საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (№07-3/226; 20.09.2018) საქართველოს კანონის პროექტის განხილვის ვადის სამი თვით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-04-13
ბიუროს ნომერი 342
📜 ტექსტი
წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-4814/20
06-04-2020
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
გაცნობებთ, რომ საპარლამენტო ფრაქციის „ნაციონალური მოძრაობა" მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილია საქართველოს კანონის პროექტი: „უცხოელთა და
მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/226; 20.09.2018).
საკანონმდებლო ინიციატივაზე წამყვანი კომიტეტად განსაზღვრულია იურიდიულ საკითხთა
კომიტეტი, ხოლო პირველი მოსმენით განხილვის ვადად დადგენილია 2020 წლის 07 აპრილი.
გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანა იმყოფება საგანგებო მდგმარეობის რეჟიმში, რაც
დამაბრკოლებელ გარემოებად იქცა განსახილველი საკითხების დამუშავებისა და
საკომიტეტო განხილვის კუთხით, გთხოვთ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით
გათვალისწინებული ვადების დაცვისა და განსახილველი საკითხის სრულყოფილად
მომზადების მიზნით, უზრუნველყოთ პირველი მოსმენით განხილვის ვადის 3 თვით
გაგრძელება.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge