„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 77 ✗ 2
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-05-13
ბიუროს ნომერი 346
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე,
№54, 12.10.2010, მუხ. 343) 309-ე მუხლის 111-ე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის
112-ე-114-ე ნაწილები:
112. 2020 წლის 1 მაისიდან 6 კალენდარული თვის განმავლობაში, დამქირავებელი
უფლებამოსილია შეიმციროს (ბიუჯეტში არ შეიტანოს) დაქირავებულისთვის 750 ლარამდე
გაცემული ხელფასიდან დაკავებული და გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი, თუ
დაქირავებულის მიერ ამავე დამქირავებლისგან კალენდარული თვის განმავლობაში
მიღებული ხელფასი არ აღემატება 1500 ლარს.
შენიშვნა: ამ ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი არ ვრცელდება:
ა) საბიუჯეტო ორგანიზაციაზე:
ბ) საქართველოს ეროვნულ ბანკზე;
გ) ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოზე;
დ) საწარმოზე, რომლის აქციების/წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო ან
მუნიციპალიტეტი;
ე)
ამ
ნაწილის
დაფუძნებულ/შვილობილ
გათვალისწინებული
„დ“
ქვეპუნქტით
საწარმოზე,
საწარმო
მის
თუ
მიერ
გათვალისწინებული
ამ
ნაწილის
„დ“
დაფუძნებულ/შვილობილ
საწარმოს
ქვეპუნქტით
საწარმოში
აქციების/წილის 50%-ზე მეტს ფლობს.
113. 2020 წლის 1 მარტიდან 6 კალენდარული თვის/საანგარიშო პერიოდის
განმავლობაში ქონების იჯარის/ლიზინგის მომსახურება დღგ-ით იბეგრება შესაბამისი
მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის ფაქტობრივად გადახდის საანგარიშო
პერიოდში.
114. საქართველოს ფინანსთა მინისტრს/შემოსავლების სამსახურის უფროსს უფლება
აქვს ცალკეულ გადასახადის გადამხდელებს არაუმეტეს 6 თვით გაუგრძელოს 2020 წელს (მათ
შორის, 2020 წლის თებერვალში, მარტში და აპრილში) გადასახდელი საშემოსავლო ან/და
ქონების გადასახადის
გადახდის ამ კოდექსით გათვალისწინებული ვადა. ამ შემთხვევაში
გადასახადის გადამხდელს ამ კოდექსით გათვალისწინებული საურავი არ ერიცხება.
მუხლი 2. საგადასახადო ორგანოსთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება, რამაც
გამოიწვია
დაქირავებულისთვის
საქართველოს
მთავრობის
დადგენილებით
საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით განსაზღვრული
კომპენსაციის უსაფუძვლო გაცემა, - იწვევს დამქირავებლის დაჯარიმებას ამ ინფორმაციის
საფუძველზე გაცემული კომპენსაციის ორმაგი ოდენობით.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების, ქვეყნის წინაშე არსებული
მზარდი გამოწვევის გათვალისწინებით, ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის
მიერ გამოცხადებულ პანდემიაზე შესაბამისი რეაგირების მიზნით, საგანგებო მდგომარეობის
მოქმედების ვადით შეიზღუდა საქართველოს კონსტიტუციის II თავით გათვალისწინებული
რიგი უფლებები. გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, შეიზღუდა ეკონომიკური საქმიანობის
განხორციელება, რამაც განაპირობა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების და შემდგომ
პერიოდში ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირების საქმიანობის
უწყვეტობის შენარჩუნების მიზნით, ცალკეული ღონისძიებების გატარების აუცილებლობა.
კერძოდ, ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირებისათვის როგორც
გარკვეული გადასახადების გადახდის გადავადება, ასევე საგადასახადო შეღავათის დაწესება.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონის მიღება აუცილებელია ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი
გავრცელების
გათვალისწინებით,
ეკონომიკური
საქმიანობის
განმახორციელებელი
პირებისათვის საგადასახადო ვალდებულების შესრულების გადავადების და საგადასახადო
შეღავათების დაწესების მიზნით.
ა. ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად, საქართველოს ფინანსთა მინისტრს/ შემოსავლების
სამსახურის უფროსს უფლება ექნება ცალკეულ გადასახადის გადამხდელებს გაუგრძელოს
2020 წელს გადასახდელი საშემოსავლო ან/და ქონების
გადასახადის გადახდის ვადა, რა
დროსაც გადასახადის გადამხდელს საურავი არ დაერიცხება. გარკვეული პერიოდის
განმავლობაში ქონების იჯარის/ლიზინგის მომსახურება დღგ-ით დაიბეგრება შესაბამისი
მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის ფაქტობრივად გადახდის საანგარიშო
პერიოდში. ამასთანავე, დამქირავებელი გათავისუფლდება დაქირავებული ფიზიკური პირის
საშემოსავლო გადასახადის გადახდისაგან. აღნიშნულის შედეგად, ეკონომიკური საქმიანობის
განმახორციელებელ პირების შეუმსუბუქდებათ საგადასახადო ტვირთი, რაც ხელს შეუწყობს
ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირების საქმიანობის უწყვეტობას და
სამუშაო ადგილების შენარჩუნებას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის მიხედვით საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლს ემატება 112-ე-114-ე
ნაწილები, რომელთა შესაბამისად:
- 2020 წლის 1 მაისიდან 6 კალენდარული თვის განმავლობაში, დამქირავებელი
უფლებამოსილია შეიმციროს (ბიუჯეტში არ შეიტანოს) დაქირავებულისთვის 750 ლარამდე
გაცემული ხელფასიდან დაკავებული და გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი, თუ
დაქირავებულის მიერ ამავე დამქირავებლისგან კალენდარული თვის განმავლობაში
მიღებული ხელფასი არ აღემატება 1500 ლარს.
ამასთანავე, ხსენებული შეღავათი არ გავრცელდება საბიუჯეტო ორგანიზაციაზე,
საქართველოს ეროვნულ ბანკზე, ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოზე, საწარმოზე, რომლის
აქციების/წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტი და ამავე საწარმოს
დაფუძნებულ/შვილობილ საწარმოზე, თუ ეს საწარმო მის მიერ დაფუძნებულ/შვილობილ
საწარმოში აქციების/წილის 50%-ზე მეტს ფლობს;
- კანონპროექტის მიხედვით, 2020 წლის 1 მარტიდან 6 კალენდარული თვის/საანგარიშო
პერიოდის განმავლობაში ქონების იჯარის/ლიზინგის
მომსახურება დღგ-ით დაიბეგრება
შესაბამისი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის ფაქტობრივად გადახდის
საანგარიშო პერიოდში;
- საქართველოს ფინანსთა მინისტრს ან/და შემოსავლების სამსახურის უფროსს უფლება
ექნება ცალკეულ გადასახადის გადამხდელებს არაუმეტეს 6 თვით გაუგრძელოს 2020 წელს
გადასახდელი საშემოსავლო ან/და ქონების
გადასახადის გადახდის საქართველოს
საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ვადა. ამ შემთხვევაში გადასახადის
გადამხდელს საურავი არ დაერეცხება.
კანონპროექტის მე-2 მუხლის მიხედვით, საგადასახადო ორგანოსთვის არასწორი
ინფორმაციის მიწოდება, რამაც გამოიწვია დაქირავებულისათვის საქართველოს მთავრობის
დადგენილებით საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით
განსაზღვრული კომპენსაციის უსაფუძვლო გაცემა, გამოიწვევს დამქირავებლის დაჯარიმებას
ამ ინფორმაციის საფუძველზე გაცემული კომპენსაციის ორმაგი ოდენობით. ამ მუხლით
გათვალისწინებული
სამართალდარღვევის
სანქციის
შეფარდებას
განახორციელებს
შემოსავლების სამსახური.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის აუცილებლობა განპირობებულია იმ
გარემოებით,
რომ
საქართველოს
მთელ
ტერიტორიაზე
საგანგებო
მდგომარეობის
გამოცხადებასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვნად შემცირებულია ეკონომიკური აქტივობა
და
კრიტიკულად
მნიშვნელოვანია
წარმოდგენილი
კანონპროექტის
მაქსიმალურად
შემჭიდროებულ ვადებში მიღება, რათა ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ
პირებს მიეცეთ საგადასახადო ვალდებულების შესრულების
საგადასახადო შეღავათით სარგებლობის შესაძლებლობა.
გადავადების,
ასევე
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებითი სახსრების გამოყოფას სახელმწიფო
ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი მოახდენს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
წარმოდგენილი ცვლილებით. კერძოდ, კანონპროექტით გათვალისწინებული საგადასახადო
შეღავათები გამოიწვეს 2020 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის შემცირებას 250 მლნ.
ლარით.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული
უწყების მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი დადებითად იმოქმედებს იმ პირებზე, რომლებზეც ვრცელდება მისი
მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევს
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.