საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მომართვა განხილვის ახალი ვადების განსაზღვრის შესახებ: ა) საქართველოს პარლამენტის წევრების სერგი კაპანაძის და გიორგი კანდელაკის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/343; 10.05.2019) საქართველოს კანონის პროექტი – ორი თვით; ბ) საქართველოს პარლამენტის წევრების სერგი კაპანაძის და გიორგი კანდელაკის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (307-3/342; 10.05.2019) – ორი თვით.

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
23.04.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
ნომერი
#2-5021/20/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-04-23
ბიუროს ნომერი 344 (11:30)

📜 ტექსტი

წერილი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი 2-5021/20 23-04-2020 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 107-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, მოგმართავთ თხოვნით, დადგენილი განხილვის ვადის გაგრძელებას შემდეგ საკანონმდებლო ინიციატივებზე:   სავალდებულო დასკვნის წარმომდგენი კომიტეტის მომართვის საფუძველზე და ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტის წევრების სერგი კაპანაძის და გიორგი კანდელაკის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/343; 10.05.2019) განხილვის ვადის 2 თვით გაგრძელებას. ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტის წევრების სერგი კაპანაძის და გიორგი კანდელაკის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/342; 10.05.2019) განხილვის ვადის 2 თვით გაგრძელებას. დანართი: 1 ფურცელი. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 2-4888/20 13-04-2020 დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს საქართველოს კანონის პროექტი: „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (07-3/343;10.05.2019) განხილვის ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2019 წლის 20 მაისის (N260/2) გადაწყვეტილებით, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს (სავალდებულო კომიტეტი) მ/წ 20 აპრილამდე დაევალა პარლამენტის წევრების სერგი კაპანაძის და გიორგი კანდელაკის მიერ წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის: „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (07-3/343;10.05.2019 განხილვა და დასკვნის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტისათვის წარდგენა. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად გთხოვთ, მიიღოთ გადაწყვეტილება კანონპროექტის „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე განხილვის ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ და განხილვის ვადა გააგრძელოთ ერთი თვის ვადით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge