საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრის კობა ლურსმანაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/447; 30.03.2020) საქართველოს ორგანული კანონის პროექტის პლენარულ სხდომაზე დაჩქარებული წესით განხილვის ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-04-22
ბიუროს ნომერი 343
📜 ტექსტი
წერილი
რეგიონული პოლიტიკისა და
თვითმმართველობის კომიტეტი
2-4979/20
21-04-2020
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
მოგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრის კობა ლურსმანაშვილის
მიერ ინიციირებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს
ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის
შესახებ“. (№07-3/447; 30.03.2020) ინიციატორს მოთხოვნილი ჰქონდა კანონპროექტის
დაჩქარებული წესით განხილვა რაც დაკმაყოფილებულ იქნა.
საქართველოს
პარლამენტის
ბიუროს
2020
წლის
13
აპრილის
№342/2
გადაწყვეტილებით კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე სავარაუდოდ განხილვის
თარიღად განისაზღვრა 21.04-22.04.
ვინაიდან 2020 წლის 21 აპრილს პარლამენტის პლენარული სხდომა არ
გამართულა,
გთხოვთ
შეცვალოთ
ზემოაღნიშნული
კანონპროექტის
სხდომაზე სავარაუდოდ განხილვის თარიღი და განსაზღვროთ 22.04-23.04.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ზაზა გაბუნია
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
პლენარულ