საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტისა და მისი თანმდევი პროექტების (№07-2/402; 18.10.2019) მეორე მოსმენით განხილვის ვადის სამი თვით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-04-13
ბიუროს ნომერი 342
📜 ტექსტი
წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-4816/20
06-04-2020
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილია საქართველოს კანონის პროექტები „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და
ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ
საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/402; 18.10.2019).
კანონპროექტებზე
წამყვანი
კომიტეტია
იურიდიულ
საკითხთა
კომიტეტი.
კანონპროექტები საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული იქნა
17 მარტს. კანონის პროექტებს კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვა უწევს
7 აპრილს.
გამომდინარე იქიდან, რომ კანონპროექტების მეორე მოსმენით კომიტეტის სხდომაზე
განხილვა, ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, ვერ ხერხდება რეგლამენტით
დადგენილ ვადაში - მოგმართავთ თხოვნით, რომ კანონპროექტების განხილვის ვადა
გაგრძელდეს 3 თვით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge