საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების სერგი კაპანაძის და გიორგი კანდელაკის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული პროპაგანდისტული საქმიანობის მონიტორინგის, მისი გამოვლენისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ (№07-3/346; 10.05.2019) საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტის განხილვის ვადის ერთი თვით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
13.04.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი
ნომერი
#2-4878/20/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-04-13
ბიუროს ნომერი 342

📜 ტექსტი

წერილი
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 2-4878/20 13-04-2020 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული პროპაგანდისტული საქმიანობის მონიტორინგის, მისი გამოვლენისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ (073/346;10.05.2019) განხილვის ახალი ვადების განსაზღვრის შესახებ საქართველოს პარლამენტის ბიუროს, 2019 წლის 29 ნოემბრის (N311/3) გადაწყვეტილებით, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს (წამყვანი კომიტეტი) მ/წ 14 აპრილამდე დაევალა პარლამენტის წევრის სერგი კაპანაძის ინიციატივით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის დადგენილების „რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული პროპაგანდისტული საქმიანობის მონიტორინგის, მისი გამოვლენისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ (07-3/346;10.05.2019) განხილვა და შემდგომში დასკვნის ბიუროსათვის წარდგენა. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად გთხოვთ, მიიღოთ გადაწყვეტილება დადგენილების პროექტის „რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული პროპაგანდისტული საქმიანობის მონიტორინგის, მისი გამოვლენისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ განხილვის ახალი ვადების განსაზღვრის შესახებ და განხილვის ვადა გააგრძელოთ ერთი თვის ვადით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge