„ბავშვის უფლებათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
ერთი მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
კანონი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
🏛️ კომიტეტები
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-05-13
ბიუროს ნომერი 346
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
ბავშვის უფლებათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. ბავშვის უფლებათა კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
(www.matsne.gov.ge), 27.09.2019, სარეგისტრაციო კოდი: 010100000.05.001.019579)
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-100 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 100. ძალადაკარგული ნორმატიული აქტი
2020 წლის 1 სექტემბრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მავნე ზეგავლენისაგან
არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს 2001 წლის 28 სექტემბრის კანონი
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №28, 15.10.2001, მუხ. 113).“.
2. 101-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ კოდექსის პირველი−მე-60 და 62-ე−88-ე მუხლები, 89-ე მუხლის პირველი და მე2 ნაწილები და 90-ე−98-ე მუხლები ამოქმედდეს 2020 წლის 1 სექტემბრიდან.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
ბავშვის უფლებათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონის პროექტის შესახებ:
ა.ა) კანონის პროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონის პროექტი:
საქართველოს პარლამენტის მიერ 2019 წლის 20 სექტემბერს მიღებული ბავშვის
უფლებათა კოდექსის 101-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, იმავე კოდექსის
პირველი−მე-60 და 62-ე−88-ე მუხლები, 89-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები და
90-ე−98-ე მუხლები (ფაქტობრივად მთლიანი კოდექსი, გარდა გარდამავალი და დასკვნითი
დებულებებისა
და
ერთი
გამონაკლისი
ნორმისა)
უნდა
ამოქმედდეს
2020
წლის 1 ივნისიდან.
აღნიშნული თარიღი კოდექსის სრულფასოვნად ამოქმედების გონივრულ
ვადად განისაზღვრა იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ ამ თარიღამდე,
შესაბამისმა უწყებებმა უნდა შეიმუშავონ და მიიღონ სათანადო კანონქვემდებარე
აქტები და პროგრამები და გაატარონ მთელი რიგი მოსამზადებელი ღონისძიებები.
ქვეყანაში ახალი კორონავირუსის (COVID 19) გავრცელების პრევენციის
მიზნით 2020 წლის 21 მარტს 1 თვით გამოცხადებული იქნა საგანგებო მდგომარეობა,
რომლის მოქმედებაც შემდგომში 22 მაისამდე გაგრძელდა. არსებული საგანგებო
მდგომარეობის პირობებში ზემოთ დასახელებული უწყებები საქმიანობას აწარმოებენ
დისტანციურ რეჟიმში, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს მათი საქმიანობის მობილობას
და ეფექტიანობას.
ყოველივე აღნიშნული, რათქმაუნდა, შემაფერხებელ გარემოებებს წარმოადგენს
აგრეთვე ბავშვის უფლებათა კოდექსით გათვალისწინებული იმ ვალდებულებების
სრულყოფილად შესრულებისათვის, რომლებიც უნდა განხორციელდეს კოდექსის
ამოქმედებამდე, რათა კოდექსის შემდგომი იმპლემენტაციის პროცესი წარიმართოს
სრულფასოვნად და ეფექტიანად.
ამ
მიმართულებით,
განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია
კოდექსით
გათვალისწინებული სპეციალიზაციის სტანტარტის დანერგვა. კოდექსის თანახმად,
ბავშვთან მომუშავე ყველა პირმა (პროფესიონალმა) უნდა გაიაროს შესაბამისი
მოზადება.
მიუხედავად იმისა, რომ დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით საგანგებო
მდგომარეობის
პერიოდშიც
არ
შეჩერებულა
კოდექსით
გათვალისწინებული
სწავლების და გადამზადების პროცესი, ბავშვთან ურთიერთობის უნარის მქონე
სპეციალისტების მომზადება თეორიული ცოდნის გარდა მოითხოვს პრაქტიკულ
მეცადინეობებსაც, რაც საგანგებო მდგომარეობის გამო დაწესებული შეზღუდვების
პირობებში, ამ ეტაპზე სრულად ვერ განხორციელდება. დამაბრკოლებელ გარემოებას
წარმოადგენს ისიც, რომ სწავლების პრაქტიკული კომპონენტის გათვალისწინება
(უშუალო კომუნიკაცია, პრაქტიკული დავალებების შესრულება, სამუშაო ადგილზე
სიმულაციის
განხორციელება
და
სხვა)
დისტანციური
სწავლების
მეთოდის
გამოყენებით შეუძლებელია. ამდენად, კოდექსის ამოქმედებამდე დარჩენილ ვადაში,
ზემოთ მითითებული შემაფერხებელი გარემოებების გამო, ობიექტურად ვერ
მოესწრება, ყველა საჭირო ღონისძიების განხორციელება.
აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად საჭიროა სათანადო საკანონმდებლო
რეგულაციის შემუშავების გზით დადგინდეს ახალი, გონივრული ვადა, რაც შესაბამის
უწყებებს მისცემს საშუალებას სრულყოფილად და ხარისხიანად შეასრულონ ბავშვის
უფლებათა კოდექსით განსაზღვრული დავალებები. კოდექსის სრულყოფილი
იმპლემენტაციისთვის
მნიშვნელოვანია,
რომ
თითოეული
უწყება
კოდექსით
გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას შეუდგეს გადამზადებული,
კვალიფიციური პერსონალით. აღნიშნული მიზანი მიღწეულ იქნება, თუ კოდექსის
სრულფასოვნად ამოქმედება განისაზღვრება 2020 წლის 1 სექტემბრიდან.
აგრეთვე,
ბავშვის
უფლებათა
კოდექსის
ამოქმედება
იწვევს
„მავნე
ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს 2001 წლის 28
სექტემბრის კანონის ძალადაკარგულად გამოცხადებას, რაც კოდექსის 99-ე მუხლის
მიხედვით, გათვალისწინებულია 2020 წლის 1 ივნისიდან. ვინაიდან, წარმოდგენილი
კანონპროექტი ითვალისწინებს ბავშვის უფლებათა კოდექსის სრულფასოვნად
ამოქმედებას 2020 წლის 1 სექტემბრიდან, აუცილებელია „მავნე ზეგავლენისაგან
არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი ძალადაკარგულად
გამოცხადდეს იგივე დროს, რათა თავიდან იქნეს აცილებული საკანონმდებლო
ვაკუუმი შესაბამის სფეროში.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონის
აუცილებელია,
პროექტით
შემოთავაზებული
რათა
უწყებებს,
იმ
ცვლილების
რომლებსაც
კოდექსის
განხორციელება
სრულყოფილი
იმპლემენტაციისათვის ევალებათ შეიმუშავონ და განახორციელონ შესაბამისი
პროგრამები და გაატარონ მთელი რიგი მოსამზადებელი ღონისძიებები, მიეცეთ
დამატებითი გონივრული ვადა აღნიშნული ვალდებულებების სრულყოფილად
შესრულებისთვის.
ცვლილების განხორციელება საჭიროა აგრეთვე იმ მიზნით, რომ „მავნე
ზეგავლენისაგან
არასრულწლოვანთა
დაცვის
შესახებ“
საქართველოს
კანონი
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ბავშვის უფლებათა კოდექსის სრულფასოვნად
ამოქმედების დროს.
ა.ბ) კანონის პროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონის პროექტის მიღების შემთხვევაში იმ უწყებებს, რომლებსაც კოდექსის
სრულყოფილი იმპლემენტაციისათვის ევალებათ შეიმუშავონ და განახორციელონ
შესაბამისი პროგრამები და გაატარონ მთელი რიგი მოსამზადებელი ღონისძიებები,
მიეცემათ
დამატებითი
გონივრული
ვადა
აღნიშნული
ვალდებულებების
სრულყოფილად შესრულებისთვის.
აგრეთვე,
საქართველოს
„მავნე
ზეგავლენისაგან
არასრულწლოვანთა
კანონი
ძალადაკარგულად
გამოცხადდება
დაცვის
ბავშვის
შესახებ“
უფლებათა
კოდექსის სრულფასოვნად ამოქმედების დროს.
ა.გ) კანონის პროექტის ძირითადი არსი:
კანონის პროექტი ითვალისწინებს ცვლილების განხორციელებას ბავშვის
უფლებათა კოდექსის მე-100 და 101-ე მუხლებში.
აღნიშნული ცვლილებების მიხედვით:
- საქართველოს 2001 წლის 28 სექტემბრის კანონი „მავნე ზეგავლენისაგან
არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ ძალადაკარგულად გამოცხადდება 2020 წლის 1
სექტემბრიდან, ნაცვლად 2020 წლის 1 ივნისისა.
- ბავშვის უფლებათა კოდექსის სრულფასოვნად ამოქმედების თარიღად
განისაზღვრება 2020 წლის 1 სექტემბერი, ნაცვლად 2020 წლის 1 ივნისისა.
ა.დ) კანონის პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის
სფეროში
არსებულ
სამოქმედო
გეგმასთან,
ასეთის
არსებობის
შემთხვევაში
(საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული
ქვეპუნქტი
არ
ვრცელდება
წარმოდგენილ
პროექტთან
მიმართებით.
ა.ე) კანონის პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონის პროექტი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, რადგან მისი ძალაში
შესვლისათვის არ არის საჭირო რაიმე დამატებითი ღონისძიებების განხორციელება.
ა.ვ) კანონის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და
შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული
წესით განხილვას):
კანონის პროექტის ინიციატორი არ ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული
წესით განხილვას.
ბ) კანონის პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან
პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი, მათ შორის იმ უწყებებისთვის
გამოყოფილი ასიგნებები, რომლებიც ბავშვის უფლებათა კოდექსიდან, გამომდინარე
განახორციელებენ დამატებით ფუნქციებს.
ბ.ბ) კანონის პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
ბავშვის უფლებათა კოდექსით, რომელიც უნდა ამოქმედდეს 2020 წლის 1
ივნისიდან, საქართველოს სახალხო დამცველისადმი განსაზღვრული დამატებითი
ფუნქციების
უზრუნველსაყოფად
გათვალისწინებულია
სახალხო
დამცველის
აპარატისათვის 2 საშტატო ერთეულის დამატება, რისთვისაც ყოველწლიურად
გათვალისწინებულია ხარჯი 31 200 ლარის ოდენობით, ე.ი. ყოველთვიურად 2 600
ლარის ოდენობით. მიიღებდა რა აღნიშნულ თანხას,
დასახელებული 2 საშტატო
ერთეული 2020 წლის 1 ივნისიდან (კოდექსის ამოქმედების დღიდან) ყოველთვიურად
გადაიხდიდა
შესაბამისი
ოდენობის
საშემოსავლო
გადასახადს.
თუმცა,
იმის
გათვალისწინებით, რომ წარმოდგენილი კანონპროექტით ზემოთ აღნიშნული
კოდექსის ამოქმედების ვადა იცვლება და განისაზღვრება 2020 წლის 1 სექტემბრიდან,
შესაბამისად,
აღნიშნული
2
საშტატო
ერთეული
საშემოსავლო
გადასახადის
გადაიხდას დაიწყებს 3 თვის დაგვიანებით, რაც შესაბამისი ოდენობით შეამცირებს
2020 წლის ბიუჯეტის შემოსავლებს.
ბავშვის უფლებათა კოდექსით, რომელიც უნდა ამოქმედდეს 2020 წლის 1
ივნისიდან,
დადგენილია
გათვალისწინებული
ვალდებულებების
შეუსრულებლობისათვის
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და დაწესდა შესაბამისი
ადმინისტრაციული სახდელები ჯარიმების სახით.
აღნიშნულის შესაბამისად განისაზღვრა სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილის ზრდა 2020 წლის 1 ივნისიდან იმ ოდენობით, რაც ჯარიმების სახით იქნება
გადახდილი
ბავშვის
უფლებათა
კოდექსით
გათვალისწინებული
ნორმების
პოტენციურად დამრღვევი პირების მიერ, თუმცა, ზრდის რაოდენობრივი შეფასება
ვერ მოხდა, რადგან არ არსებობს ამ პირთა სტატისტიკა.
ვინაიდან წარმოდგენილი კანონპროექტით ზემოთ აღნიშნული კოდექსის
ამოქმედების ვადა იცვლება და განისაზღვრება 2020 წლის 1 სექტემბრიდან, ამდენად
ადმინისტრაციული ნორმების პოტენციურად დამრღვევი პირების მიერ გადახდილი
ჯარიმების შემოდინება სახელმწიფო ბიუჯეტში დაიწყება 3 თვის დაგვიანებით, რაც
შესაბამის გავლენას იქონიებს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბავშვის უფლებათა კოდექსით, რომელიც უნდა ამოქმედდეს 2020 წლის 1
ივნისიდან, იურიდიული დახმარების სამსახურისადმი განსაზღვრული დამატებითი
ფუნქციების უზრუნველსაყოფად გათვალისწინებულია ამ სამსახურის ადამიანური
რესურსების
ზრდა
17
საშტატო
ერთეულით,
რომელთა
6
თვის
ხელფასი
განისაზღვრება 175 200 ლარით.
მიიღებდა რა აღნიშნულ თანხას, დასახელებული 17 საშტატო ერთეული 2020
წლის 1 ივნისიდან (კოდექსის ამოქმედების დღიდან) ყოველთვიურად გადაიხდიდა
შესაბამისი ოდენობის საშემოსავლო გადასახადს. თუმცა, იმის გათვალისწინებით,
რომ წარმოდგენილი კანონპროექტით ზემოთ აღნიშნული კოდექსის ამოქმედების
ვადა იცვლება და განისაზღვრება 2020 წლის 1 სექტემბრიდან, შესაბამისად
აღნიშნული 17 საშტატო ერთეული საშემოსავლო გადასახადის გადაიხდას დაიწყებს 3
თვის დაგვიანებით, რაც შესაბამისი ოდენობით შეამცირებს 2020 წლის ბიუჯეტის
შემოსავლებს.
ბავშვის
უფლებათა
კოდექსიდან
გამომდინარე
არასრულწლოვნის
დაცვის
მიზნით
მაუწყებელს
ვალდებულებები,
რომელთა
შეუსრულებლობის
მავნე
ზეგავლენისგან
დაუდგინდა
შემთხვევაში
ახალი
საქართველოს
კომუნიკაციების ეროვნული კომისია მაუწყებელს დააკისრებს შესაბამის ჯარიმას.
აღნიშნულის
შესაბამისად
განისაზღვრება
სახელმწიფო
ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილის ზრდა 2020 წლის 1 ივნისიდან იმ ოდენობით, რაც ჯარიმების
სახით იქნება გადახდილი მაუწყებლის მიერ აღნიშნული ვალდებულებების
დარღვევის შემთხვევაში, თუმცა, შემოსავლის ზრდის რაოდენობრივი შეფასება ვერ
ხდება, რადგან არ არსებობს შესაბამისი სტატისტიკა.
ვინაიდან
წარმოდგენილი
ინიციატივით
ზემოთ
აღნიშნული
კანონის
ამოქმედების ვადა იცვლება და განისაზღვრება 2020 წლის 1 სექტემბრიდან, ამდენად
დარღვევის შემთხვევაში მაუწყებლის მიერ გადახდილი ჯარიმების შემოდინება
სახელმწიფო ბიუჯეტში დაიწყება 3 თვის დაგვიანებით, რაც შესაბამის გავლენას
იქონიებს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბავშვის უფლებათა კოდექსით გათვალისწინებული სხვა სუბიექტებთან
დაკავშირებით კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს
სახელმწიფო
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
მომდევნო 3 წლის განმავლობაში კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს
სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონის პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
ბავშვის უფლებათა კოდექსით, რომელიც უნდა ამოქმედდეს 2020 წლის 1
ივნისიდან, საქართველოს სახალხო დამცველისადმი განსაზღვრული დამატებითი
ფუნქციების უზრუნველსაყოფად გათვალისწინებულია 2020 წელს სახელმწიფო
ბიუჯეტიდან სახალხო დამცველის დაფინანსების გაზრდა 66 200 ლარით, რისი
მიზნობრივი ხარჯვა უნდა დაიწყოს კოდექსის ამოქმედებიდან - 2020 წლის 1
ივნისიდან. მომდევნო წლებშიც იმავე მიზნებისთვის ყოველწლიურ ბიუჯეტში
გათვალისწინებულ იქნება 66 200 ლარი, რაც იძლევა ყოველთვიურად დაახლოებით 5
500 ლარის დახარჯვის შესაძლებლობას.
ვინაიდან წარმოდგენილი კანონპროექტით ზემოთ აღნიშნული კოდექსის
ამოქმედების ვადა იცვლება და განისაზღვრება 2020 წლის 1 სექტემბრიდან,
შესაბამისად მითითებული თანხის ხარჯვა დაიწყება 3 თვით გვიან, რაც გამოიწვევს
2020 წლის ბიუჯეტში თანხის დაზოგვას იმ ოდენობით, რაც უნდა დაეხარჯა უწყებას
ამ 3 თვის განმავლობაში - დაახლოებით 16 500 ლარი.
ბავშვის უფლებათა კოდექსით, რომელიც უნდა ამოქმედდეს 2020 წლის 1
ივნისიდან,
მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებებს დაემატა ,,ბავშვის
უფლებათა
კოდექსით“
განსაზღვრული
უფლებამოსილებები.
აღნიშნული
უფლებამოსილებებითა და საქართველოს სხვა კანონებით მუნიციპალიტეტებისათვის
განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებებით გათვალისწინებული ღონისძიებები 2020
წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა ჯამურად 4 400 000 ლარით (მუხლი 17.).
აღნიშნული თანხის განკარგვა ყოველი კონკრეტული მიმართულებით, მათ შორის
ბავშვის უფლებათა კოდექსის მიზნებისთვის, განხორციელდება საქართველოს
მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.
ვინაიდან წარმოდგენილი კანონპროექტით ზემოთ აღნიშნული კოდექსის
ამოქმედების ვადა იცვლება და განისაზღვრება 2020 წლის 1 სექტემბრიდან,
შესაბამისად,
,,ბავშვის
უფლებათა
კოდექსით“
მუნიციპალიტეტისათვის
განსაზღვრული უფლებამოსილებებით გათვალისწინებული ღონისძიებებისათვის
თანხის განკარგვა დაიწყება 3 თვით გვიან, რაც გამოიწვევს 2020 წლის ბიუჯეტში
თანხის დაზოგვას იმ შესაბამისი ოდენობით.
ბავშვის უფლებათა კოდექსი, რომელიც უნდა ამოქმედდეს 2020 წლის 1
ივნისიდან, ადგენს შემდეგ პრინციპს:
ბავშვის
მონაწილე
უფლებებთან
დაკავშირებით
ადმინისტრაციული
ორგანოს
ადმინისტრაციულ
თანამდებობის
პირი
წარმოებაში
უნდა
იყოს
სპეციალიზებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სპეციალიზაციის
სტანდარტების შესაბამისად.
აღნიშნული
დამატებითი
კანონის
ხარჯების
ადმინისტრაციულ
მიღებამ
გამოყოფა,
წარმოებაში
გამოიწვია
ბავშვის
მონაწილე
სახელმწიფო
უფლებებთან
ბიუჯეტიდან
დაკავშირებით
ადმინისტრაციული
ორგანოს
თანამდებობის პირთა სპეციალიზაციისთვის საჭირო ღონისძიებების ხარჯების
დაფარვის მიზნით.
მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენილი კანონპროექტით ზემოთ აღნიშნული
კოდექსის ამოქმედების ვადა იცვლება და განისაზღვრება 2020 წლის 1 სექტემბრიდან,
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე, რადგან 2020 წლის 1 სექტემბრამდე გადამზადდება იმავე რაოდენობის პირი
და ამისათვის დაიხარჯება იგივე ოდენობის თანხა, რაც გათვალისწინებული იყო 2020
წლის 1 ივნისამდე. აღნიშნული პროცესის დასრულება მოითხოვს დაახლოებით 3
თვით მეტ ვადას და არ ითვალისწინებს რაიმე სხვა სახის ცვლილებებს, მათ შორის
გადასამზადებელი პერსონალისა და დაფინანსების ოდენობის მიმართულებითაც.
„ბავშვის უფლებათა კოდექსით“, რომელიც უნდა ამოქმედდეს 2020 წლის 1
ივნისიდან, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურმა უნდა უზრუნველყოს ყველა
საჭირო ღონისძიების განხორციელება, ყველა მისი მომსახურების მიწოდებისას
ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების მიდგომების დანერგვის მიზნით.
აღნიშნული ღონისძიებების განსახორციელებლად იურიდიული დახმარების
სამსახურს 2020 წლის 1 ივნისიდან განსაკარგავად 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით
დამატებით განესაზღვრა 274 248 ლარი, რაც 1 თვეში დაადგენს დაახლოებით 39 000
ლარს.
ვინაიდან წარმოდგენილი კანონპროექტით ზემოთ აღნიშნული კოდექსის
ამოქმედების ვადა იცვლება და განისაზღვრება 2020 წლის 1 სექტემბრიდან,
შესაბამისად მითითებული თანხის ხარჯვა დაიწყება 3 თვით გვიან, რაც გამოიწვევს
2020 წლის ბიუჯეტში თანხის დაზოგვას იმ ოდენობით, რაც უნდა დახარჯულიყო ამ 3
თვის განმავლობაში - დაახლოებით 117 000 ლარი.
ბავშვის უფლებათა კოდექსით გათვალისწინებული სხვა სუბიექტებთან
დაკავშირებით კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს
სახელმწიფო
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
მომდევნო 3 წლის განმავლობაში კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს
სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონის პროექტის
გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები
პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები)
მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონის პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და
იურიდიულ
პირებზე
გავლენის
ბუნებისა
და
მიმართულების
მითითებით,
რომლებზედაც მოსალოდნელია კანონის პროექტის განსაზღვრულ ქმედებებს
ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
ბავშვის უფლებათა კოდექსიდან გამომდინატრე საქართველოს სახალხო
დამცველისადმი განსაზღვრული დამატებითი ფუნქციების უზრუნველსაყოფად
გათვალისწინებულია სახალხო დამცველის აპარატისათვის 2 საშტატო ერთეულის
დამატება, რისთვისაც ყოველწლიურად გათვალისწინებულია ხარჯი 31 200 ლარის
ოდენობით, ე.ი. ყოველთვიურად 2 600 ლარის ოდენობით.
წარმოდგენილი
ინიციატივის
მიხედვით,
დასახელებული
2
საშტატო
ერთეული კუთვნილი ანაზღაურების მიღებას დაიწყებენ 2020 წლის 1 სექტემბრიდან,
ნაცვლად 2020 წლის 1 ივნისისა. აღნიშნული გარემოება 2020 წელს წარმოადგენს
ფინანსური შედეგებს ამ პირებისთვის იმ ოდენობით, რა ოდენობის ანაზღაურებაც
უნდა მიეღოთ მათ 3 თვის განმავლობაში.
ბავშვის უფლებათა კოდექსიდან გამომდინარე იურიდიული დახმარების
სამსახურისადმი განსაზღვრული დამატებითი ფუნქციების უზრუნველსაყოფად
გათვალისწინებულია ამ სამსახურის ადამიანური რესურსების ზრდა 17 საშტატო
ერთეულით, რომელთა 6 თვის ხელფასი განისაზღვრება 175 200 ლარით.
წარმოდგენილი
ინიციატივის
მიხედვით,
დასახელებული
17
საშტატო
ერთეული კუთვნილი ანაზღაურების მიღებას დაიწყებენ 2020 წლის 1 სექტემბრიდან,
ნაცვლად 2020 წლის 1 ივნისისა. აღნიშნული გარემოება 2020 წელს წარმოადგენს
ფინანსური შედეგებს ამ პირებისთვის იმ ოდენობით, რა ოდენობის ანაზღაურებაც
უნდა მიეღოთ მათ 3 თვის განმავლობაში.
კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა ფიფნანსური შედეგები გამოიწვიოს იმ
პირთა მიმართ, რომლებიც მოიაზრებიან ადმინისტრაციული ნორმების პოტენციურ
დამრღვევებად. ამ ფინანსური შედეგების ოდენობა დამოკიდებულია იმ თანხების
ოდენობაზე, რაც შესაძლოა გადაეხადათ პოტენციურად სამართალდამრღვევებს
ჯარიმების სახით 2020 წლის 1 ივნისიდან 2020 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდში.
კანონპროექტის
მიღებამ შესაძლოა
ფიფნანსური
შედეგები
გამოიწვიოს
მაუწყებლის მიმართ იმ შემთხვევაში, თუ ის არ შეასრულებს ბავშვის უფლებათა
კოდექსიდან
გამომდინარე
დამატებით
ვალდებულებებს
და
ამის
გამო
მას
დააჯარიმებს კომისია. ამ ფინანსური შედეგების ოდენობა დამოკიდებულია იმ
თანხების ოდენობაზე, რაც შესაძლოა გადაეხადა ჯარიმების სახით მაუწყებელს
დარღვევის შემთხვევაში 2020 წლის 1 ივნისიდან 2020 წლის 1 სექტემბრამდე
პერიოდში.
ბავშვის უფლებათა კოდექსით გათვალისწინებული სხვა სუბიექტებთან
დაკავშირებით კანონპროექტის მიღება ფინანსურ შედეგებს არ გამოიწვევს.
მომდევნო 3 წლის განმავლობაში კანონპროექტის მიღება ფინანსურ შედეგებს
არ გამოიწვევს.
ბ.ვ) კანონის პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონის პროექტი 2020-2023 წლებში არ ითვალისწინებს გადასახადის,
მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას.
გ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
სამართლებრივ
სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონის
პროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონის პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი,
რომელთან
დაახლოების
ვალდებულებაც
გამომდინარეობს
„ერთი
მხრივ,
საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის
გაერთიანებას
და
მათ
წევრ
სახელმწიფოებს
შორის
ასოცირების
შესახებ
შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან;
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც მონაწილეობა
მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ)
კანონპროექტის
შემუშავებაში
მონაწილე
ორგანიზაციის
(დაწესებულების), სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად
იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების
შემთხვევაში;
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი - სოფო კილაძე
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები - სოფო კილაძე, მერაბ ქვარაია, შალვა
კიკნაველიძე, დიმიტრი მხეიძე, ილია ნაკაშიძე