საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მომართვა განხილვის ახალი ვადების განსაზღვრის შესახებ: ა) საქართველოს პარლამენტის წევრების: თამარ ხულორდავას, ირინე ფრუიძის, ბექა ნაცვლიშვილის, გიორგი გაჩეჩილაძის, შოთა ხაბარელის, ზაზა ხუციშვილის, გიორგი მოსიძის, გუგული მაღრაძის, გიორგი ხატიძის, გურამ მაჭარაშვილის, სოფიო ქაცარავას, დიმიტრი ცქიტიშვილის, ნინო წილოსანის, აკაკი ზოიძის, თამარ ჩუგოშვილის, გიორგი ვოლსკის, ენძელა მაჭავარიანის, დიმიტრი ხუნდაძის და არჩილ თალაკვაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი და მისი თანმდევი პროექტები (№07-3/368; 12.06.2019) - 3 თვით ბ) საქართველოს პარლამენტის წევრების: თამარ ხულორდავას, ენძელა მაჭავარიანის, სოფიო ქაცარავას, ნინო წილოსანის, გიორგი მოსიძის, გიორგი ხატიძის და ბექა ნაცვლიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი (№07-3/386; 27.08.2019) - 3 თვით.

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
07.04.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#2-4834/20/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-04-13
ბიუროს ნომერი 342

📜 ტექსტი

წერილი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი 2-4834/20 08-04-2020 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მომართვის საფუძველზე (წერილი N2-4822/20, 27-03-2020) დამატებითი კონსულტაციების ჩატარების მიზნით, გთხოვთ მიიღოთ გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ ინიცირებული „მომხმარებლის უფლებათა დაცვის შესახებ“, საკანონმდებლო პაკეტის (№07-3/368; 12.06.2019), ასევე, „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/386; 27.08.2019) საქართველოს ორგანული კანონის პროექტის განხილვის ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ და განხილვის ვადა გააგრძელოთ 3 თვით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge