საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების სულხან მახათაძის და გოგა გულორდავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/436, 19.02.2020) საქართველოს კანონის პროექტის განხილვის ვადის ორი თვით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
20.04.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი
ნომერი
#2-4971/20/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-04-22
ბიუროს ნომერი 343

📜 ტექსტი

წერილი
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი 2-4971/20 20-04-2020 საქართველოს პარლამენტის ბიუროს მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ბიუროს 2020 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით N 335/14 საქართველო პარლამენტის წევრების სულხან მახათაძისა და გოგა გულორდავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილია საქართველოს კანონის პროექტი „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/436; 19.02.2020). კანონპროექტის წამყვან კომიტეტად განსაზღვრულია გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი. წამყვანი კომიტეტის მიერ კანონიპროექტის განხილვის ბოლო ვადად განსაზღვრულია 2020 წლის 12 მაისი. გამომდინარე იქედან, რომ ქვეყანა იმყოფება საგანგებო მდგომარეობაში, რაც აბრკოლებს განსახილველი კანონპროექტის დამუშავების, მისი სრულყოფილად მომზადების მიზნით, გთხოვთ, საქართვეოს პარლამენტის რეგლამენტის 107-ე მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე აღნიშნული კანონპროექტის განხილვის ვადა წამყვანი და სავალდებულო კომიტეტებისთვის გააგრძელოთ 2 თვით. დანართი (1 ფურც.) პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-4963/20 16-04-2020 გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარეს ქალბატონ ნინო წილოსანს ქალბატონო ნინო, გაცნობებთ, რომ საქართველო პარლამენტის წევრების: სულხან მახათაძისა და გოგა გულორდავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილია საქართველოს კანონის პროექტი: „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/436; 19.02.2020). საკანონმდებლო ინიციატივაზე წამყვან კომიტეტად განსაზღვრულია გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი, ხოლო სავალდებულო კომიტეტად, სხვა კომიტეტებთან ერთად, განსაზღვრულია იურიდიულ საკითხთა კომიტეტი (განხილვის ბოლო ვადა 2020 წლის 28 აპრილი). გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანა იმყოფება საგანგებო მდგმარეობის რეჟიმში, რაც დამაბრკოლებელ გარემოებად იქცა განსახილველი საკითხების დამუშავებისა და საკომიტეტო განხილვის კუთხით, გთხოვთ, მიმართოთ პარლამენტის ბიუროს, რათა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ვადების დაცვისა და განსახილველი საკითხის სრულყოფილად მომზადების მიზნით მოხდეს სავალდებულო კომიტეტისათვის დადგენილი განხილვის ვადის 2 თვით გაგრძელება. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge