საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვასაქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტისა და მისი თანმდევი პროექტების (№07-2/457, 05.03.2020) განხილვის ვადის სამი თვით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-04-13
ბიუროს ნომერი 342
📜 ტექსტი
წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-4813/20
06-04-2020
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილია საქართველოს კანონების პროექტები: „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა
კოლექტიური
დაკმაყოფილების
შესახებ“,
„საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „კონკურენციის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საგადასახადო დავალიანებებისა და
სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“,
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სააღსრულებო
წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო
ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ფინანსური გირავნობის,
ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ (№07-2/457; 05.03.2020).
საკანონმდებლო ინიციატივაზე წამყვანი კომიტეტად განსაზღვრულია იურიდიულ საკითხთა
კომიტეტი (განხილვის ვადა - 20.04.2020), ხოლო სავალდებულო კომიტეტებად - დარგობრივი
ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
(განხილვის ვადა - 06.04.2020).
2020 წლის 26 მარტს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა
#2/4712/20 წერილით მომართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს და მოითხოვა განხილვის
ვადის გაგრძელება. შესაბამისად, გთხოვთ, პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული
ვადების დაცვის, განსახილველი საკითხის სრულყოფილად მომზადების მიზნით და
საქართველოში არსებული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის გათვალისწინებით
უზრუნველყოთ საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის ვადის (როგორც წამყვანი ისე
სავალდებულო კომიტეტისთვის) 3 თვით გაგრძელება.
დანართი: 1 ფურცელი.
პატივისცემით,
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
დანართი
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
2-4712/20
26-03-2020
საქართველოს პარლამენტის
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს
ბატონ ანრი ოხანაშვილს
ბატონო ანრი,
მოგეხსენებათ, რომ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური
პოლიტიკის კომიტეტი განისაზღვრა სავალდებული დასკვნის წარმომდგენ კომიტეტად
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ
საქართველოს კანონების პროექტებზე: „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური
დაკმაყოფილების შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების
რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „მეწარმეთა შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო ქონების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა
და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№072/457; 05.03.2020).
ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, მოგმართავთ თხოვნით,
უზრუნველყოთ აღნიშნული კანონპროექტების განხილვის ვადის 2 თვით გაგრძელება.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
რომან კაკულია
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge