტემაში შესაბამისი
პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების ინსტალაცია (1431 მუხლის პირველი
ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი);
გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრა (1431 მუხლის პირველი ნაწილის „გ“
ქვეპუნქტი, ამოქმედდება 2020 წლის 30 მარტიდან);
საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილის (დიპლომატიური ფოსტის გარდა) კონტროლი (1431 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი);
ფარული ვიდეოჩაწერა ან/და აუდიოჩაწერა, ფოტოგადაღება (1431 მუხლის პირველი
ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი);
93
ელექტრონული თვალყურის დევნება ტექნიკური საშუალებებით, რომელთა გამოყენება ზიანს არ აყენებს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და გარემოს (1431
მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი).
ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკი
არის სსიპ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ხელთ არსებული
მონაცემთა ბაზა, რომელშიც თავს იყრის სხვადასხვა ელექტრონული კომუნიკაციის
კომპანიებიდან მოპოვებული ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი
მონაცემები (კერძოდ, მონაცემები, რომლითაც იდენტიფიცირდება: მომხმარებელი;
კომუნიკაციის წყაროს კვალი; კომუნიკაციის ადრესატი; კომუნიკაციის თარიღი, დრო
და ხანგრძლივობა; კომუნიკაციის სახე). კონტროლის ელექტრონული სისტემა სახელ
მწიფო ინსპექტორის სამსახურს საშუალებას აძლევს, რეალურ დროში იქონიოს წვდომა
აქტივობებზე ცენტრალურ ბანკში, ასევე დაადგინოს, არსებობდა თუ არა ამ აქტივობათა
განხორციელებისათვის საჭირო სამართლებრივი საფუძველი (სასამართლო განჩინება/
პროკურორის დადგენილება).
2. ფარული საგამოძიებო
მოქმედებების კონტროლი
2018 წელს პირველი ინსტანციის სასამართლოებმა ფარული საგამოძიებო მოქმედებების
ჩატარების შესახებ 2273 შუამდგომლობა დააკმაყოფილეს, ხოლო 2019 წელს - 2279.
ჩანს, რომ 2019 წელს წინა წლის მონაცემებთან შედარებით, ფაქტობრივად არ შეცვლილა სასამართლოს იმ განჩინებათა ჯამური რაოდენობა, რომლებიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი პუნქტით
გათვალისწინებულ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემას.
აღსანიშნავია, რომ 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, შემცირებულია სასამართლოს მხრიდან სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება-ჩაწერის დაწყების
და გაგრძელების შესახებ შუამდგომლობების დაკმაყოფილების მაჩვენებელი.
სასამართლოს აღნიშნულ განჩინებათა უმეტესობა შეეხებოდა სატელეფონო
კომუნიკაციის ფარულ მიყურადებას და ჩაწერას. 2019 წელს სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურში შემოვიდა მოსამართლის 1362 განჩინება სატელეფონო კომუნიკაციის
ფარული მიყურადებისა და ჩაწერის დაწყების, გაგრძელების, დაკანონების, ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და უარის თქმის შესახებ (2018 წელს მათი რაოდენობა იყო 1397).
94
2019 წელს სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩაწერა, უმეტესად,
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით გათვალისწინებულ
დანაშაულებზე ხორციელდებოდა: 180-ე (თაღლითობა), 2231 („ქურდული სამყაროს“
წევრობა, „კანონიერი ქურდობა“), 108-ე (მკვლელობა), 260-ე (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო
დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება), 338-ე
(ქრთამის აღება), 210-ე (ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება,
გასაღება ან გამოყენება).
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს უფლება აქვს, შეაჩეროს მიმდინარე სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება-ჩაწერა თუ:
არ მიეწოდა მოსამართლის განჩინების ელექტრონული ეგზემპლარი ფარული
საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემაზე;
კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში მატერიალური (დოკუმენტური)
სახით არ წარედგინა მოსამართლის განჩინების ეგზემპლარი ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემაზე;
არ მიეწოდა პროკურორის დადგენილების ელექტრონული ეგზემპლარი გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების
შესახებ;
კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში მატერიალური (დოკუმენტური)
სახით არ წარედგინა პროკურორის დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის
შემთხვევაში ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ;
ელექტრონული სისტემის მეშვეობით ან მატერიალური (დოკუმენტური) სახით
არ წარედგინა პროკურორის დადგენილების რეკვიზიტები ან/და სარეზოლუციო
ნაწილი ბუნდოვანება-უზუსტობას შეიცავს;
ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარდგენილი პროკურორის დადგენილების
რეკვიზიტები არ ემთხვევა მატერიალური (დოკუმენტური) სახით წარდგენილ პროკურორის დადგენილების რეკვიზიტებს.
2019 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა შეჩერების მექანიზმი გამოიყენა 98
განჩინების/დადგენილების შემთხვევაში.
95
2019 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა შესაბამის სახელმწიფო ორგანოს
აცნობა სასამართლოს გაცემულ განჩინებაში არსებული ბუნდოვანება-უზუსტობის
შესახებ 20 შემთხვევაში.
96
კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულების ეფექტიანად განხორციელების
მიზნით, როგორც მოქალაქეთა მომართვის, ასევე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინიციატივით, ფარულ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაზე კონტროლის
ფარგლებში, განხორციელდა 10 შემოწმება (6 შემოწმება - ოპერატიულ-ტექნიკურ
სააგენტოში, 2 შემოწმება - გენერალურ პროკურატურაში, 1 შემოწმება - სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურში და 1 შემოწმება - შინაგან საქმეთა სამინისტროში). მათ
შორის, შემოწმება მოიცავდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფარული
საგამოძიებო მოქმედებებისას მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლას
(კერძოდ, ინფორმაციის მოხსნა და ფიქსაცია კავშირგაბმულობის არხიდან (კავშირგაბმულობის საშუალებებთან, კომპიუტერულ ქსელებთან, სახაზო კომუნიკაციებსა და
სასადგურო აპარატურასთან მიერთებით), კომპიუტერული სისტემიდან (როგორც უშუალოდ, ისე დისტანციურად) და, ამ მიზნით, კომპიუტერულ სისტემაში შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებათა ინსტალაცია; ფარული ვიდეოჩაწერა ან/და
აუდიოჩაწერა, ფოტოგადაღება).
შემოწმების შედეგად, გამოვლინდა 4 სამართალდარღვევა. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოსა და საქართველოს პროკურატურას. ამასთან, შესწავლის ფარგლებში გამოვლენილი დარღვევებისა და იდენტიფიცირებული ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, გაიცა 11 დავალება და 4
რეკომენდაცია.
3. ელექტრონული კომუნიკაციის
მაიდენტიფიცირებელ
მონაცემთა ცენტრალურ ბანკში
განხორციელებული აქტივობების
კონტროლი
2019 წელს ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში მონაცემები დამუშავდა სასამართლოს გაცემული 81 ნებართვის საფუძველზე, რაც 2018 წელთან შედარებით 42%-ით ნაკლებია.
97
2019 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უწყვეტ რეჟიმში შეისწავლიდა და აანალიზებდა ინფორმაციას/დოკუმენტაციას, რომელიც ასახავს „პერსონალურ მონაცემთა
დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე ელექტრონული
კომუნიკაციის კომპანიების მიერ სამართალდამცავი ორგანოებისთვის ელექტრონული
კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გადაცემას. ამასთან, შესაბამისი
საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, შეისწავლიდა ელექტრონული კომუნიკაციის
კომპანიების მიერ სამართალდამცავი ორგანოებისთვის მონაცემების გადაცემის
კანონიერებას.
საანგარიშო პერიოდში წარმოდგენილი ინფორმაციით/დოკუმენტაციით და შემოწმებების შედეგად დგინდება, რომ მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული კომპანიების
მხრიდან სამართალდამცავი ორგანოებისთვის ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გადაცემის შესახებ ინსპექტორის ინფორმირების ვალდებულების შესრულების მაჩვენებელი. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს არ გამოვლენილა
კომპანიების მიერ ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა
შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ან მონაცემთა დამუშავების პრინციპების დარღვევით დამუშავების ფაქტი.
დამატებით, ასევე გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 27 იანვრის №1/1/650,699 გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციურად ცნო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის ის ნორმატიული
შინაარსი, რომელიც გამორიცხავს დაცვის მხარის მიერ კომპიუტერულ სისტემაში ან
კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში შენახული დოკუმენტის ან ინფორმაციის გამოთხოვის განჩინების გაცემის შუამდგომლობით სასამართლოსათვის
მიმართვის შესაძლებლობას. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/650,699 გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან, კერძოდ, 2017
წლის 27 იანვრიდან, დაცვის მხარეს მიეცა შესაძლებლობა, მიმართოს სასამართლოს
ინფორმაციის ან დოკუმენტის გამოთხოვის განჩინების გაცემის შუამდგომლობით.
ამ მნიშვნელოვანი ცვლილების გამო, 2019 წელს, სახელმწიფო ინსპექტორმა შეისწავლა, რამდენად კანონიერად ამუშავებდნენ ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიები
ელექტრონული კომუნიკაციის მაინდენტიფიცირებელ მონაცემებს. კერძოდ, შემოწმდა 3 კომპანია დაცვის მხარის შუამდგომლობით გაცემული სასამართლო განჩინების
საფუძველზე მონაცემთა დამუშავების კანონიერების კუთხით.
კომპანიების მხრიდან მონაცემთა დამუშავება კანონით გათვალისწინებული საფუძვლის
გარეშე და კანონისმიერი პრინციპების დარღვევით, არ გამოიკვეთა. თუმცა, გამოვლ-
98
ინდა ხარვეზები მონაცემთა უსაფრთხოების კანონით განსაზღვრული მოთხოვნების პრაქტიკაში აღსრულების თვალსაზრისით. კერძოდ, ყველა შემთხვევაში არ იყო აღრიცხული
დაცვის მხარის შუამდგომლობით (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსის 136-ე მუხლის შესაბამისად) დამუშავებული და კომპანიაში დაცული მონაცემების მიმართ განხორციელებული მოქმედებები, რაც ზრდიდა აღნიშნულ მონაცემთა
შემთხვევითი ან უკანონო დამუშავების რისკებს. შესაბამისად, სამივე კომპანიას დაუდგინდა სამართალდარღვევა და დაეკისრა კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები. საგულისხმოა, რომ ერთმა კომპანიამ შემოწმების პროცესის დასრულებამდე აღმოფხვრა გამოვლენილი დარღვევები, ხოლო ორ შემთხვევაში კომპანიებს
გამოვლენილი დარღვევების გამოსასწორებლად მიეცათ სავალდებულო დავალებები,
რაც სახელმწიფო ინსპექტორის მიერ დათქმულ ვადაში შეასრულეს.
4. რეკომენდაციები
სამართალდამცავი ორგანოები როგორც ფარულ, ასევე კომპიუტერულ მონაცემებთან
დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარებისას ამუშავებენ პერსონალურ
მონაცემებს და ამ გზით მათ პირად ცხოვრებაში ინტენსიურად ერევიან. შესაბამისად,
მონაცემთა სუბიექტების დარღვევებისგან დასაცავად, განსაკუთრებით მნიშვნელოვა
ნია კანონის მოთხოვნების ზედმიწევნით დაცვა. ამასთან, სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურის მიერ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე ეფექტიანი ზედამხედველობისათვის აუცილებელია, რომ ყველა უფლებამოსილმა ორგანომ ჯეროვნად შეასრულოს კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებები:
საერთო სასამართლოებმა, საქართველოს პროკურატურამ, სამართალდამცავმა
ორგანოებმა და ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიებმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში სრულყოფილი სახით წარმოადგინონ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული დოკუმენტაცია/ინფორმაცია,
ამავე სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ ვადაში;
მონაცემთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, სსიპ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურმა სააგენტომ - საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის
1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფარული
99
საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაზე ექსკლუზიური უფლებამოსილების მქონე ორგანომ - მიიღოს ყველა საჭირო პრაქტიკული ზომა და შეიმუშაოს შესაბამისი
ტექნიკური გადაწყვეტის გზები. მათ შორის, ფარული საგამოძიებო მოქმედების
შედეგად შეგროვებული მონაცემების მიმართ ყველა შესრულებული მოქმედების
აღრიცხვისა და ასეთი მოქმედების ჩასატარებლად გამოყენებული ტექნიკისათვის
უნიკალური მაიდენტიფიცირებელი ნომრების მინიჭების კუთხით;
ფარული საგამოძიებო მოქმედების შეწყვეტის შესახებ დადგენილების გამოტანის
შემთხვევაში, საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორებმა მიიღონ
ყველა საჭირო ზომა, რათა შესაბამისი უფლებამოსილების ორგანოს (მათ შორის,
სსიპ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს) დაუყოვნებლივ მიაწოდონ
აღნიშნული ინფორმაცია;
სამართალდამცავი ორგანოებისთვის ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გადაცემისას, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიებმა
აღრიცხონ ამ მიზნით გამოყენებულ პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებებში
აღრიცხული მონაცემების მიმართ შესრულებული ყველა მოქმედება. ამასთან,
სრულყოფილად დაარეგისტრირონ მონაცემთა სამართალდამცავი ორგანოე
ბისთვის გადაცემასთან დაკავშირებული ინფორმაცია (რომელი მონაცემი
გამჟღავნდა, ვისთვის, როდის და რა სამართლებრივი საფუძვლით).
100
101
102
VI. სამართალდამცავი ორგანოს
წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან
გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილი
დანაშაულების გამოძიება
1. ზოგადი მიმოხილვა
საქართველოში დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის აუცილებლობაზე
წლების განმავლობაში საუბრობდნენ საერთაშორისო ორგანიზაციები და დამოუ
კიდებელი ექსპერტები.
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა ყოფილი კომისარი, ევროკავშირის ყოფილი
სპეციალური მრჩეველი საქართველოში საკონსტიტუციო და სამართლებრივი რეფო
რმების საკითხებსა და ადამიანის უფლებებში - თომას ჰამარბერგი - 2013 წლის ანგა
რიშში „საქართველო გარდამავალ პერიოდში“ აღნიშნავდა, რომ სამართალდამცავი
უწყების თანამშრომელთა მიმართ არასათანადო მოპყრობისა და წამების ფაქტების
გამოძიება არაეფექტიანია და მიუთითებდა დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის
შექმნის აუცილებლობაზე.1
ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა
თუ დასჯის პრევენციის კომიტეტი 2015 წლის ანგარიშში საუბრობდა საქართველოში
არასათანადო მოპყრობის ფაქტების დაუსჯელობაზე და მოუწოდებდა ხელისუფლებას,
მიეღო ისეთი ზომები, რომლებიც უზრუნველყოფდა არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტების გამოძიებას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ
დადგენილი სტანდარტების შესაბამისად.2
ადამიანის უფლებათა დამოუკიდებელი კონსულტანტი მეგი ნიკოლსონი ადამიანის
უფლებათა დაცვის 2014-2020 წლების ეროვნული სტრატეგიის პროგრესის შესახებ 2017
წლის ანგარიშში აღნიშნავდა, რომ პრიორიტეტულია დამოუკიდებელი საგამოძიებო
მექანიზმის შექმნა, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მხრიდან
1 თომას ჰამარბერგი, საქართველო გარდამავალ პერიოდში (სექტემბერი, 2013), გვ. 44.
2 ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის
კომიტეტის საქართველოში ვიზიტის ანგარიში (10 მაისი, 2019), გვ.: 17 და 21.
103
ჩადენილი სავარაუდო დანაშულების გამოსაძიებლად, რაც გაზრდიდა ნდობას სამართალდამცავი სისტემის მიმართ და იქნებოდა დაუსჯელობასთან ბრძოლის საუკეთესო
ინდიკატორი.1
2018 წლის 21 ივლისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“. ამ კანონის საფუძველზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის
ინსპექტორის აპარატი გარდაიქმნა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურად. არსებული
ფუნქციების პარალელურად, სამსახურს დაემატა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილი ცალკეული
დანაშაულების გამოძიების უფლებამოსილება.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილი ცალკეული
დანაშაულების გამოძიების უფლებამოსილების განხორციელება 2019 წლის 1-ელი
ნოემბრიდან დაიწყო.
სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა ვრცელდება 2019 წლის 1-ელი ნოემბრიდან
ჩადენილ დანაშაულებზე.
1 მეგი ნიკოლსონი, ანგარიში ადამიანის უფლებათა დაცვის 2014-2020 წლების ეროვნული სტრატეგიის
პროგრესის შესახებ და რეკომენდაციები სამომავლო მიდგომებთან დაკავშირებით (მარტი, 2017), გვ.: 5, 23
და 27.
104
2. სამსახურის მიერ საგამოძიებო
ფუნქციის ამოქმედებამდე
განხორციელებული ღონისძიებები
105
2.1. სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება
თავისი მისიისა და დაკისრებული უფლებამოსილების ეფექტიანი და შეუფერხებელი
განხორციელებისათვის, 2019 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მოამზადა საგამოძიებო მიმართულების 2020-2021 წლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა,
ევროკავშირისა და საქართველოში გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი
კომისრის ოფისის მხარდაჭერით.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სტრატეგიულ მიზნად განისაზღვრა ისეთი
სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც ეფექტიანად გამოიძიებს მის ქვემდებარეობას
მიკუთვნებულ დანაშაულებს.
ზემოაღნიშნული სტრატეგიული მიზნის მისაღწევად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ოთხი ძირითადი ამოცანა განესაზღვრა - ინსტიტუციური განვითარება, ეფექტიანი
გამოძიება, სამსახურის ეფექტიანობისა და თანამშრომელთა პროფესიონალიზმის
ზრდა, ანგარიშვალდებულებისა და თანამშრომლობის უზრუნველყოფა.
სამოქმედო გეგმაში დეტალურად არის მოცემული თითოეული სტრატეგიული მიმართულების მისაღწევად განსახორციელებელი კონკრეტული აქტივობები.
სტრატეგიული დაგეგმვა ორგანიზაციულ განვითარებაზე მიმართული პროცესია,
რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ეფექტიანობას, პრიორიტეტებისა და რესურსების სწორად განსაზღვრას, შიდა კოორდინაციასა და შედეგზე
ორიენტირებულ საქმიანობას.
2.2. განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები
სამსახურისათვის საგამოძიებო უფლებამოსილების განხორციელების დაკისრებამ
განაპირობა საკანონმდებლო ცვლილებებისა და შიდა სამართლებრივი აქტების
შემუშავების საჭიროება.
ცვლილებები „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს
პარლამენტთან. სწორედ აღნიშნული ორი უწყების კოორდინირებული მუშაობით,
საგამოძიებო ფუნქციის ამოქმედებამდე, 2019 წლის 20 სექტემბერს საქართველოს
პარლამენტმა მიიღო „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს
106
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონი და მისი თანმდევი
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი.
ცვლილებები შეეხო შემდეგ საკითხებს:
კარიერული განვითარებისთვის, გამომძიებლის თანამდ99თანმიმდევრული
ებობის რამდენიმე სახე განისაზღვრა: განსაკუთრებით მნიშვნელოვან
საქმეთა უფროსი გამომძიებელი, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა
გამომძიებელი, უმცროსი გამომძიებელი და სტაჟიორ-გამომძიებელი;
მიეცა სტაჟიორ-გამომძიებლის ინსტიტუტის დანერგვის შესაძლ99სამსახურს
ებლობა, რაც ერთი მხრივ, დამწყებ იურისტებს აძლევს პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას, ხოლო მეორე მხრივ, ეხმარება სამსახურს
კვალიფიციური ადამიანური რესურსის მობილიზებაში;
დეპარტამენტის მუშაობის ეფექტიანობისთვის, სამსახურმა
99საგამოძიებო
შემოიღო ოპერატიული მუშაკისა და ექსპერტ-კრიმინალისტის თანამდებობები;
დეპარტამენტის მენეჯერული პოზიციის მქონე პირებზე, გამომ
99საგამოძიებო
ძიებლების მსგავსად, დაწესდა შერჩევის კრიტერიუმები და განისაზღვრა
გამჭვირვალე პროცედურები (საკვალიფიკაციო მოთხოვნები, შერჩევის პროცესში სისხლის სამართლისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს სპეციალისტების ჩართულობა);
სამართლის სხვა სფეროში მომუშავე პირებისთვის მოიხსნა სახელმ99სისხლის
წიფო ინსპექტორის სამსახურში გამომძიებლად მუშაობისთვის დაწესებული
დამატებითი ბარიერები - პირები, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ სისხლის
სამართლის მიმართულებით მოსამართლეობის, პროკურატურის ან ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა, გათავისუფლდნენ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში ერთიანი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების ვალდებულებისგან (აღნიშნულ პირებს დადასტურებული აქვთ იგივე ან
უფრო მაღალი კვალიფიკაცია, ვიდრე ამას ითვალისწინებდა სახელმწიფო
ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლობის კანდიდატთა ერთიანი საკვალიფიკაციო გამოცდა);
ინსპექტორს მიეცა შესაძლებლობა, ნორმატიული აქტით
99სახელმწიფო
დაედგინა საგამოძიებო დეპარტამენტის და გენერალური ინსპექციის
(დეპარტამენტი) თანამშრომელთა სამსახურში მიღებისა და სამსახურის
გავლის წესი, რომელიც განსხვავდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართ-
107
ველოს კანონით დადგენილი წესისაგან. შედეგად, ღია კონკურსის გზით,
შემჭიდროვებულ ვადებში გახდა შესაძლებელი საგამოძიებო დეპარტამენტისა და გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) თანამშრომლებით დაკომ
პლექტება;
ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლისთვის შემოღებულია
99სახელმწიფო
სპეციალური ჟეტონი და ფორმის ტანსაცმელი, ვინაიდან სამსახურებრივი
მოწმობა არ ჩაითვალა საკმარის განმასხვავებელ ნიშნად სახელმწიფო
ინსპექტორის უფლებამოსილი პირის ამოსაცნობად;
სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირთა წრე.
99გაფართოვდა
სახელმწიფო სპეციალური წოდება შეიძლება მიენიჭოს არა მხოლოდ
გამომძიებელს, არამედ საგამოძიებო დეპარტამენტის კურატორ სახელმწიფო
ინსპექტორის მოადგილეს, ოპერატიულ მუშაკს, ექსპერტ-კრიმინალისტებს
და გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) თანამშრომლებს;
რომ დადგინდეს, რამდენად მიზანშეწონილია მოსამართლის
99იმისათვის,
განჩინების საფუძველზე კერძო საკუთრების, მფლობელობის ან პირადი
ცხოვრების ხელშეუხებლობის შემზღუდავი საგამოძიებო მოქმედების ან
საპროცესო მოქმედების ჩატარება, სახელმწიფო ინსპექტორის შესაბამის
მოადგილეს შეუძლია მიმართოს საქმის ზედამხედველ პროკურორს წინასასამართლო სხდომამდე არაუგვიანეს 14 დღის ვადაში (ნაცვლად მანამდე
დაწესებული 20 დღისა) - ასეთი მიმართვა შეიძლება საჭირო გახდეს წინასასამართლო სხდომამდე ნებისმიერ დროს (საქმის სასამართლოში გადაგზავნამდე);
დაწესებული 20 დღიანი ვადა, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო
99გაუქმდა
ინსპექტორის მოადგილე ვეღარ მიმართავდა ზედამხედველ პროკურორს
სასამართლოსთვის წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხაში მტკიცებულებების შეტანის შესახებ - აღნიშნული ჩანაწერი მოადგილეს უზღუდავდა წინასასამართლო სხდომამდე 20 დღის ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულების
ნუსხაში შეტანის შესახებ მოსაზრების გამოთქმის უფლებას.
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შემუშავება
საგამოძიებო უფლებამოსილების ამოქმედებამდე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსა
ხურმა შეიმუშავა მთავრობის 6 დადგენილებაში შესატანი ცვლილებების პროექტი და
6 წინადადება სხვადასხვა უწყების სამართლებრივ აქტებში შესატანი ცვლილებების
თაობაზე.
108
„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონთან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისობის უზრუნველყოფისა და საგამოძიებო
ფუნქციის ამოქმედების მიზნით, შემუშავდა და დამტკიცდა სახელმწიფო ინსპექტორის 6
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი (ბრძანება):
1.
„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“,
რომლითაც ახლებურად ჩამოყალიბდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სტრუქტურა და გაიწერა სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები (მიღების
თარიღი: 22/05/2019, მიღების შემდგომ ბრძანებაში კიდევ 3 ცვლილება
შევიდა);
2.
„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ სახელმწიფო
ინსპექტორის სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“,
რომლითაც განისაზღვრა გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და
საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის თანამდებობებზე მიღების,
სამსახურის გავლის წესი და პირობები; გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომელთა დისციპლინური
გადაცდომების სახეები, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები, მათი
შეფარდებისა და მოხსნის წესი; ასევე, დისციპლინური წარმოების წესი
(მიღების თარიღი: 26/09/2019);
3.
„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების წესისა და ოდენობების დამტკიცების შესახებ“, რომლითაც განისაზღვრა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომელთა შრომის
ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების წესი და
ოდენობა (მიღების თარიღი: 26/09/2019);
4.
„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ემბლემის დამტკიცების თაობაზე“,
რომლითაც დამტკიცდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ემბლემა
(მიღების თარიღი: 18/10/2019);
5.
„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“,
რომლითაც „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს
კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, განისაზღვრა სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურის თანამშრომლებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების
109
მინიჭებისა და სპეციალურ წოდებაში ჩამოქვეითების, ასევე სპეციალური
წოდების ჩამორთმევის წესი და პირობები (მიღების თარიღი: 28/10/2019);
6.
„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის
თანამშრომელთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“, რომლითაც
დადგინდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომელთა ქცევის სტანდარტები, მათ შორის, თანამშრომელთა
საქმიანობის ძირითადი პრინციპები, კოლეგებთან, სისხლის სამართლის
პროცესის მონაწილეებსა და საზოგადოებასთან ურთიერთობასთან დაკავშირებული და ინტერესთა შეუთავსებლობის საკითხები (მიღების თარიღი:
01/11/2019).
2.3. საგამოძიებო დეპარტამენტის სტრუქტურა და ოფისები
საგამოძიებო მიმართულება ჩამოყალიბდა დეპარტამენტის სახით, რომელშიც გამოიყო
2 სამმართველო - აღმოსავლეთის და დასავლეთის. აღმოსავლეთის სამმართველოს
კომპეტენციად განისაზღვრა აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, ხოლო
დასავლეთის სამმართველოს კომპეტენციად - დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულების გამოძიება.
აღმოსავლეთის სამმართველო განთავსებულია თბილისში, დასავლეთის სამმართველო - ქუთაისში.
110
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური საგამოძიებო მიმართულების ამოქმედებას
ტექნიკურად მომზადებული შეხვდა: ორივე ოფისში აწყობილია ქსელური და სერვერული ინფრასტრუქტურა; ოფისები აღჭურვილია კომპიუტერული და საოფისე ტექნიკით,
ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებით, ელექტრონული პროგრამებით (შიდა დოკუმენტბრუნვის პროგრამა, სისხლის სამართლის საქმისწარმოების პროგრამა).
2.4. საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომელთა შერჩევა
ნებისმიერი სამსახურის ეფექტიანი და გამართული მუშაობა, პირველ რიგში, დასაქ
მებული თანამშრომლების პროფესიონალიზმსა და კვალიფიკაციაზეა დამოკიდებული.
აღნიშნულ პროცესში ადამიანური რესურსის სწორად შერჩევა და განვითარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
2019 წელს სამსახურის მთავარი გამოწვევა გახდა საგამოძიებო სამსახურის ისეთი
კადრებით დაკომპლექტება, რომლებიც ეფექტიანი და მიუკერძოებელი გამოძიების
ჩატარებას უზრუნველყოფდნენ.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები
და მათი სამართლებრივი, სოციალური გარანტიები კანონითაა განსაზღვრული.
კერძოდ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლად შეიძლება დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე, რომელიც არ არის ნასამართლევი, აქვს უმაღლესი
იურიდიული განათლება, მოსამართლედ, პროკურორად, გამომძიებლად ან ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება, საქმიანი თვისებები და მაღალი
მორალური რეპუტაცია, იცის სამართალწარმოების ენა და საქართველოს იუსტიციის
სასწავლო ცენტრში ჩაბარებული აქვს ერთიანი საკვალიფიკაციო გამოცდა შემდეგ
დისციპლინებში: საკონსტიტუციო სამართალი, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო
სამართალი, სისხლის სამართალი, სისხლის საპროცესო სამართალი, სასჯელაღსრულებითი სამართალი, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის საფუძვლები. საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისგან თავისუფლდება პირი, რომელსაც საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით, ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის, პროკურატურის ან ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო ან სისხლის სამართლის
სპეციალიზაციით.
გამომძიებელთა შესარჩევი კონკურსის გამოცხადებამდე, „სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის
111
სასწავლო ცენტრმა ჩაატარა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელთა
3 საკვალიფიკაციო გამოცდა, რომლებზეც 135 მსურველი დარეგისტრირდა. მონაწილე კანდიდატებს შორის 75%-იანი ზღვარი გადალახა და საკვალიფიკაციო გამოცდა
წარმატებით ჩააბარა 75-მა მონაწილემ. აღნიშნულ საკვალიფიკაციო გამოცდებზე
რეგისტრირებულთა შორის, ძირითადად, იყვნენ საქართველოს პროკურატურის,
სხვადასხვა საგამოძიებო უწყებისა და ადვოკატთა კორპუსის წარმომადგენლები.
საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებლები ღია და რამდენიმეეტაპიანი კონკურსით
შეირჩნენ. განაცხადების გადარჩევის შემდეგ, მონაწილეებმა გაიარეს წერითი დავალებისა და გასაუბრების ეტაპი. თანამშრომელთა შერჩევისა და გადაწყვეტილების მიღების
პროცესში დიდი ყურადღება ეთმობოდა კანდიდატთა განათლებას, კვალიფიკაციას,
სამუშაო გამოცდილებას, პროფესიულ უნარ-ჩვევებს, პიროვნულ თვისებებსა და მოტივაციას. კონკურსის ღიაობისა და გამჭვირვალობისთვის, საკონკურსო კომისიაში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ჩართულნი იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციისა და სამეცნიერო წრის მოწვეული წარმომადგენლები.
გამომძიებლების ვაკანსიაზე განაცხადი 190-მდე მსურველმა შემოიტანა. საკონკურსო
კომისიამ 16 განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი და 6 ოპერატიული
მუშაკი შეარჩია. კანდიდატები მაქსიმალურად დაბალანსებულად, ყველა სფეროდან
არიან წარმოდგენილნი. გამომძიებელთაგან 2 ადვოკატი იყო, 7 მუშაობდა საქართველოს პროკურატურაში, 5 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, და 2 ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.
112
საგამოძიებო დეპარტამენტში, ასევე ღია და რამდენიმეეტაპიანი კონკურსის საფუძ
ველზე, შეირჩა 6 ოპერატიული მუშაკი და 2 ექსპერტ-კრიმინალისტი, რომლებიც გამომ
ძიებლებს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა ჩატარების პროცესში ეხმარებიან.
საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომელთა შერჩევა 2019 წლის 1-ელ ოქტომბერს
დაიწყო. შეზღუდული ვადებისა და დატვირთული სამუშაო პროცესის მიუხედავად,
სამსახურმა გამომძიებლები წარმატებით შეარჩია და კვალიფიციური კადრები მოიზიდა.
2.5. გამოძიების მეთოდოლოგიის სახელმძღვანელოს შემუშავება
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა
დაცვაზე ორიენტირებული გამოძიების პროცესის უზრუნველსაყოფად და ერთგვაროვანი საგამოძიებო პრაქტიკის დანერგვისთვის, სახელმწიფო ინსპექტორის სამ
სახურმა შეიმუშავა გამოძიების მეთოდოლოგიის სახელმძღვანელო, ევროკავშირისა
და საქართველოში გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისის
ხელშეწყობით.
სახელმძღვანელო განკუთვნილია სამსახურის გამომძიებლებისთვის და მოიცავს
შემდეგ საკითხებს: ეფექტიანი გამოძიების საერთაშორისო რეგულაციები, დანაშაულის
კვალიფიკაცია, გამოძიების დაწყების სტანდარტი, საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების თავისებურებები, პროცესის მონაწილეებთან კომუნიკაციის წესები, გამომძიებელსა
და პროკურორს შორის თანამშრომლობა, დაზარალებულის გამოძიების პროცესში
ჩართულობა.
2.6. ეთიკის კოდექსისა და დისციპლინური წარმოების წესების შემუშავება
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ერთ-ერთი მიზანია სამოხელეო დანაშაულის
წინააღმდეგ ბრძოლა. სამსახურის ქვემდებარე დანაშაულების სპეციფიკურობის
გათვალისწინებით, ამ მიზნის მიღწევა თანამშრომელთა მხრიდან მაღალი ეთიკური
სტანდარტების დაცვით არის შესაძლებელი.
შესაბამისად, სამსახურმა შეიმუშავა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომელთა ეთიკის კოდექსი, რომელიც ადგენს თანა
მშრომელთა ქცევის სტანდარტებსა და მათი საქმიანობის ძირითად პრინციპებს.
მათ შორისაა კანონიერება, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა და
პატივისცემა, პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, ობიექტურობა, მიუკერძოებლობა, სამარ
113
თლიანობა, პროფესიონალიზმი, საიდუმლოებისა და კონფიდენციალურობის დაცვა,
პერსონალურ მონაცემთა დაცვა. კოდექსი ასევე ადგენს კოლეგებთან, სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეებსა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სტანდარტებს.
ეთიკის კოდექსის მიზანია ქცევის ისეთი ნორმების დამკვიდრება, რომლებიც ხელს
შეუწყობს სამართლიანი, ობიექტური, მიუკერძოებელი, ეფექტიანი, სრულყოფილი
და კვალიფიციური გამოძიების ჩატარებას, ასევე, გამოძიების პროცესში ადამიანის
უფლებებისა და თავისუფლებების დაცვასა თუ პატივისცემას.
ეთიკის კოდექსის პარალელურად, შემუშავდა დისციპლინური წარმოების წესი,
რომლითაც განისაზღვრა დისციპლინური გადაცდომის სახეები, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრის პრინციპები, დისციპლინური წარმოების დაწყების
საფუძვლები და ვადები.
2.7. დანაშაულის ნიშნებზე შეტყობინების მიღების მექანიზმის დანერგვა
საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან შეტყობინებების დაუყოვნებლივ მისაღებად,
2019 წლის 1-ელ ნოემბრამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს დახმარებით, სახელ
მწიფო ინსპექტორის სამსახურმა დანერგა შეტყობინებათა დაუყოვნებლივ მიღების
მექანიზმი - 24-საათიანი ცხელი ხაზი (ნომერი - 199) და შეტყობინებების მართვის ელექტრონული პროგრამა (გადაუდებელი დახმარების მართვის სისტემა).
114
ცხელი ხაზის ოპერატორები სამსახურმა ღია კონკურსით შეარჩია.
ცხელი ხაზის ოპერატორისთვის გამოიყო მობილური ტელეფონის ნომერიც. სახელ
მწიფო უწყებები (მაგალითად, დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტი,
სპეციალური პენიტენციური სამსახური) მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ამ
ნომერზე გზავნიან ინფორმაციას შესაძლო დანაშაულის შესახებ, 24 საათის განმავლო
ბაში.
2.8. სისხლის სამართლის საქმისწარმოების ელექტრონულ სისტემაში ჩართვა
საგამოძიებო მიმართულების ამოქმედებამდე, საქართველოს პროკურატურის
ხელშეწყობითა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „სმართ ლოჯიქის“
პროგრამული უზრუნველყოფით, გამომძიებლები ჩაერთნენ სისხლის სამართლის
საქმისწარმოების განახლებულ ელექტრონულ პროგრამაში და გაიარეს შესაბამისი
გადამზადება.
სისხლის სამართლის საქმისწარმოების პროგრამა არის სისხლის სამართლის
საქმეებზე გამოძიების ელექტრონულად წარმოების (გამოძიების დაწყების, სისხლის
სამართლის საქმისათვის შესაბამისი ნომრის მინიჭების, საგამოძიებო/საპროცესო
მოქმედებების ჩატარებისა და აღრიცხვის) საშუალება. სამსახურის ყველა გამომძიებელს (ასევე საგამოძიებო მიმართულების ხელმძღვანელს) მინიჭებული აქვს ელექტრონული პროგრამის ინდივიდუალური მომხმარებლის სახელი და პაროლი,
რომლის მეშვეობით წვდომა აქვს პროგრამაზე. პროგრამაში რეგისტრირებულ სისხლის
სამართლის საქმეებს ხედავენ საგამოძიებო დეპარტამენტში მენეჯერულ პოზიციაზე
დასაქმებული პირები (რაც გამომძიებელთა საქმიანობის ხარისხის ეფექტიანი კონტროლის საშუალებას იძლევა) და საპროცესო ხელმძღვანელობისა და ზედამხედველობის
განმახორციელებელი პროკურორები (რაც აჩქარებს გამომძიებლების პროკურორთან
კომუნიკაციის პროცესს და ზოგავს ფინანსურ და ადამიანურ რესურსებს).
გარდა ამისა, სისხლის სამართლის საქმისწარმოების პროგრამას აქვს სტატისტი
კური მოდული, რომლითაც შესაძლებელია სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავ
შირებული ცალკეული სტატისტიკური მონაცემების შეგროვება.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ერთ-ერთი პირველი საგამოძიებო უწყებაა,
რომელმაც სწორედ განახლებული ელექტრონული პროგრამის მეშვეობით დაიწყო
სისხლის სამართლის საქმეების წარმოება.
115
2.9. ლოგოს შექმნა
ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, შეიქმნა სამსა
ხურის ახალი ლოგო, რომელიც ჰერალდიკის საბჭომ დაამტკიცა. ამ ახალი ლოგოთი
წარუდგა საზოგადოებას სამსახური თავისი განახლებული ფუნქციებით.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ლოგო სამი სიმბოლოსაგან შედგება:
სახელმწიფო გერბის ივერიული გვირგვინი - ერთიანი ქართული სახელმწიფოს
ისტორიული სიმბოლო, ასახავს სიძლიერესა და დაცულობას;
დამცავი ფარი - ისტორიული სიმბოლიკა, რომელიც გამოხატავს თავდაცვას, შიდა
ბალანსს და მუდმივ მზადყოფნას;
საყრდენი ძელი - ევროპული ცივილიზაციის მთავარი საყრდენი სიმბოლო, რაც
გამოხატავს მდგრადობას, სიძლიერეს, მყარ დასაყრდენს.
მთლიანი სიმბოლო იკითხება შემდეგნაირად: „ერთიანი სახელმწიფოს მძლავრი
სამართლებრივი ინსტიტუცია“.
116
3. გამოძიება
117
3.1. მიღებული შეტყობინებები
2019 წლის 1-ელი ნოემბრიდან (საგამოძიებო უფლებამოსილების განხორციელების
დაწყების დღიდან) 31 დეკემბრის ჩათვლით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის
საგამოძიებო დეპარტამენტში შემოვიდა 351 შეტყობინება, აქედან ნოემბერში - 170,
ხოლო დეკემბერში - 181.
ნოემბერში შემოსული შეტყობინებების 79% განიხილა საგამოძიებო დეპარტამენტის
აღმოსავლეთის სამმართველომ, ხოლო 21% - დასავლეთის სამმართველომ.
დეკემბერში შემოსული შეტყობინებების 76% განიხილა საგამოძიებო დეპარტამენტის
აღმოსავლეთის სამმართველომ, ხოლო 24% - დასავლეთის სამმართველომ.
შეტყობინებათა 73% შემოვიდა შინაგან საქმეთა სამინისტროდან, 9% - მოქალაქეებისგან, 7% - საქართველოს პროკურატურიდან, 6% - იუსტიციის სამინისტროდან, 2% ადვოკატებისგან, 2% - სხვა საჯარო დაწესებულებებიდან, 1% - სახალხო დამცველის
აპარატიდან.
118
შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში შეტყობინებები იგზავნება დაუყოვნებლივ,
24-საათიან რეჟიმში (სატელეფონო შეტყობინებების გზით). ამ ინფორმაციას საგამოძიებო დეპარტამენტს აწვდიან დროებითი მოთავსების იზოლატორებში დასაქმებული
ექიმები, რომლებიც სამედიცინო შემოწმებას უტარებენ ადმინისტრაციული და სისხლის
სამართლის წესით დაკავებულ პირებს. თუ იზოლატორებში დასაქმებულები არ არიან
ექიმები, შეტყობინებას აგზავნიან დაწესებულების ხელმძღვანელები.
შეტყობინებები იგზავნება, როდესაც:
დაკავებულს აღენიშნება დაზიანებები და იზოლატორში დასაქმებულ ექიმს გაუჩ
ნდება ეჭვი დაკავებულის მიმართ წამებასა ან არასათანადო მოპყრობაზე;
დაკავებულს აღენიშნება ძალადობის ამსახველი ახლადმიღებული დაზიანებები;
იზოლატორში მოთავსებული პირი უთითებს სამართალდამცავი
თანამშრომელთა მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტზე.
ორგანოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან ასევე 24-საათიან რეჟიმში
იგზავნება შეტყობინებები, სადაც პირები უთითებენ ამ სამინისტროს თანამშრომელთა
მხრიდან ძალადობრივ ქმედებასა ან ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარე სხვა
სავარაუდო დანაშაულზე. თავის მხრივ, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ეს ინფორ
მაცია ცნობილი ხდება როგორც ცხელი ხაზის (126-ზე განხორციელებული ზარის), ისე
მოქალაქეთა განცხადებების საშუალებით.
იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დაწესებულებებიდან ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხეულზე არსებული დაზიანებების
შესახებ შეტყობინებებს გზავნის, რიგ შემთხვევაში, პენიტენციურ დაწესებულებაში
დასაქმებული ექიმი, ხოლო რიგ შემთხვევაში - იუსტიციის სამინისტროს გენერალური
ინსპექცია.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაწესებულებებიდან შეტყობინება იგზავნება,
როდესაც:
ბრალდებულს/მსჯავრდებულს აღენიშნება დაზიანება და ექიმს გაუჩნდება ეჭვი
წამებასა და არასათანადო მოპყრობაზე;
ბრალდებული/მსჯავრდებული უთითებს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრო
მელთა მხრიდან ძალადობის ფაქტზე (დაზიანებების არსებობის მიუხედავად).
119
იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დაწესებულებებიდან იგზავნება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა განცხადებებიც, რომლებშიც
მითითებულია შესაძლო ძალადობრივი ქმედების შესახებ. ასევე, 24-საათიან რეჟიმში
იგზავნება შეტყობინებები, რომლებიც შეეხება სპეციალური პენიტენციური სამსახურის
დაწესებულებებში მყოფი პატიმრებისა და თავისუფლებააღკვეთილი პირების გარდა
ცვალების ფაქტებს.
რაც შეეხება იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, ამ დანაყოფიდან იგზავ
ნება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა განცხადებები და მასალები, თუ გამოძიების
მიმდინარეობისას, ან მის დაწყებამდე ჩატარებული გასაუბრებისას გამოიკვეთება
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარე დანაშაულის ნიშნები.
საქართველოს პროკურატურიდან შეტყობინებები შემოდის, ძირითადად, წერილობითი
ფორმით (ზოგჯერ სატელეფონო კომუნიკაციის გზითაც). ისინი შეეხება ბრალდებულთა განცხადებებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარე დანაშაულის
ნიშნებზე, გაკეთებულს პირველი წარდგენის, წინასასამართლო, ან არსებითი განხილვის სხდომებზე. ასევე, იგზავნება საქართველოს პროკურატურაში შეტანილი განცხადებები, რომლებშიც პირები მიუთითებენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის
ქვემდებარე სავარაუდო დანაშაულზე.
სასამართლოდან შეტყობინებები იგზავნება იმ შემთხვევაში, თუ პროცესის ნებისმიერ
სტადიაზე მოსამართლეს გაუჩნდება ეჭვი ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ
წამების, დამამცირებელი ან/და არაადამიანური მოპყრობის შესახებ, ან ამაზე ბრალდებული/მსჯავრდებული თავად განაცხადებს. უნდა აღინიშნოს, რომ იშვიათია სასამართლოს მხრიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის სავარაუდო დანაშაულის შეტყობინების ფაქტები. 2019 წელს სასამართლოდან შემოსულია მხოლოდ 1
შეტყობინება. როგორც ზემოთ აღინიშნა, სასამართლო სხდომებზე ბრალდებულთა
მიერ გაკეთებულ განცხადებებს სამსახურის ქვემდებარე დანაშაულის ნიშნებზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში, ძირითადად, გზავნის საქართველოს პროკურატურა.
3.2. გამოძიების დაწყება
2019 წელს შემოსული 351 შეტყობინება შეეხებოდა 364 სავარაუდო მსხვერპლს. აქედან
254 მსხვერპლზე შეტყობინება არ შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს; გამოძიება დაიწყო
76 სავარაუდო მსხვერპლთან მიმართებით; 34-ის შესახებ კი შეტყობინება გადაიგზავნა
სხვა უწყებაში, რადგან არ განეკუთვნებოდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის
კომპეტენციას.
120
75 სავარაუდო მსხვერპლთან დაკავშირებული შეტყობინებების საფუძველზე, 2019 წელს
დაიწყო 68 სისხლის სამართლის საქმის გამოძიება (ანუ რამდენიმე საქმე შეეხება 1-ზე
მეტი პირის მიმართ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულს), ხოლო 1 მსხვერპლთან მიმართებით გამოძიება დაიწყო 2020 წელს (2020 წლის მონაცემები აისახება მომავალი წლის
ანგარიშში).
2019 წელს (1-ელი ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით) სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო 68 სისხლის სამართლის
საქმეზე: მათგან 41-ზე - ნოემბერში (35-ზე გამოძიება დაიწყო აღმოსავლეთის სამმართველოში, 6-ზე - დასავლეთის სამმართველოში), ხოლო 27-ზე - დეკემბერში (23 - საქმეზე
გამოძიება დაიწყო აღმოსავლეთის სამმართველოში, 4-ზე - დასავლეთის სამმართველოში).
121
გამოძიების დაწყების პარალელურად, სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო
დეპარტამენტში, დეკემბერში, გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებით,
შინაგან საქმეთა სამინისტროდან ქვემდებარეობით გადმოიგზავნა 2 სისხლის სამართლის საქმე, რომელთაგან 1 გაერთიანდა აღმოსავლეთის სამმართველოს წარმოებაში
არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან. ჯამში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახუ
რის საგამოძიებო დანაყოფში, ნოემბერ-დეკემბრის მდგომარეობით, წარმოებაში იყო
69 სისხლის სამართლის საქმე.
სისხლის სამართლის საქმეებზე, რომლებზეც გამოძიება 2019 წელს დაიწყო, შეტყო
ბინებათა 63%-ის ავტორი არის შინაგან საქმეთა სამინისტრო (დროებითი მოთავსების
უზრუნველყოფის დეპარტამენტი, გენერალური ინსპექცია, ტერიტორიული დანაყოფები), 12%-ის - საქართველოს პროკურატურა, 12%-ის - სახალხო დამცველის აპარატი,
7%-ის - იუსტიციის სამინისტრო, 4%-ის - მოქალაქე, 1%-ის - ადვოკატი და 1%-ის - მედია).
სამწუხაროდ, შეტყობინებათა ნაწილი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში შემოდის
არა სავარაუდო დანაშაულის ჩადენისთანავე, არამედ გარკვეული ვადის გასვლის
შემდეგ, რაც შეუძლებელს ხდის ან/და მნიშვნელოვნად აფერხებს მტკიცებულებათა
მოპოვებასა და ფაქტობრივი გარემოებების დადგენას.
შესაძლო დანაშაულთა 86%-ის შემთხვევაში, შეტყობინება სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურში შემოვიდა სამი დღის ვადაში, ხოლო 14%-ში - შესაძლო დანაშაულის ჩადენიდან ერთ კვირაში, ან უფრო გვიან. ერთი კვირისა და მეტი ვადის გასვლის შემდგომ,
შეტყობინებები გამოგზავნეს როგორც სახელმწიფო უწყებებმა, ასევე მოქალაქეებმა.
122
ეფექტიანი გამოძიებისთვის მნიშვნელოვანია დროული რეაგირება შეტყობინებაზე,
გამოძიების მყისიერად დაწყება და საჭირო საგამოძიებო მოქმედებების შემჭიდროებულ ვადებში ჩატარება.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გამოძიებას იწყებს შეტყობინების შემოსვლის დღესვე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა შეტყობინება ბუნდოვანია და დეტალების
განმცხადებელთან დაზუსტების გარეშე, შეუძლებელია გამოძიების დაწყება.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში შემოსულ დანაშულის ნიშნების შემცველ
შეტყობინებათა 57%-ზე გამოძიება დაიწყო შემოსვლიდან იმავე დღეს, 22%-ზე - მეორე
დღეს, 9%-ზე - მესამე დღეს, 11%-ზე - ერთი კვირის ვადაში, ხოლო 1%-ზე - ათი დღის
ვადაში.
გამოძიების დაგვიანებით (ერთ კვირასა და მეტ ვადაში) დაწყების მიზეზი გახდა
განცხადებაში მითითებული გარემოებების ბუნდოვანება, რომელთა დასაზუსტებლად
განმცხადებლი საგამოძიებო ორგანოში გამოცხადდა დაგვიანებით, მასთან არაერთი
კომუნიკაციის მიუხედავად.
123
შეტყობინებათა ზოგადი შინაარსის გამო, უმეტეს შემთხვევაში, პირველ ეტაპზე რთულია კვალიფიკაციის სწორად განსაზღვრა. შესაბამისად, გამოძიება, ძირითადად იწ
ყება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“
ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით).
2019 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა 64
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 333ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით), 1-ზე - 335-ე მუხლით (განმარტების, ჩვენების ან დასკვნის
მიცემის იძულება), ხოლო 3-ზე - 3421 მუხლის მე-2 ნაწილით (სპეციალური პენიტენციური
სამსახურის მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურში დადგენილი წესის დარღვევა).
124
განმცხადებლის/სავარაუდო მსხვერპლის გამოკითხვისა და სხვა საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე იცვლება კვალიფიკაცია და გამოძიება გრძელდება იმ მუხლით, რომელიც შეესაბამება საქმის
ფაქტობრივ გარემოებებს.
სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით) კვალიფიცირებული
საქმეებიდან 3-ზე შეიცვალა კვალიფიკაცია 1443 მუხლით (დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა), ხოლო 2 სისხლის სამართლის საქმეს დაემატა კვალიფიკაცია 335-ე მუხლის პირველი ნაწილით. 1 სისხლის სამართლის საქმესთან, რომელზეც
გამოძიება დაიწყო 335-ე მუხლის პირველი ნაწილით, გაერთიანდა სხვა საგამოძიებო
უწყებიდან გადმოგზავნილი სისხლის სამართლის საქმე და გამოძიება გაგრძელდა 335ე მუხლის პირველი ნაწილითა (განმარტების, ჩვენების ან დასკვნის მიცემის იძულება)
და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (თვითმკვლელობამდე მიყვანა).
იმ შეტყობინებათა 91%-ში, რომლებზეც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება დაიწყო, სავარაუდო მსხვერპლები შესაძლო დანაშაულებრივი ქმედების ჩამდენ
პირებად უთითებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს; 6%-ში ფიგურირებენ
იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები,
ხოლო 3%-ის შემთხვევაში - ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამ
შრომლები.
125
მსხვერპლთა 61%-მა სავარაუდო დანაშაულის ჩადენის ადგილად დაასახელა თბილისი. შემდგომ შედარებით მაღალი პროცენტული მაჩვენებელი ფიქსირდება ქვემო
ქართლსა (12%) და აჭარაში (12%).
მსხვერპლთა 40% სავარაუდო დანაშაულის ჩადენის ადგილად მიუთითებს ქუჩას, 29%
- ავტომანქანას, 29% - შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობას, 5% პენიტენციურ დაწესებულებას, 5% - სხვა საჯარო დაწესებულებას, ხოლო 3% - სახლს/
ბინას. ზოგ შემთხვევაში ერთი და იმავე მსხვერპლმა შესაძლო დანაშაულის ჩადენის
ადგილად დაასახელა რამდენიმე ადგილი.
126
3.3. სავარაუდო მსხვერპლნი
2019 წელს დაწყებულ 68 სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებს 75 სავარაუდო
მსხვერპლი, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა (96%) არის მამრობითი სქესის, 4%
კი - მდედრობითი სქესის.
სავარაუდო მსხვერპლთა 92% სრულწლოვანია, ხოლო 7% - არასრულწლოვანი. 1-ის
ასაკი დაუდგენელია, ვინაიდან ვერ მოხერხდა პირის იდენტიფიცირება და მასთან
გასაუბრება.
127
სავარაუდო მსხვერპლთა 68%-ს შეადგენენ ადმინისტრაციული (32 პირი) ან სისხლის
სამართლის წესით (19 პირი) დაკავებულები, 15% არის მოწმე, 12% - სხვა პირი, 3% თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებული, 1% - დაზარალებული, 1% - პატიმრობაში
მყოფი ბრალდებული.
3.4. ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 2019 წლის სისხლის საქმეებზე ჩაატარა 1190
საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება:
128
მოწმეთა გამოკითხვა
2019 წლის სისხლის საქმეებზე გამოიკითხა 718 პირი (649 - მოწმე, 67 - სავარაუდო
მსხვერპლი, 1 - დაზარალებული, 1 - დაზარალებულის უფლებამონაცვლე).
მოწმის სტატუსით გამოკითხულ პირთაგან 181 სამართალდამცავი ორგანოს თანამ
შრომელია, ხოლო 46 - არასრულწლოვანი.
გასათვალისწინებელია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე დაზარალებულები/პოტენციური
დაზარალებულები, ძირითადად, არიან ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის
წესით დაკავებული პირები. შესაბამისად, მათთვის ადმინისტრაციული/სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების პროცესში უშუალოდ ან/და ირიბად
არიან ჩართულნი მათ მიმართ სავარაუდო ძალადობის ჩამდენი პირები. აღნიშნული გარემოების გამო, როგორც წესი, ისინი თავს იკავებენ ძალადობის განმახორციელებელი პირების მამხილებელი ჩვენების მიცემისაგან.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის
საქმეებზე გამოძიებასთან არ თანამშრომლობს 10 სავარაუდო მსხვერპლი (გამოძიებას
არ აწვდიან ინფორმაციას მომხდარ ფაქტებზე; გამოკითხვისას გასცემენ ინფორმაციას,
რომელიც რადიკალურად განსხვავდება მათივე შეტყობინების შინაარსისგან ან/და არ
შეესაბამება გამოძიების მიერ მოპოვებულ სხვა უტყუარ მტკიცებულებებს; გამოძიებას არ
აწვდიან მათ ხელთ არსებულ ნივთიერ მტკიცებულებებს).
სახელმწიფო ინსპექტორის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებში
სავარაუდო დანაშაულის თვითმხილველები ძირითადად არიან სამართალდამცავი
129
ორგანოს წარმომადგენლები. გამოკითხული 114 პირიდან არცერთი არ ადასტურებს
კანონის დარღვევას მისი ან კოლეგის/თანამშრომლის მხრიდან. როგორც წესი, ისინი
მიუთითებენ სრულიად სხვა გარემოებებზე.
2019 წელს სახელმწიფო ინსპექტორმა, მის კომპეტენციას მიკუთვნებულ დანაშაულზე,
მესამე პირებისგან მხოლოდ ერთი შეტყობინება მიიღო, იმ პირობებში, როცა სავარაუდო დანაშაულთა 31%-ის ადგილად მსხვერპლი ქუჩას ასახელებს.
სახელმწიფო ინსპექტორის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებს
იშვიათად ჰყავს ნეიტრალური მოწმე (შემსწრე მოქალაქე). ასეთის შემთხვევაში, მათი
ჩვენება შემოიფარგლება მტკიცებით, რომ ადგილზე ყოფნის მიუხედავად, არაფერი
დაუნახავთ და გაუგიათ.
სამსახურის წარმოებაში არსებულ საქმეებზე 9 მოწმემ საერთოდ არ მისცა ჩვენება
(აქედან სასამართლოში მხოლოდ 3-ის დაკითხვა გახდა შესაძლებელი, 6 მათგანი
არ პასუხობდა სატელეფონო ზარებს და არ იძებნებოდა საცხოვრებელ მისამართზე).
გამოძიებისას მიცემული პოლიციის თანამშრომლის მამხილებელი ჩვენება შეცვალა
ერთმა პირმა.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არასრულწლოვან მოწმეთა/პოტენციურ
მსხვერპლთა გამოკითხვას ატარებს ფსიქოლოგის სავალდებულო მონაწილეობით.
საგამოძიებო ორგანოსთვის გამოწვევაა არასრულწლოვანთა ფსიქოლოგების მოძიება
და საგამოძიებო მოქმედებებში ჩართვა, რაც ხშირად საგამოძიებო მოქმედების გადადების საფუძველი ხდება.
ექსპერტიზა
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის
საქმეებში განმცხადებლები, ძირითადად, მიუთითებენ სავარაუდო ძალადობაზე შინაგან
საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა მხრიდან. შესაბამისად, სამსახური ექსპერტიზისთვის მიმართავს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის
ეროვნულ ბიუროს, რათა თავიდან აიცილოს კითხვის ნიშნები ექსპერტის მიუკერძოებლობასა და ობიექტურობაზე.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიეკუთვნება
სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული
130
პირის მიერ ჩადენილი ცალკეული ძალადობრივი დანაშაულები. შესაბამისად, სისხლის
სამართლის საქმეებზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საპროცესო მოქმედებაა სამედიცინო
ექსპერტიზა (სამედიცინო ექსპერტი პასუხობს კითხვებს დაზიანების არსებობის, ხარისხის, ლოკალიზაციის, ხანდაზმულობისა და მიყენების ხერხების შესახებ).
2019 წელს სისხლის სამართლის საქმეებზე დაინიშნა 74 ექსპერტიზა (მათგან 59 - სამედიცინო).
ექსპერტიზების დანიშვნასა და ჩატარებაზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური სამი
ძირითადი გამოწვევის წინაშე დგას: ა) სავარაუდო მსხვერპლთა ნაწილი უარს აცხადებს
სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებაზე; ბ) ექსპერტი არ არის ხელმისაწვდომი დასვენების
დღეებსა და არასამუშაო საათებში; გ) ექსპერტიზის დასკვნები სამსახურს მოეწოდება
შეფერხებით („ბ“ და „გ“ პუნქტებში მითითებული გარემოებების მიზეზად სახელდება არასაკმარისი ადამიანური რესურსები). აღსანიშნავია, რომ 2020 წლის მარტიდან შეინიშნება დადებითი ტენდენცია დასკვნების დროულად მიღების თვალსაზრისით.
როგორც ზემოთ აღინიშნა, 2019 წლის სისხლის სამართლის საქმეებში ფიგურირებს 75
სავარაუდო მსხვერპლი. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა სამედიცინო ექსპერტიზა დანიშნა 59 პირის მიმართ (55 სისხლის სამართლის საქმეზე).
ზემოაღნიშნულ 59 პირთაგან სამედიცინო ექსპერტთან შემოწმებაზე გამოცხადდა 76%,
ექსპერტთან არ წარდგენილა 20% (მათ მიმართ ექსპერტიზა დაინიშნა და ჩატარდა
გამოძიების მიერ მოპოვებული სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე), ხოლო
4%, რომლებზეც არ არსებობდა სამედიცინო დოკუმენტაცია, არ გამოცხადდა შემოწ
მებისთვის.
131
სამედიცინო ექსპერტიზა არ დაინიშნა 13 სისხლის სამართლის საქმეზე (16 პირის
მიმართ), ვინაიდან მსხვერპლთა დიდმა ნაწილმა (10 პირი) უარი განაცხადა ექსპერტიზის ჩატარებაზე, იმ მიზეზით, რომ სხეულზე არ აღენიშნებოდათ დაზიანებები (ამასთან,
მათ მიმართ არ არსებობდა სამედიცინო დოკუმენტაცია, რის გამოც შეუძლებელი გახდა
ექსპერტიზის ჩატარება). სხვა შემთხვევებში ექსპერტიზის ჩაუტარებლობის მიზეზები იყო:
სავარაუდო ინციდენტიდან დიდი დროის გასვლა და დაზიანებათა გაქრობა (ეს შეეხება
დაგვიანებით შემოსულ შეტყობინებებს), ასევე, უარი გამოძიებასთან თანამშრომლობაზე.
ვინაიდან დაზიანებათა ხარისხის განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანია ექსპერტიზის
დროულად ჩატარება, მსხვერპლთა 54%-ის მიმართ სამედიცინო ექსპერტიზა დაინიშნა გამოძიების დაწყების დღესვე, 17%-თან - მეორე დღეს, 7%-ის შემთხვევაში - მესამე
დღეს, ხოლო 22%-თან - ერთი კვირიდან ერთი თვის ვადაში. ეს უკანასკნელი დაინიშნა
ისეთ შემთხვევებზე, სადაც ვერ მოხერხდა ექსპერტთან პირის პირადად წარდგენა და
საჭირო გახდა სამედიცინო დოკუმენტების მოძიება/მოპოვება.
დანიშნული 59 ექსპერტიზიდან პასუხი მიღებულია 27-ზე (46%). 2019 წელს დანიშნული
ექსპერტიზის დასკვნების 45% სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მიიღო 2020 წლის
თებერვალსა და მარტში. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმოებაში არსებულ
სისხლის სამართლის საქმეებზე ექსპერტიზის შედეგები პირდაპირ უკავშირდება შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებას.
132
ინფორმაციის გამოთხოვა აუდიო-ვიდეოჩანაწერების შესახებ
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის
საქმეებზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა სავარაუდო დანაშაულის
ადგილზე განთავსებული ვიდეოსათვალთვალო სისტემის ჩანაწერები (აუდიოვიდეოჩანაწერები). შესაბამისად, აუდიო-ვიდეოჩანაწერებს გამოითხოვენ სხვადასხვა
საჯარო დაწესებულებისა და კერძო პირისაგან.
საგამოძიებო დეპარტამენტმა 58 სისხლის სამართლის საქმეზე 158-ჯერ გამოითხოვა
საქმისთვის მნიშვნელოვანი აუდიო/ვიდეოჩანაწერები სხვადასხვა საჯარო დაწესებულებისა და კერძო პირისგან. აქედან 34% გამოთხოვილია შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ოპერაციების ცენტრიდან (ამჟამინდელი საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი - „112“),1 6% - შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი
მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტიდან,2 5% - შინაგან საქმეთა სამინისტროს
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტიდან,3 3% - სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან,4 41% ფიზიკური და იურიდიული პირისგან.
1 შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრში ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული
ორგანოების (პოლიციის დეპარტამენტები) ადმინისტრაციულ შენობებში დამონტაჟებული სამეთვალყურეო
ვიდეოკამერებისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა სამხრე ვიდეოკამერების ჩანაწერები.
2 შსს-ს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტში ინახება დროებითი მოთავსების
იზოლატორებში დამონტაჟებული სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჩანაწერები.
3 შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში ინახება საპატრულო პოლიციის ავტომანქანების
ვიდეორეგისტრატორით გადაღებული ჩანაწერები.
4 სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დეპარტამენტში ინახება
დაწესებულებებში დამონტაჟებული სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჩანაწერები.
პენიტენციურ
133
განჩინების საფუძველზე აუდიო-ვიდეოჩანაწერების გამოთხოვის 34 შემთხვევაში
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ეცნობა, რომ ჩანაწერები არ იძებნება. კერძოდ,
ჩანაწერი არ/ვერ მიაწოდეს შემდეგმა უწყებებმა/პირებმა: შინაგან საქმეთა სამინისტროს
ერთობლივი ოპერაციების ცენტრი/საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი
„112“ (17 შემთხვევა); კერძო პირები (15 შემთხვევა), შინაგან საქმეთა სამინისტროს
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი (1 შემთხვევა), შინაგან საქმეთა სამინისტროს
სასაზღვრო პოლიცია (1 შემთხვევა).
134
ვინაიდან ჩანაწერების გამოთხოვა ხდება იმ უწყებებიდან, რომელთა თანამშრომლებიც
შესაძლოა მხილებულნი იყვნენ კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში, მათი მიუწოდებლობა აჩენს კითხვის ნიშნებს (მით უფრო, როცა ჩანაწერები მოითხოვება დანაშაულის
შესაძლო ჩადენიდან დაუყოვნებლივ, რამდენიმე დღეში).
აღსანიშნავია, რომ სავარაუდო დანაშულთა 30%-ის ადგილად დასახელებულია
პოლიციის ავტომანქანა, რომლის შიდა პერიმეტრი არ არის აღჭურვილი ვიდეოსათვალთვალო სისტემით. შესაბამისად, ამ სახის ფაქტებზე ჩანაწერების მოპოვება
შეუძლებელია.
რიგ შემთხვევებში, სამართალდამცავი ორგანოების ადმინისტრაციულ შენობებში
განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერების ხარისხი დაბალია, რაც ართულებს მათზე
აღბეჭდილ პირთა იდენტიფიცირებას და ამ პირთა ქმედებების გარჩევას. ასევე, ვიდეოკამერების ხედვის არეალი არ ფარავს ყველა იმ ადგილს, სადაც პროცესის მონაწილე
პირები გადაადგილდებიან.
3.5. სასამართლოში წარდგენილი შუამდგომლობები
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტი გამოძიების პროცესში აქტიურად თანამშრომლობს გენერალურ პროკურატურასთან.
საგამოძიებო დეპარტამენტის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე
გენერალურმა პროკურატურამ სასამართლოში შეიტანა 148 შუამდგომლობა, რომელთაგან ყველა დაკმაყოფილდა (რიგ შემთხვევებში, ერთი შუამდგომლობით მოთხოვნილი
იყო ნებართვა რამდენიმე საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაზე).
სახელმწიფო ინსპექტორის წარმოებაში არსებულ საქმეებზე კერძო საკუთრების,
მფლობელობისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შემზღუდავი საგამოძიებო
მოქმედებების 92% ჩატარდა მოსამართლის წინასწარი თანხმობით. გენერალური
პროკურატურის მიერ სასამართლოში წარდგენილი 148 შუამდგომლობიდან მხოლოდ
8% ეხებოდა გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების
კანონიერად ცნობას.
135
სასამართლოში წარდგენილი 148 შუამდგომლობის უმეტესი ნაწილი (82%) შეეხებოდა
ინფორმაციის გამოთხოვას.
3.6. გენერალური პროკურატურისთვის წარდგენილი დასაბუთებული
წინადადებები
„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო მიმართულების კურატორი მოადგილე
უფლებამოსილია, დასაბუთებული წინადადებით მიმართოს ზედამხედველ პროკურორს.
2019 წლის სისხლის სამართლის საქმეებზე სახელმწიფო ინსპექტორის შესაბამისმა
მოადგილემ საქართველოს გენერალურ პროკურატურას მიმართა 13 დასაბუთებული
წინადადებით, რომელთაგან 9 შეეხებოდა ინფორმაციის გამოთხოვაზე სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვას, 3 - გამოძიების შეწყვეტის მიზანშეწონილობას, ხოლო 1 - სამედიცინო დაწესებულებიდან სამედიცინო დოკუმენტაციის ამოღებას.
გენერალურმა პროკურატურამ გაითვალისწინა ყველა მათგანი.
136
3.7. მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებები
გენერალურმა პროკურატურამ შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიიღო სახელმწიფო
ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის წარმოებაში არსებულ 9
სისხლის სამართლის საქმეზე.
კერძოდ, გამოძიება შეწყდა 2019 წელს დაწყებულ 8 სისხლის სამართლის საქმეზე (მათ
შორის, 1 სხვა უწყებიდან ქვემდებარეობით გადმოგზავნილი). გამოძიების შეწყვეტის
საფუძველი ყველა შემთხვევაში იყო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე
მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი - სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობა. 7 სისხლის სამართლის საქმეს მინიჭებული ჰქონდა
კვალიფიკაცია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“
ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობით), ხოლო
1 საქმეზე გამოძიება მიმდინარეობდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
187-ე მუხლით (ნივთის დაზიანება).
სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 1 პირის მიმართ, საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით (ჩვენების მიცემის იძულება) გათვალისწინებული
დანაშაულის (ორ ეპიზოდში) ბრალდებით. ეს საქმე ამჟამად განიხილება სასამართლოში.
137
4. სამსახურის მიერ საქმიანობის
გასაუმჯობესებლად
განხორციელებული ღონისძიებები
4.1. სტატისტიკის წარმოების მეთოდოლოგიის შემუშავება
შემოსულ შეტყობინებებსა და სისხლის სამართლის საქმეებზე სრულყოფილი სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავებისა და გაანალიზების მიზნით, სამსახურმა, ევროპის საბჭოს მოწვეული ექსპერტის დახმარებით, შეიმუშავა სტატისტიკური მონაცემების
შეგროვებისა და წარმოების ერთიანი მეთოდოლოგია.
შემუშავებული მეთოდოლოგიის თანახმად, სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტი
შეაგროვებს დეტალურ სტატისტიკურ ინფორმაციას სახელმწიფო ინსპექტორის სამსა
ხურში შემოსული შეტყობინებებისა და წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის
საქმეების შესახებ. მეთოდოლოგიით გათვალისწინებული მონაცემები გროვდება
საგანგებოდ შედგენილი ცხრილების საშუალებით, რომლის პარალელურად დაგეგ
მილია შესაბამისი ელექტრონული პროგრამის შექმნა. სტატისტიკური მონაცემების
გარკვეული ნაწილი გროვდება ასევე სისხლის სამართლის საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამის სტატისტიკური მოდულის მეშვეობით.
138
სხვადასხვა პარამეტრის მიხედვით მონაცემების დამუშავება და მათი პერიოდული
გაანალიზება ეხმარება სამსახურს, რომ გამოავლინოს არსებული ტენდენციები, გამოწვევები და შეიმუშაოს მათზე რეაგირების ეფექტიანი ღონისძიებები.
4.2. შეტყობინებების მიღების ელექტრონული სისტემის დანერგვა
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო მიმართულების ვებგვერდის
მეშვეობით (https://stateinspector.ge/ka/place-your-statement) მოქალაქეებს შეუძლიათ
დანაშაულის შესაძლო ნიშნების შესახებ ელექტრონულად შეატყობინონ სამსახურს.
ელექტრონულად მომართვის მექანიზმი კარგი საშუალებაა იმის გათვალისწინებით,
რომ სამსახური ტერიტორიულად მხოლოდ ორ ქალაქში მდებარეობს, აღნიშნული
პლატფორმა კი მთელი საქართველოს მასშტაბით არის ხელმისაწვდომი.
5. გამოწვევები
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს დაუგროვდა რამდენიმეთვიანი საგამოძიებო
გამოცდილება, რომელიც პირველადი დასკვნებისა და ამ ეტაპზე არსებული გამოწვევების იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ სამსახურის საგამოძიებო მიმართულება ინსტიტუციურად შედგა. სამსახური აღჭურვილია კვალიფიციური გამომძიებლებით, სათანადო
ტექნიკითა და ფინანსური სახსრებით. სამსახური ადეკვატურად პასუხობს ყოველდღიურ
გამოწვევებს და ზრუნავს მუდმივ განვითარებაზე.
139
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის წარმოებული
საქმეებისა და საქმიანობის ანალიზი აჩვენებს, რომ მის წინაშე არაერთი (მათ შორის,
საკანონმდებლო) გამოწვევაა:
სახელმწიფო უწყებები და მოქალაქეები შეტყობინებას ან/და ინფორმაციას შესაძლო
დანაშაულის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, რიგ შემთხვევებში, დაგვიანებით უგზავნიან, რაც ართულებს მტკიცებულებების მოპოვებისა და
ეფექტიანი გამოძიების ჩატარების პროცესს. შესაბამისად, გასააქტიურებელია ამ
მიმართულებით უწყებებთან კოორდინაცია და პოტენციური მსხვერპლებისთვის
(მაგალითად, თავისუფლების აღკვეთის, შეზღუდვის დაწესებულებებში მყოფი
პირებისთვის) მეტი ინფორმაციის მიწოდება;
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ დანაშაულთა
გამოძიებისას მნიშვნელოვანია საზოგადოების იმ წევრების (ე.წ. „მიუკერძოებელი
მოწმეების“) ჩართულობა, რომლებიც არ იყვნენ ფაქტის მონაწილეები. სახელმწიფო ინსპექტორის კომპეტენციას მიკუთვნებულ დანაშაულებზე იშვიათია მესამე
პირთა მხრიდან დანაშაულის შეტყობინების ფაქტი, იმ პირობებში, როცა სავარაუდო დანაშაულთა 31%-ის ჩადენის ადგილად განმცხადებლები ქუჩას ასახელებენ;
სახელმწიფო ინსპექტორის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებს
იშვიათად ჰყავს ნეიტრალური მოწმე (შემსწრე მოქალაქე). ასეთის არსებობის
შემთხვევაში, მათი ჩვენება შემოიფარგლება იმის მტკიცებით, რომ ადგილზე ყოფნის
მიუხედავად, არაფერი დაუნახავთ ან/და გაუგიათ. აღნიშნული ფაქტები სამსახურის
მხრიდან საზოგადოების ცნობიერების ამაღლების საჭიროებაზე მიუთითებს;
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის
საქმეებზე დაზარალებულები/პოტენციური დაზარალებულები, ძირითადად, არიან
ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის წესით დაკავებული პირები. შესაბამისად, მათთვის ადმინისტრაციული/სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის
დაკისრების პროცესში უშუალოდ ან/და ირიბად არიან ჩართულნი მათ მიმართ
სავარაუდო ძალადობის ჩამდენი პირები. აღნიშნული გარემოების გამო, როგორც
წესი, ისინი ძალადობის განმახორციელებელი პირების მამხილებელი ჩვენების
მიცემისაგან თავს იკავებენ;
რთულია არასრულწლოვანთა ფსიქოლოგების პოვნა და მათი საგამოძიებო
მოქმედებებში ჩართვა, რაც ხშირად საგამოძიებო მოქმედების გადადების საფუ
ძველი ხდება. ასევე, სამსახურს ჯერჯერობით არ აქვს სპეციალური სივრცე არასრულწლოვანთა გამოკითხვისთვის (ამისთვის საჭირო ფინანსური სახსრები წინა
წელს ვერ გამოიყო);
140
რიგ შემთხვევებში სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტი ვერ მოიპოვებს მნიშვნელოვან ნეიტრალურ მტკიცებულებებს. მნიშვნელოვანი (ნეიტრალური), არსებითი ხასიათის მტკიცებულებაა პოლიციელთა სამხრე კამერების, მათი ავტომანქანის
ვიდეორეგისტრატორისა და სამართალდამცავი ორგანოების ადმინისტრაციულ შენობებში განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერები. პრაქტიკის ანალიზი
ცხადყოფს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს სისხლის სამართლის
ცალკეულ საქმეზე არ მიაწოდეს ჩანაწერები, რის მიზეზადაც უთითებენ, რომ ჩანაწერები მყარ დისკზე არ მოიპოვება. ვინაიდან ჩანაწერების გამოთხოვა ხდება იმ უწყებებიდან, რომელთა თანამშრომლებიც შესაძლოა მხილებულნი იყვნენ კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში, ჩანაწერების მიუწოდებლობა აჩენს კითხვის ნიშნებს
(მით უფრო, როცა ჩანაწერები მოითხოვება დანაშაულის შესაძლო ჩადენიდან
დაუყოვნებლივ, რამდენიმე დღეში). ვინაიდან შეტყობინებათა ნაწილი საგამოძიებო
დეპარტამენტში შემოდის დანაშაულის ჩადენიდან გარკვეული დროის გასვლის
შემდგომ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მიმართავს შინაგან საქმეთა
სამინისტროს, მოსამართლის განჩინების აღებამდე, შესაძლო დანაშაულის ფაქტის
ამსახველი ჩანაწერების დროებით შენახვის/დაარქივების თხოვნით, რასაც სამინისტრო არ ითვალისწინებს. ასევე, სავარაუდო დანაშაულთა 30%-ის ჩადენის ადგილად დასახელებულია პოლიციის ავტომანქანა, რომლის შიდა პერიმეტრი არ
არის აღჭურვილი ვიდეოსათვალთვალო სისტემით. შესაბამისად, ამგვარ ფაქტებზე
ჩანაწერების მოპოვება შეუძლებელია. რიგ შემთხვევებში, სამართალდამცავი
ორგანოების ადმინისტრაციულ შენობებში განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერები დაბალი ხარისხისაა, რაც ართულებს მათზე აღბეჭდილ პირთა იდენტიფიცირებას და მათი ქმედებების გარჩევას. ასევე, ვიდეოკამერების არეალი არ ფარავს
ყველა იმ ადგილს, სადაც პროცესის მონაწილეები გადაადგილდებიან. ეფექტიანი
გამოძიებისთვის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს სჭირდება, რომ სამართალდამცავმა უწყებებმა მიიღონ შესაბამისი ზომები ჩანაწერების წაშლის გამოსარიცხად, ასევე, ჩანაწერმა სრულად მოიცვას ადმინისტრაციული შენობების ის
სივრცეები, სადაც უწევთ ყოფნა და გადაადგილება პროცესის მონაწილეებს. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა გაატაროს ღონისძიებები პოლიციის
ავტომანქანების კამერებით აღჭურვისა და ადმინისტრაციულ შენობებში დაბალი
ხარისხისა და პარამეტრების კამერების ჩასანაცვლებლად; ჩანაწერების შენახვის
ვადა გაიზარდოს ან შემუშავდეს მათი დროებით შენახვის მექანიზმები;
141
სირთულეს ქმნის ექსპერტიზის ჩატარება. ექსპერტი არ არის ხელმისაწვდომი არასამუშაო საათებსა და უქმე დღეებში, რაც შეუძლებელს ხდის მსხვერპლის ექსპერტთან წარდგენას და არსებული დაზიანებების დაუყოვნებლივ ფიქსაციას. ასევე, გვიანდება ექსპერტიზის დასკვნების მიღება, რაც აფერხებს საქმეზე სხვა მოქმედებათა
დაგეგმვასა და შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების პროცესს. ექსპერტიზასთან დაკავშირებული საკითხები სამსახურისთვის მეტად მნიშვნელოვანია,
რადგან პირდაპირ კავშირშია დროულ და ეფექტიან გამოძიებასთან;
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, რომელიც პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოა და პასუხისმგებელია ეფექტიან, მიუკერძოებელ გამოძიებაზე, კანონით არ აქვს მინიჭებული
უფლებამოსილება, დამოუკიდებლად (პროკურორის ჩარევის გარეშე) მიიღოს
გადაწყვეტილებები მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაზე,
როგორიცაა: ჩხრეკა, ამოღება, რიგ შემთხვევებში, დათვალიერება, გამოძიების
დროს მოწმის სასამართლოში დაკითხვა, კომპიუტერულ მონაცემთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებებისა (მათ შორის, დოკუმენტის ან ინფორმაციის
გამოთხოვა) და ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. ასევე დამოუკი
დებლად ვერ იღებს გადაწყვეტილებას ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებაზე. ასევე, პროკურორს უფლება აქვს, გამომძიებელს მისცეს სავალდებულო
მითითებები, მათ შორის, იმ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარებაზე, რომლებზე
გადაწყვეტილების მიღების უფლებაც, დღევანდელი კანონმდებლობით, გამომძიებელს აქვს. სხვა სახელმწიფო სტრუქტურაზე ამგვარი მიჯაჭვულობა სრულად
ვერ უზრუნველყოფს სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას. შესაბამისად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის მნიშვნელოვანია
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაწყებული საგამოძიებო და საპროკურორო
უფლებამოსილებების გამიჯვნის რეფორმის დროულად განხორციელება, მით
უფრო, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან მიმართებით (სამსახური დაკომპლექტებულია ღია, გამჭვირვალე და მრავალეტაპიანი კონკურსით შერჩეული
მაღალკვალიფიციური გამომძიებლებით, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ მოსამართლისა და პროკურორის დონის საკვალიფიკაციო გამოცდა. შესაბამისად, ისინი
უზრუნველყოფენ ეფექტიანი გამოძიების დამოუკიდებლად ჩატარებას);1
1
საპროკურორო და საგამოძიებო უფლებამოსილების გამიჯვნის რეფორმა ჯერ კიდევ 2019 წლის
მარტში პოზიტიურად შეაფასა ვენეციის კომისიამ - https://www.venice.coe.int/webforms/documents/?pdf=CDL-AD(2019)006-e#
142
„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად,
სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილესა და ინსპექტორს უფლება აქვთ, მიმართონ
გენერალურ პროკურატურას სხვადასხვა საკითხზე, დასაბუთებული წინადადებებით
(ეს შეიძლება იყოს გამოსაძიებლად გადაცემა, საქმის მასალების გაცნობა,
სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/
და გამოძიების შეწყვეტის მიზანშეწონილობა, კერძო საკუთრების, მფლობელობის
ან პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შემზღუდავი საგამოძიებო მოქმედების ან
საპროცესო მოქმედების ჩატარება). თუმცა, კანონი არ ითვალისწინებს პროკურატურის უარის სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობას. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის აღნიშნული გადაწყვეტილებების სასამართლოში გასაჩივრების უფლებამოსილების მინიჭება და ამ პროცესზე სასამართლო კონტროლის
დაწესება, გაზრდის ნდობას სამსახურის წარმოებაში არსებულ საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ;
კანონით არ არის გაწერილი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის
უფლებამოსილება, დასაბუთებული წინადადებით მიმართოს შესაბამისი უწყების
გენერალურ ინსპექციას, თუ დადასტურდა მოხელის მხრიდან დისციპლინური
გადაცდომა, არც ასეთი წინადადების მიმღები უწყების პასუხისმგებლობა და
მისი განხილვის პროცედურები. სამსახურმა ერთი სისხლის სამართლის საქმეზე
მიმართა სამართალდამცავი უწყების გენერალურ ინსპექციას და ამგვარი წესების
არარსებობის პირობებში დღემდე უცნობია მიღებული გადაწყვეტილების შესახებ;
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის გამოწვევაა მოსახლეობის ინფორმირება სამსახურისა და მისი ფუნქციების შესახებ. ხშირია მომართვიანობა ისეთ ქმედებებზე, რომლებიც არ არის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარე
ან/და შეეხება 2019 წლის 1-ელ ნოემბრამდე მომხდარ ფაქტებს. ასევე, პოლიციელთა მხრიდან დანაშაულის შესაძლო ჩადენის შესახებ მოქალაქეები ხშირად
მიმართავენ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას და არა
პირდაპირ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს;
სამსახურისთვის ასევე გამოწვევაა ინფრასტრუქტურული საკითხი. საგამოძიებო
დეპარტამენტის აღმოსავლეთის სამმართველო დღემდე განთავსებულია იჯარით
აღებულ ფართში, რისთვისაც სამსახურის (სახელმწიფო) ბიუჯეტიდან ყოველთვიურად სოლიდური თანხის გადახდა ხდება. მიუხედავად არაერთჯერადი
თხოვნისა, სამსახურისთვის დღემდე ვერ მოხერხდა სათანადო ფართის გამოყოფა;
143
საგამოძიებო დეპარტამენტის ორი ოფისიდან (თბილისიდან და ქუთაისიდან) რთულია ყველა რეგიონის დაფარვა და შეუძლებელია შემთხვევის ადგილზე დაუყო
ვნებლივ გამოცხადება. პრაქტიკაში მნიშვნელოვან სირთულეებს ქმნის შემთხვევები, როდესაც სავარაუდო მსხვერპლი ან/და გამოსაკითხი პირები ცხოვრობენ/
მუშაობენ საგამოძიებო ორგანოს ადმინისტრაციული შენობიდან ტერიტორიულად
დაშორებულ ადგილას, რაც, ერთი მხრივ, აფერხებს მოწმეების გამოცხადებას,
ხოლო მეორე მხრივ, ართულებს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას შესაბამის
ტერიტორიულ დანაყოფში ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო.
144
145
146
VII. თანამშრომლობა სახალხო
დამცველის აპარატსა და
არასამთავრობო სექტორთან
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური სახალხო დამცველის აპარატსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობს როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის,
ასევე საგამოძიებო ფუნქციასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
სახელმწიფო ინსპექტორი პერიოდულად ხვდება სახალხო დამცველის აპარატისა და
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მართავს ერთობლივ სამუშაო
შეხვედრებს, აწვდის ინფორმაციას სამსახურის საქმიანობის შესახებ, მათთან ერთად
ჩართულია კვლევებსა და საინფორმაციო კამპანიებში.
2019 წელს პერსონალურ მონაცემთა დარღვევის ფაქტებზე სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურს არასამთავრობო ორგანიზაციებმა მომართეს შვიდ ფაქტზე. მომართვები
ძირითადად შეეხებოდა მონაცემთა სუბიექტის უფლებების დარღვევას და ინფორმაციის გასაჯაროებას.
რაც შეეხება საგამოძიებო მიმართულებას, 2019 წლის ნოემბერ-დეკემბერში სახალხო
დამცველის აპარატიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში შემოვიდა 12 წერილი
(5 მათგანი იყო შეტყობინება შესაძლო დანაშაულის ჩადენაზე, 5 წერილით მოითხოვებოდა ინფორმაცია კონკრეტულ ფაქტზე განხორციელებული რეაგირების შესახებ, 2
შეეხებოდა სტატისტიკური ინფორმაციის მოთხოვნას). არასამთავრობო ორგანიზაციებიდან შემოვიდა 6 წერილი (4 მათგანი შეეხებოდა ინფორმაციას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის არაქვემდებარე სავარაუდო დანაშაულზე, 1 წერილი მოითხოვდა
ცნობას კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების თაობაზე,
ხოლო 1 წერილი - ინფორმაციას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამომძიებლის
ვაკანსიაზე შემოსული განაცხადების შესახებ). ყველა წერილს კანონით დადგენილ
ვადაში ამომწურავი და დასაბუთებული პასუხი გაეცა.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური სახალხო დამცველს (წერილობით ან შეხვედრის გზით) აწვდის ინფორმაციას სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და მოთხოვნის შემთხვევაში, აცნობს სისხლის სამართლის საქმის
მასალებს.
147
არასამთავრობო ორგანიზაციები წარმომადგენლების სახით ჩართულნი არიან
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის წარმოებაში არსებულ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეში. სამსახური მუდმივ რეჟიმში აწვდის მათ
ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობაზე და ისმენს მათ მოსაზრებებს ჩატარებული
და ჩასატარებელი საგამოძიებო მოქმედებების შესახებ.
148
149
150
VIII. საზოგადოებასთან ურთიერთობა
ნებისმიერი ორგანიზაციის იმიჯი და რეპუტაცია მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული
საზოგადოებასთან სწორ და ეფექტიან კომუნიკაციაზე. სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურის საქმიანობა ეფუძნება საზოგადოებასთან ანგარიშვალდებულების, ღიაობისა და გამჭვირვალობის პრინციპებს. ინფორმირებულ წრეებში კარგი რეპუტაციის
მიუხედავად, ახლად ფორმირებული სამსახურისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება
საზოგადოების ფართო წრეებში ცნობადობის ამაღლება. ამასთან, სამსახურის მიმართ
არსებული მაღალი მოლოდინები ზრდის მიზნობრივ ჯგუფებთან სწორი კომუნიკაციის
მნიშვნელობას. 2019 წლიდან ამ საკითხის აქტუალობა სამსახურის მანდატის გაფართოებამ, ახალი საგამოძიებო ფუნქციის ამოქმედებამ და სამსახურის რებრენდინგმა
კიდევ უფრო გაზარდა.
გასულ წელს აქტიურად მიმდინარეობდა საზოგადოებასთან კომუნიკაცია მასობრივი
ინფორმაციის საშუალებებითა და სოციალური მედიით. სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახური ორიენტირებული იყო ინფორმაციის პროაქტიულად გავრცელებაზე. 2019
წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მედიაში 2947-ჯერ გამოჩნდა, მათ შორის:
ტელევიზიაში - 1705-ჯერ, პრესაში - 842-ჯერ, ინტერნეტით - 310-ჯერ და რადიო სივრცეში
- 90-ჯერ (აღნიშნული მონაცემები მოწოდებულია კვლევითი კომპანია „აიფიემის“ მიერ).
სამსახური სოციალურ მედიას აქტიურად იყენებს საზოგადოების დროული ინფორმირებისა და ცნობიერების ამაღლებისათვის. 2019 წელს გაიზარდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ოფიციალური Facebook გვერდის ვიზიტორთა სია. 2018 წელს სამსახურის ოფიციალურ Facebook გვერდს ეწვია 9 892, ხოლო 2019 წელს - 23 890 ვიზიტორი.
სამსახური გამოხატავდა სრულ მზაობას მედია საშუალებებთან თანამშრომლობისა
და საზოგადოებისათვის აქტუალურ კითხვებზე პასუხების გასაცემად. საზოგადოებას
სისტემატურად მიეწოდებოდა ინფორმაცია მაღალი საჯარო ინტერესის სისხლის
სამართლის საქმეებზე. 2019 წელს სამსახურმა ამ მიმართულებით გაავრცელა 15
რელიზი. გარდა ამისა, სახელმწიფო ინსპექტორი ბრიფინგებსა თუ პრესკონფერენციებზე პირადად ხვდებოდა ყველა მედიასაშუალების წარმომადგენელს და,
კომპეტენციის ფარგლებში, აწვდიდა მაქსიმალურად ამომწურავ ინფორმაციას. ამასთან, სახელმწიფო ინსპექტორმა ჟურნალისტებისათვის გამართა დამატებით 2 შეხვედრა: ერთი - საგამოძიებო ფუნქციის ამოქმედებასთან, ხოლო მეორე - ჟურნალისტური
საქმიანობისას პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობასთან დაკავშირებით.
151
1. ახალი ვებგვერდის შექმნა
2019 წლის დასაწყისში, საზოგადოებასთან კომუნიკაციის გაუმჯობესებისა და უკეთ
ინფორმირების მიზნით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით ამოქმედდა
ახალი ვებგვერდი (www.personaldata.ge). პერსონალური მონაცემების დაცვისა და
საგამოძიებო მიმართულების განსხვავებული ბუნებიდან გამომდინარე, სამსახურმა
მიიღო დამატებითი ვებგვერდის შექმნის გადაწყვეტილება. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულების ვებგვერდმა (www.personaldata.ge), რომელიც 2019 წლის
იანვარში განახლებული სახით ამოქმედდა, შეინარჩუნა იერსახე და ინფორმაცია,
ხოლო საგამოძიებო ფუნქციასთან დაკავშირებული ინფორმაციის მარტივად ხელმისაწვდომობისათვის, შეიქმნა ახალი მისამართი www.stateinspector.ge. ორივე ვებგვერდი
გაერთიანდა სამსახურის მთავარი გვერდის (www.sis.gov.ge) ქვეშ.
ვებგვერდები ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით მომზადდა. ეს არის თანამედროვე, ინტერაქტიული და მომხმარებელზე
ორიენტირებული ციფრული სივრცე, რომელიც სრულად არის ადაპტირებული უსინათლო და მცირედმხედველი მოქალაქეებისათვის. აღნიშნულ ვებგვერდებზე თავსდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ყველა მიმდინარე სიახლე და განცხადება.
ამასთან, მათი საშუალებით ნებისმიერ დაინტერესებულ პირს 24 საათის განმავლობაში
ეძლევა დისტანციურად მომართვის შესაძლებლობა.
152
2. კომუნიკაციის სტრატეგიის
შემუშავება
საზოგადოებაში ცნობადობის, სანდოობის გაზრდის და ეფექტიანი კომუნიკაციის
აწყობის მიზნით, ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობით, გასულ წელს მომზადდა
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის კომუნიკაციის სტრატეგია.
დოკუმენტი განსაზღვრავს სამსახურის კომუნიკაციის მიმართულებებს, მიზნებს, აუდიტორიას, კომუნიკაციის გზებსა და პოზიტიური კომუნიკაციის შედეგებს. დოკუმენტში
153
დეტალურად არის აღწერილი მოსალოდნელი რისკები, გამოწვევები, სამსახურის ძლიერი მხარეები და შესაძლებლობები. სამიზნე აუდიტორიად განსაზღვრულია საზოგადოების ფართო წრეები, მათ შორის, სტუდენტები და ახალგაზრდები; სამართალდამცავი უწყებები; სხვა საჯარო უწყებები; საერთაშორისო ორგანიზაციები; სამოქალაქო
სექტორი; სახალხო დამცველის აპარატი; იურიდიული და აკადემიური წრეების წარმომადგენლები; ცენტრალური და რეგიონული მედია. კომუნიკაციის სტრატეგია თითოეულ
მიზნობრივ ჯგუფთან შესაბამისი ღონისძიებებისა და აქტიური საინფორმაციო კამპანიების დაგეგმვას ითვალისწინებს.
კომუნიკაციის სტრატეგიის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებათა მიზანია:
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ცნობადობის ზრდა, მის შესახებ სწორი
განწყობებისა და მოლოდინების ჩამოყალიბება, მედიასთან ეფექტიანი კომუნიკაციის
დამყარება, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, როგორც მაღალკვალიფიციური
და ადამიანის უფლებათა დაცვაზე ორიენტირებული უწყების, პოზიციონირების მხარდაჭერა და ობიექტური, სანდო და დამოუკიდებელი უწყების იმიჯის ფორმირება.
3. საზოგადოების ცნობადობის ზრდა
2019 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის პრიორიტეტი იყო პერსონალურ
მონაცემთა დაცვის თემაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. შედეგად, საჯარო
და კერძო სექტორის, მათ შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების,
სკოლების, უნივერსიტეტებისა და სამედიცინო დაწესებულებების 600-ზე მეტ წარმომადგენელს მიეცა მონაცემთა დაცვის თემაზე ცოდნის შეძენისა და გაღრმავების შესაძლებლობა.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის საშუალებებსა და მნიშვნელობაზე, ასევე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და მისი საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირების მიზნით, საანგარიშო პერიოდში არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება და
ცნობიერების ამაღლების კამპანია ჩატარდა, მათ შორის:
2019 წელს პირველად ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა სახელმწიფო ზრუნვის
ქვეშ მყოფი არასრულწლოვნებისთვის პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებზე. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენლებმა არასრულწლოვნებს ამომწურავად მიაწოდეს ინფორმაცია მონაცემთა დაცვის კუთხით საკუთარი
უფლებებისა და მათი დაცვის მექანიზმების შესახებ;
154
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დაინტერესებულ მოქალაქეებს კვლავ სთავაზობდა უსასყიდლო ტრენინგებს პერსონალური მონაცემების დაცვის თემაზე.
ტრენინგები ტარდებოდა ყოველთვიურად, რომლის ფარგლებში 150-მდე დაინტერესებულმა პირმა მიიღო ინფორმაცია მათი უფლებებისა და მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე;
2019 წელს გაგრძელდა სამუშაო შეხვედრების ციკლი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის. ადგილობრივი თვითმმართველობის 80-ზე მეტი
წარმომადგენელი გადამზადდა;
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საანგარიშო პერიოდში პირველად შეიმუშავა ტრენინგმოდული ჯანდაცვის სფეროში პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ, რომელიც აღნიშნულ სექტორზე მორგებული სასწავლო პროგრამაა
და შედგენილია ჯანდაცვის სფეროს სპეციფიკის გათვალისწინებით. სასწავლო
პროგრამის მიზანია, ჯანდაცვის სფეროში მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის
დამკვიდრება და არსებული ნაკლოვანებების/ხარვეზების გამოსწორება. პროგრამის დანერგვა და აქტიურად ამოქმედება მიმდინარე წლიდან იგეგმება;
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, საქართველოს ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით, მოამზადა რეკომენდაცია „კომერციული ბანკის მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ“. აღნიშნული დოკუმენტი მიზნად ისახავს
საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების დახმარებას კანონმდებლობის
მოთხოვნების დაცვაში მათი კლიენტების პერსონალური მონაცემების დამუშავებისას. რეკომენდაციის საზოგადოებისთვის წარდგენასთან ერთად, ინსპექტორის
სამსახურსა და ეროვნულ ბანკს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის
მემორანდუმი;
ევროპის საბჭოს დისტანციური სწავლების პლატფორმის (HELP) ფარგლებში
2019 წელს საქართველოში პირველად დაინერგა ელექტრონული კურსი პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის თემაზე.
კურსი განკუთვნილია პრაქტიკოსი იურისტებისთვის და შედგება 10 მოდულისგან.
პირველი სამი მოდული ფარავს საბაზისო სამართლებრივ მექანიზმებს ევროპაში,
ინსტიტუტებს, რომლებიც მუშაობენ მონაცემთა დაცვის და პირადი ცხოვრების
ხელშეუხებლობის საკითხებზე და ამ სფეროში არსებულ ძირითად კონცეფციებს.
ხოლო მომდევნო შვიდი მოდული შეეხება სამედიცინო მონაცემებს, მედიას, ახალ
ტექნოლოგიებს, ელექტრონულ კომუნიკაციებს, სამუშაო ადგილზე თვალთვალს,
აღსრულების მექანიზმს და მონაცემთა ტრანსსასაზღვრო გადაცემას. პირველ ეტა-
155
პზე კურსს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლები გადიან, ხოლო
შემდგომში იგი ხელმისაწვდომი იქნება სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებისა
და დაინტერესებული პირებისათვის;
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და ევროპის საბჭოს აქტიური თანამშრომლობით, საანგარიშო პერიოდში გამოიცა მონაცემთა დაცვის ევროპული
სამართლის სახელმძღვანელო და „მედიასივრცეში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის სახელმძღვანელო პრინციპები“. მათი ქართულ ენაზე თარგმნა
და გამოქვეყნება როგორც ცნობიერების ამაღლებას, ასევე მონაცემთა დაცვის
მიმართულებით პრაქტიკის გაუმჯობესებას და მაღალი სტანდარტების დანერგვას ისახავს მიზნად. აღნიშნული სახელმძღვანელოები აქტიურად ვრცელდება
მიზნობრივ ჯგუფებსა და დაინტერესებულ პირებთან;
2019 წლის დასაწყისში სამსახურმა მოამზადა საიმიჯო ვიდეორგოლი, რომელიც
პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობას ეხება. ვიდეორგოლი ტელევიზიებსა და სოციალურ ქსელებში გავრცელდა. მხოლოდ ვებგვერდისა და სოციალურ ქსელ Facebook-ით იგი 163 000-მა მომხმარებელმა ნახა;
მომზადდა თემატური (ვიდეოთვალთვალი, პირდაპირი მარკეტინგი, ჯანდაცვა და
ა.შ.) საინფორმაციო ბარათები, რომლებიც განთავსდა სამსახურის ოფიციალურ
Facebook გვერდზე.
156
157
158
IX. საერთაშორისო თანამშრომლობა
2019 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი
საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სხვა ქვეყნების კოლეგა უწყებებთან ეფექტიანი
თანამშრომლობა იყო.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმასა და კონფერენციაში. ასევე, სამსახური აქტიურად იყო ჩართული
სხვადასხვა სახის საერთაშორისო დოკუმენტის შემუშავებაში. კერძოდ, სამსახური
მონაწილეობდა ევროპის საბჭოს 108-ე კონვენციის საკონსულტაციო კომიტეტის მიერ
ხელოვნურ ინტელექტსა და მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული სახელმძღვანელოს
შემუშავების პროცესში. ასევე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური წარმოადგენდა
საქართველოს სტრასბურგში, ევროპის საბჭოს ხელოვნური ინტელექტის საკითხზე
მომუშავე სპეციალური კომიტეტის (CAHAI) პირველ სამუშაო შეხვედრაზე. კომიტეტი
აერთიანებს ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების ექსპერტებს, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციისა და დამკვირვებელი ქვეყნის წარმომადგენლებს. ადამიანის
უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ევროპის საბჭოს აღიარებულ
სტანდარტებზე დაყრდნობით, კომიტეტი შეაფასებს ხელოვნური ინტელექტის განვითარების, შექმნისა და გამოყენების საერთაშორისო დონეზე რეგულირების საჭიროებას.
2019 წელს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ორგანიზებით, საქართველომ
პირველად უმასპინძლა ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების
საგაზაფხულო კონფერენციას, რომელიც პერსონალური მონაცემების დაცვის სფეროში
უმაღლესი დონის საერთაშორისო ფორუმია. კონფერენციაში მონაწილეობდა 100-მდე
მაღალი რანგის დელეგატი, მათ შორის, ევროპის მონაცემთა დაცვის უწყებათა პირველი
პირები. კონფერენციის მონაწილეებმა იმსჯელეს ისეთ გამოწვევებზე, როგორიცაა ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციის (GDPR) დანერგვა, ბავშვთა პირადი
ცხოვრების დაცვა, მონაცემთა დაცვაში საერთაშორისო ორგანიზაციების როლი.
ევროპელი ექსპერტების მონაწილეობით შემუშავებული საკანონმდებლო წინადადებების საფუძველზე, მომზადდა და საქართველოს პარლამენტს წარედგინა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, რომელიც ხელს
შეუწყობს ქართული კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციას, ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულებასა და ქვეყანაში
პერსონალური მონაცემების დაცვის სტანდარტის ამაღლებას.
159
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ორგანიზებით, 2019 წელს ქართულ ენაზე
ითარგმნა ევროკავშირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი დოკუმენტი
- ევროპის პარლამენტისა და ევროპის საბჭოს 2016 წლის 27 აპრილის დირექტივა
„კომპეტენტური ორგანოების მიერ დანაშაულების პრევენციის, გამოძიების, დადგენის ან სისხლისსამართლებრივი დევნის ან სასჯელთა აღსრულების მიზნით პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისას ფიზიკურ პირთა დაცვის, მონაცემთა თავისუფალი
მიმოცვლისა და საბჭოს 2008/977/JHA ჩარჩო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ“
(ე.წ. „საპოლიციო დირექტივა“), რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
სამართლებრივი ინსტრუმენტია. დოკუმენტის თარგმნას მხარი დაუჭირა ევროკავშირმა
და საქართველოში გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისმა
(OHCHR). საპოლიციო დირექტივის ქართული ვერსია განთავსდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ვებგვერდზე და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის.
ზემოაღნიშნულის გარდა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ყოველწლიურად
უტარებს სამართლებრივ ექსპერტიზას საქართველოს მიერ გასაფორმებელ საერთაშორისო შეთანხმებებს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველსაყოფად. 2019 წელს ექსპერტიზა ჩაუტარდა 22 საერთაშორისო შეთანხმების
პროექტს და გაიცა 14 რეკომენდაცია.
ასევე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობდა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების დღის
წესრიგით გათვალისწინებულ და სხვა საერთაშორისო ვალდებულებათა შესრულების
პროცესში.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აქტიურად უჭერს მხარს „პერსონალური მონაცემების ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ“ მოდერნიზებული
108+ კონვენციის ხელმოწერის პროცესის დაჩქარებას და იმედოვნებს, რომ 2020 წელს
საქართველო აღნიშნული კონვენციის მესამე დამატებით ოქმს მოაწერს ხელს. დოკუმენტზე ხელმოწერით საქართველო კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამს ადამიანის უფლებათა
საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებისაკენ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ
ახალი კანონპროექტი სრულად ეხმიანება 108+ კონვენციის თანამედროვე მოთხოვნებს,
რაც მნიშვნელოვნად დააჩქარებს და გაამარტივებს მომავალში მოდერნიზებული
კონვენციის ეროვნულ დონეზე იმპლემენტაციის პროცესს.
160
ახალი სახელმწიფო ინსპექტორის არჩევისა და სამსახურის ფუნქციების გაზრდის
პარალელურად, 2019 წლის მეორე ნახევარში აქტიურად გაიმართა შეხვედრები
საერთაშორისო ორგანიზაციების ადგილობრივ წარმომადგენლობებთან. კერძოდ,
შეხვედრები შედგა ევროპის საბჭოს, ევროპის კავშირის, საქართველოში გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისის, გაეროს ბავშვთა ფონდის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან.
განხორციელებული შეხვედრების ფარგლებში, განიხილებოდა სამსახურის წინაშე არსებული გამოწვევები, პრიორიტეტები, საჭიროებები და სამომავლო თანამშრომლობის
პერსპექტივები. მათ შორის, აქცენტი კეთდებოდა საგამოძიებო მიმართულების ამოქმედებასა და პერსონალური მონაცემების დაცვის თემაზე პარლამენტში წარდგენილი
ახალი კანონპროექტის სწორი იმპლემენტაციის აუცილებლობაზე.
162
163
164
X. სამომავლო გეგმები
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 2020 წლის გეგმები მიზნად ისახავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესებას, საგამოძიებო მიმართულების
განვითარებას და სამსახურის საქმიანობის ხარისხის კიდევ უფრო გაზრდას.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესებისა და პერსონალურ
მონაცემთა დამუშავების ეფექტიანი კონტროლის მიზნით, სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახური შემდეგ ღონისძიებებს გეგმავს:
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის მიღების პროცესის ხელშეწყობა;
სხვადასხვა სექტორის მონაცემთა დამმუშავებლებთან თემატური სამუშაო შეხვედრების გამართვა;
გეგმიური შემოწმებების (ინსპექტირებების) ჩატარების (მაღალრისკიანი სფეროების
იდენტიფიცირების) კრიტერიუმების გაწერა, რომელთა საფუძველზე შემუშავდება
2021 წლის გეგმა;
რეგიონებში შემოწმებების (ინსპექტირებების) გააქტიურება;
სამსახურის მიერ გაცემული დავალებებისა და რეკომენდაციების მონიტორინგის
მექანიზმის გაძლიერება;
მონაცემთა დამმუშავებელი უწყებების მაკონტროლებელ სხვა ორგანოებთან
კოორდინაციის მექანიზმების დახვეწა;
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტის კომენტარების შემუშავება;
სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებისთვის თემატური სასწავლო პროგრამების მომზადება;
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებათა
თემატური კრებულების მომზადება;
ტრენერთა ტრენინგების (TOT) ჩატარება თანამშრომელთათვის, რომლებიც თავის
მხრივ, მონაცემთა დამმუშავებლებს დაეხმარებიან მათი თანამშრომლების გადამზადებაში;
სტატისტიკის წარმოების მეთოდოლოგიის გაწერა და შესაბამისი დოკუმენტის
მომზადება;
165
პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე კონსულტაციების გაწევის სტანდარტის შემუშავება და დანერგვა;
მეთოდოლოგიის შემუშავება პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის
შესაფასებლად;
საქართველოს ყველა რეგიონში საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიების ორგანიზება, რომლებშიც აქტიურად ჩაერთვებიან „პერსონალურ მონაცემთა
დაცვის ელჩები“;
საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობა და პერსონალურ
მონაცემთა დაცვის საკითხებთან დაკავშირებული სასწავლო კურსების ინიცირება;
„პერსონალური მონაცემების ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის
შესახებ“ მოდერნიზებული 108+ კონვენციის ხელმოწერის პროცესის ხელშეწყობა.
გამოძიების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური
შემდეგ ღონისძიებებს გეგმავს:
სხვა საგამოძიებო უწყებებთან აქტიური თანამშრომლობა დანაშულის პრევენციისა
და გამოძიების პროცესში კოორდინაციის გაზრდის მიზნით;
„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილებების წინადადების მომზადება, რომელიც შეეხება სამსახურის წინაშე
არსებულ საკანონმდებლო გამოწვევებს;
საგამოძიებო და საპროკურორო უფლებამოსილებების გამიჯვნის რეფორმის
პროცესში აქტიურად ჩართვა და მხარდაჭერა;
სამსახურის ტერიტორიული ხელმისაწვდომობის გაზრდა. 2020 წელს სამსახურს
დაემატება მინიმუმ ერთი ოფისი ბათუმში, სადაც თბილისისა და ქუთაისის შემდეგ
ყველაზე მაღალი მომართვიანობაა. შესაბამისად, გაიზრდება გამომძიებელთა
რაოდენობაც;
არასრულწლოვანთა ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის მიზნით, სახელმწიფო ინსპე
ქტორის სამსახურის სარგებლობაში არსებულ ოფისში (ამ ეტაპზე ქუთაისში) არასრულწლოვანზე მორგებული სივრცის მოწყობა;
არასრულწლოვანთა ფსიქოლოგებთან ხელშეკრულებების გაფორმება, საგამოძიებო პროცესში მათი შეუფერხებელი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად;
გამომძიებელთა შეფასების სისტემის დანერგვა, რაც ეფექტიანი გამოძიების
წარმოებისთვის მნიშვნელოვანია;
166
გამომძიებელთა კვალიფიკაციის ამაღლება (მათ შორის, მსხვერპლებისა და
მოწმეების გამოკითხვის ტექნიკებში) საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი
გამოძიების ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით;
სტაჟირების სისტემის დანერგვა, რაც სამსახურს ახალი კადრების გაზრდის
შესაძლებლობას მისცემს;
დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმების შესახებ საუკეთესო პრაქტიკის
გაცნობა;
შემუშავებული კანონქვემდებარე აქტების საერთაშორისო ექსპერტიზა.
საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესების, სამსახურის განვითარებისა და გამჭვირვალობის
გაზრდის მიზნით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური შემდეგ ღონისძიებებს გეგმავს:
არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით, საკონსულტაციო
საბჭოს შექმნა, რომელსაც სახელმწიფო ინსპექტორი წარუდგენს თავისი საქმიანო
ბის ანგარიშს, რეკომენდაციებისა და წინადადებების მიღების მიზნით;
შიდა კომუნიკაციის სისტემის შემუშავება;
თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა;
შეფასებისა და წახალისების სისტემის დახვეწა;
კოლეგიური ორგანოს შექმნა, რომელიც განიხილავს საგამოძიებო დეპარტამენტის
თანამშრომელთა დასჯის, წახალისებისა და დაწინაურების საკითხებს;
საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით აქტიური მუშაობა (მაგალითად,
საინფორმაციო მასალის მომზადება და მათ შესაბამის უწყებებში (სამართალდამცავ ორგანოებში, თავისუფლების შეზღუდვისა და აღკვეთის დაწესებულებებში)
განთავსება;
საზოგადოებასთან კომუნიკაციის მრავალფეროვანი არხებისა და საშუალებების
გამოყენება (მათ შორის, რეგიონულ დონეზე);
სამსახურის მიერ ცნობადობის გაზრდის კუთხით განხორციელებულ აქტივობათა
შედეგების შესაფასებლად ინდიკატორების შემუშავება;
სამსახურის შესახებ საზოგადოებრივი აზრის კვლევის ჩატარება;
საერთაშორისო ურთიერთობების სტრატეგიის შემუშავება;
საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ფორმატებთან აქტიური თანამშრომლობა.