სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2021 წლის საბიუჯეტო განაცხადი ბიუჯეტის ხარჯთაღრიცხვისა და მუშაკთა ზღვრული ოდენობის შესახებ

განაცხადი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
30.04.2020
ავტორი
სახელმწიფო აუდიტის სამსახური
ნომერი
#1-6036/20/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2021 წლის საბიუჯეტო განაცხადი ბიუჯეტის ხარჯთაღრიცხვისა და მუშაკთა ზღვრული ოდენობის შესახებ

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-05-13
ბიუროს ნომერი 346

📜 ტექსტი

წერილი
*002506/11* № 002506/11 30/04/2020 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ არჩილ თალაკვაძეს ბატონო არჩილ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 146-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, წარმოგიდგენთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2021 წლის საბიუჯეტო განაცხადს, ბიუჯეტის ხარჯთაღრიცხვისა და მუშაკთა ზღვრული ოდენობის შესახებ (თან ერთვის). დანართი: 1. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2021 წლის საბიუჯეტო განაცხადი. 2. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის პრეზენტაცია - 13 ფურცელი. ერეკლე მექვაბიშვილი გენერალური აუდიტორი
დანართი
სახელმწიფო აუდიტის სამსახური საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები და გამოწვევები 2021 წლისთვის } საერთაშორისო სტანდარტებთან/მოთხოვნებთან შესაბამისობის მიღწევა (PEFA): - ბიუჯეტის დაფარვის კუთხით; - მუნიციპალიტეტების დაფარვის კუთხით; } დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტების აუდიტების ჩატარება; } პარტნიორ უმაღლეს აუდიტორულ ორგანიზაციებთან ერთად პარალელური (Joint) აუდიტების ჩატარება; } ჰორიზონტალური (სისტემური) აუდიტის მიმართულების გაძლიერება; } IT აუდიტის მიმართულების გაძლიერება; } კადრების შენარჩუნება და განვითარება; } რეკომენდაციების შესრულების მაჩვენებლის ზრდა; საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები და გამოწვევები 2021 წლისთვის PEFA - ბიუჯეტის დაფარვის მაჩვენებელის ზრდა PEFA – მუნიციპალიტეტების აუდიტების ზრდა დონორების პროექტების აუდიტების ზრდა 2019 2020 2021 87% 12 მლრდ ლარი 90% 13.9 მლრდ ლარი > 90 17 აუდიტი 18 აუდიტი ≈ 23 1 2 >3 აუდიტი აუდიტი აუდიტი აუდიტი საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები და გამოწვევები 2021 წლისთვის პარალელური (Joint) აუდიტების ზრდა ჰორიზონტალური (სისტემური) აუდიტების ზრდა IT აუდიტების ზრდა 2019 2020 2021 1 2 ≈3 აუდიტი აუდიტი აუდიტი 2 3 ≈4 აუდიტი აუდიტი აუდიტი 2 2 ≈3 აუდიტი აუდიტი აუდიტი საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები და გამოწვევები 2021 წლისთვის } სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, არსებული რესურსის ოპტიმიზაციისა და პროდუქტიულობის გაუმჯობესების გზით ნაერთი ბიუჯეტის დაფარვის მაჩვენებელი 2017-2020 წწ. გაზარდა 81%-დან 90%-მდე. საერთაშორისო მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისთვ ის საჭიროა ნაერთი ბი უჯეტის მინიმუმ 90%-ის დაფარვა, რისი მიღწევა, შენარჩუნება და შემდგომი ზრდა დაკავშირებულია მრავალი მცირებიუჯეტიანი უწყების აუდიტთან, რაც თავის მხრივ მოითხოვს დამატებით ადამიანურ რესურსს. } PEFA შეფასების გაუმჯობესების მიზნით (მიმდინარე შეფასება C-D) აუცილე ბელია უზრუნველყოფილ იქნას ყველა მუნიციპალიტეტის (სულ 69) აუდი ტით დაფარვა სამ წელიწადში ერთხელ მაინც, რომლის უზრუნველსაყოფა დაც აუცილებელია ყოველწლიურად 23 აუდიტის ჩატარება. დღესდღეობით, არსებული რესურსით, სამსახური ყოველწლ იურად ატარებს მხოლოდ 1718 აუდიტს, შესაბამისად, საერთაშორისო მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით საჭიროა დამატებითი ადამიანური რესურსები; საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები და გამოწვევები 2021 წლისთვის ბოლო წლებში, გაიზარდა დონორი ორგანიზაციებიდან (WB, USAID) მათ მი ერ დაფინანსებული პროექტების აუდიტორული შემოწმების მოთხოვნა. აგრეთვე იზრდება სამსახურის ჩართულობა ერთობლივ აუდიტებში, რომლე ბიც ტარდება სხვადასხვ ა ქვეყნებთან ერთად და ეხება ყველაზე მნიშვნელო ვან და აქტუალურ საკითხებს. ზემოაღნიშნული გამოწვევის საპასუხოდ აუცილებელია კვალიფიციურ ი და სპეციალიზირებული ცოდნის მქონე (დონორების შესყიდვების პროცედურე ბის, საერთაშორისო აუდიტებში გამოცდილების) შიდა საკადრო რესურსის შენარჩუნება, რაც მაღალკონკურენტულ გარემოში რთული ამოცანაა. საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები და გამოწვევები 2021 წლისთვის SAI PMF-ის სტანდარტი აუდიტის სამსახურებს სთხოვს - სისტემატურად ატა რონ ჰორიზონტალური (სისტემური) აუდიტები. ჰორიზონტალური აუდიტი სისტემური ხარვეზების გამოვლენისა და გაცემული რეკომენდაციების შესრუ ლების შედეგად მათი აღმოფხვრის მნიშვნ ელოვანი ინსტრ უმენტია, რადგან ერთდროულად მრავალ უწყებაში ტარდება და ერთი აუდიტის ფარგლებში შეისწავლის კონკრ ეტულ და მნიშვნელოვან თემატიკას (მაგ: სახელმწიფო შესყიდვები, ავტოპარკი, ქონების მართვა და ა.შ.). ჰორიზონტალური აუდიტების განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შედეგებიდან და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებიდან გამომდინარე სამსახუ რი გეგმავს ამ მიმართულებით განხორციელ ებული აუდიტების რაოდენობის ზრდას, რაც ასევე დამატებით და ამასთან მაღალკვ ალიფიციურ ადამიანურ რესურსებს მოითხოვს. საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები და გამოწვევები 2021 წლისთვის } აუდიტის ობიექტების ბიზნეს-პროცესები ხდება სრულად ავტომატიზებული, რაც წარმოადგენს გამოწვევას, რომლის საპასუხოდაც აუცილებელია, შესაბა მისი კვალიფიციური IT აუდიტორების შენარჩუნება. აღსანიშნავია, რომ ასე თი კადრების მიმართ მოთხოვნა შრომის ბაზარზე მზარდია და შესაბამისად მაღალკონკურენტული, რასაც მოწმობს უკანასკნელ პერიოდში სამსახურიდან მაღალკვალიფიციური კადრების გადინება. } საქართველოს მთავრობასა და ევროკავშირს შორის დადებული შეთანხმება ითვალისწინებს შემოსავლების აუდიტის განვითარების ვალდებულებას, რისი პრაქტიკაც ამ დროისთვის სამსახურს არ გააჩნია. აღსანიშნავია, რომ შემო სავლების აუდიტის ჩატარება დღის წესრიგში დადგება მაშინ, როცა მთავრობა მოამზადებს ცენტრალური ბიუჯეტის კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშ გებას, რაც 2021 წლისთვის იგეგმება. საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები და გამოწვევები 2021 წლისთვის } ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისიწინებით, სას-ის სტრატეგიული ამოცა ნაა კვალიფიციური კადრების შენარჩუნება. 2019 წლიდან ბაზარზე მკვეთრად გაზრდილი მოთხოვნიდან და მაღალი ანაზღაურ ების შეთავაზებიდან გამომ დინარე სამსახური დატოვა 15-მა კვალიფიციურმა აუდიტორმა (რაც აუდიტო რული კორპუსის საშუალ ოდ 8%-ია), მათი ჩანაცვლება კი არაკონკურენტული ანაზღაურების პირობებში რთული პროცესია. } იმისათვის, რომ სას-მა დააკმაყოფილოს ყველა ზემოაღნიშნული საერთაშო რისო სტანდარტი/მოთხოვნა, ასევე განავითაროს საქმიანობა პრიორიტეტული მიმართულებების შესაბამისად, საჭიროა მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი, როგორც შესაბამისი საკადრო უზრუნველყოფის, ისე მატერიალ ურ-ტ ექნიკური ბაზის განვითარების კუთხით, თუმცა დღეის მდგომარეობით ქვეყანაში არსე ბულ გამოწვევების გათვალისწინებით 2021 წლისთვის იგეგმება მხოლოდ გა მართული (ნორმალური) ფუნქციონირებისა და კადრების შენარჩუნებისათვის აუცილებელი მინიმალური აქტივობები - ორი ძირითადი მიმართულებით: საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები და გამოწვევები 2021 წლისთვის 1. არსებული (მიმდინარე) სტაჟირების პროგრამის დასრულებისას იგეგმება 20 სტაჟიორის დასაქმება; 2. არსებული კადრების გარკვეული ნაწილის დაწინაურ ება, რაც აუცილებე ლია მათი შენარჩუნებისთვის, რადგან საქართვ ელოში მოქმედ უმსხვ ილეს აუდიტორულ კომპანიებში დასაქმებულ აუდიტორთა და მათთან გათანაბრე ბულ პროფესიული კადრების ხელფასები საშუალ ოდ 30%-ით აღემატება სას -ში არსებულ განაკვეთებს. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართ ველოს კანონში 2020 წელს შესული ცვლილებით, შეფასების შედეგების მი ხედვით მოხელისთვის კლასის მინიჭება სავალდებულო გახდა, რის საფუძ ველზეც 2021 წლის ბიუჯეტში საკლასო დანამატი წინა წელთან შდარებით 52 ათასი ლარით იზრდ ება. საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები 2021 წლისთვის } 2019 წელს, შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციე ბის მართვის სამსახურმა ჩაატ არა სახელმწ იფო აუდიტის სამსახურის ადმინისტ რაციული შენობის დეტალური სახანძრ ო-ტექნიკური შემოწმება და გასცა რეკო მენდაციებ ი, რომლებიც საქართველოს კანონის ,,სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ თანახმად შესასრულებლად სავალდებულოა. აღნიშნული რეკომენდა ციების ნაწილი შესრულდა/სრულდება, ხოლო ნაწილის შესრულება დაგეგმი ლია 2021 წელს, რაც დაახლოებით 107 ათასი ლარის სამუშაოებს მოიცავს; } სამსახურის ბიზნესპროცესების უწყვეტობისათვის, აუცილებელია ტექნიკური ბა ზის სრულყოფა, რაც მოიც ავს შესაბამისი სიმძლავრის კომპიუტერებს, სერვე რულ და ქსელურ ინფრასტრუქტურას, მათ შორის ინფორმაციული უსაფრთხო ების მიმართულებით, რაც მნიშვნელოვან დანახარჯებთანაა დაკავშირებული. 2021 წლის ბიუჯეტში, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, ამ მიმართულებით დაგეგმილია მხოლოდ ფუნქციონირებისათვის აუცილებელი მინიმალური დანახარჯები, რაც დაახლოებით 95 ათას ლარს შეადგენს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2021 წლის საბიუჯეტო განაცხადის შედარება წინა წლის ხარჯთან და მიმდინარე წლის ბიუჯეტთან ათასი ლარი საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლი 2020 წლის ბიუჯეტი 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი ზრდა ნომინალი ზრდა % შრომის ანაზღაურება საქონელი და მომსახურება სუბსიდია (სსიპ-ისთვის) გრანტები სოც. უზრუნველყოფა სხვა ხარჯები არაფინანსური 12,932 13,429 497 4% 2,166 2,253 87 4% 290 5 540 387 340 5 540 387 50 - 17% - 135 207 72 53% 16,455 17,161 706 4% აქტივები სულ აღსანიშნავია, რომ 2019 წელს წარდგენილ საბიუჯეტო განაცხადში, რომელიც ეხებოდა 2020-2023 წლების სახელმწიფო ბიუჯ ეტის პროექტით გამოსაყოფ ასიგნებებს, გათვა ლისიწნებული იყო 3%-იანი ზრდა. თუ არ ჩავთვლით გაუთვალისწინებელ მუხლებს (საკლასო დანამატისა და სახანძრო უსაფრთხოების ღონისძიებებისთვის დაგეგმილი თანხების ზრდა), 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი სრულ შესაბამისობაშია ზემოაღნიშნულ საპროგნოზო მაჩვენებელთან. მადლობა ყურადღებისთვის www.sao.ge