საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ (ლაზარე ჯიბლაძე) მიერ წარმოდგენილი „პატიმრობის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (№1-3681/20; 28.02.2020) საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-04-13
ბიუროს ნომერი 342
📜 ტექსტი
წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-4873/20
11-04-2020
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
გაცნობებთ, რომ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ (ლაზარე ჯიბლაძე) მიერ წარმოდგენილია
საკანონმდებლო წინადადება „პატიმრობის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-3681/20/9; 28.02.2020).
საკანონმდებლო წინადადებაზე წამყვან კომიტეტად განსაზღვრულია იურიდიულ საკითხთა
კომიტეტი, ხოლო განხილვის ბოლო ვადად დადგენილია 2020 წლის 14 აპრილი.
გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანა იმყოფება საგანგებო მდგმარეობის რეჟიმში, რაც
დამაბრკოლებელ გარემოებად იქცა განსახილველი საკითხების დამუშავებისა და
საკომიტეტო განხილვის კუთხით, გთხოვთ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით
გათვალისწინებული ვადების დაცვისა და განსახილველი საკითხის სრულყოფილად
მომზადების მიზნით, უზრუნველყოთ საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადის 30
დღით გაგრძელება.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge