„საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის ოთარ ჩრდილელის ადგილმონაცვლის ზურაბ ხაჩიძის უფლებამოსილების ცნობის შესახებ“

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
22.04.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ნომერი
#2-5017/20/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის ოთარ ჩრდილელის ადგილმონაცვლის ზურაბ ხაჩიძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

მიღების თარიღი 2020-04-23

📜 ტექსტი

წერილი
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 2-5017/20 22-04-2020 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის ოთარ ჩრდილელის ადგილმონაცვლის ზურაბ ხაჩიძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა 2020 წლის 22 აპრილს კომიტეტის სხდომაზე განიხილა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მოწოდებული მასალები საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის ოთარ ჩრდილელის ადგილმონაცვლის ზურაბ ხაჩიძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტში წარმოადგინა 2020 წლის 24 მარტს შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ მიერ გაცემული ცნობა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენის შესახებ, სადაც აღნიშნულია, რომ ჩატარებული გამოკვლევის შედეგად ზურაბ ხაჩიძის მიერ ნარკოტიკულ საშუალებათა ამჟამად მოხმარების ფაქტი არ დადგინდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ პარლამენტის მიერ ცნობილ იქნეს ზურაბ ხაჩიძის პარლამენტის უფლებამოსილება. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge წევრის
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის დადგენილება საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის ოთარ ჩრდილელის ადგილმონაცვლის ზურაბ ხაჩიძის უფლებამოსილების ცნობის შესახებ საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. ცნობილ იქნეს საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის ოთარ ჩრდილელის ადგილმონაცვლის ზურაბ ხაჩიძის უფლებამოსილება. 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე