საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრის დავით წიკლაურის საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი.

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
22.04.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ნომერი
#2-5016/20/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრის დავით წიკლაურის საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

მიღების თარიღი 2020-04-23
შენიშვნები 23/04/2020 ცნობად იქნა მიღებული

📜 ტექსტი

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 2-5016/20 22-04-2020 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრის დავით წიკლაურის საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა 2020 წლის 22 აპრილს კომიტეტის სხდომაზე განიხილა საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრის დავით წიკლაურის საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი, საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრის მიერ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ წერილობითი განცხადების საფუძველზე. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტისა და 187-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დაადგინა საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრის დავით წიკლაურის მიერ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრების სახელზე 2020 წლის 26 მარტს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით წარდგენილი განცხადების ნამდვილობა, რაც ასევე დასტურდება მის მიერ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის სახელზე 2020 წლის 20 აპრილს წარდგენილი წერილობითი განცხადებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-9 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტისა და 187-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საპენსიო სააგენტოს თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge საინვესტიციო საბჭოს წევრი დავით წიკლაური გათავისუფლდეს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრის თანამდებობიდან. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილი