„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-05-13
ბიუროს ნომერი 346
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №56, 28.12.2005, მუხ. 390) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„მუხლი 7. პენსიის ოდენობა, გაანგარიშების წესი და დაფინანსების წყარო
1. პენსიის დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი და მისი
ოდენობა ყოველწლიურად განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო
ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით, ამ კანონით დადგენილი გაანგარიშების წესითა და
პირობებით.
2. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 38-ე და 39-ე მუხლების თანახმად საქართველოს
პარლამენტში საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს
კანონის პროექტის წარდგენისას, პენსიის ოდენობა განისაზღვრება როგორც მიმდინარე წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული პენსია გაზრდილი:
ა) 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისათვის - ბოლო 12 თვის ინფლაციის მაჩვენებლების
საშუალო არითმეტიკულის, მაგრამ არანაკლებ 20 ლარის ოდენობით;
ბ) 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებისათვის - ჯამით, რომელიც უდრის ბოლო 12
თვის ინფლაციის მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკულს დამატებული ბოლო 6 კვარტლის
მშპ-ის რეალური ზრდის მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკულის 80 პროცენტი, მაგრამ
არანაკლებ 25 ლარის ოდენობით.
3.
იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წესით
გაზრდილი პენსიის ოდენობა ნაკლებია 5-ის ჯერად რიცხვზე, მაშინ პენსიის ოდენობა
მრგვალდება მეტობით უახლოეს 5-ის ჯერად რიცხვამდე.
4.
ამ მუხლით განსაზღვრული წესით პენსიის ზრდა უნდა განხორციელდეს
საბიუჯეტო წლის პირველივე თვიდან.
5.
ამ მუხლის მიზნებისათვის:
ა) ინფლაცია განისაზღვრება, როგორც საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 38-ე და 39ე მუხლების საფუძველზე საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ
საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტში
წარდგენის მომენტისათვის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემების
თანახმად, სამომხმარებლო ფასების ინდექსი წინა წლის შესაბამის თვესთან, დამრგვალებული
შესაბამისი რიცხვის მეათედამდე;
ბ) მშპ-ის რეალური ზრდის მაჩვენებელი განისაზღვრება როგორც საქართველოს
საბიუჯეტო კოდექსის 38-ე და 39-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს შესაბამისი წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს მთავრობის
მიერ
საქართველოს
იურიდიული
პირის
გამოქვეყნებული
პროდუქტის
პარლამენტში
-
საქართველოს
ოფიციალური
რეალური
წარდგენის
ზრდის
მომენტისათვის,
სტატისტიკის
მონაცემების
ეროვნული
თანახმად,
მაჩვენებელი
წინა
საჯარო
კვარტლის
წლის
სამართლის
სამსახურის
მიერ
მთლიანი
შიდა
შესაბამის
კვარტალთან,
დამრგვალებული შესაბამისი რიცხვის მეათედამდე.
6.
დაუშვებელია
პენსიის
განსაზღვრა
ამ
მუხლით
გათვალისწინებული
გაანგარიშების მარეგულირებელი ნორმებისგან განსხვავებული წესით.”.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
საქართველოში 2020 წლის აპრილის მდგომარეობით 770.3 ათასი ასაკით
პენსიონერია, რომელთა პენსიაც 220 ლარს შეადგენს და 2020 წლის ივლისიდან 70
წლის ასაკის ზემოთ პენსიონერებისათვის დაგეგმილია დამატებით 30 ლარიანი ზრდა.
ასევე გასათვალისწინებელია, რომ მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები
პენსიონერები დამატებით იღებენ პენსიაზე დანამატს (20%). სახელმწიფო პენსია ასევე
გამოიყენება სახელმწიფო კომპენსაციების მიმღებ პირთათვის კომპენსაციის
გამოთვლის ბაზად. 2020 წელს მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფისათვის
გათვალისწინებული სახსრები 2.3 მლრდ. ლარს აღწევს.
საქართველოს მოსახლეობა, ისევე როგორც მთელი მსოფლიოს მოსახლეობა,
განიცდის დაბერების ტენდენციას, რაც მომდევნო 10 წლის განმავლობაშიც
შენარჩუნდება. სახელმწიფოს ფისკალური პოლიტიკისათვის დგას ამოცანა,
უზრუნველყოს საპენსიო ასაკის მოსახლეობის სოციალური გარანტიების ადექვატური
დაფინანსება და ამავდროულად უზრუნველყოს ფისკალური პოლიტიკის
მდგრადობა.
მომდევნო დეკადაში საპენსიო ასაკის მოსახლეობის რაოდენობა
გაიზრდება, ხოლო სამუშაო ასაკის მოსახლეობა შემცირდება.
დღეის მდგომარეობით სახელმწიფო პენსია განისაზღვრება სახელმწიფო
ბიუჯეტის შესახებ წლიური ბიუჯეტის კანონით და პენსიის ოდენობაზე
გადაწყვეტილების მიღება ბიუჯეტის პროექტის შემუშავების დროს ხდება.
მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო პენსია პერიოდულად იზრდება, დღემდე არ
არსებობდა წინასწარ განსაზღვრული ობიექტური კრიტერიუმები, რომლებიც
უზრუნველყოფდნენ პენსიონერთა სოციალური გასაცემლების გეგმაზომიერ და
გარანტირებულ ზრდას.
იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო პენსიის ოდენობა
საქართველოში მცირეა და მცირე საგადასახადო ტვირთის პირობებში შეუძლებელია
პენსიის მნიშვნელოვანი ზრდა, საქართველოს მთავრობამ მოამზადა საპენსიო
რეფორმა და 2019 წლიდან საქართველოში ამოქმედდა დაგროვებითი საპენსიო სქემა.
აღნიშნული დაგროვებითი სქემა წარმოადგენს ინსტრუმენტს, სახელმწიფო
პენსიასთან ერთად მოქალაქეებმა უზრუნველყონ დანაზოგები, მათი შემოსავლიდან
გამომდინარე, რასაც სახელმწიფო დამატებით ახალისებს და დასაქმებულისა და
დამსაქმებლის კონტრიბუციასთან ერთად თითოეულ დასაქმებულის პირად საპენსიო
ანგარიშზე ამატებს, უმეტეს შემთხვევაში დასაქმებულის შენატანის ტოლფარდ
ოდენობას. აღნიშნული სქემა შემუშავდა იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იქნეს
მომავალი პენსიონერების სოციალური გარანტიები, თუმცა არსებულ და საპენსიო
ასაკს მიღწეული პენსიონერებისათვის აღნიშნული სქემა ვერ ქმნის გარანტიებს.
სახელმწიფო პენსიის მდგრადობის უზრუნველსაყოფად „დაგროვებითი პენსიის
შესახებ“ საქართველოს კანონით, რომლითაც შემოღებული იქნა დაგროვებითი სქემა,
ასევე განისაზღვრა ვალდებულება სახელმწიფო პენსიის ინდექსაციის წესის დადგენის
მიზნით სათანადო კანონმდებლობის შემუშავების თაობაზე.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, წინამდებარე კანონის პროექტი მიზნად
ისახავს განისაზღვროს სახელმწიფო პენსიის შემდგომი ზრდის წესი, რომელიც
უზრუნველყოფს სახელმწიფო პენსიის ინდექსაციას ეკონომიკურ პარამეტრებზე
დაყრდნობით. სქემა უზრუნველყოფს პენსიის ზრდას ყოველწლიურად ობიექტური
ფაქტორების გათვალისწინებით, რაც უზრუნველყოფს დაბალი გადასახადების
პირობებში, საპენსიო ასაკის მოსახლეობისათვის სოციალური გარანტიის შექმნას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
სახელმწიფო პენსიების ინდექსაციის წესის შემუშავების ვალდებულება
გათვალისწინებულია საქართველოს კანონით „დაგროვებითი პენსიის შესახებ“.
დღევანდელი მოცემულობით, სახელმწიფო პენსიის ოდენობის განსაზღვრის
წესი არ არის კანონმდებლობით განსაზღვრული და პენსიის ზრდა დამოკიდებულია
ბიუჯეტის შემუშავების პროცესში არსებულ ფისკალური პარამეტრებზე და არ
არსებობს რაიმე ცხადი მექანიზმი, რაც უზრუნველყოფს სახელმწიფო პენსიის
მსყიდველობითი უნარის, შენარჩუნებას. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ პენსიის
ზრდის გარანტირებული მექანიზმები არ არსებობს, საპენსიო ასაკს გადაცილებული
მოსახლეობა მოწყვლადია სიღარიბის წინაშე. ასევე ეს თემა ხშირად ხდება
პოლიტიკური სპეკულაციის საგანი, რაც ასევე საფრთხის ქვეშ აყენებს ფისკალურ
მდგრადობას.
აღნიშნული რისკების შემცირება შესაძლებელია სახელმწიფო პენსიის
ინდექსაციის წესის შემოღებით, რაც უზრუნველყოფს, როგორც ფისკალურ
მდგრადობას, ასევე პენსიის მიმღები მოსახლეობა დაცული იქნება ფასების ზრდის
ნეგატიური გავლენისგან
ა. ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს როგორც არსებულ პენსიონერებზე,
ასევე მომავალ პენსიონერებზე. გასათვალისწინებელია, რომ სახელმწიფო პენსია უკვე
საპენსიო ასაკში მყოფი პენსიონერებისათვის, ასევე იმ მომავალი პენსიონერების
დიდი ნაწილისათვის, რომლებიც მომდევნო 10-20 წლის მანძილზე შევა საპენსიო
ასაკში, წარმოადგენს საპენსიო ასაკში სახელმწიფო მხრიდან შემოსავლის ძირითად
წყაროს. იმ პენსიონერებისათვის, რომლებიც დღეის მდგომარეობით 40 წლამდე ასაკში
არიან, უკვე სავალდებულოდ მონაწილეობენ დაგროვებით სქემაში. სახელმწიფო
პენსიის ინდექსაცია ამ სეგმენტისთვის მნიშვნელოვანია, ვინაიდან მათ მიერ
დაგროვილ თანხასთან ერთად ისინიც არიან სახელმწიფო პენსიის მიმღებები,
შესაბამისად აღნიშნული ინდექსაცია მათთვისაც მნიშვნელოვანია, თუმცა
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არსებული და მომდევნო 10-20 წლის განმავლობაში
პენსიაზე გამსვლელი მოსახლეობისათვის.
გასათვალისწინებელია, რომ პენსიის ინდექსაცია წარმოდგენილი რედაქციით
პენსიის ზრდის უფრო მაღალ ინდექსს გულისხმობს 70 წელს გადაცილებული
მოსახლეობისათვის, ვიდრე 70 წლამდე საპენსიო ასაკის მოსახლეობისათვის.
აღნიშნული გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ 70 წელს ზემოთ მოსახლეობა უფრო მეტად
არის მოწყვლადი შემოსავლის დაკარგვის მიმართ და ასევე ჯანმრთელობის
დაცვასთან დაკავშირებული ხარჯების გათვალისწინებით მეტ სოციალურ
გარანტიებს საჭიროებენ.
70 წლამდე მოსახლეობისთვის, პენსია გაიზრდება ინფლაციის შესაბამისად,
მაგრამ არანაკლებ 20 ლარით. ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერები
ყოველწლიურად მიიღებენ გაზრდილ პენსიას, რომელიც აკომპენსირებს ინფლაციას
სრულად, ამასთან დამატებით იზრდება ეკონომიკის რეალური ზრდის 80%-ით.
ეს მიდგომა უზრუნველყოფს ერთი მხრივ, მინიმუმ პენსიის მსყიდველობითი
უნარის შენარჩუნებას, და ასევე გრძელვადიან პერიოდში დაცული იქნება ფისკალური
პარამეტრები. პენსია ასევე დაცული იქნება მოკლევადიანი რეცესიის შემთხვევაში
შემცირებისგან და ყველა პენსიონერი ყოველწლიურად მიიღებს პენსიის ზრდას
წელიწადში მინიმუმ 20 ლარის ოდენობით 70 წლამდე მოსახლეობისათვის, ხოლო
მინიმუმ 25 ლარით 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებისათვის.
გასათვალისწინებელია, რომ მიზნობრივი ინფლაცია 3%-ის ფარგლებშია, ხოლო
პენსია მინიმუმ 20 ლარით გაიზრდება პენსიონერებისათვის ყოველწლიურად.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის თანახმად, საქართველოს კანონის „სახელმწიფო პენსიის
შესახებ“ მე-7 მუხლში შედის ცვლილება და განისაზღვრება პენსიის გაანგარიშების
წესი. ახალი რედაქციის თანახმად, ნომინალურ გამოხატულებაში პენსიის ოდენობა
კვლავ სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით განისაზღვრება, თუმცა
ახალი რედაქციით უკვე განისაზღვრება, კონკრეტული წესი, რომლის მიხედვითაც
გამოითვლება პენსიის ოდენობა.
კერძოდ, წლიური ბიუჯეტის კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში
წარდგენისას, პროექტში პენსიის ოდენობა აისახება გაანგარიშებული შემდეგი წესით:
• 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისათვის - ბოლო 12 თვის ინფლაციის
მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკულის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ
20 ლარის ოდენობით;
• 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებისათვის - ჯამით, რომელიც უდრის
ბოლო 12 თვის ინფლაციის მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკულს
დამატებული ბოლო 6 კვარტლის მშპ-ის რეალური ზრდის მაჩვენებლების
საშუალო არითმეტიკულის 80%, მაგრამ არანაკლებ 25 ლარის ოდენობით.
ამასთან, პროექტი ითვალისწინებს, რომ აღნიშნული წესით გამოთვლილი პენსიის
ოდენობა, მრგვალდება მეტობით, უახლოეს 5-ის ჯერად რიცხვამდე.
პროექტი ასევე ითვალისწინებს კონკრეტულ განმარტებას, ინფლაციისა და მშპ-ის
რეალურ ზრდასთან მიმართებაში და განისაზღვრება, რომ აღნიშნული ინფორმაციის
წყაროს წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური
მონაცემები, იმ პერიოდისათვის, როდესაც საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 38-ე
და 39-ე მუხლების თანახმად საქართველოს პარლამენტს წარედგინება ბიუჯეტის
კანონის პროექტი, ახალი საბიუჯეტო წლისათვის.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
პროექტი სრულად შეესაბამება 2019-2020 წლების საქართველოს მთავრობის
პროგრამის მიზნებს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონპროექტი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, რაც საშუალებას მოგვცემს 2021
წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის მომზადებისას, სახელმწიფო
პენსიის განსაზღვრა 2021 ფისკალური წლისათვის განხორციელდეს ამ კანონით
დადგენილი წესით.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონის
პროექტის
მიღება
დაკავშირებულია
სახელმწიფო
ბიუჯეტის
ხარჯვითი ნაწილის ზრდასთან საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდიში და
შესაბამისად ამ კანონის პროექტით გათვალისწინებული ხარჯები დაფინანსდება
სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ამასთან, კანონპროექტი გავლენას არ ახდენს 2020 წლის
სახელმწიფო ბიუჯეტზე.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის
მიღება
გავლენას
არ
მოახდენს
სახელმწიფო
ან/და
მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილზე
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე. კანონის მიღებით 2021 წლიდან, ყოველწლიურად ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილში სახელმწიფო პენსიისთვის გათვალისწინებული ასიგნებები გაიზრდება ამ
კანონის პროექტით გათვალისწინებული წესით, 70 წელს ქვემოთ მოსახლეობისათვის
ინფლაციით, მაგრამ არა ნაკლებ 20 ლარით ერთ პენსიონერზე. ხოლო 70 წლის და
მეტის ასაკის მოსახლეობისათვის ინფლაციითა და მშპ-ის ზრდის 80%-ით, მაგრამ
არანაკლები 25 ლარით ერთ პენსიონერზე.
გასათვალისწინებელია, რომ პერიოდულად სახელმწიფო პენსიის ზრდის
გადაწყვეტილება რეგულარულად მიიღებოდა და სოციალური უზრუნველყოფის
მუხლის ზრდა უკვე გათვალისწინებულია საშუალოვადიან პროგნოზებში, თუმცა
ამჯერად აღნიშნული განხორციელდება დადგენილი წესითა და ოდენობით
ყოველწლიურად.
დღეის მდგომარეობით საქართველოში დაახლოებით 770.0 ათასი პენსიონერია,
მათ შორის 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონერთა რაოდენობა დაახლოებით 410 ათას
პენსიონერს შეადგენს.
2020
წელს
უკვე
დაგეგმილი
ზრდის
გათვალისწინებით,
რაც
გათვალისწინებულია 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში, 2020 წლის 1 იანვრიდან
ყველა პენსიონერს გაეზარდა პენსია 20 ლარით და განისაზღვრა 220 ლარით, რაც
(პენსიის ზრდასთან დაკავშირებული სახელმწიფო კომპენსაციებისა და მაღალმთიან
რეგიონებში მცხოვრები პენსიონრების დახმარების გათვალისწინებით) წლიურად
დაახლოებით 200.0 მლნ ლარის ეფექტია, ხოლო 2020 წლის 1 ივლისიდან დამატებით
30 ლარით გაიზრდება პენსია 70 წლის და მეტი ასაკის მქონე პირებისათვის და
განისაზღვრება 250 ლარით, რაც 2020 წლის ბიუჯეტისათვის (პენსიის ზრდასთან
დაკავშირებული
სახელმწიფო
კომპენსაციებისა
და
მაღალმთიან
რეგიონებში
მცხოვრები პენსიონრების დახმარების გათვალისწინებით) დამატებით დაახლოებით
80 მლნ ლარის ეფექტია (6 თვის ხარჯი).
წარმოდგენილი კანონის პროექტით, წლიურ ბიუჯეტში საპენსიო ხარჯები
გაიზრდება წლიურად დაახლოებით 230 მლნ ლარით და გრძელვადიან პერიოდში
საპენსიო
ხარჯი
არ
გადააჭარბებს
მშპ-ის
4.5%.
აღნიშნულ
ზრდაში
გათვალისწინებულია დღეს არსებული პენსიონერების დინამიკა და ასაკობრივი
განაწილება (დაახლოებით 210 მლნ ლარი), ასევე მაღალმთიანი მოსახლეობისათვის
გათვალისწინებული დანამატის დამატებითი ხარჯი (დაახლოებით 5 მლნ ლარი) და
პენსიის ცვლილების ეფექტი კომპენსაციის მიმღებ პირებზე (დაახლოებით 15 მლნ
ლარი).
გათვლები
აღებულია
პენსიის
მინიმალური
ზრდის
ოდენობების
გათვალისწინებით. ეკონომიკური პარამეტრების პროგნოზები საშუალოვადიან
პერიოდში მოსალოდნელია, რომ მნიშვნელოვან გადახრას არ გამოიწვევს პენსიის
ოდენობის
პანდემიის
წარმოდგენილი
პროგნოზიდან
გათვალისწინებით)
და
(განსაკუთრებით
საშუალოვადიან
პერიოდში
COVID-19-ის
ეკონომიკურ
პარამეტრებზე დაყრდნობით გამოანგარიშებული ოდენობა შესაძლებელია უფრო
დაბალი აღმოჩნდეს, ვიდრე ეს არის გარანტირებული ზრდის მინიმალური
ოდენობით (შესაბამისად 20 და 25 ლარი, შესაბამის ასაკობრივ ჯგუფში). გრძელვადიან
პერიოდში
ზრდა
დამოკიდებული
იქნება
პენსიონერების
რაოდენობაში
დემოგრაფიულ ცვლილებებზე და ეკონომიკურ პარამეტრებზე, თუმცა არსებული
გათვლებით საპენსიო ხარჯი არ გადააჭარბებს მშპ-ის 4.5%-ს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის
გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები
პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები)
მითითებით:
ასეთი არ არსებობს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და
იურიდიულ
პირებზე
გავლენის
ბუნებისა
და
მიმართულების
მითითებით,
რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს
პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი გავლენას მოახდენს სახელმწიფო პენსიის მიმღებ 770.0 ათასზე
მეტ პირსა და სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ 22 ათასზე მეტ პირზე, კერძოდ
განისაზღვრება ყოველწლიურად სახელმწიფო პენსიის ზრდის წესი. აღნიშნული
პროექტით პენსიონერები:
•
•
70 წლის ასაკამდე - ყოველწლიურად მიიღებენ პენსიას გაზრდილს ბოლო 12
თვის ინფლაციის მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკულის ოდენობით,
მაგრამ არანაკლებ 20 ლარის ოდენობით;
70 წლის და მეტი ასაკის - ყოველწლიურად მიიღებენ პენსიას გაზრდილს
ჯამით, რომელიც უდრის ბოლო 12 თვის ინფლაციის მაჩვენებლების
საშუალო არითმეტიკულს დამატებული ბოლო 6 კვარტლის მშპ-ის
რეალური ზრდის მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკულის 80%, მაგრამ
არანაკლებ 25 ლარის ოდენობით.
5 წლიანი პერიოდში 70 წლის ასაკამდე პენსიონერების სახელმწიფო პენსია
მიაღწევს მინიმუმ 320 ლარს, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებისათვის
სახელმწიფო პენსია მიაღწევს მინიმუმ 375 ლარს. აღსანიშნავია, რომ პრაქტიკაში
პენსიის მაჩვენებელის ოდენობა შესაძლებელია უფრო მაღალი იყოს, ეკონომიკური
ზრდისა და ინფლაციის ფაქტობრივი მაჩვენებლების გათვალისწინებით, თუმცა იმ
შემთხვევებში როდესაც ეკონომიკური ზრდისა და ინფლაციის მაჩვენებლები დაბალი
იქნება, ყველა პენსიონერისათვის პენსიის ზრდა ყოველწლიურად გარანტირებულია
მინიმუმ 20 ლარით 70 წლამდე პენსიონერებისათვის, ხოლო 25 ლარით 70 წლის და
მეტის ასაკის პენსიონერებისათვის.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი;
კანონპროექტით არ დგინდება ახალი გადასახადი და მოსაკრებელი ან სხვა
სახის გადასახდელი (ფულადი შენატანი).
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ
უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ)
არსებობის
რომელთან
შემთხვევაში,
დაახლოების
ევროკავშირის
ვალდებულებაც
ის
სამართლებრივი
გამომდინარეობს
„ერთი
აქტი,
მხრივ,
საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის
გაერთიანებას
და
მათ
წევს
სახელმწიფოებს
შორის
ასოცირების
შესახებ
შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა
მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტით გათვალისწინებული რეგულაციების შემუშავებაში აქტიური
მონაწილეობა მიიღეს მსოფლიო ბანკის ექსპერტებმა. პროექტით გათვალისწინებული
რეგულაციები და მისი ფისკალური შედეგები შეთანხმებულია საერთაშორისო
სავალუტო ფონდთან.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულებების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ)
სხვა
ქვეყნების
გამოცდილება
კანონპროექტის
მსგავსი
კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად
იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების
შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
საქართველოს მთავრობა.