საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი სესიაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/401; 02.10.2019) საქართველოს კანონის პროექტის მეორე მოსმენით განხილვის ვადის სამი თვით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-04-13
ბიუროს ნომერი 342
📜 ტექსტი
წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-4818/20
06-04-2020
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი სესიაშვილის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილია საქართველოს კანონის პროექტი
„ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
შესახებ“ (07-3/401; 02.10.2019).
კანონპროექტზე წამყვანი კომიტეტია იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. კანონპროექტი
საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული იქნა 18 მარტს. კანონის
პროექტს კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვა უწევს 8 აპრილს.
გამომდინარე იქიდან, რომ კანონპროექტის მეორე მოსმენით კომიტეტის სხდომაზე
განხილვა, ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, ვერ ხერხდება რეგლამენტით
დადგენილ ვადაში - მოგმართავთ თხოვნით, რომ კანონპროექტის განხილვის ვადა
გაგრძელდეს 3 თვით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge