საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ციფრული მმართველობის სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტისა და მისი თანმდევი პროექტების (№07-2/445, 04.02.2020) განხილვის ვადის სამი თვით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-04-22
ბიუროს ნომერი 343
📜 ტექსტი
წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-4967/20
16-04-2020
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილია საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის ციფრული მმართველობის სააგენტოს შესახებ“ და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონის
პროექტები (№07-2/445; 04.02.2020).
საკანონმდებლო ინიციატივაზე წამყვან კომიტეტად განსაზღვრულია იურიდიულ საკითხთა
კომიტეტი, ხოლო პირველი მოსმენით განხილვის ბოლო ვადად დადგენილია 2020 წლის 28
აპრილი.
გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანა იმყოფება საგანგებო მდგმარეობის რეჟიმში, რაც
დამაბრკოლებელ გარემოებად იქცა განსახილველი საკითხების დამუშავებისა და
საკომიტეტო განხილვის კუთხით, გთხოვთ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით
გათვალისწინებული ვადების დაცვისა და განსახილველი საკითხის სრულყოფილად
მომზადების მიზნით, უზრუნველყოთ პირველი მოსმენით განხილვის ვადის 3 თვით
გაგრძელება.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge