საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტისა და მისი თანმდევი პროექტების (№07-2/376; 25.07.2019) მეორე მოსმენით განხილვის ვადის ერთი თვით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-04-13
ბიუროს ნომერი 342
📜 ტექსტი
წერილი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
2-4828/20
07-04-2020
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს
პარლამენტის
ბიუროს
N280/15,
02.09.2019
გადაწყვეტილებით,
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს განსახილველად
გადმოეცა
საქართველოს
მთავრობის
მიერ
საკანონმდებლო
ინიციატივის
წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა
რეგისტრაციის,
პირადობის
(ბინადრობის)
მოწმობისა
და
საქართველოს
მოქალაქის
პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის
წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პოლიციის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-2/376; 25.07.2019).
აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო 2020
წლის 18 მარტს. შესაბამისად, კომიტეტის მიერ მისი მე-2 მოსმენით განხილვის ვადა იწურება
2020 წლის 8 აპრილს.
ობიექტური მიზეზების გამო კომიტეტი მითითებულ ვადაში ვერ ახერხებს
დასახელებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოგმართავთ შუამდგომლობით საკანონმდებლო
ინიციატივის მე-2 მოსმენით განხილვის ვადის 1 თვით გაგრძელების თაობაზე.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
სოფიო კილაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge