საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მომართვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ 2019 წლის ანგარიშების (№1-5465/20; 31.03.2020) განხილვის ვადის ორი თვით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
01.05.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#2-5098/20/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-05-13
ბიუროს ნომერი 346

📜 ტექსტი

წერილი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 2-5098/20 01-05-2020 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის ბიუროს N342/53, 13.04.2020 გადაწყვეტილებით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს განსახილველად გადმოეცა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი 2019 წლის ანგარიში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ (№1-5465; 31.03.2020). საკითხის განხილვის ვადა წამყვანი კომიტეტისთვის განსაზღვრულია 2020 წლის 18 მაისამდე, ხოლო სავალდებულო კომიტეტისთვის - 2020 წლის 04 მაისამდე. მიმდინარე წლის 01 მაისს მოგვმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, რომელმაც ითხოვა მითითებული ანგარიშის განხილვის ვადის გაგრძელება, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ვადების დაცვისა და განსახილველი საკითხის სრულყოფილად მომზადების მიზნით, რადგან ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგმარეობა დამაბრკოლებელ გარემოებად იქცა განსახილველი საკითხების დამუშავებისა და საკომიტეტო განხილვის კუთხით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოგმართავთ შუამდგომლობით დასახელებული ანგარიშის განხილვის ვადის 2 თვით გაგრძელების თაობაზე. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge