საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების: არჩილ თალაკვაძის, მამუკა მდინარაძის, ანრი ოხანაშვილის, რატი იონათამიშვილის, დავით მათიკაშვილის, დიმიტრი მხეიძის, გოგა გულორდავას, გურამ მაჭარაშვილის, გიორგი კახიანის, კახაბერ კუჭავას, ნინო წილოსანის, ვლადიმერ კახაძის, კობა ლურსმანაშვილის, შალვა კიკნაველიძის, მერაბ ქვარაიას, ირაკლი მეზურნიშვილის, ლევან მგალობლიშვილის, გიორგი ხატიძის, ირაკლი სესიაშვილის, გელა სამხარაულის, ალექსანდრე ქანთარიას, ვიქტორ ჯაფარიძის, ისკო დასენის, ერეკლე ტრიპოლსკის, მუხრან ვახტანგაძის, ირაკლი (დაჩი) ბერაიას, დიმიტრი ხუნდაძის და სულხან მახათაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტისა და მისი თანმდევი პროექტების (№07-3/446; 17.03.2020) პლენარულ სხდომაზე დაჩქარებული წესით განხილვის ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-04-22
ბიუროს ნომერი 343
📜 ტექსტი
წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-4984/20
22-04-2020
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრების: არჩილ თალაკვაძის, მამუკა
მდინარაძის, ანრი ოხანაშვილის, რატი იონათამიშვილის, დავით მათიკაშვილის, დიმიტრი
მხეიძის, გოგა გულორდავას, გურამ მაჭარაშვილის, გიორგი კახიანის, კახაბერ კუჭავას, ნინო
წილოსანის, ვლადიმერ კახაძის, კობა ლურსმანაშვილის, შალვა კიკნაველიძის, მერაბ
ქვარაიას, ირაკლი მეზურნიშვილის, ლევან მგალობლიშვილის, გიორგი ხატიძის, ირაკლი
სესიაშვილის, გელა სამხარაულის, ალექსანდრე ქანთარიას, ვიქტორ ჯაფარიძის, ისკო
დასენის, ერეკლე ტრიპოლსკის, მუხრან ვახტანგაძის, ირაკლი (დაჩი) ბერაიას, დიმიტრი
ხუნდაძეისა და სულხან მახათაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილია საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/446; 17.03.2020).
საკანონმდებლო ინიციატივაზე წამყვან კომიტეტად განსაზღვრულია იურიდიულ საკითხთა
კომიტეტი, ხოლო დაჩქარებული წესით პლენარულ სხდომაზე განხილვის სავარაუდო
თარიღად დადგენილია 2020 წლის 21 - 22 აპრილი. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2020 წლის 21 აპრილის №1/81/20 ბრძანებით IX
მოწვევის საქართველოს პარლამენტის საგანგებო სესიის პლენარული სხდომები გაიმართება
2020 წლის 22 და 23 აპრილს, რა დროსაც, მნიშვნელოვანია აღნიშნული საკანონმდებლო
ინიციატივის სამივე მოსმენით მიღება.
შესაბამისად, გთხოვთ, უზრუნველყოთ ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის
მიმდინარე კვირაში სამივე მოსმენით (დაჩქარებული წესით) განხილვისა და მიღების
შესაძლებლობა.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge