საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის და „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის (№07-3/419; 27.11.2019) განხილვის ვადის სამი თვით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-04-22
ბიუროს ნომერი 343
📜 ტექსტი
წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-4968/20
16-04-2020
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილია საქართველოს ორგანული კანონის
პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი”
ცვლილებების შეტანის შესახებ“ და საქართველოს კანონის პროექტი „დაგროვებითი პენსიის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/419; 27.11.2019).
საკანონმდებლო ინიციატივაზე წამყვანი კომიტეტად განსაზღვრულია იურიდიულ საკითხთა
კომიტეტი (I მოსმენით განხილვის ვადა - 08.05.2020), ხოლო სავალდებულო კომიტეტებად ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი და საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტი (განხილვის ვადა - 20.04.2020).
2020 წლის 12 მარტს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა #2/4321/20 წერილით მომართა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტს და მოითხოვა განხილვის ვადის გაგრძელება. შესაბამისად,
გთხოვთ, პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ვადების დაცვის, განსახილველი
საკითხის სრულყოფილად მომზადების მიზნით და საქართველოში არსებული საგანგებო
მდგომარეობის რეჟიმის გათვალისწინებით უზრუნველყოთ საკანონმდებლო ინიციატივის
განხილვის ვადის (როგორც წამყვანი ისე სავალდებულო კომიტეტისთვის) 3 თვით
გაგრძელება.
დანართი: 1 ფურცელი.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge