„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-05-13
ბიუროს ნომერი 346
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში
(www.matsne.gov.ge, 27/12/2019, 300280000.05.001.019734) შეტანილ იქნეს ცვლილება და
158-ე მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ელექტროენერგიის ტრანზიტის განხორციელებისას მისი განხორციელებისთვის
რეგულირების საფასური არ გადაიხდევინება. ელექტროენერგიის ტრანზიტის
უზრუნველყოფისას ელექტროენერგიის გადაცემის მომსახურებაზე არ ვრცელდება
კომისიის მიერ დადგენილი შესაბამისი ტარიფები.“;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საქართველოს გადამცემ ქსელში ელექტროენერგიის ტრანზიტის ტექნიკური
უზრუნველყოფისთვის ელექტროენერგიის დანაკარგები შეიძლება ანაზღაურდეს
შესაბამისი ელექტროენერგიის (საკომპენსაციო ელექტროენერგია) მოწოდებით, თუ
გადამცემი სისტემის ოპერატორსა და ტრანზიტის დამკვეთს შორის არსებობს შესაბამისი
შეთანხმება.“;
გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „91“ პუნქტი:
„91. ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფი უნდა უზრუნველყოფდეს შესაბამისი
მომსახურების (მათ შორის ტრანზიტის უზრუნველყოფის ფარგლებში) დანახარჯების
ანაზღაურებას, სატრანზიტო ელექტროენერგიის რაოდენობის გათვალისწინებით,
სატარიფო მეთოდოლოგიით დადგენილი წესითა და პირობებით.“.
მუხლი 2.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა
კომისიამ 2021 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს შესაბამისი კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობამისობაში მოყვანა.
მუხლი 3.
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის მიზანია საქართველოში ელექტროენერგიის ტრანზიტის სფეროს
მოწესრიგების შემდეგ ეტაპზე გადასვლა. ამ მიზნით, იგი ადგენს ელექტროენერგიის
ტრანზიტთან დაკავშირებული ურთიერთობების ერთიან, არადისკრიმინაციულ და
გამჭვირვალე
რეგულირების პირობებს, ასევე ელექტროენერგიის ტრანზიტის
მომსახურებაზე
ფასწარმოქმნის
ერთიან
სამართლებრივ
პრინციპებსა
და
ელექტროენერგიის ტრანზიტთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის რეგულირებად
აქტივებად ასახვის სამართლებრივ საფუძვლებს. აღსანიშნავია, რომ აზიის განვითარების
ბანკი (ADB), რომელიც მხარს უჭერს საქართველოში გადამცემი სისტემის ოპერატორის
ფინანსური მდგრადობის გაუმჯობესების პროცესს, შემუშავებულ კანონპროექტს
განიხილავს ამ პროცესის ხელშემწყობ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯად. აღნიშნულთან
დაკავშირებით, ADB გამოთქვამს მზადყოფნას საქართველოს ბიუჯეტის მხარდაჭერის
მიზნით, გამოყოს შეღავათიანი სესხი (80 მლნ. აშშ დოლარის ოდენობით) იმ შემთხვევაში,
თუ დაჩქარდება ამ კანონპროექტის ინიცირება. ამ თანხების მიღება ბიუჯეტისთვის იქნება
ერთერთი დამატებითი ხელშემწყობი ფაქტორი ქვეყანაში კორონა ვირუსთან
დაკავშირებული უარყოფითი ეკონომიკური შედეგების მინიმიზაციის კუთხით.
იმისთვის, რომ სესხის გამოყოფა განხორციელდეს უკვე 2020 წლის ზაფხულში, აზიის
განვითარების ბანკი ერთ-ერთ მნიშვნელოვან პირობად განიხილავს სულ მცირე 2020 წლის
გაზაფხულზე საქართველოს მთავრობის მიერ ამ კანონპროექტის განხილვის პროცესის
დასრულებას და საქართველოს პარლამენტში გადაგზავნას. აქვე აღსანიშნავია, რომ
წარმოდგენილი კანონპროექტი ასახულია საქართველოს პარლამენტის 2020 წლის
საგაზაფხულო
სესიისთვის
გათვალისწინებული
საქართველოს
მთავრობის
კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაში. შესაბამისად იგეგმებოდა
რეგულირების ზეგავლენის შეფასების მომზადებაც, თუმცა არსებულ სიტუაციაში
ფინანსური დახმარების მნიშვნელობიდან გამომდინარე, კანონპროექტის ინიცირება
განხორციელდა რეგულირების ზეგავლენის შეფასების გარეშე, რომლის მომზადებაც
გარკვეულ დროს საჭიროებს და არსებობს რისკი, რომ ამან თავის მხრივ გააჭიანუროს
შეღავათიანი სესხის მიღების ვადა.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონი შეიცავს
გარდამავალ
პერიოდში
(საქართველოს
ელექტროენერგეტიკული
სისტემის
ენერგეტიკული
გაერთიანების
მხარის
სისტემასთან
უშუალო
ფიზიკურ
ურთიერთდაკავშირებამდე)
ელექტროენერგიის
ტრანზიტის
ურთიერთობების
მომწესრიგებელ ნორმებს. მოქმედი კანონის არსებული რედაქცია არ აძლევს
მარეგულირებელ ორგანოს საფუძველს ელექტროენერგიის ტრანზიტთან დაკავშირებული
ინფრასტრუქტურის რეგულირებად აქტივებად ასახვისთვის. შესაბამისად, ახალი
რეგულაციების დანერგვა საჭიროებს ცვლილებების განხორციელებას საკანონმდებლო
აქტში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად შეიქმნება ელექტროენერგიის გადაცემატრანსპორტირებისთვის
უკეთესი
გარემო
ერთის
მხრივ,
გადაცემის
ლიცენზიატისთვისაც, რამდენადაც მათ საკუთრებაში არსებული ის ინფრასტრუქტურა,
რომელიც გამოიყენება მხოლოდ ელექტროენერგიის ტრანზიტისთვის მოექცევა
რეგულირებადი აქტივების ფარგლებში, რაც შექმნის მათი ექსპლუატაციის, შენახვისა და
განვითარების სტაბილურ გარემოს და მეორეს მხრივ, აღნიშნული ცვლილებები არ
იქონიებს რაიმე უარყოფით გავლენას ტრანზიტით დაინტერესებული პირებისთვის,
რამდენადაც მათთვის არ იცვლება არც ტრანზიტის უზრუნველყოფის საფასურის
დადგენის პრინციპები და წესი, ასევე არც მისი განხორციელების პროცედურა და ფორმა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის ძირითად ქვაკუთხედს წარმოადგენს ელექტროენერგიის
ტრანზიტის უზრუნველყოფისთვის აუცილებელი ელექტრული ქსელის მოქცევა
რეგულირებადი ინფრასტრუქტურის ფარგლებში. მოცემული ხელს შეუწყობს,
ელექტროენერგიის ტრანზიტისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურის შენახვისა და
ექსპლუატაციის ხარჯების ანაზღაურებას ელექტროენერგიის გადაცემის საქმიანობის
ტარიფის ფარგლებში, ხოლო მეორეს მხრივ იძლევა შესაძლებლობას, ტრანზიტით
დაინტერესებულ პირებს საფასურის გაძვირების, ან სხვა რომელიმე პირობის გაუარესების
გარეშე შევთავაზოთ იგივე მომსახურება.
მოცემული რეგულაციის შემოღებით გამოწვეული ყველა რისკი გადასულია
ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორზე (გადაცემის ლიცენზიატი) და ამ
კუთხითაც, მოცემული სავარუდო რისკების გადაზღვევა და რეაგირება განხორციელდება
გადაცემის ტარიფის საკითხის საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების
მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ განხილვისა და გადაწყვეტის დროს.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონპროექტის
პირველი
მუხლით
გათვალისწინებული
ცვლილებების
სრულყოფილი ამოქმედებისთვის (რათა უზრუნველყოფილი იქნეს ელექტროენერგიის
ტრანზიტთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის რეგულირებად აქტივებში ასახვისა და
ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფების შესაბამისი გადაანგარიშება) აუცილებელია
შეტანილი იქნეს სათანადო
ცვლილებები
საქართველოს ენერგეტიკისა
და
წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (შემდეგში „კომისია“)
ცალკეულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში, რისთვისაც მას განესაზღვრა
შესაბამისი ვადა (2021 წლის 1 იანვრამდე) სათანადო ცვლილებების მომზადების, საჯარო
განხილვებისა და დამტკიცებისთვის.
ზემოთქმულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია კანონპროექტის პირველი
მუხლით გათვალისწინებული ცვლილებები ამოქმედდეს მომდევნო სატარიფო წლის
დასაწყისიდან - 2021 წლის 1 იანვრიდან, როდესაც აღმოფხვრილი იქნება მოცემული
ცვლილებების
იმპლემენტაციისთვის
კანონმდებლობაში
არსებული
ყველა
წინააღმდეგობა.
საბოლოო მიზანს, ცვლილებების ზემოაღნიშნული ეტაპობრივი სახით
ამოქმედებისთვის წარმოადგენს ახალი დანაწესების უმოკლეს ვადაში გამოყენება
მარეგულირებელი ორგანოს მხრიდან ტარიფების განსაზღვრის პრაქტიკაში.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან.
ხარჯების
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის წარმოდგენილი სახით მიღება არ იქონიებს გავლენას
საქართველოს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ამასთან, შეიძლება გაიზარდოს საგადასახადო შემოსავლები, თუ რეგულირებად
აქტივებში ტრანსასაზღვრო ინფრასტრუქტურის გათვალისწინებამ გამოიწვია საბოლოო
ჯამში გადაცემის ტარიფის ზრდა. თუმცა აღსანიშნავია, რომ გადაცემის ტარიფი შედგება
სხვა ცვალებადი კომპონენტებისგანაც, ასევე გასათვალისწინებელია ტრანზიტის
მოცულობებიც, რომელთა ზრდის შემთხვევაში ტრანზიტის დამკვეთებისგან მიღებული
შემოსავლები ჯამში შეამცირებს გადაცემის ტარიფის ზრდის ალბათობას.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის წარმოდგენილი სახით მიღება არ გამოიწვევს საქართველოს
სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დამატებითი ასიგნებების გამოყოფის
საჭიროებას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის წარმოდგენილი სახით მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს მიერ
ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი არ იწვევს ყველა იმ პირთა ხარჯების პირდაპირ ცვლილებას,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონის მოქმედება. შესაძლებელია, მომდევნო ეტაპზე
კანონპროექტით ელექტროენერგიის ტრანზიტთან დაკავშირებული რეგულაციის
შემოღებამ გარკვეული გავლენა მოახდინოს მხოლოდ გადამცემი სისტემის ოპერატორის
ტარიფის ნაწილში, თუმცა აღნიშნული აუცილებლობა გარდაუვალია ელექტროენერგიის
ტრანზიტის უზრუნველმყოფი ინფრასტრუქტურის შენახვისა და გამართული
ექსპლუატაციისთვის. ამასთან, ტრანზიტის დამკვეთებისთვის არაფერი არ იცვლება,
ვინაიდან, როგორც აქამდე ხდებოდა, მათ მიერ გადასახდელი საფასურის განსაზღვრა
მოლაპარაკებების საფუძველზე გადამცემი სისტემის ოპერატორთან გაფორმებული
ხელშეკრულებით, ცვლილების შემდეგაც იგივე მოცემულობა დარჩება. ამასთან,
ოპერატორის პასუხისმგებლობა იზრდება იმ თვალსაზრისით, რომ საფასური იყოს
გონივრული და დასაბუთებადი მათ შორის კომისიისთვისაც, რომელიც მონიტორინგს
უწევს ოპერატორის საქმიანობას და მოახდენს გადაცემის ტარიფში სატრანზიტო
ინფრასტრუქტურის ხარჯების გათვალისწინებას, მათი გამოყენებით მიღებულ
შემოსავლებთან შეფარდებაში. რაც შეეხება საბოლოო მომხმარებლებს, მათზე შეიძლება
იმოქმედოს, იმ შემთხვევაში, თუ გაიზრდება გადაცემის ტარიფი და ეს გამოიწვევს
განაწილების ტარიფის ზრდასაც, თუმცა აღსანიშნავია, რომ გადაცემისა და განაწილების
ტარიფები შედგება სხვა ცვალებადი კომპონენტებისგანაც, ასევე გასათვალისწინებელია
ტრანზიტის მოცულობებიც, რომელთა ზრდის შემთხვევაში, ტრანზიტის დამკვეთებისგან
მიღებული შემოსავლები ჯამში შეამცირებს გადაცემის ტარიფის ზრდის ალბათობას.
ცვლილების პროექტის მიღება ასევე არ იმოქმედებს საქართველოს ენერგეტიკისა
და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ხარჯებზე, ვინაიდან
კანონპროექტით გათვალისწინებული დავალება კომისიის მიერ კანონქვემდებარე აქტების
შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე, არ საჭიროებს მნიშვნელოვან ექსპერტულ
დანახარჯებს. რეალურად საუბარია კომისიის სატარიფო მეთოდოლოგიებში
ცვლილებაზე, რომელთა ანალიზი და მონიტორინგი ისედაც კომისიის ჩვეულებრივ
საქმიანობას წარმოადგენს, ასევე კომისიას თავის მეთოდოლოგიებში უკვე აქვს
ჩამოყალიბებული თვისობრივი მიდგომები გადამცემი ქსელის შენახვის ხარჯებთან
მიმართებაში და ტრანსასაზღვრო ხაზებთან მიმართებაშიც მსგავსი მიდგომა იქნება
გამოყენებული. ამრიგად, ეს დავალებაც ჯდება კომისიის რეგულირების საფასურით
დაფარული საქმიანობის ფარგლებში.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს დამატებითი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა
სახის გადასახდელის შემოღებას. ამასთან, ქმნის გადამცემი სისტემის ოპერატორის
ბიუჯეტის სტაბილური უზრუნველყოფის საფუძველს ტრანსსასაზღვრო ხაზების
ექსპლუატაციის ხარჯების დაფარვასთან მიმართებაში.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება
არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის
შემუშავებაში
მონაწილეობას
იღებდნენ
საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ენერგეტიკისა და
წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, გადამცემი სისტემის
ოპერატორის წარმომადგენლები. კანონპროექტში გათვალისწინებულ იქნა კომისიის
შენიშვნა, 158-ე მუხლის მე-4 პუნქტის ცვლილებიდან გამომდინარე, იმავე მუხლის მე-3
პუნქტის ცვლილების საჭიროებაზე, ხსენებულ მე-4 პუნქტზე მითითების ამოღებასთან
დაკავშირებით. შესაბამისად, კანონპროექტი ითვალისწინებს 158-ე მუხლის მე-3 პუნქტის
ცვლილებასაც კომისიის მიერ შემოთავაზებული რედაქციით.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
იხილეთ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი
ეროვნული კომისიის წერილი N1/02-3-2716; 23.04.2020.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების
შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.