საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა ქალაქ თბილისის ლეო ქიაჩელისა და გიორგი ახვლედიანის ქუჩებზე მცხოვრებთა (ლია კიკნაძე, მარი მიქიაშვილი, რუსუდან ლებანიძე და სხვ.) მიერ წარმოდგენილი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№1-3398/20; 25.02.2020) საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-04-13
ბიუროს ნომერი 342
📜 ტექსტი
წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-4872/20
11-04-2020
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
გაცნობებთ, რომ ლეო ქიაჩელისა და გიორგი ახვლედიანის ქუჩებზე მცხოვრებთა (ლია
კიკნაძე, მარი მიქიაშვილი, რუსუდან ლებანიძე და სხვ.) მიერ წარმოდგენილია
საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით
(№1-3398/20/9; 25.02.2020).
საკანონმდებლო წინადადებაზე წამყვან კომიტეტად განსაზღვრულია იურიდიულ საკითხთა
კომიტეტი, ხოლო განხილვის ბოლო ვადად დადგენილია 2020 წლის 14 აპრილი.
გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანა იმყოფება საგანგებო მდგმარეობის რეჟიმში, რაც
დამაბრკოლებელ გარემოებად იქცა განსახილველი საკითხების დამუშავებისა და
საკომიტეტო განხილვის კუთხით, გთხოვთ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით
გათვალისწინებული ვადების დაცვისა და განსახილველი საკითხის სრულყოფილად
მომზადების მიზნით, უზრუნველყოთ საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადის 30
დღით გაგრძელება.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge