საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№1-3876/20; 02.03.2020) საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
16.04.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-4965/20/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-04-22
ბიუროს ნომერი 343

📜 ტექსტი

წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-4965/20 16-04-2020 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გაცნობებთ, რომ საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის მიერ წარმოდგენილია საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№13876/20/9; 02.03.2020). საკანონმდებლო წინადადებაზე წამყვან კომიტეტად განსაზღვრულია იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, ხოლო განხილვის ბოლო ვადად დადგენილია 2020 წლის 21 აპრილი. გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანა იმყოფება საგანგებო მდგმარეობის რეჟიმში, რაც დამაბრკოლებელ გარემოებად იქცა განსახილველი საკითხების დამუშავებისა და საკომიტეტო განხილვის კუთხით, გთხოვთ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ვადების დაცვისა და განსახილველი საკითხის სრულყოფილად მომზადების მიზნით, უზრუნველყოთ საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელება. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge