საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების გიორგი წერეთლის და სერგი კაპანაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია - ტატუნაშვილის სიის“ შესახებ პარლამენტის მიერ 2018 წლის 21 მარტს მიღებული რეზოლუციის არაჯეროვანი შესრულების/შეუსრულებლობის თაობაზე“ (№07-3/357; 29.05.2019) საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტის განხილვის ვადის სამი თვით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-04-13
ბიუროს ნომერი 342
📜 ტექსტი
წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-4874/20
11-04-2020
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრების: გიორგი წერეთელისა და სერგი
კაპანაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილია საქართველოს
პარლამენტის დადგენილების პროექტი: „რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ
აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და
„ოთხოზორია - ტატუნაშვილის სიის“ შესახებ პარლამენტის მიერ 2018 წლის 21 მარტს
მიღებული რეზოლუციის არაჯეროვანი შესრულების თაობაზე“ (№07-3/357; 29.05.2019).
საკანონმდებლო ინიციატივაზე წამყვან კომიტეტად განსაზღვრულია იურიდიულ საკითხთა
კომიტეტი, ხოლო განხილვის ბოლო ვადად დადგენილია 2020 წლის 13 აპრილი.
გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანა იმყოფება საგანგებო მდგმარეობის რეჟიმში, რაც
დამაბრკოლებელ გარემოებად იქცა განსახილველი საკითხების დამუშავებისა და
საკომიტეტო განხილვის კუთხით, გთხოვთ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით
გათვალისწინებული ვადების დაცვისა და განსახილველი საკითხის სრულყოფილად
მომზადების მიზნით, უზრუნველყოთ საქართველოს პარლამენტის დადგენილების
პროექტის განხილვის ვადის 3 თვით გაგრძელება.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge